ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვერ შევა კვერცხებჩაჭყლეტილი და ასომოკვეთილი უფლის საკრებულოში. |
1 |
კუდური და დუმაკ კუეთილი ნუ შეიწირვინ ტაძრად უფლისა. |
2 | ვერ შევა ბუში უფლის საკრებულში, მისი მეათე თაობაც კი ვერ შევა უფლის საკრებულოში. | 2 | ძაღლისა სასყიდელი და სიძვისა სასყიდელი ნუ შეიწირვიედ ტაძრად უფლისა. |
3 | ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში, მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში. | 3 | ამანიტელი და მოაბელი ნუ შევლენედ სახიდ უფლისა ვიდრე ათამდე ნათესავად, ნუცა უკუნისამდე ჟამთა. |
4 | ეს იმიტომ, რომ პურითა და წყლით არ დაგხვდნენ გზაზე, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით; და იმიტომ, რომ დაიქირავეს შენს წინააღმდეგ ბალაამ ბეყორის ძე, შუამდინარეთის ფეთორიდან შენს დასაწყევლად. | 4 | რამეთუ არა მოგეგებვოდეს თქუენ პურითა და წყლითა, რაჟამს გამოხუედით თქუენ ქუეყანით ეგვიპტით, არამედ სასყიდლით მოიყვანეს ბალამი, ძე ბეორისი, შორის მდინარეთა მათ წყევად თქუენდა. |
5 | არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ესმინა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს. | 5 | და არა უნდა უფალსა ღმერთსა სმენად ბალამისი, არამედ გარდააქცია წყევაჲ იგი კურთხევად თქუენდა, რამეთუ შეგიყუარნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან რაჲთურთით. |
6 | ნუ შეკრავ მათთან ზავს და ნუ ეძებ მათთვის სიკეთეს მთელი შენი სიცოცხლე, უკუნისამდე. | 6 | კითხვაჲ არა მისცე მას, არცაღა მშჳდობასა იტყოდი მათა მიმართ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა შენისათა. |
7 | ნუ შეგძაგდება ედომელი, რადგან შენი მოძმეა, ნუ შეგძაგდება ეგვიპტელი, რადგან მდგმურად იყავი მის ქვეყანაში. | 7 | ნუ გძაგნ შენ იდუმელი იგი, რამეთუ ძმაჲ შენი არს, ნუ გძაგნ შენ მეგვიპტელი იგი, რამეთუ მწირ იყავ შენ ქუეყანასა მათსა. |
8 | შვილები, რომლებიც მათ შეეძინებათ, მესამე თაობაში შევლენ უფლის საკრებულოში. | 8 | და-თუ-ემკჳდროს შენ შორის და ესხნენ მას შვილ, მესამე იგი ნათესავი მისი შევიდეს სახლსა უფლისასა. |
9 | როცა მტრების წინააღმდეგ ბანაკად გახვალ, ერიდე ყოველივე ცუდს. | 9 | გინათუ ხვიდოდი წყობად მტერთა შენთა, დაიცევ თავი შენი ყოვლისაგან სიტყჳსა ბოროტისა. |
10 | თუ ვინმე იქნა შენში ღამის შემთხვევის შემდეგ განუწმედელი, გავიდეს ბანაკის გარეთ, არ შევიდეს ბანაკის შიგნით. | 10 | იყოს თუ ვინმე შენ შორის ხაშმ და უწრდოდის საფსმელი მისი ღამე, განვედინ გარეშე ბანაკსა მას და ნუ შემოვალნ ბანაკად. |
11 |
საღამოს პირზე წყლით განიბანოს და მზის ჩასვლისას შევიდეს ბანაკში. |
11 |
და მერმე მიმწუხრი დაიბანენ გუამი მისი წყლითა და მზისა დასლვასა შემოვედინ ბანაკსავე მას. |
12 | ადგილი გექნება ბანაკგარეთ, რომ შეგეძლოს იქ გარეთ გასვლა. | 12 | და ადგილი ერთი განჩინებულ იყავნ შენდა გარეშე ბანაკსა მას, რომელსა განხვიდოდი შენ. |
13 | ბარი უნდა გქონდეს სარტყელში და გარეთ დაჯდომისას ამოთხარე მიწა და ჩაფალი შენი განავალი. | 13 | და მანაჲ ერთი იყავნ გამობმულ სარტყელსა შენსა და სადა-იგი დასდგე, აღმოსთხარო და დაჰფარო საძაგელებაჲ იგი სარცხჳნელისა მის შენისაჲ. |
14 | რადგან უფალი, შენი ღმერთი, დადის შუაგულ ბანაკში, რომ გიხსნას და ხელში ჩაგიგდოს შენი მტრები. წმიდა უნდა იყოს შენი ბანაკი, რომ არ დაინახოს შენში რაიმე სამარცხვინო და ზურგი არ შეგაქციოს. | 14 | რამეთუ უფალი ღმერთი შენი გარდამოსრულ არს და იქცევის ბანაკსა შენსა განრინებად შენდა და მოცემად მტერთა შენთა წინაშე პირსა შენსა, რათა იყოს ბანაკი იგი შენი წმიდა და არა გამოჩნდეს შენ შორის საქმე საძაგელებისაჲ. და გარე მიიქციოს უფალმან პირი შენგან. |
15 | არ გადასცე თავის პატრონს ყმა, რომელიც შენთან გამოექცა პატრონს. | 15 | მონაჲ რომელ შემოვედრებულ იყოს შენდა, ნუ მისცემ ჴელთა უფლისა თჳსისათა, |
16 | იცხოვროს შენთან, შენს წრეში, იმ ადგილას, რომელსაც აირჩევს შენს ერთ-ერთ ქალაქში, სადაც მოეწონება. არ დაჩაგრო იგი. | 16 | რომელი შეყოფილ იყოს შენდა და ჯდეს შორის ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა სთნდეს მას, ნურას აჭირებნ მას. |
17 | არ იყოს მეძავი ქალი ისრაელის ქალებს შორის და მეძავი კაცი ისრაელის ვაჟებს შორის. | 17 | ასულთაგანი ისრაჱლისთაჲ, ნუ იქმნებინ როსპიკ და ნუცა იპოებინ მამაკაცი მეძავ ძეთაგანი ისრაჱლისთაჲ, |
18 | არანაირი აღთქმისათვის არ შეიტანო სამეძაო გასამრჯელო და ძაღლის ფასი უფლის, შენი ღმერთის სახლში, რადგან ორივე ეს სისაძაგლეა უფლის, შენი ღმერთისათვის. | 18 | ნუ შესწირავ შენ სასყიდელსა სიძვისასა, ნუცა ნაცვალსა ძაღლისასა სახიდ უფლისა ღმრთისა შენისა, ნუ შესწირავ ყოველსავე შინა აღნათქუემსა, რომელ აღგითქუას შენ, რამეთუ ბილწ არს წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ორივე ეგე. |
19 | არ მისცე სარგებელში შენს მოძმეს არც ვერცხლი, არც საჭმელი და არც რამე ნივთი, რაც სარგებელში შეიძლება გაიცეს. | 19 | ნუ მოჰჴდი ძმასა შენსა აღნადგინებსა ვეცხლისასა, ნუცა აღნადგინებსა საჭმლისასა, |
20 |
უცხოელს მიეცი სარგებელში, შენს მოძმეს კი ნუ მისცემ სარგებელში, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, მთელი შენი ნაამაგარი იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ. |
20 |
ნუცა ყოველსა აღნადგინებსა სესხისა მის შენისასა, რომელ ავასხე ძმასა მას შენსა, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ ზედა საქმეთა შენთა ქუეყანასა მას, რომელსა შეხჳდე დამკჳდრებად მუნ. |
21 | თუ აღთქმას დაუდებ უფალს, შენს ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას, რადგან მოიკითხავს მას შენგან უფალი, შენი ღმერთი, და ცოდვა დაგედება. | 21 | აღ-თუ-უთქუა აღნათქუემი უფალსა ღმერთსა შენსა, არა დააყენო აღსრულებაჲ მისი, რამეთუ მიჴდით მიუჴადოს იგი უფალმან ღმერთმან შენგან და იყოს შენდა ცოდვაჲ. |
22 | თუ აღთქმისაგან თავს შეიკავებ, არც ცოდვა დაგედება. | 22 | უკეთუ არა აღუთქუა შენ, არარაჲ ცოდვაჲ არს შენდა, |
23 | შეინახე შენი ბაგიდან გამომავალი სიტყვა და შეუსრულე, რაც აღთქმული გაქვს უფლის, შენი ღმერთისადმი, რაც წარმოთქვა შენმა ბაგემ. | 23 | გარნა რომელ აღმოჴდეს ბაგეთა შენთა, დაიმარხე და ყავ, ვითარცა აღუთქუ უფალსა ღმერთსა შენსა მისაცემელი, რომელსა იტყოდა პირი შენი. |
24 | როცა შეხვალ შენი მოყვასის ვენახში და შენი სურვილისამებრ, გაძღომამდე შეჭამ ყურძენს, ჭურჭელში აღარ ჩაიწყო. | 24 | შთა-თუ-ჰჴდე ყანასა მოყუსისა შენისასა თავის-კრებად, მანგლითა, ნუ მოჰმკი ყანასა მას მოყუასისა შენისასა, |
25 | როცა წახვალ შენი მოყვასის სამკალში, ხელით დაგლიჯე თავთავები; ნამგალი არ მოიქნიო შენი მოყვასის სამკალში. | 25 | შთა-თუ-ჰჴდე ვენაჴსა მოყუსისა შენისასა ჭამად ყურძნისა, ჭამე, რავდენცა უნდეს სულსა შენსა, წიაღთა ნუ ჩაიდებ, ნუცა სხუასა რას ჭურჭელსა. |