ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მეთექვსმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გამოეცხადა უფლის სიტყვა იეჰუ ხანანის ძეს ბაყაშას წინააღმდეგ:

1

და იყო სიტყუაჲ უფლისა იუას, ძისა ანანიასა, და ჰრქვა: ესრე ეტყოდე შენ ბაასას, მეფესა ისრაჱლისასა, და არქვა:

2 მიწის მტვერიდან აგამაღლე და ჩემი ერის, ისრაელის, წინამძღოლად დაგადგინე, მაგრამ რაკი იერობოამის გზას მიჰყვები, აცთუნებ ჩემს ერს, ისრაელს, და მაჯავრებ მათი ცოდვებით, 2 ამისთჳს, რამეთუ აღგამაღლე შენ ქუეყანასა ზედა და მიგეც შენ წინამძღურად ზედა ერსა ჩემსა ისრაჱლსა, ხჳდოდე შენ გზათა მათ იერობუამისთა და აცთუნე ერი ჩემი ისრაჱლი განრისხებად ჩემდა ამაოებითა მით თჳსითა.
3 აჰა, მოვსპობ ბაყაშას კვალს და მისი სახლის კვალს; იმასვე დავმართებ შენს სახლს, რაც იერობოამ ნაბატის ძის სახლს დავმართე. 3 და აჰა, მე აღვადგინო შემდგომად ბაასისსა ზედა სახლისა მისისა და მივსცე სახლი მისი ვითარცა იერობუამისი, ძისა ნაბატისნი.
4 ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ; ვინც მინდვრად მოუკვდება, ცის ფრინველები დაჯიჯგნიან. 4 მომკუდარნი ბაასნი ქალაქსა შინა შეჭამნენ ძაღლთა, რომელი მოკუდეს მისი ველსა, შეჭამნენ ფრინველთა ცისათა.
5 ბაყაშას დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, და გმირობები, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 5 და ნეშტნი სიტყუათა ბაასისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ძლიერებანი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.
6 განისვენა ბაყაშამ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თირცაში. მის ნაცვლად მისი ძე, ელა, გამეფდა. 6 და დაიძინა ბაას მამათა თჳსთა თანა, დაეფლა თარსას და მეფობდა ელა, ძე მისი, მის წილ.
7 წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის პირით გამოცხადდა უფლის სიტყვა ბაყაშას გამო და მისი სახლის გამო, და ყოველი ბოროტების გამო, რასაც უფლის თვალში სჩადიოდა იგი, რომ აჯავრებდა თავისი ხელის ნამოქმედარით უფალს, რომ ბაძავდა იერობოამის სახლს, და იმის გამოც, რომ მოსპო იგი. 7 ჴელითა იუს, ძისა ანანიას, წინაწარმეტყუელისათა იტყოდა უფალი ზედა ბაასისა და ზედა სახლსა მისსა ყოვლისა მის უკეთურებისა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა განსარისხებელად მისა საქმითა ჴელთა თჳსთათა ყოფად და მსგავსად, ვითარცა სახლი იგი იერობუამისი დასაცემელად მისა.
8 იუდას მეფის ასას ოცდამეექვსე წელს გამეფდა და ბაყაშას ძე ისრაელზე თირცაში და იმეფა ორი წელი. 8 წელსა ოცდამეექუსესა [ასა] მეფისა იუდასასა ელა, ძე ბაასისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა თერსას ორ წელ.
9 მოუწყო შეთქმულება მისმა მსახურმა ზიმრიმ, ეტლიონის ერთი ნახევრის მეთაურმა. ღვინით იყო მთვრალი ელა თირცას სასახლის მოურავის, არცას სახლში, 9 და აღდგა ზამბრი მის ზედა, მონა თჳსი, რომელ-იგი იყო მთავარ ზოგთა ზედა ჭურჭელთა მისთა და იგი სუმეულ იყო სახლსა მას ასარისსა ეზოსმოძღურისა თესარისას.
10 როცა შემოვიდა ზიმრი, ჩასცა მახვილი და მოკლა იგი იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს და მის ნაცვლად გამეფდა. 10 და შევიდა ზამბრი, სცა და მოკლა წელსა მას ოცდამეშჳდესა ასა მეფისა იუდასსა, მეფობდა ზამბრი ელას წილ.
11 როგორც კი გამეფდა და დაჯდა მის ტახტზე, მუსრი გაავლო ბაყაშას მთელს სახლს, არავინ დაუტოვა კედელთან მშარდავი, არც ნათესავი და არც მეგობარი. 11 და იყო მეფობასა მას მისსა და დაჯდომად საყდარსა თჳსსა დასცა ყოველი იგი სახლი ბაასისი და არა დაუტევა მისი, რომელი აფსმიდისმცა კედელსა და მახლობელნიცა მისნი და მეგობარნი მისნი.
12

მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლი უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნათქვამი ჰქონდა ბაყაშაზე იეჰუ წინასწარმეტყველის პირით,

12

და აჴოცა ზამბრი ყოველი იგი სახლი ბაასისი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ზედა სახლსა ბაასისასა ჴელითა იუ წინაწარმეტყუელისათა

13 ყველა იმ ცოდვის გამო, რაც ბაყაშამ და ელამ ჩაიდინეს, და იმის გამოც, რომ აცთუნებდნენ ისრაელს და თავიანთი კერპებით აჯავრებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს. 13 ყოველთა მათთჳს ცოდვილთა ბაასისთა და ელას, ძისა მისისა, რომელ სცოდა და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.
14 ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 14 და ნეშტნი სიტყუათა ელასთანი და ყოველივე, რაცა ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეუფეთა ისრაჱლისათა.
15 იუდას მეფის, ასას, ოცდამეშვიდე წელს გამეფდა ზიმრი და იმეფა შვიდ დღეს თირცაში. ამ დროს იყო, რომ შემოადგა ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონს. 15 წელსა ოცდამეშჳდესა ასა, მეფისა იუდასსა მეფობდა ზამბრი შჳდ დღე თერსას, და ბანაკი იგი ისრაჱლისა იყო გაბაონს უცხოთესლთასა.
16 შეიტყო დაბანაკებულმა ხალხმა, რომ აჯანყდა ზიმრი და მოკლა მეფე, და იმათაც იმავე დღეს, ბანაკში გაამეფეს ისრაელზე ყომრი, ისრაელის მხედართმთავარი. 16 და ესმა ერსა მის ბანაკისასა და თქუეს: მიეტევა ზამბრი ელას ზედა და მოკლა იგი, დაიდგინა მეფედ ისრაჱლმან ზამბრი ერისთავი იგი ისრაჱლისა მას დღესა შინა ბანაკსა მას.
17 დაიძრა ყომრი და მთელი ისრაელი მასთან ერთად გიბეთონიდან და ალყა შემოარტყეს თირცას. 17 და განვიდა ზამბრი და ყოველი ისრაჱლი მის თანა გაბათონით და გარემოადგა თერსას.
18 როცა დაინახა ზიმრიმ, რომ აღებული იყო ქალაქი, შევიდა სამეფო სახლის ბალატში და თავზე გადაიბუგა სამეფო სახლი, და ასე მოკვდა იგი. 18 და იყო, ვითარცა იხილა ზამბრი, ვითარმედ გამოაქუს ქალაქი იგი, შევიდა სენაკსა ერთსა სახლისა მის მეფისასა და დაიწვა ზედა თავსა თჳსსა სახლი იგი მეფისა და მოკუდა
19 იმ ცოდვების გამო, რასაც სჩადიოდა, ბოროტად რომ იქცეოდა უფლის თვალში, რომ მიჰყვებოდა იერობოამის გზას და ცოდვებს, იერობოამი რომ სჩადიოდა ისრაელის საცთუნებლად. 19 ცოდვათა თჳსთათჳს, რომელ ქმნა ბოროტი წინაშე უფლისა სლვად გზათა იერობუამისთა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა მისსა, რომელ ქმნა, და ვითარ-იგი აცთუნა ისრაჱლი.
20 ზიმრის დანარჩენი საქმენი და შეთქმულება, რომელიც მან მოაწყო, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 20 და ნეშტნი სიტყუათა ზამბრისათანი და კრება, რომელ შეკრბა მისა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.
21 მაშინ გაიყო ისრაელის ერი ორ ნაწილად: ხალხის ერთი ნაწილი თიბნი გინათის ძის მხარეზე იყო, რომ გაემეფებინათ იგი, მეორე ნაწილი ყომრის უჭერდა მხარს. 21 მას ჟამსა განიყო ერი იგი ისრაჱლისა და ზოგი ერისა შეუდგა თაბენის, ძესა გინოთისასა, დადგინებად მისა მეფედ და ზოგი ერისა მის შეუდგა ამრის.
22 აჯობა ყომრის მომხრე ხალხმა თიბნი გინათის ძის მომხრე ხალხს. მოკვდა თიმნი და გამეფდა ყომრი. 22 და სძლო ერმან მან, რომელ შეუდგა ამრის, და მოუძლურდა ერი იგი, რომელი შეუდგა თამნის, ძესა გონოთისასა, და მოკუდა თამნი (და იორამ, ძმა მისი, მას ჟამსა), და მეფობდა ამბრი შემდგომად თამნისა.
23 იუდას მეფის, ასას, ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტი წელი იმეფა ექვს წელს თირცაში მეფობდა იგი. 23 წელსა მას მეოცდათერთმეტესა ასა მეფისა იუდასსა მეფობდა ამბრი ზედა ისრაჱლსა ათორმეტ წელ და თერსას მეფობდა ექუს წელ.
24

მან იყიდა სამარიის მთა შემერისგან ორ ქანქარ ვერცხლად და გააშენა ეს მთა; და მთის პატრონის, შემერის სახელზე თავის გაშენებულ ქალაქს სამარია (შომრონ) უწოდა.

24

და მოიგო ამბრი მთა იგი სომოროისი სემერესგან, მეფისა მის მთისასა, ორითა სასწორითა ვერცხლითა და აღაშენა მთა იგი და უწოდა მთასა მას სახელი, რომელ აღაშენა, სახელსა მას სემერასსა, უფლისა მის მთისასა, სომორონ.

25 ბოროტად იქცეოდა ყომრი უფლის თვალში და გადაამეტა ბოროტებაში ყველას, ვინც მასზე ადრე იყო. 25 და ქმნა ამრი ბოროტი წინაშე უფლისა და განბოროტნა უფროს ყოველთასა, რომელნი წინაიყუნეს მისა.
26 მიჰყვებოდა იერობოამ ნაბატის ძის გზას და მის ცოდვებს, რომლითაც აცთუნა იერობოამმა ისრაელი და თავისი კერპებით გააჯავრა უფალი, ისრაელის ღმერთი. 26 და ვიდოდა ყოველთა გზათა მათ იერობუამისათა, ძისა ნაბატისთასა, და ცოდვასა თჳსსა, რომლითა აცთუნა ისრაჱლი განსარისხებელად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ამაოებითა თჳსითა.
27 ყომრის დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა და გმირობანი, რაც ჩაიდინა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. 27 და ნეშტნი სიტყუათა ამრისთანი და ყოველი, რაცა ქმნა, ყოველი ძლიერებანი მისნი, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა.
28 განისვენა ყომრიმ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა სამარიაში. მის ნაცვლად მისი ძე, აქაბი, გამეფდა. 28 დაიძინა ამრი მამათა თჳსთა თანა და დაეფლა სამარიას. და მეფობდა ძე მისი მის წილ - აქაბ.
29 ყომრის ძე გამეფდა ისრაელზე იუდას მეფის, ასას, ოცდამეთვრამეტე წელს. იმეფა აქაბ ყომრის ძემ ისრაელზე სამარიაში ოცდაორი წელი. 29 და აქაბ, ძე ამრისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა წელსა მას ოცდამეათურამეტესა ასა მეფისა იუდასსა. მეფობდა აქაბ, ძე ამრისი, ზედა ისრაჱლსა და სამარიას ოცდაორ წელ.
30 ბოროტად იქცეოდა აქაბ ყომრის ძე უფლის თვალში, ყველაზე უარესად, ვინც მასზე ადრე იყო. 30 და ქმნა აქაბ, ძემან ამრისმან, ბოროტი წინაშე უფლისა უმეტეს ყოველთა წინანდელთასა.
31 არ იკმარა იერობოამ ნაბატის ძის ცოდვილ გზაზე სიარული, და მოიყვანა ცოლად იზებელი, ციდონელთა მეფის ეთბაყალის ასული. დაიწყო ბაალის სამსახური და მისი თაყვანისცემა. 31 და არა მოაკლო სლვად ცოდვასა მას იერობუამისასა, ძისა ნაბატისასა, და მოიყვანა ცოლად იეზაბელ, ასული იობათასი, მეფისა სიდონელთასა, და წარვიდა აქაბ და ჰმონა ბალას და თაყუანი-სცა მას.
32 აღუმართა სამსხვერპლო ბაალს ბაალის სახლში, რომელიც სამარიაში ააშენა. 32 და აღუშენა საკურთხეველი ბაალასა სახლსა საძაგელთასა მისთა, რომელ აშენა სამარიას.
33 გააკეთა აქაბმა აშერა და თავის წინამორბედ ისრაელის მეფეებზე უფრო მეტად აჯავრებდა აქაბი უფალს, ისრაელის ღმერთს. 33 და აშენნა მაღნარნი და შესძინა აქაბ განრისხებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა უმეტეს ყოველთა მათ მეფეთა ისრაჱლისათა, რომელ იყუნეს წინა მისა.
34 მის დროს ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხონი. თავს პირმშოზე, აბირამზე, დაუდო საფუძველი და სეგუბზე, უმცროს ვაჟზე, დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მას იესო ნავეს ძის პირით. 34 დღეთა მისთა აღაშენა აქელ ბეთელელმან იერიქო აბირონით, პირმშოთ მით მისით, დააბა საძირკველი მისი სეგობაჲთ, მრწემით მით, და აღმართნა ბჭენი მისნი მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, რომელსა იტყოდა ჴელითა ისუს, ძისა ნავესითა.