ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
აბაკუმ წინასწარმეტყველის ლოცვა საგალობლად. |
1 |
ლოცვაჲ ამბაკომ წინაწარმეტყუელისა გალობით: |
2 | უფალო, გავიგონე შენგან გასაგონი და შემეშინდა. უფალო, იხსენ შენი ქმნილება სიცოცხლის შუა ძალზე; გააცხადე სიცოცხლის შუაძალზე, რომ რისხვის დროსაც კი მახსოვს შეწყალება. | 2 | უფალო, მესმა სასმენელი შენი და შემეშინა, უფალო, განვიცადენ საქმენი შენნი და განვჰკერთ საშუალ ორთა ცხოველთასა. იცნობე მოახლებისა შორის წელთაჲსა, გამოსცხადენ მუნ ყოფასა შორის ჟამისასა, აღმოიჩინე აღშფოთებასა შინა სულისა ჩემისასა, რისხვისა მიერ წყალობაჲ მოიჴსენო. |
3 | თემანიდან მოდის ღმერთი და წმიდა - ფარანის მთიდან; დაფარა ზეცა მისმა ბრწყინვალებამ და მისმა დიდებამ აავსო დედამიწა. | 3 | ღმერთი თემანით მოვიდეს და წმიდაჲ მთისაგან ჩრდილოჲსა მაღნარისაჲსა (განსუენება), დაფარნა ცანი სათნოებამან მისმან და ქებითა მისითა სავსე ქუეყანაჲ |
4 | დღესავით ბრწყინავს მისი ნათელი, შუქს ასხივებს მისი ხელი და აქ იმალება მისი ძლიერება. | 4 | და მთოვარე მისი ვითარცა ნათელი იყოს, რქანი ჴელთა შინა მისთა. |
5 | შავი ჭირი მიუძღვება წინ და ფეხდაფეხ მიჰყვება ჟამი. | 5 | და დადვა შეყუარება მტკიცე ძალისა მისისა. წინაშე პირსა მისსა ვიდოდეს სიტყუა. და განვიდენ ველისა შორის ფერჴნი მისნი. |
6 | შედგა და გათელა მიწა; გაიხედა და შეაძრწუნა ხალხები; გაცამტვერდა საუკუნო მთები, ჩამოიქცა საუკუნო ბორცვები. საუკუნოა მისი გზასავალი. | 6 | და დადგა და შეიძრა ქუეყანა, ზედ მიიხილა და დადნეს წარმართნი და დაიმუსრნეს მთანი იძულებითა, დადნეს ბორცუნი საუკუნენი მისნი. |
7 | განსაცდელში ვხედავ ქუშანის კარვებს, ირხევიან მიდიანის ქვეყნის ფარდები. | 7 | შრომათა წილ ვიხილენ დაკარვებანი ეთიოპელთანი. შეძრწუნდენ დაკარვებანი ქუეყანისა მადიამისანი. |
8 | ნუთუ მდინარეებს დაატყდა შენი რისხვა, უფალო, ნუთუ მდინარეებს შენი მძვინვარება და ზღვას შენი გულისწყრომა, შენს ცხენებზე, შენს ძლევის ეტლებზე რომ ამხედრდი? | 8 | ნუ მდინარეთა ზედა განჰრისხნე, უფალო, ანუ მდინარეთა ზედა გულისწყრომაჲ შენი, ანუ ზღუასა ზედა მიმართება შენი, რამეთუ ზედა აჰჴედ ცხენთა ზედა შენთა და ცხენიანობაჲ შენი მაცხოვარება. |
9 | შენ იშიშვლე მშვილდი, როგორც ხალხებისთვის გქონდა დაფიცებული, მდინარეებად დაღარე დედამიწა. | 9 | გარდამცუმელი გარდაუცუამ მშჳლდსა შენსა სკიპტრათა ზედა, - იტყჳს უფალი, - მდინარეთა განიპოს ქუეყანაჲ. |
10 | დაგინახეს და შედრკნენ მთები; გადაიარა წყლის ნიაღვარმა, ხმა გაიღო წყლის უფსკრულმა, აღმართა ხელები. | 10 | გიხილონ შენ და ელმოდის ერთა. განმაბნეველმან წყალთამან სლვად მისსა მოსცა უფსკრულმან ჴმაჲ მისი, სიმაღლე საოცრებისა მისისაჲ. |
11 |
მზე და მთვარე დაყოვნდნენ თავიანთ სადგომებში; შენი ისრების შუქზე დადიან ისინი, შენი ელვარე შუბის შარავანდზე. |
11 |
ამაღლდა მზე და მთოვარე დადგა წესსა ზედა მისსა. ნათლად სატყორცნი შენნი ვიდოდიან. ბრწყინვალებად ელვისა საჭურველი შენი. |
12 | რისხვით აბიჯებ დედამიწაზე და გულისწყრომიი თელავ ხალხებს. | 12 | ქადებისა მიერ შეამცირო ქუეყანაჲ და რისხვისა მიერ დააკუეთნე წარმართნი. |
13 | შენი ერის გამოსასხნელად გამოხვედი, შენი ცხებულის გამოსახსნელად; ჭერი ჩაუნგრიე ბოროტეულის სახლს, ძირიდან თხემამდე გააშიშვლე. | 13 | და გამოხუედ მაცხოვარებად ერისა შენისა. ცხოვნებად ცხებულთა შენთა მოხუედ. მიავლინე თავთამი უსჯულოთასა სიკუდილი, აღადგინენ საკრველნი ვიდრე ქედამდე სრულიად. (გ ა ნ ს ვ ე ნ ე ბ ა). |
14 | თავი გაუგმირე მათივე კვერთხებით მის ბელადებს, როცა მოგრიალდნენ ჩემს გასაცამტვერებლად და ყიჟინებდნენ, ბედშავის იდუმალ ჩასაყლაპად. | 14 | წარჰკუეთენ განკჳრვებისაგან თავნი ძლიერთანი, შეიმალნენ მას შინა, განახუნენ აღჳრნი მათნი, ვითარცა რომელი ჭამნ გლახაკი იდუმალ. |
15 | შენი ცხენებით ზღვა გაქვს გათელილი, ადიდებული წყლების ზვირთები. | 15 | და ზედავლინენ ზღჳსა ჰუნენი შენნი, აღმძრველნი წყალთა მრავალთანი. |
16 | გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან. | 16 | დავიცევ, და შეძრწუნდა გული ჩემი ჴმისაგან ლოცვისა ბაგეთა ჩემთასა. და შეედვა ძრწოლაჲ ძუალთა ჩემთა და ქუეშე კერძო ჩემსა შეშფოთნა ჴორცნი ჩემნი. განვისუენო მე დღესა შინა ჭირისა ჩემისასა აღსლვასა ჩემსა ერისადმი მსხემობისა ჩემისა |
17 | თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანოს, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი. | 17 | მით, რამეთუ ლეღუმან არ ინაყოფიეროს. და არა იყუნენ ნაშრომნი ვენაჴთა შორის. ცრუობდეს საქმე ზეთისხილისა და ველთა არა ყონ საჭმელი. მოაკლდეს საჭმლისაგან ცხოვარნი და არა იყუნენ ჴარნი, ზროხანი ბაგათა ზედა. |
18 | მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. | 18 | ხოლო მე უფლისა მიმართ ვიხარებდე და მხიარულ ვიყო ღმერთისა მიმართ მაცხოვარისა ჩემისა. |
19 | უფალი ღმერთია ჩემი ძალა; ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს (ლოტბარისთვის, ჩემს სიმებიან საკრავებზე). | 19 | უფალი ღმერთი ჩემი ძალ ჩემდა. და დააწესნეს ფერჴნი ჩემნი დასასრულადმი და მაღალთა ზედა აღმიყუანა მე ძლევად ჩემდა გალობისა შორის მისისა. |