ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ მოაბს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ: კირად გამოწვა ედომის მეფის ძვლები. |
1 |
ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა მოაბისთა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა მეიასნი მტუერად. |
2 | ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე. | 2 | და გამოვავლინო ცეცხლი მოაბსა ზედა და შეჭამნეს საფუძველნი ქალაქთა მისთანი და მოკუდეს უძალობასა შინა მოაბი ღაღადებასა თანა და ჴმასა თანა საყჳრისასა. |
3 | ამოვძირკვავ მსაჯულს მისი წიაღიდან და დავხოცავ ყველა მთავარს მასთან ერთად, ამბობს უფალი. | 3 | და მოვსპო მსაჯული მისგან და ყოველნი მთავარნი მისნი მოვაკუდინნე, - იტყჳს უფალი |
4 | ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ იუდას, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან უკუაგდეს უფლის რჯული და არ იცავენ მის წესებს; რადგან გზა-კვალი აურიეს მათ ცრუღმერთებმა, რომელთაც მათი მამა-პაპა მისდევდა. | 4 | ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ძეთა იუდაჲსთასა და ოთხთა ზედა არ გარემივექცე მათ განშორებისათჳს მათგან შჯულსა უფლისასა და ბრძანებანი მისნი არა დაიმარხნეს. და შეაცთუნნეს იგინი ამაოთა მათთა, რომელთა შეუდგეს მამანი მათნი უკანა მათსა. |
5 | ცეცხლს წავუკიდებ იუდას და შთანთქაას იერუსალიმის დარბაზებს. | 5 | და გამოვავლინო ცეცხლი იუდას ზედა და შეჭამნეს საფუძველნი იერუსალიმისანი |
6 | ასე ამბობს უფალი: სამ დანაშაულს ვაპატიებ ისრაელს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ვერცხლზე ჰყიდიან მართალს და ღარიბ-ღატაკს - წყვილი ხამლისთვის. | 6 | ამათ იტყჳს უფალი: სამთა ზედა უთნოობათა ისრაილისათა და ოთხთა ზედა არა გარემივექცე მას მის წილ, რომელ განსცემდეს ვეცხლად მართალსა და დავრდომილსა ფერჴთშესასხმელთათჳს |
7 | მიწის მტვერს ნატრულობენ უმწეოთა თავზე და გზიდან აცდენენ ბეჩავ ხალხს; შვილი და მამა ერთ ქალთან მიდიან ჩემი წმიდა სახელის შესალახავად. | 7 | მთრგუნველთა მტუერსა ზედა ქუეყანისასა, და დაჰჴუერთნიდეს თავებსა გლახაკთასა და გზასა მდაბალთასა განსდრეკდეს. და ძე და მამაჲ მისი შევიდოდეს მისვე მჴევლისა მიმართ, რათა შეაბილწონ სახელი ღმრთისაჲ მათისა |
8 | დაგირავებულ სამოსელზე განრთხმულან ყოველ სამსხვერპლოსთან და გამოძალულ ღვინოს სვამენ ღვთის სახლში. | 8 | და შესამოსელთა მათთა მომბმელნი საბლებისანი კრეტსაბმელებად ჰყოფდეს მახლობელად საკურთხევლისა და ღჳნოსა ცილისწამების გამო სუმიდეს სახლსა შინა ღმრთისა მათისასა |
9 | გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს. | 9 | ხოლო მე აღვიღე ამორრეველი პირისაგან მათისა, რომლისა იყო, ვითარცა სიმაღლე ნაძჳსაჲ, სიმაღლე მისი. და ძლიერ იყო ვითარცა მუხა. და განვაჴმე ნაყოფი მისი ზენაჲთ და ძირნი მისნი ქუენაჲთ |
10 | იმისთვის გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან და ორმოცი წელი გატარეთ უდაბნოში, რომ დაგემკვიდრებინათ ამორეველთა ქვეყანა. | 10 | და მე აღმოგიყუანენ თქუენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა. და მიმოგიყუანენ თქუენ უდაბნოს ზედა ორმეოც წელ დამკჳდრდებად ქუეყანასა ამორრეველთასა. |
11 | შენს ძეთა შორის აღვძარი წინასწარმეტყველნი და შენს ყრმათა შორის - მოწმიდარნი; ასე არ იყო, ისრაელიანებო? ამბობს უფალი. | 11 | და მოვიხუენ ძეთაგან თქუენთა, ვითარცა წინაწარმეტყუელნი, და ჭაბუკთაგან თქუენთა სიწმიდედ. ნუ არა არიანა ესენი ძეთა ისრაჱლისათად? - იტყჳს უფალი |
12 | თქვენ კი ღვინოს ასმევდით მოწმიდარებს და უბრძანებდით წინასწარმეტყველთ, ნუ წინასწარმეტყველებთო! | 12 | და ასუემდით განწმედილთა ღჳნოსა და წინაწარმეტყუელთა ამცნებდით მეტყუელნი: არა წინაწარმეტყუელებდეთ |
13 | აჰა, გადაგჯეგავთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჯეგავს. | 13 | ამისთჳს, აჰა, მე ავაგორვებ ქუეშე კერძო თქუენსა, ვითარსახედ გორავს ურემი სავსე ლელწმითა |
14 | მკვირცხლი დაკარგავს სირბილის უნარს და ძლიერი ძალას ვერ მოიცემს; მამაცი კაცი თავს ვერ დაიხსნის. | 14 | და წარწყმდეს სივლტოლაჲ მსრბოლისაგან და ძლიერმან ვერ დაიპყრას ძალისა თჳსისაჲ და მბრძოლმან ვერ აცხოვნოს სული თჳსი. |
15 | მშვილდის მპყრობელი ვერ გაუძლებს, ვერც ფეხმარდი ვერ გადარჩება და ვერც მხედარი ვერ იხსნის თავს. | 15 | და მშჳლდოსანმან ვერ უძლოს წინააღგომად და ქუეითი ვერ განერეს ფერჴითა თჳსითა და ვერცა განარინოს ლაშქარნი. |
16 | გულმაგარიც კი მამაცთა შორის შიშველი გაიქცევა იმ დღეს, ამბობს უფალი. | 16 | და იპოოს გული მისი ძლიერთა შორის შიშუელი, სდევნიდეს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი. |