ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
მოუხმო ელისე წინასწარმეტყველმა ერთ-ერთ წანასწარმეტყველს და უთხრა: შეიბი სარტყელი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და წადი გალაადის რამოთს. |
1 |
და ელისე წინაწარმეტყუელმან მოუწოდა ერთსა ძეთა მათგან წინაწარმეტყუელთასა და ჰრქუა მას: მოიმტკიცენ წელნი შენნი და წარიღე რქა ეგე საცხებელისა ჴელითა შენითა და მივედ ჰრამათ გალადად. |
2 | მიხვალ და მოძებნი იქ იეჰუს, იოშაფატ ნიმშის ძის ძეს; მიხვალ და წამოაყენებ მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვან. | 2 | და შეხჳდე მუნ და იხილო მუნ იუ, ძე იოსაფატისი, ძისა ამესასი, და აღადგინო იგი შორის ძმათა თჳსთა და შეიყვანო იგი სენაკით სენაკად. |
3 | აიღებ ზეთის ჭურჭელს და ზეთს დაასხამ თავზე. ეტყვი: ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ. მერე კარს გააღებ, და დაუყოვნებლივ გაიქცევი. | 3 | და მიიღო რქა იგი ზეთისა და დაასხა თავსა მისსა ზედა და ჰრქუა: ესრე იტყჳს უფალი: გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა და განაღო კარი და ივლტოდი და ნუღარა დასდგები. |
4 | წავიდა ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გალაადის რამოთს. | 4 | და წარვიდა ყრმა იგი წინაწარმეტყუელისა ჰრამოთ გალაად. |
5 | მივიდა და, აჰა, სხედან ჯარის სარდლები. უთხრა: სიტყვა მაქვს შენთან, სარდალო. თქვა იეჰუმ: რომელთან ჩვენ შორის? მიუგო: შენთან, სარდალო. | 5 | და შევიდა მუნ და, აჰა, მთავარნი ერისანი სხდეს და ჰრქუა: სიტყუაჲ არს ჩემი შენდა, მთავარო. და ჰრქუა იუ: ვისდა მიმართ ჩუენგანისა? და ჰრქუა: შენდა, მთავრისა მაგის. |
6 | ადგა და შევიდა სახლში. გადაასხა ზეთი თავზე და ეთხრა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ერის, ისრაელის მეფედ. | 6 | და აღდგა და შევიდეს სენაკად და დაასხა საცხებელი იგი ზედა თავსა მისსა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ერსა მაგას უფლისასა ისრაჱლსა ზედა. |
7 | შენ მოსპობ შენი ბატონის, აქაბის სახლს, რომ ავიღო ჩემს მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, სისხლი და უფლის ყველა მორჩილის სისხლი იზებელისგან. | 7 | და დასცე სახლი იგი აქაბისი უფლისა შენისა, პირისაგან შენისა და იძიო შური სისხლისა მონათა მათ ჩემთა წინაწარმეტყუელთა, სისხლი ყოველთა მონათა უფლისათა ჴელთაგან იეზაბელისათა და ყოვლისაგან სახლისა მისისა. |
8 | განადგურდება აქაბის მთელი სახლი, ამოვძირკვავ ვინც კი ჰყავს აქაბს კედელთან მშარდავი - ყმა და აზატი ისრაელში. | 8 | და მოსრა სახლისა მის აქაბისი და არა დაუტეო ერთიცა, რომელი მიექცეს და აფსმიდეს კედელსა, და დათრგუნვილი იგი და ნეშტნი ისრაჱლისა, |
9 | გადავაქცევ აქაბის სახლს იერობოამ ნაბატის ძის სხლად და ბაყაშა ახიას ძის სახლად. | 9 | მიცემად სახლი აქაბისი, ვითარცა სახლი იორობუამისი, ძისა ნაბატისი, და ვითარცა სახლი ბაასისი, ძისა აქიასი. |
10 | იზებელს ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ იქნება დამმარხველი. გააღო კარი და გაიქცა. | 10 |
და იეზაბელ შეჭამონ ძაღლთა ნაწილსა მას იეზრაელისასა და არავინ იყოს, რომელმან დაფლას. და განაღო კარი და ივლტოდა. |
11 |
გავიდა იეჰუ თავისი ბატონის მორჩილებთან და უთხრეს: ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი? მიუგო: თქვენ იცით მაგ კაციც და მისი ნალაპარაკევიც. |
11 | და იუ გამოვიდა მონათა მათ უფლისა თჳსისა თანა და ჰრქუეს მას: მშჳდობა არსა? რასა მოვიდა შენდა მოკრაული იგი? და ჰრქუა მათ. თქუენ თჳთ უწყით კაცი იგი და მოკრაულები მისი. |
12 | თქვეს: ტყუილია. გვითხარი. თქვა. ასე და ასე მითხრა, ასე ამბობსო უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ. | 12 | და ჰრქუეს მას: უწესობა არს ეგე, გჳთხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იუ: ესრე და ესრე მეტყოდა მე და მრქვა: ესრე იტყჳს უფალი, გცხე შენ მეფედ ისრაჱლსა ზედა. |
13 | მყისვე დასტაცეს ხელი თავ-თავის მოსასხამებს და ხედ საფეხურებზე დაუფინეს; ბუკსა ჰკრეს და გამოაცხადეს: გამეფდა იეჰუ. | 13 | ვითარცა ესმა ესე, ისწრაფეს და მოიღეს თჳთოეულმან ფიჩჳ თჳსი და დაუდვეს ქუეშე მისსა ერთსა მას აღსავალთაგანსა, სადა სხდეს, და დაბერეს ნესტუსა რქისასა და თქუეს: დადგა მეფედ იუ. |
14 | შეთქმულება მოაწყო იეჰუმ, იოშაფატ ნიმშის ძის ძემ, იორამის წინააღმდეგ. ხოლო იორამი მთელ ისრაელთან ერთად არამის მეფეს, ხაზაელს, უდარაჯებდა გალაადის რამოთში. | 14 | და ერისკრება-ყო იუ ძემან იოსაფატისამან, ძისა ამესასმან, ზედა იორამისა. და იორამ განკრძალულ იყო ჰრამათ გალაადს შინა, იგი თავადი და ყოველი ისრაჱლი პირისაგან აზაელისა, მეფისა მისგან ასურასტანელთასა. |
15 | თავად იორამ მეფე უკან დაბრუნდა, რათა იზრეყელში განეკურნა ჭრილობები, არამელებმა რომ მიაყენეს ხაზაელ არამის მეფესთან ბრძოლის დროს. თქვა იეჰუმ: თუ თანახმა ხართ, ნურავის გავუშვებთ ქალაქიდან იზრეყელში შესატყობინებლად. | 15 | და მოიქცა იორამ მეფე კურნებად იეზრაელს შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ასურთა მათ წყობასა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, და თქუა: იგი უკუეთუ არს სული თქუენი ჩემ თანა, ნუ განვალნ მეოტი ქალაქისა ამისგან მისლვად და თხრობად იეზრაელსა შინა. |
16 | ამხედრდა იეჰუ და გასწია იზრეყელისკენ, რადგან იქ იწვა იორამი და იუდას მეფეც იქ იყო მისული იორმის სანახავად. | 16 | და წარემართა იუდა და შთავიდა იეზრაელად და იორამ, მეფე ისრაჱლისა, იკურნებოდა იეზრაელსა შინა წყლულებათა მათგან, რომელ წყლეს იგი ჰრამოთს ღუაწლსა მას აზაელის მიმართ, მეფისა მის ასურთასა, რამეთუ იგი მჴნე იყო და კაცი ძლიერებისა. და დაიძინა მუნ და ოქოზია, მეფე იუდასი, შთავიდოდა ხილვად იორამისა. |
17 | ებგური იდგა კოშკზე იზრეყელში, დაინახა, იეჰუს ჯარი რომ მოდიოდა, და თქვა: ჯარს ვხედავ. თქვა იორამმა: აიღე და გააგზავნე მხედარი მისაგებებლად, ჰკითხონ: ხომ მშვიდობაა-თქო. | 17 | და ებგური იგი აღჴდა ზედა გოდოლსა მას ეზრაელისასა და იხილა მტუერი მოსლვასა მას იუსასა და თქუა: მტუერსა რასმე ვხედავ. და თქუა იორამ: მოიყვანეთ მჴედარი ერთი და წარავლინეთ წინა მათსა და ჰკითხოს, თუ მშჳდობაჲ არსა? |
18 | წავიდა მხედარი მისაგებებლად და უთხრა: ასე ამბობს მეფე: ხომ მშვიდობა არისო? მიუგო იეჰუმ: შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი. შეატყობინა ებგურმა: მივიდა მათთან მოციქული და აღარ ბრუნდებაო. | 18 | და წარვიდა მჴედარი იგი წინა მათსა და ჰრქვა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა? უკუმოდეგ აქა. და თქუა ეგბურმან: მოიწია მოციქული იგი მათდა და არა უკმოიქცა. |
19 | გაგზავნა მეორე მხედარი. ისიც მივიდა მათთან და თქვა: ასე ამბობს მეფე: მშვიდობა არისო? თქვა იეჰუმ: შენ ვინ გეკითხება მშვიდობას? უკან წამომყევი. | 19 |
და წარავლინა მეორედ მჴედარი და მოიწია მათა და ჰრქუა: ესრე იტყჳს მეფე: მშჳდობა არსა? და თქუა იუ: რა ძეს შენი და მშჳდობისა?უკმოდეგ აქა. |
20 | შეატყობინა ებგურმა: მივიდა მათთან და აღარ ბრუნდება. ქცევით იეჰუ ნიმშის ძესა ჰგავს, რადგან გადარეულივით იქცევა. | 20 | და თქუა ებგურმან: მიიწია მოციქული იგი მათა და არავე უკმოიქცა, რომელსა-იგი მიჰყვანდა იუ, ძე ამესასი, მიაწია,რამეთუ მრისხანედ მიაწია. |
21 |
თქვა იორამმა: შემიკაზმეთ. შეუკაზმეს ეტლი და გავიდნენ იორამ ისრაელის მეფე და ახაზია იუდას მეფე თავ-თავისი ეტლებით. გავიდნენ იეჰუს შესახვედრად და შეეყარნენ მას ნაბოთ იზრეყელელის ნაკვეთზე. |
21 | და თქუა იორამ: აუბენით ეტლნი ეგე! და აუბნეს ეტლნი და აღსხდეს კაცად -კაცადი ეტლებსა თჳსსა - იორამ, მეფე ისრაჱლისა, და ოქოზია, მეფე იუდასი, და მიეგებნეს იუსს და პოვეს იგი ნაწილსა მას ნაბუთესსა იეზრაიტელისასა. |
22 | როცა დაინახა იორამმა იეჰუ, უთხრა: ხომ მშვიდობაა, იეჰუ? მიუგო: რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე? | 22 | და ვითარცა იხილა იორამ იუ, ჰრქუა: მშჳდობა არსა იუ? და ჰრქუა იუ: რაჲ მშჳდობა? განმრავლდეს სიძვანი დედისა შენისა იეზაბელისნი და გრძნებანი მისნი. |
23 | უკან გატრიალდა იორამი და გაიქცა. უთხრა ახაზიას: ღალატია, ახაზია! | 23 | და გარეშე-ხოლო-იქცა იორამ და ივლტოდა და ჰრქუა იორამ ოქოზიას: ზაკვა არს რამე, ოქოზია. |
24 | მოზიდა შვილდს იეჰუმ, ბეჭებს შორის დაჰკრა და გულს უწვდინა ისარი. ჩაიჩოქა თავის ეტლზე იორამმა. | 24 | და მოირთხა იუ და სცა იორამს საშუალ ბეჭთა და განსწონნა გულსა მისსა და დაიღულარჭნა ზედა მუჴლთა თჳსთა. |
25 | უთხრა იეჰუმ ბიდეკარს, თავის მხლებელს: აიღე და გადააგდე იგი ნაბოთ იზრეყელელის ყანაში; გაიხსენე, წყვილად რომ მივყვებოდით უკან ცხენდაცხენ მე და შენ მამამისს, აქაბს, და ეს განაჩენი რომ გამოუტანა უფალმა. | 25 | და ჰრქუა იუ დებეკს, სპარაზენსა მას თჳსსა: აღიღე იგი და შთააგდე ნაწილსა მას აგარაკისა მის ნაბუთესასა იეზრაიტელისასა, რამეთუ მოვიჴსენე მე, ოდეს-იგი ამჴედრებულ ვიყვენით ჩუენ ორნი და ვხედევდით აქაბს, მამასა მაგისსა, და უფალმან დადვა მაგასა ზედა შესამთხუეველი ესე, |
26 | განა ნაბოთის და მისი შვილების სისხლი არ ვიხილე გუშინ? ამბობს უფალი. ამავე ყანაში მოგკითხავ სამაგიეროს, ამბობს უფალი. აიღე და გადააგდე ყანაში უფლის სიტყვისამებრ. | 26 | ვითარმედ ვიძიო სისხლი იგი ნაბუთესი და სისხლი ძეთა მისთა, რომელ ვიხილე გუშინ, თქუა უფალმან: მივაგო ეგე ნაწილსა ამას. და თქუა უფალმან: აწ აღიღე და შთააგდე ნაწილსა მას ნაბუთესასა მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა. |
27 | ეს რომ დაინახა ახაზიამ, იუდას მეფემ, ბაალის სახლისკენ გაიქცა. გაეკიდა იეჰუ და დაიძახა: მაგასაც დაჰკარით მისსავე ეტლზე. დაჰკრეს მას გურის მაღლობზე, იბლეყამთან; მეგიდოში გაიქცა და იქ მოკვდა. | 27 | და ოქოზია, მეფემან იუდაჲსმან, ვითარცა იხილა, ივლტოდა გზასა მას ბეთრონისასა და შეუდგა კვალსა მისსა იუ და თქუა: იგულეთ ეგეცა. და სცა მას ეტლთა მათ შინა, ვიდრე აღვიდოდა იგი აღმართსა მას ბერაჲსსა, რომელ არს იეგლამს, და მიივლტოდა მაგედოდ და მუნ მოკუდა. |
28 | წაასვენეს მისმა მორჩილებმა იერუსალიმს და დამარხეს იგი თავის სამარხში მამა-პაპის გვერდით, დავითის ქალაქში. | 28 |
და წარიღეს იგი მონათა თჳსთა იერუსალჱმდ და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა მამათა თჳსთა თანა ქალაქსა მას დავითისასა. |
29 | იორამ აქაბის მეთერთმეტე წელს გამეფდა ახაზია იუდაში. | 29 | და წელსა მას მეათერთმეტესა იორამისასა, მეფისა მის ისრაჱლისასა, მეფობდა ოქოზია ზედა იუდასა. |
30 | მივიდა იეჰუ იზრეყელში და როცა მოესმა ამბავი იზებელს, საოლავი წაისვა თვალებზე, თავი გაილამაზა და გაიხედა სარკმელში. | 30 | და მივიდა იუ იეზრაიტელად და იეზაბელს ესმა და მოგრემანნა თუალნი თჳსნი და შეიმკო თავი თჳსი და გარდამოხედვიდა სარკმელით. |
31 |
შევიდა თუ არა იეჰუ კარიბჭეში, ჰკითხა იზებელმა: ხომ მშვიდობაა, ზიმრი, საკუთარი ბატონის მკვლელო? |
31 | და იუ შევიდოდა ქალაქსა მას და თქუა იუ: ცოცხლებით არსა ზამბრი, მკულელი იგი უფლისა თჳსისა? |
32 | აჰხედა იეჰუმ სარკმელს და დაიძახა: ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ? და გადმოხედა მას ორმა-სამმა კარისკაცმა. | 32 | და აღიხილნა თუალნი თჳსნი იუ და მიხედნა სარკმელთა მათ და ჰრქუა: ვინ ხარ შენ? გარდამოჴედ ჩემდა. და გარდამოეჩუენნეს მის თანა ორნი საჭურისნი. |
33 | უთხრა: გადმოაგდეთ! გადმოაგდეს და მიესხა მისი სისხლი კედელს და ცხენებს, და გადათელეს იგი. | 33 | და ჰრქვა მათ იუ: გარდამოაგდეთ ეგე და გარდამოაგდეს იგი და მიასხურა სისხლი მისი კედელთა მათ და საჴედართა მათთა დათრგუნეს იგი. |
34 | მივიდა, ჭამა და სვა, თქვა: მოძებნეთ ის შეჩვენებული და დამარხეთ, რადგან მეფის ასულია. | 34 | და შევიდა, ჭამა და სვა და თქუა იუ: იხილეთ წყეული იგი და დაფალით, რამეთუ ასული შარავანდედთა იყო. |
35 | წავიდნენ მის დასამარხავად, მაგრამ ვერაფერი ნახეს მისგან, თავისქალისა და ხელ-ფეხის მეტი. | 35 | და მივიდეს დაფლვად მისა და არა რაჲ პოვეს მისგანი, გარნა თხემი ხოლო, ფერჴნი და ნებნი ჴელთა მისთანი. |
36 | დაბრუნდნენ და მოახსენეს. თქვა იეჰუმ: ასეთი იყო უფლის სიტყვა, რომელიც გამოაცხადა მან თავისი მორჩილის, ელია თიშბელის პირით: იზრეყელის ველზე შეჭამენო ძაღლები იზებელს. | 36 | და მივიდეს და უთხრეს მას და თქუა იუ: სიტყუა უფლისა არს ეგე, რომელსა იტყოდა პირითა მონისა თჳსისა ელია თეზაბიტელისათა და თქუა: ნაწილსა იეზრაელისასა შეჭამნენ ძაღლთა ჴორცნი იეზაბელისნი. |
37 | იქნება იზებელის გვამი, როგორც ნეხვი ყანაში, იზრეყელის ველზე, რომ ვერავინ თქვასო: აი, ეს არის იზებელი. | 37 | და იყოს მძორი იეზაბელისი, ვითარცა სკორე ნაწილსა მას აგარაკისა ნაბუთესსა, რათა არა ვინ თქუას მაგათგანმან, ვითარმედ: იეზაბელ არს. |