ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ამ სიტყვების თქმა რომ დავასრულე, მომევლინა მე ანგელოზი, რომელიც წინა ღამეებში მევლინებოდა. |
||
2 | მითხრა: ადექი, ეზრა, და ისმინე სიტყვები, რომელთა სათქმელადაც მოვედი შენთან. | ||
3 | ვთქვი: ბრძანე, ჩემო ღმერთო. მითხრა: ზღვა გაშლილ ადგილზე მდებარეობს, რათა ღრმა იყოს და განუზომელი. | ||
4 | მაგრამ შესასვლელი მისი ვიწრო ადგილასაა მოთავსებული, მდინარის მსგავსია. | ||
5 | თუ სურს ვინმეს შეაღწიოს ზღვაში და იხილოს, ან დაიმორჩილოს იგი, ვიწროში თუ არ გაიარა, ფართო წყლებში გასვლას როგორ შეძლებს? | ||
6 | ასევე სხვაც: აშენებულია ქალაქი, დაბლობ ადგილას მდებარეობს იგი, და ყოველგვარი სიკეთით არის აღსავსე. | ||
7 | მაგრამ მისადგომი მისი ვიწროა და ციცაბოზე მდებარეობს, რათა მარჯვნივ ცეცხლი იყოს, მარცხნივ კი ღრმა წყალი. | ||
8 | მათ შორის ერთადერთი ბილიკი გადის, ცეცხლსა და წყალს შორის, და ერთი კაცის ტერფს თუ დაიტევს. | ||
9 | როგორ მიიღოს კაცმა სამემკვიდრეოდ მიცემული ქალაქი, თუ წინდაგებულ ხიფათს არ გაივლის? | ||
10 | ვთქვი: ასეა, უფალო. მითხრა: ასეა ისრაელის წილიც. | ||
11 | რადგან მათთვის შევქმენი წუთისოფელი, და როცა ადამი განუდგა ჩემს მცნებებს, მსჯავრი დაედო მას, რაც შეიქმნა. | ||
12 | დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქნა გამტანჯველი და სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს. | ||
13 | მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო, და უკვდავების ნაყოფის გამომღებია. | ||
14 | ამიტომ, თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის. | ||
15 | ახლა რისთვის შფოთავ, ხრწნადი რომ ხარ? და რად გაწუხებს, მოკვდავი რომ ხარ? | ||
16 |
რატომ არ გულისხმაყოფ მომავალს, არამედ მხოლოდ იმას, რაც აწმყოშია? |
||
17 | ვუპასუხე და ვთქვი: მბრძანებელო, უფალო, აჰა, შენ დაადგინე შენი რჯულით, რომ ამას ყველაფერს მართალნი დაიმკვიდრებენ, უკეთურნი კი დაიღუპებიან. | ||
18 | რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს ფართოს იმედით; ხოლო ვინც უკეთურებას სჩადის, თუმცა ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს მაინც ვერ იხილავს. | ||
19 | მითხრა: არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული, არც ბრძენი, უზენაესზე აღმატებული. | ||
20 | დაიღუპებიან აწმყონი მრავალნი, რადგან უგულებელყოფილია მათ წინ დადებული ღვთის რჯული. | ||
21 | რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც მართებთ მათ, რათა ეცოცხლათ, და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ. | ||
22 | მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი ჭკუით დაადინეს ჭეშმარიტება. | ||
23 | მოიგონეს თავისთვის ტყუილები, არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები, | ||
24 | შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი, არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს. | ||
25 | ამის გამო, ეზრა, ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე - სავსეთათვის. | ||
26 | აჰა, დადგება ჟამი და მოვა ნიშნები, მე რომ წინასწარ გაუწყე: გამოჩნდება სძალი და მისი გამოჩენისას გამოცხადდება, რაც მიწით არის დაფარული. | ||
27 | და ყველა, ვინც თავს დააღწევს წინასწართქმულ ბთროტებებს, თავად იხლავს ჩემს სასწაულებს. | ||
28 | გამოცხადდება ჩემი ძე იესო იმათთან ერთად, ვინც მასთან არიან, და გაიხარებენ, ვინც გადარჩება, ოთხასი წელი. | ||
29 | გავა ეს წლები და მოკვდება ჩემი ძე ქრისტე და ყველა სუნთქვის მქონებელი ადამიანი. | ||
30 | და მიიქცევა წუთისოფელი დასაბამიერ დუმილად შვიდი დღე, როგორც ძველთაგანვე იყო დადგენილი, ისე რომ, აღარავინ დარჩება. | ||
31 |
შვიდი დღის შემდეგ აღდგება წუთისოფელი, ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი, და დაიღუპება, რაც ხრწნადია. |
||
32 | მიწა გასცემს, რასაც სძინავს მასში, და მტვერს, რომელიც მდუმარედ ასვენია მასში, და საცავნიც გასცემენ მათთვის მინდობილ სულებს. | ||
33 | გამოცხადდება უზენაესი სამსჯავრიას ტახტზე და გაიფანტება ცოდო-ბრალნი და სულგრძელობა შენივთდება. | ||
34 | დარჩება ერთადერთი სამსჯავრო, დამყარდება ჭეშმარიტება და განმტკიცდება რწმენა. | ||
35 | გაჰყვება მას საქმე და გამოჩნდება საზღაური, იფხიზლებს სამართალი და ვეღარ იმძლავრებს უსამართლობა. | ||
36 | ვთქვი: პირველმა აბრაამმა ილოცა სოდომელებისათვის, მერე მოსემ ჩვენი მამა-პაპისთვის, რომლებმაც უდაბნოში შესცოდეს; | ||
37 | მის მერე - ისრაელისთვის იმათ, ვინც იყვნენ ახაზისა და სამუელის ხანაში; | ||
38 | დავითმა განადგურების გამო, სოლომონმა კი მათთვის, ვინც ტაძრის საკურთხებლად მოვიდნენ; | ||
39 | ელიამ მათთვის, ვინც წვიმა მიიღო, და მკვდრისთვის, რათა ეცოცხლა; | ||
40 | ეზეკიამ ხალხისთვის სანქერიბის დღეებში და მრავალმა მრავალთათვის. | ||
41 | თუ მაშინ, როცა მომძლავრებული იყო ხრწნადი და უსამართლოებანი მომრავლებული, ილოცეს მართლებმა უკეთურთათვის, ახლაც რატომ არ უნდა იყოს ასე? | ||
42 | მიპასუხა და თქვა: ამჟამინდელი წუთისოფელი არ არის ბოლო, დიდება იშვიათია მასში; ამიტომ ლოცულობდნენ უძლურთათვის. | ||
43 | განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. | ||
44 | მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება. | ||
45 | მაშინ კი ვეღარავინ შესძლებს დასაღუპავის გადარჩენას, და არც გამარჯვებული გაიწირება. ვუპასუხე | ||
46 |
და ვთქვი: ეს არის ჩემი სიტყვა - პირველი და უკანასკნელი: სჯობდა არ მიგეცა მიწა ადამისთვის, და თუ აძლევდი, ცოდვისგანაც დაგებრკოლებინა. |
||
47 | რას არგებს ადამიანს მწუხარებაში ცხოვრება, თუ სიკვდილს შემდეგ სასჯელს მოელის? | ||
48 | ვაი, რა ჩაიდინე, ადამ! შენ შესცოდე, მაგრამ მხოლოდ შენი კი არ არის ეს ცოდვა, არამედ ჩვენიც არის, ვინც შენგან გამოვდივართ. | ||
49 | რას გვარგებს ჩვენ აღთქმული უკვდავება, როცა მოკვდავ საქმეებს ვაკეთებთ? | ||
50 | რადგან მარადიული იმედია აღთქმული ჩვენთვის, ჩვენ კი, საცოდავნი ამაოებაში ვართ. | ||
51 | რადგან ცხოველმყოფელი და უზრუნველი სამკვიდრებელია ჩვენთვის შემონახული, ჩვენ კი ბოროტებისკენ ვართ მიქცეულნი. | ||
52 | რადგან უზენაესის დიდებაა შემონახული, ძნელად მიქცეულთა გადასარჩენად, ჩვენ კი უკეთური გზებით დავდივართ. | ||
53 | რადგან გვეცხადება სამოთხე, რომლის ნაყოფი უხრწნელად ინახება, სადაც სიმრთელე და კურნება სუფევს, | ||
54 | ჩვენ კი არ შევდივართ იქ, არამედ უამური ადგილებისკენ ვართ მიქცეულნი. | ||
55 | რადგან ვარსკვლავებზე მეტად ბრწყინავენ მათი სახეები, ვინც თავშეკავებულ ცხოვრებას მისდევდა, ჩვენი სახეები კი წყვდიადზე უშავესია. | ||
56 | არ ვფიქრობთ ცოცხლები, როცა უსამართლობას ჩავდივართ, რა განსაცდელი მოგველის სიკვდილის შემდეგ. | ||
57 | მიპასუხა და თქვა: ეს არის ფიქრი ბრძოლაზე, რომელიც უნდა გამართთას ყოველმა ადამიანმა, ამქვეყნად შობილმა. | ||
58 | თუ დამარცხდა, ისე დაიტანჯება, როგორც შენ თქვი; თუ გაიმარჯვა, იმას მოიხვეჭს, რასაც მე გეუბნები. | ||
59 | რადგან ეს არის სიცოცხლე, რაც მოსემ ასწავლა ხალხს; ვიდრე ცოცხალი იყო, ეუბნებოდა: აირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლო. | ||
60 | მაგრამ არც მას დაუჯერეს და არც მის მერე მოვლენილ წინასწარმეტყველთ; არც მე, რომელიც ველაპარაკე მათ. | ||
61 |
რადგან არ იქნება მწუხარება მათი დაღუპვის გამო, სიხარული კი იქნება მათ გამო, რომელთაც გაინაღდეს ხსნა. |
||
62 | ვუპასუხე და ვთქვი: ვიცი, უფალო, რადგან გულმოწყალე ეწოდება უზენაესს იმისთვის, რომ შეწყალებული ჰყავს ისინი, ვინც ჯერ კიდევ არ შემოსულან ამ წუთისოფელში. | ||
63 | და რომ შეიწყალა ისინი, ვინც მოიქცა მისი რჯულისკენ. | ||
64 | რომ დიდსულოვანია, რადგან დიდსულოვნებას იჩენს ცოდვილისადმი, როგორც თავისი ქმნილებისადმი. | ||
65 | რომ უხვია იგი, რადგან გასცემს, როცა ითხოვენ. | ||
66 | რომ სავსეა გულმოწყალებით, რადგან უხვად იჩენს გულმოწყალებას მათ მიმართ, ვინც არიან, ვინც იყვნენ წინათ და ვინც მომავალში იქნებიან. | ||
67 | თუ არ გამოაჩინა უხვად თავისი გულმოწყალება, სიცოცხლე მოესწრაფება წუთისოფელს და მის მკვიდრთ. | ||
68 | რომ გასცემს იგი, რადგან რომ არ გასცემდეს იგი თავისი სიკეთით, რათა ცოდვები შეუმსუბუქოს ცოდვილთ, ადამიანთა მეათიათასედიც კი ვერ იცოცხლებდა თავიანთი ცოდვების გამო. | ||
69 | რომ მსაჯულია იგი და თუ არ მიუტევა მათ, ვინც მისი სიტყვით არიან შექმნილნი, და თუ არ წარხოცა მათი ცოდვების სიმრავლე, უმცირესი ნატამალი თუ გადარჩებოდა ადამიანთა აურაცხელი სიმრავლიდან. |