ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო მეფე სოლომონი მეფედ მთელს ისრაელზე. |
1 |
და იყო მეფე სოლომონ მეფედ ისრაჱლსა ზედა. |
2 | ეს თავკაცები ჰყავდა მას: ყაზარია, ცადოკ მღვდლის შვილი; | 2 | და ესე არიან მთავარნი მისნი: აზარა, ძე სადუკისი, მღდელისა, |
3 | ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი - მწერლები; იოშაფატ ახილუდის ძე - მემატიანე; | 3 | ელიაბ და აქია, ძენი სისასნი, მწიგნობარნი, და იოსაფატ, ძე აქილიდისი, ზედამდგომელი მოსაჴსენებელთა. |
4 | ბენაია იეჰოიადაყის ძე - ჯარის სარდალი; ცადოკი და აბიათარი - მღვდლები. | 4 | და ბანეა, ძე იოადისი, სპასპეტი, და სადუკ და აბიათარ-მღდელნი. |
5 | ყაზარია ნათანის ძე - მოურავთ უფროსი, ზაბუდ ნათანის ძე - მღვდელი და მეფის მეგობარი. | 5 | და აზარია, ძე ნათანისი, ზედა საქმისა მაწვეველად და ზაბოთ, ძე ნათანისი, მღდელი-საყუარელი მეფისა. |
6 | ახიშარი - სასახლის ზედამხედველი; ადონირამ ყა ბადას ძე - ხარკის განმგებელი. | 6 | და აქიელ, მოღუაწე და ელიაბ, ძე იოასი, ერსა ზედა და ადონირამ, ძე ედრამისი, - ხარკთა ზედა. |
7 | თორმეტი მოურავი ჰყავდა სოლომონს მთელს ისრაელში. ისინი ამარაგებდნენ სარჩოთი მეფესა და მის სახლს; თითოეულს წელიწადში ერთი თვის მანძილზე უნდა ეზიდნა სარჩო. | 7 | და დაედგინნეს სოლომონს ათორმეტნი მბრძანებელნი ისრაჱლსა ზედა მოღუაწედ და წინამძღუარად და როჭიკისა მიმცემელად სახლსა მას სამეუფოსა, რომელთა ხუდის წელიწადსა შინა როჭიკისა მიცემა თჳთო თჳთოს თვესა მას. |
8 | აი, მათი სახელები: ბენ-ხური ეფრემის მთიდან; | 8 | ესე არიან სახელები მათი: ბენიამენ, ძე იოვრასი, მთისაგან ეფრემისა, |
9 | ბენ-დეკერი მაკაცში, შაყ-ალბიმში, ბეთ-შემეშში, ელონში და ბეთ-ხანანში; | 9 | ძე რექაბისი მაქმასს და ზალამინს და ბეთსამუს და ედომს ვიდრე ბეთნამდე. |
10 | ბენ-ხესედი არუბოთში; მისი იყო სოქო და ხეფერის მთელი მხარე; | 10 | იაქირ, ძე ექორებისი, ბეთნამს, ლუზას და ამექსას და ფარაქიმს, ანადაბს და მათსასას და ფატის კაცი ერთი, რომლისა ტაბაათ, ასული სოლომონისი, იყო ცოლად მისა. |
11 | ბენ-აბინადაბი მთელს ნაფათ-დორში; სოლომონის ასული, ტაფათი ჰყავდა ცოლად; | 11 | |
12 | ბაყანა ახილუდის ძე თაყანაქში, მეგიდოში და მთელს ბეთ-შეანში, ცართანასთან რომ არის, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან ვიდრე აბელ-მეხოლამდე და იაკმეყანის გაღმა მხარემდე. | 12 | ბაქსას, ძე აქაბისი, ეთამას და მაგედონს და ყოველთა მათ მკჳდრთა სასართანისათა ქვე აღეზრაესსა ბეთსანითგან ვიდრე აბელაულამდე და მაებერდამდე. |
13 |
ბენ-გებერი გალაადის რამოთში; მისი იყო იაირ მენამეს ძის დაბები გალაადში; მისი იყო არგობის მხარე ბაშანში, სამოცი დიდი ქალაქი, გალავნიანი და სპილენძის ურდულებიანი. |
13 |
ოკამ, ძე გამერისი, გალადიტელისა, მისი იგი ნაწილი რაგაბანს ბასანს, სამეოცი ქალაქი დიდ-დიდი და შეზღუდვილი და მოქლონები რვალისა. |
14 | ახინადაბ ღიდოს ძე მახანაიმში; | 14 | აქინადაბ, ძე აქაბისი, მაქილამს. |
15 | ახიმაყაცი ნაფთალის მხარეში; მასაც სოლომონის ასული ჰყავდა ცოლად, ბასმათი. | 15 | აქიმაას - ნეფთალიმს, და მან მიიყვანა ბასემად, ასული სოლომონისი, ცოლად. |
16 | ბაყანა ნუშაის ძე აშერის მხარეში და ბეყადოთმი; | 16 | განეა, ძე ქუსისი, ქუეყანასა გალაადისასა. |
17 | იეჰოშაფატ ფარუახის ძე ისაქარის მხარეში; | 17 | სამაა, ძე ჰელასი, ქუეყანასა მას ბენიამენისასა. |
18 | შიმყი ელას ძე ბენიამინის მხარეში; | 18 | გამერ, ძე სადადესი, ქუეყანასა მას გაადისასა, ქუეყანასა მას სეონისასა, მეფესა მას ზედა ესებონისასა, და ოგს, მეფესა მას ზედა ბასანისასა. და ნასიბ ქუეყანასა მას იუდასასა. |
19 | გებერ ურის ძე გალაადის ქვეყანაში, სიხონის, ამორეველთა მეფის, ქვეყანაში და ოგის, ბაშანის მეფის ქვეყანაში. თითო მოურავი თითო ქვეყანაში. | 19 | და იოსაფატ, ძე ფარასუქისი, ისაქარს და მსახურებდეს სოლომონ მეფესა, რომელნი დაედგინნეს ჴელმწიფენი, ყოველთავე რა განწესებულად იყო ტაბლად სამეუფოდ, კაცად-კაცადი თთუესა თჳსსა, და არა გარდააქცევდეს სიტყუასა. და ქრთილი და ბზე საჴედართათჳს და საეტლეთათჳს მოაქუნ ადგიდ, სადაცა არიან მეფე კაცად-კაცადი საბრძანებელით თჳსით. |
20 | ჭამდნენ, სვამდნენ, მხიარულობდნენ ზღვის ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იუდა და ისრაელი. | 20 | და ისრაჱლი ურიცხუ იყო, ვითარცა ქჳშა ზღჳსა კიდისა სიმრავლითა, ჭამდეს და სუმიდეს და იხარებდეს. |
21 | ეპყრა სოლომონს ყველა სამეფო მდინარიდან ფილისტიმელთა ქვეყნამდე და ეგვიპტის საზღვრებამდე. მოართმევდნენ ხოლმე ძღვენს და ემორჩილებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლე. | 21 | და სოლომონ უფლებდა შარავანდედთა მათ ზედა მდინარითგან ქუეყანისა მისგან უცხოთესლთასა ვიდრე საზღვრამდე ეგჳპტისა. და მოართმიდეს ძღუენსა და ჰმონებდეს სოლომონს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. |
22 | ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სადაგი ფქვილი; | 22 | და ესე როჭიკი იყო სოლომონისი, - დღესა შინა ოცდაათი სათუელი სამინდო და ორმოცი სათუელი ფქვილი გერმაკი, |
23 | ათი ნასუქალი ხარი და ათი ნაიალაღარი ხარი, ასი ცხვარი გარდა ნანადირევი ირმებისა, ქურციკებისა, ჯეირნებისა და გამოკვებილი ბატებისა. | 23 | და ათი ზვარაკი და ოცი ფური და ასი ცხოვარი და ნადირი, ირემი და ქურციკი და რჩეულ-რჩეული მფრინველთა. |
24 | ეს იმიტომ, რომ ბატონობდა იგი მთელს მდინარის გამოღმა მხარეზე თიფსახიდან ვიდრე ღაზამდე, და მდინარის გამოღმა ყველა მეფეზე, და ზავი ჰქონდა ყველა ქვეყნებთან ირგვლივ. | 24 |
რამეთუ ჴელმწიფე იყო ყოველსა ზედა წიაღ მდინარით თაფსაით ვიდრე გაზადმდე ყოველსა მას მეფობასა ვიდრე წიაღ მდინარედმდე, და იყო მისა მშჳდობაჲ ყოველთაგან გარემოთა. |
25 |
უშიშრად ისხდა სოლომონის დროს იუდა და ისრაელი, თითოეული თავის ვენახის ძირას და თავისი ლეღვის ძირას დანიდან ვიდრე ბერშებამდე. |
25 | დამკჳდრებულ იყო იუდა და ისრაჱლი სასოებით კაცად-კაცადი ვენაჴსა თჳსსა და ლეღოვანსა ჭამდეს და სუმიდეს დანითგან ვიდრე ბერსაბემდე ყოველთა დღეთა სოლომონისათა. |
26 | ჰქონდა სოლომონს ორმოცი ათასი თავლა ეტლის ცხენებისთვის და ჰყავდა თორმეტი ათასი ცხენოსანი. | 26 | და იყო სოლომონისი ორმეოც ათასი ჴრდალი საეტლეთა და ათორმეტ ათასი საჴედართა. |
27 | ამარაგებდნენ ის მოურავები თითოეული თავის განკუთვნილ თვეში მეფე სოლომონს და მეფე სოლომონის სუფრის ყველა მეინახეს, თითოეული თავის განკუთვნილ თვეში, და არაფერს აკლებდნენ. | 27 | |
28 | მოჰქონდათ ქერი და თივა ცხენებისთვის და ბედაურებისთვის. თითოეულს მისთვის მიჩენილ ადგილზე. | 28 | |
29 | მიჰმადლა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი ჭკუა და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება. | 29 | და მისცა უფალმან სოლომონს სიბრძნე და მეცნიერება დიდად ფრიად და გულისხმის-ყოფა, ვითარცა ქჳშა ზღჳსა. |
30 | სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა მთელს სიბრძნეს და ეგვიპტელთა მთელს სიბრძნეს. | 30 | და განმრავლდა სიბრძნე სოლომონისი უფროს წინანდელთა კაცთასა და უმეტეს მეცნიერთა ეგჳპტისათა. |
31 | ყველა ადამიანზე ბრძენი იყო იგი, ეთან ეზრახელზე, ჰემანზე, ქალქალაზე, დარდა მახოლის ძეზე, და განითქვა მისი სახელი ყველა ხალხში, ვინც კი ირგვლივ იყო. | 31 | და განბრძნდა უფროს ყოველთა კაცთა და უბრძენე ეთამ იზრაიტელისა და ზამბრისა და ეთამისა და ქალქაკისა და დარდაესა, ძეთა მალაისათა, და იყო სახელოვან ყოველთა თესლთა გრემოთა. |
32 | წარმოთქვა სამი ათასი იგავი და შეთხზა ხუთი ათასი გალობა. | 32 | და თქუა სოლომონ სამ ათასი იგავი და იყუნეს ქებანი მისნი ხუთ ათას. |
33 | ლაპარაკობდა ხეებზე ლიბანის ნაძვიდან დაწყებული ეზობამდე, კედელზე რომ მიცოცავს; ლაპარაკობდა ცხოველებზე და ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე და თევზებზე. | 33 | და თქუა ძელთათჳს ფიჭუთაგან ლიბანისათა მი-ჯეჯილამდე, რომელ ზღუდესა ზეცა აღმოსცენდის და თქუა პირუტყუთათჳს და ფრინველთათჳს და ქვეწარმავალთათჳს და თევზთათჳს. |
34 | მოდიოდნენ ყველა მოდგმის ხალხისგან სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და ქვეყნის ყველა მეფისგან, ვისაც კი სმენოდა მისი სიბრძნის ამბავი. | 34 | და მოვიდეს ყოველნივე ნათესავნი სმენად სიბრძნისა მის სოლომონისა, ყოველნი მეფენი ქუეყანისანი, რომელთა ესმოდა სიბრძნე მისი. |