ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 | მეოცდაოთხესა თთუესა თჳსა მეექუსისა, მეორესა წელსა დარიოსს ზე მეფისა, | ||
1 |
მეშვიდე თვეს, თვის ოცდამეერთე დღეს იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: |
2 |
მეშჳდესა თთუესა ოცდაერთსა თთჳსასა, თქუა უფალმან, ჴელთა ანგეა წინაწარმეტყუელისათა მეტყუელმან: |
2 | უთხარი ზერუბაბელ შალათიელის ძეს, იუდას განმგებელს, იესო იეჰოცადაკის ძეს, მღვდელმთავარს და მთელს დანარჩენ ხალხს. | 3 | თქუ ზორობაბელის მიმართ სალათიელისისა, ტომისაგან იუდასსა და იისუჲს მიმართ იოსედეკისისა, მღდელისა დიდისა და ყოველთა დანაშთომთა ერისათა მეტყუელმან: |
3 | ვინ არის დარჩენილი თქვენს შორის, ვინც მოსწრებია ამ სახლის პირვანდელ დიდებას? რას ხედავთ ახლა? ხომ არარაობად ჩანს თქვენს თვალში! | 4 | ვინ არს თქუენგანი, რომელმან იხილა სახლი ესე დიდებასა შინა მისსა წინაპარსა და ვითარ თქუენ ხედავთ მას აწ, ვითარცა არამყოფსა თქვენ წინაშე? |
4 | ახლა გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი. | 5 | და აწ განძლიერდი, ზორობაბელ! - იტყჳს უფალი, - და განძლიერდი, იოსედეკ, მღდელი დიდი! და განძლიერდინ ყოველი ერი ქუეყანისა, - იტყჳს უფალი, და იქმოდეთ (მით, რამეთუ მე თქუენ თანა ვარ, იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი). |
5 | სიტყვა, ეგვიპტიდან გამოსვლისას რომ დაგიდევით, და ჩემი სული იმყოფებს თქვენს შორის. ნუ გეშინიათ. | 6 | სიტყვა, რომელი აღგითქუ თქუენ გამოსლვასა თქუენსა ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სული ჩემი დადგა საშუალ თქუენსა, ნუ გეშინინ თქუენ |
6 | რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. | 7 | მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე ერთგზის მე შევძრა ცაჲ და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ჴმელი. |
7 | შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი. | 8 | და თანაშევძრენ ყოველნი ნათესავნი, და მოვიდენ რჩეულნი და რაჲც ყოველთა ნათესავთანი და აღვავსო სახლი ესე დიდებითა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: |
8 | ჩემია ვერცხლი და ჩემია ოქრო, ამბობს ცაბაოთ უფალი. | 9 | ჩემი არს ვეცხლი და ჩემი არს ოქროჲ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, |
9 | პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი. | 10 | მით, რამეთუ დიდ იყოს დიდებაჲ სახლისა ამის უკუანაჲსკნელი, უფროს პირველისა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და ადგილსა ამას შინა მივსცე მშჳდობა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი (და მშჳდობაჲ სულისაჲ მოურნეობად ყოველსა მგებელსა აღდგინებად ტაძრისა მის). |
10 | მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა ანგია წინასწარმეტყველის პირით: | 11 | მეოთხესა და მეოცესა მეცხრისა თჳსასა, წელსა მეორესა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ანგეას მიმართ, წინაწარმეტყუელისა მეტყუელი. |
11 | ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: ჰკითხე მღვდლებს რჯული: | 12 | ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ჰკითხე მღდელთა შჯული, მეტყუელისა: |
12 | აი, მიაქვს კაცს წმიდა ხორცი თვისი სამოსელის კალთით, შეეხო კალთით პურს, შეჭამადს, ღვინოს, ზეთს ან რაიმე საჭმელს. თუ გახდება წმიდა? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: არა. | 13 | უკეთუ მიიღოს კაცმან ჴორცი წმიდაჲ მწუერვალსა შინა სამოსლისა მისისასა და შეეხოს მწუერვალსა სამოსლისა მისისასა პურსა ანუ გბოლვილსა, ანუ ღჳნოთა, ანუ ზეთსა, ანუ ყოველსავე ჭამადსა, უკეთუ განწმდესა? და მიუგეს მღდელთა და თქუეს: არა. |
13 |
თქვა ანგიამ: თუ შეეხო ამას ყველაფერს გაუწმიდურებული კაცი, გაუწმიდურდება ეს ყველაფერი? მიუგეს მღვდლებმა და უთხრეს: გაუწმიდურდება. |
14 |
და თქუა ანგეა: უკეთუ შეეხოს თუ შეგინებული სულსა ზედა ყოველსა ამათგანსა, უკეთუ შეიგინოს? და მიუგეს მღდელთა და თქუეს: შეიგინოს. |
14 | მიუგო ანგიამ და უთხრა: ასეთია ეს ერი, ასეთია ეს ხალხი ჩემს წინაშე, ამბობს უფალი. ასეთია მათი ხელების ნამოქმედარი. მათი მოტანილი ყველაფერი უწმიდურია. | 15 | და მიუგო ანგეოს და თქუა: ეგრეთვე ერი ესე და ეგრეთ ნათესავი ესე წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი, - და ეგრეთ ყოვლნი საქმენი ჴელთა მათთანი. და რომელიცა შეეხოს, მუნ შეიგინოს (მისაღებელთათვის მათთა განთიად მსთუათა ლმობილობდენ პირისაგან უკეთურებათა მათთასა და გძულსყე ბჭეთა შორის მამხილებელი. |
15 | ახლა დააკვირდით რა ხდებოდა ძველად, ვიდრე ქვა ქვაზე დაიდებოდა უფლის ტაძარში. | 16 | და აწ დაისხენით გულთა შინა თქუენთა ამით დღითგან და წამართ პირველ დადებისა ქვისა, ქვასა ზედა შორის ტაძარსა უფლისასა. |
16 | მივიდოდნენ ოცძნიან ზვინთან და აღმოჩნდებოდა ათი. მივიდოდნენ საწნახელთან ორმოცდაათი საწყაულის ამოსახაპავად და აღმოჩნდებოდა ოცი. | 17 | ვიეთნი იყვენით, ოდეს შთასთესევდით ურნატად ოცსა სატასა და იქმნა ათი სატაჲ ქრთილი. და შეხჳდოდეთ ტაგარისა მიმართ აღმოვსებად ერგასისთა მართა და იქმნა ოცად. |
17 | გინადგურებდით მთელს ნამუშაკევს ხორშაკით, სიყვითლით და სეტყვით, და მაინც არ მოიქეცით ჩემკენ, ამბობს უფალი. | 18 | გგუემენ თქუენ ზედა ქარისაგანმხრწნელობისა მიერ, სეტყჳსა მიერ ყოველნი საქმენი ჴელთა თქუენთანი და არ მოიქეცით ჩემდა, - იტყჳს უფალი, |
18 | დააკვირდით რა ხდებოდა ძველად მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღიდან, იმ დღიდან, რაც უფლის ტაძარი დაფუძნდა, დააკვირდით: | 19 | და უკუე აწესენით გულნი თქუენნი ამით დღითგან და წამართ მეოთხითგან და მეოცით მეცხრისა თთჳსაჲთ. და დღითგან, რომელსა დაეფუძნების ტაძარი უფლისაჲ. დაისხენით გულთა შინა თქუენთა. |
19 | თუღა დარჩა ბეღელში თესლი? აქამდე არ გამოუღია ნაყოფი ვენახს, ლეღვს, ბროწეულს და ზეთისხილს. ამიერიდან კი ვაკურთხებ. | 20 | უკეთუ მერმე იცნობოს კალოსა ზედა და უკეთუ მერმე ვენაჴი და ლეღჳ, და ბროწეული, და ხენი ზეთისხილისანი არგამომღებელნი ნაყოფისანი, ამით დღითგან ვაკურთხნე. |
20 | მეორედ იყო უფლის სიტყვა ანგიას მიმართ თვის ოცდამეოთხე დღეს. | 21 | და იქმნა სიტყუა უფლისაჲ მეორედ ანგეას მიმართ, წინაწარმეტყუელისა, მეოთხესა და მეოცესა თთჳსასა, მეტყუელი: |
21 | ასე უთხარი ზერუბაბელს, იუდას განმგებელს: შევარყევ ცას და მიწას; | 22 | თქუ ზორაბებელის მიმართ სალათელისისა, ტომისაგან იუდაჲსით: მე შევძრა ცაჲ ქუეყანაჲ და ზღვაჲ და ჴმელი. |
22 | დავამხობ სამეფოთა ტახტებს, მოვსპობ ხალხების სამეფოთა ძლიერებას, დავამხობ ეტლებს მხედრებითურთ და დაეცემიან ცხენები და მხედრები ერთმანეთის მახვილით. | 23 | და დავაქცინე საყდარნი მეფეთანი და მოვსპო ძალი მეფეთა, წარმართთა, დავაქცინე ეტლნი და აღმავალნი და შთაჴდენ ცხენნი და აღმავალნი მათნი, თითოეული მახჳლითა ძმისა მიმართ თჳსისა. |
23 | იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, წაგიყვან შენ, ზერუბაბელ შელათიელის ძეო, ჩემო მორჩილო, ამბობს უფალი, და ბეჭედივით მეყოლები, რადგან ჩემი რჩეული ხარ, ამბობს ცაბაოთ უფალი. | 24 | მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მიგიღო მე შენ, ზორაბაბელ, სალათეელისო, მონაო ჩემო, და დაგდვა შენ ვითარცა აღმონაბეჭდი მით, რამეთუ სათნო გიყავ შენ, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი. |