1 |
როცა ისიც ჩააგდეს ქვაბში და კურთხეული სიკვდილით მოკვდა, მეშვიდე, ყველაზე
ახალგაზრდა, წარდგა წინ. |
|
|
2 |
იგი შეებრალა მბრძანებელს, თუმცა მის ძმებზე სასტიკად იყო
განრისხებული. გამოიხმო ყრმა, რომელიც ირგვლივ დაწყობილ ბორკილებს
უყურებდა, სცადა მისი დაყოლიება, ეუბნებოდა: |
|
|
3 |
ხომ ხედავ შენს ძმათა უგუნურების დაგვირგვინებას. აკი
დაიხოცნენ ისინი წამებით ურჩობის გამო. |
|
|
4 |
და შენც, თუ არ დამემორჩილები, წამებით ნაადრევი სიკვდილი
მოგელის, მაგრამ თუ დამემორჩილები, ჩემი მეგობარი და დიდი მოხელე შეიქნები
სამეფოში. |
|
|
5 |
|
|
|
6 |
ასე არწმუნებდა მას და მერე მისი დედაც მოაყვანინა, რომ
ეთანაგრძნო ამდენი შვილის დამკარგავისთვის და დაეყოლიებინა იგი, ერჩია
უკანასკნელი შვილისთვის დამორჩილება და თავის გადარჩენა. |
|
|
7 |
შვილმა კი, როცა მას დედა ებრაულ ენაზე დაელაპარაკა,
როგორც მოგვიანებით ვიტყვით, |
|
|
8 |
თქვა: გამიშვით, სიტყვა მოვახსენო მეფესა და ყველა მის
მეგობარს, ვინც თან ახლავსო. |
|
|
9 |
ყრმის ნათქვამით დიდად გახარებულმა მაშინვე გაუშვეს იგი. |
|
|
10 |
ყრმამ კი მიირბინა ტაფასთან. |
|
|
11 |
და თქვა: უღვთოვ, ყველა ბოროტეულზე უწმიდურო მტარვალო,
არა გრცხვენია, ღვთისგან სიკეთეს და სამეფოს რომ იძენ, მის მსახურთ კი
ხოცავ და რჯულის მიმდევართ აწამებ? |
|
|
12 |
ამისათვის შენ მწარედ მოგეგება სამართალი - მარადიული ცეცხლი და საგანჯველნი,
საიდანაც უკუნისამდე ვერ იხსნი თავს. |
|
|
13 |
ნუთუ არა გრცხვენია, ადამიანს, მხეცზე უარესი რომ ხარ? შენივე მსგავსებს და იმავე
სტიქიონთაგან შექმნილთ ენას რომ აჭრი და ამგვარად აწამებ? |
|
|
14 |
მაგრამ მათ, ღირსეულად დახოცილებმა აღასრულეს ღვთის სამსახური. შენ კი, ბოლოს
მწარედ ინანებ, რომ ღირსებისთვის მებრძოლნი უმიზეზოდ დახოცე. |
|
|
15 |
და უკვე სიკვდილს მიწურულმა თქვა: |
|
|
16 |
არ მიღალატნია ჩემი ძმებისთვის სიქველეში, |
|
|
17 |
და ვევედრები ჩემი მამა-პაპის ღმერთს, შეიწყალოს ჩვენი
ხალხი; |
|
|
18 |
შენ კი ცოცხალსაც და მკვდარსაც დაგსჯის. |
|
|
19 |
წარმოთქვა ეს ვედრება და თავად დაემხო ტაფაზე. ამგვარად
გასწირა მან თავი. |
|
|