ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ეს არის კურთხევა, რომლითაც აკურთხა მოსემ, ღვთისკაცმა, ისრაელიანები სიკვდილის წინ. |
1 |
და ესე კურთხევაჲ არს, რომლითა აკრთხნა მოსე კაცმან მან ღმრთისამან ძენი იგი ისრაილისანი ვიდრე სიკუდილადმდე მისა. |
2 | თქვა: უფალი სინაიდან მოვიდა, სეყირიდან ამოუბრწყინდა მათ, ფარანის მთიდან ამონათდა და გამოჩნდა წმიდათა ბევრეულით, მარჯვენით რჯულის შარავანდი ჰქონდა. | 2 | და თქუა: უფალი სინად მოვიდა და გამოგვიჩნდა ჩუენ სეირს. ისწრაფა ფარან მთით ბევრებითა კადეს, მარჯუენით მისა ანგელოზნი მისნი მას თანა |
3 | უყვარს ხალხები. მათი ყველა წმიდა კაცი შენს ხელშია, ტრიალებენ შენს ფეხებთან, რომ მიიღონ შენ სიტყვები. | 3 | და წყალობა-ყო ერსა თჳსსა ზედა და ყოველნი შეწირულნი ჴელთა შინა შენთა. |
4 | რჯული გვიანდერძა მოსემ - იაკობის კრებულის მემკვიდრეობა. | 4 | და ესენიცა შენ ქუეშე არიან და შეიწყნარნა სიტყუანი მისნი შჯული, რომელ მოგუცა ჩუენ მოსე სამკჳდრებელად შესაკრებელსა მას იაკობისასა. |
5 | გაჩნდა მეფე იეშურუნში, როცა შეიკრიბნენ ერის თავკაცნი, ისრაელის შტოები. | 5 | და იყოს საყუარელისა მისგან მთავარი შეკრება მას მთავართა მათ ნათესავთა ისრაჱლისათა. |
6 | იცოცხლოს რეუბენმა და არ მოკვდეს! ცოტა ჰყავს ხალხი. | 6 | ცხონდენ რუბენ და ნუ მოკუდებინ და იყავნ იგი რიცხჳთ მრავალ. |
7 | ეს იუდასთვის თქვა: ისმინე, უფალო, იუდას ხმა! თავის ხალხთან მიიყვანე იგი. მისი ხელი იბრძოლებს მისთვის, შენ კი დაიფარე მტრებისაგან. | 7 | და ესე იუდა. ისმინე, უფალო, ჴმაჲ იუდასი და შესაკრებელთა მისთა შეკრბენ, ჴელნი მისნი გამოირჩინედ მას შემწედ მისა მტერთაგან მათთა. |
8 | ლევისთვის თქვა: შენი თუმიმი და ურიმი შენს მადლიან კაცს, რომელიც მასაში გამოცადე და ედავებოდი მერიბას წყლებთან! | 8 | და ლევის ჰრქუა: მიეცით ლევის მხილებაჲ და ჭეშარიტებაჲ მისი კაცსა მას უბიწოსა, რამეთუ განცადეს იგი განცდით და განაბოროტეს იგი წყალთა მათ ზედა ცილობისათა. |
9 | რომელიც ამბობს თავის დედ-მამაზე: არ მინახავს ისინი. არ ცნობს თავის ძმებს და არ იცნობს შვილებს, რადგან იცავდნენ ისინი შენს ნათქვამს და შენს აღთქმას ინახავდნენ. | 9 | რამეთუ ჰრქუა მამასა თჳსსა და დედასა თჳსსა: არა გიცი შენ, და ძმანი თვისნი არა იცნნა და შვილნი თჳსნი არა იცნნა. დაიმარხნა მან მცნებანი ესე შენნი და შჯულსა შენსა არა შესცთა. |
10 | ასწავლიან შენს სამართალს იაკობს და შენს რჯულს - ისრაელს, მოგართმევენ საკმეველს საყნოსელად და აღსავლენ მსხვერპლს სამსხვერპლოზე. | 10 | აუწყნე სიმართლენი შენნი იაკობსა და შჯული მისი ისრაჱლსა შეწირონ მათ მსხუერპლი და საკურთხეველი რისხვისათჳს შენისა მარადის საკურთხეველსა შენსა ზედა. |
11 |
აკურთხე, უფალო, ძალი მისი და კეთილად მოხედე მისი ხელის ნამოქმედარს. მოსწყვიტე წელი მის მოწინააღმდეგეთ, ვეღარ გაიმართონ მისი მოძულენი! |
11 |
აკურთხე, უფალო, ძალი იგი მისი და საქმენი ჴელთა მისთანი შეწირენ, შემუსრე ძალი იგი მტერთაჲ, რომელნი-იგი აღდგომილ იყვნეს მის ზედა და მოძულენი მისნი ნუღარა აღემართნედ. |
12 | ბენიამინზე თქვა: უზრუნველად იმკვიდრებს უფლის ნებიერი მის წინაშე. მისი ხელი აფარია დღენიადაგ და მის კალთებთან განისვენებს. | 12 | და ბენიამენს ჰრქუა: შეყუარებული უფლისაჲ დაემკჳდროს სასოებით და ღმერთი თავადი მფარველ ეყოს მას ყოველთა დღეთა და ბეჭთა შორის მისთა განუსუენოს მას. |
13 | იოსებზე თქვა: უფლის კურთხევით იყოს მისი მიწა, ცის მადლით - ნამით, და უფსკრულებით, ქვეშ რომ განრთხმულან; | 13 | და იოსებს ჰრქუა: კურთხევითა უფლისაჲთა ქუეყანაჲ იგი მისი და საზღვართაგან ცისათა და ცუარითა და წყაროთაგან უფსკრულთაჲსა ქუესკნელ და აღმოცენებისა |
14 | მზის მადლიანი ნაყოფებით და მთვარეთა მადლიანი მოსავლით; | 14 | ჟამთა ნაყოფთა მათ მზისათა დამდაბლებასა, |
15 | ძველი მთების მწვერვალებით და უხსოვარი ბორცვების მადლით; | 15 | თავთა მთათა მათ საუკუნოჲსათა და თხემსა ბორცუთა მათ სამარადისოჲთა, |
16 | მიწის მადლით და მისი სისავსით. გადმოვიდეს მაყვლოვანში დავანებულის წყალობა იოსების თავზე და მის ძმებს შორის მოწმიდარის თხემზე. | 16 | ჟამსა მას სავსებისა ქუეყანისასა მსგავსად შეწყნარებისა მის, რომელ-იგი გამოჩნდა მაყვლოვანსა მას, მოვიდენ თავსა ზედა იოსებისსა და თხემსა მისსა ზედა და იდიდენ იგინი შორის ძმათა თჳსთა პირმშოთა. |
17 | პირველნაშობი ხარის ბრწყინვალება აქვს, მარტორქის რქას უგავს რქები, ამით ურქენს ყველა ხალხს ერთიანად ქვეყნის კიდემდე. ესენი არიან ეფრემის ბევრეულნი და მენაშეს ათასეულნი! | 17 | იყავნ შუენიერებაჲ მისი, ვითარცა შუენიერებაჲ ზუარაკთაჲ, და ვითარცა რქაჲ მარტორქისაჲ - რქანი მისნი. და მითა ურქენდეს წარმართთა ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა ბევრებითა ეფრემ და ათასებითა მანასე. |
18 | ზებულონზე თქვა: იხარე, ზებულონ, შენი გამოსვლისას და, ისაქარ, შენს კარვებში! | 18 | და ზაბულონს ჰრქუა: იხარებდ, ზაბულონ, გამოსლვასა შენსა. და იზაქარს ჰრქუა: სამკჳდრებელსა მისსა ნათესავნი დაეცნენ. |
19 | ხალხებს დაუძახებენ მთაზე, იქ შესწირავენ სიმართლის მსხვერპლს, რადგან ზღვათა სიმდიდრით საზრდოობენ, ქვიშაში ჩაფლულ-ჩამარხულით. | 19 | და ხადოდით თქუენ სახელსა მისსა და შესწიროთ მსხუერპლი სიმართლისა უფლისა მიმართ, სიმდიდრესა მას ზღჳსასა სწოვდე შენ ვაჭართა მათ დამკჳდრებულთა ზღჳსკიდისათა. |
20 | გადზე თქვა: კურთხეულია გადის განმვრცობი, ლომივით წევს და გლეჯს ნადავლის თავ-ფეხს. | 20 | და გადს ჰრქუა: კურთხეულ და განვრცობილ იყავ, გად, ვითარცა ლომი განსუენებულად დაემკჳდრე შენ, შემუსრნა მკლავნი მთავართანი. |
21 |
საუკეთესო წილი ნახა, რადგან იქ იყო შენახული რჯულმდებლის წილი, მოიყვანა ერის თავკაცნი და აღუსრულა უფლის წესი და მისი სამართალი ისრაელს. |
21 |
და იხილა დასაბამი მისი, რამეთუ მუნ განიყო ქუეყანაჲ იგი მთავართაჲ შეკრებასა მას ერთა მრავალთასა მთავრობითურთ მისით, სამართალი წინაშე უფლისა ყო და შჯული შორის ისრაჱლსა. |
22 | დანზე თქვა: ლომის ბოკვერია დანი, ბაშანიდან გამოვარდნილი. | 22 | და დანს ჰრქუა: დან, ვითარცა ლეკჳ ლომისაჲ, გამოვიდეს ბანაკით. |
23 | ნაფთალიზე თქვა: ნაფთალი მაძღარია წყალობით და სავსეა უფლის კურთხევით; მისი სამკვიდროა დასავლეთი და სამხრეთი. | 23 | და ლეფთალიმს ჰრქუა: სავსებაჲ შეწირული და აღივსენ კურთხევითა უფლისა მიერ, ზღჳთ კერძო და სამხრით დაემკჳდროს იგი. |
24 | აშერზე თქვა: კურთხეულია შვილთა შორის აშერი, სწყალობდნენ ძმები და მირონში ედგას ფეხი. | 24 | და ასერს ჰრქუა: კურთხეულ იყავ შენ ძმათა შორის თჳსთა, დააწოს ზეთსა ფერჴი მისი, |
25 | რკინა და რვალია შენი ურდულები. მთელი სიცოცხლე მშვიდად იქნები. | 25 | ვითარცა რკინაჲ და სპილენძი, და იყოს ჴამლი იგი მისი და, ვითარცა დღენი შენნი, ეგრე იყოს ძალი შენი. |
26 | არ არის ღმერთი იეშურუნის ღმერთის მსგავსი, ცაშია ამხედრებული შენს შემწედ და ღრუბლებში თავისი დიდებით. | 26 | არა არს ვითარცა ღმერთი საყუარელისა, რომელი აღჴდეს ცად შემწედ შენდა და დიდად შუენიერებითა სამყაროსა მისსა. |
27 | თავშესაფარია ძველი ღმერთი და სიღრმეთაგან მკლავი მარადიული. მტერი განდევნა შენგან და თქვა: გაავლე მუსრი! | 27 | და საფარველსა მას ღმრთისასა ჴელმწიფებითა ძლიერებითა მკლავისაჲთა სამარადისოთა მათ და განასხნეს მტერნი შენნი პირისაგან შენისა. და ჰრქუას: მივედ, წარწყმი. |
28 | დავანებულია უზრუნველად ისრაელი, მარტო; იაკობის წყარო რწყავს პურის ყანებს და ვენახებს, მისი ციდანაც წვეთავს ცვარი. | 28 | და დაემკჳდროს ისრაჱლი სასოებით მხოლოდ ქუეყანასა ზედა იფქლითა და ღჳნითა და ცუარითა ცისათა მარადის. |
29 | ნეტარი ხარ, ისრაელო! ვინ შეგედრება შენ, ხალხო, გადარჩენილო უფლის მიერ, რომელიც შენი მფარველი ფარია და შენი დიდების მახვილი! მტრები დაგიწყებენ ლაქუცს, შენ კი გადაჯეგავ მათ სათაყვანო გორაკებს. | 29 | ნეტარ ხარ შენ, ისრაჱლ, ვინმე გემსგავსოს შენ ერი ეგე გამოჴსნილი უფლისა მიერ? ზედა მდგომელ გეყოს შენ შემწე იგი შენი და მახჳლითა შენითა სიქადული შენი, გეცრუვნენ მტერნი იგი შენნი და ქედსა მათსა ზედა ფერჴი ეგე შენი. |