ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ისმინეთ ეს სიტყვა, ბაშანის ფურებო, სამარიის მთებზე რომ ხართ, რომ ავიწროებთ ბეჩავთ და ჩაგრავთ ღარიბ-ღატაკთ, რომ ეუბნებით თქვენს პატრონებს: მოგვიტანე, რომ დავლიოთო! |
1 |
ისმინეთ სიტყუა ესე, დიაკეულთა ბასანისათა, შორის მთასა სამარიაჲსსა, რომელნი მიჰხუეჭთ გლახაკთა და დასთრგუნავთ დავრდომილთა, მეტყუელნი უფალთა მათთანი: მომეცით ჩუენ ღჳნოჲ, რათა ვსუათ |
2 | დაიფიცა უფალმა ღმერთმა თავისი სიწმიდე და, აჰა, დაგიდგებათ დღე და თქვენ კაუჭებით წაგათრევენ და თქვენს შთამომავლებს თევზის ანკესებით. | 2 | ფუცავს უფალი წმიდათა მიმართ მისთა, ვითარმედ: აჰა, დღენი მოვლენან თქუენ ზედა და მოგიყუანნე თქუენ საჭურველთა მიერ და თქუენთანანი სიავებად და ქუეშე მგზებარეებად შევქმნნე. |
3 | ერთმანეთის მიყოლებით გახვალთ კედლის განანგრევში და დააგდებთ სასახლეს, ამბობს უფალი. | 3 | და განყუანებულ იქმნეთ შიშუელნი წინაშეცა ერთმანერთისა და განვარდეთ მთისა მიმართ არმონაჲსა, - იტყჳს უფალი. |
4 | წადით ბეთელში და შესცოდეთ; გილგალში ამრავლეთ ცოდვები, ყოველ დილას მიიტანეთ თქვენი მსხვერპლი და ყოველ მესამე დღეს თქვენი მეათედები. | 4 | და შევედით ბეთილად და იუშჯულოეთ და გალგალას განამრავლეთ უთნოობაჲ. და მოიხუენით განთიად მსხუერპლნი თქუენნი შორის სამდღეობისა ათეულნი თქუენნი. |
5 | შესწირეთ სამადლობელი მსხვერპლი საფუვრიანიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო, ამბობს უფალი ღმერთი. | 5 | და აღმოიკითხეს გარეშე სჯული და უწოდეს აღსაარებისაჲ. მიუთხრათ მით, რამეთუ ესენი შეიყუარნეს ძეთა ისრაჱლისათა, - იტყჳს უფალი. |
6 | აკაწკაწებული კბილები მოგეცით ყველა თქვენს ქალაქში და უპურობა ყველა თქვენს ადგილზე, მაინც რ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. | 6 | და მე მიგცე თქუენ მოლბობა კბილთაჲ შორის ყოველთა ქალაქთა თქუენთა და ნაკლულევანება პურისაჲ შორის ყოველთა ადგილთა თქუენთა და არ მოიქეცით ჩემდა, -- იტყჳს უფალი. |
7 | წვიმაც კი შეგიწყვიტე მკამდე სამი თვით ადრე; ვაწვიმებდი ერთ ქალაქზე და მეორე ქალაქზე არ ვაწვიმებდი; ერთი ყანა წვიმით ირწყვებოდა, მეორე ყანა კი, უწვიმარი, ხმებოდა. | 7 | და მე აღვიღო თქვენგან წჳმაჲ უწინარეს სამთა თთუეთა მკათასა. და ვწუმო ქალაქსა ერთსა ზედა, ხოლო ქალაქსა ერთსა ზედა არა ვწჳმო, და ნაწილი ერთი დაილტოს და ნაწილი, რომელსა ზედა არა ვწჳმო, განჴმეს. |
8 | მიეხეტებოდა ორი, სამი ქალაქი ერთ ქალაქში წყლის სასმელად და ვერ იკლავდნენ წყურვილს; მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. | 8 | და შეკრბენ ორნი და სამნი ქალაქნი, ქალაქად ერთად, სუმად წყლისა და ვერ განძღენ. და რა მოიქცეთ ჩემდამო, - იტყჳს უფალი |
9 | მუსრი გაგავლეთ ჟანგით და სიყვითლით; თქვენი უამრავი ბაღები და ვენახები, ლეღვები და ზეთისხილი კალიამ გადაჭამა, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. | 9 | და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ; განამრავლენით მტილნი თქუენნი, ვენაჴოანნი თქუენნი, ლეღოანნი თქუენნი და ზეთისხილნი თქუენნი შეჭამნა მგრაგნელმან და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი. |
10 | შეგყარეთ ჭირი ეგვიპტის გზაზე, ვხოცავდი მახვილით თქვენს ყრმებს, როცა თქვენს ცხენებს ვიტაცებდი და თქვენი ბანაკების სიმყრალე თქვენს ნესტოებს მივაწვდინე; მაინც არ მოქცეულჰართ ჩემკენ, ამბობს უფალი. | 10 | გამოვავლინე თქუენდა მე სიკუდილი გზასა ზედა ეგჳპტისასა და მოვჰკლევდ ჭაბუკთა თქვენთა ტყუეობისა თანა ჰუნეთა შენთაჲსა და აღნოვიყუანენ შორის ცეცხლისა ბანაკნი თქუენნი რისხვისა მიერ თქუენისა და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი. |
11 | დაგაქციეთ, როგორც ღმერთმა სოდომი და გომორი დააქცია, და მაინც არ მოქცეულხართ ჩემკენ, ამბობს უფალი. | 11 | დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და იქმნენით, ვითარცა მუგუზნი, გამოტაცებულნი ცეცხლისაგან, და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო,- იტყჳს უფალი |
12 | ამიტომ ასე მოგექცევი, ისრაელ, და რაკი ამას დაგმართებ, გაემზადე შენი ღვთის შესახვედრად, ისრაელ! | 12 | ამისთჳს ესრეთ გიყთ შენ, ისრაჱლ. ამისთჳს ესრეთ გიყო შენ, განემზადე ცხადად ღმრთისა შენისა, ისრაილ, |
13 | რადგან, აჰა, მთათა გამომსახველი და ქარის შემქმნელი, კაცისთვის მისი ფიქრის გამომცხადებელი, ნათლის ბნელად გარდამქცეველი და ქვეყნის სიმაღლეთა გამთელავი! უფალი, ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი! | 13 | მით, რამეთუ, აჰა, მტკიცემყოფელი მთათა და მყოფელი ქუხილსა და მიმთხრობი კაცთამი ცხებულსა მისსა, მოქმედი ცისკარსა და ნისლსა ზედ აღმავალი სიმაღლესა ზედა ქუეყანისასა, უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი. |