ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო, ისრაელისა, სული შევიწროებული და სული შეწუხებული შემოგღაღადებს შენ. |
1 |
უფალო ყოვლისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, სულმან სულთქმათაშინამან და სულმან მოწყინებისამან ღაღად-ყო შენდამი. |
2 | შეისმინე, უფალო, და შეგვიწყალე, რადგან შევცოდეთ შენს წინაშე, | 2 | ისმინე, უფალო, და შეიწყალე, რამეთუ ღმერთი მოწყალე ხარ და შეგჳწყალენ, რამეთუ ვცოდეთ წინაშე შენსა. |
3 | რადგან შენ საუკუნოდ დამკვიდრებული ხარ, ჩვენ კი - საუკუნოდ დაკარგულები. | 3 | რამეთუ შენ მჯდომარე ხარ საუკუნოდ, და ჩუენ წარწყმედილნი საუკუნოდ. |
4 | უფალო, ყოვლისამპყრობელო, ღმერთო ისრაელისა, შეისმინე ვედრება ისრაელის მკვიდრებისა და მათი შვილებისა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე, რომელთაც არ შეისმინეს ხმა უფლისა, მათის ღვთისა, და აგვეწება ჩვენ უბედურებანი. | 4 | უფალო, მიერთისა მპყრობელო, ღმერთო ისრაილისაო, ისმინე მომკუდართა ისრაილისათა ლოცვისაჲ და ძეთა შეცოდებულთაჲსაჲ წინაშე შენსა, რომელთა არა ისმინეს ჴმისა უფლისა ღმრთისა მათისაჲ და აღგუეწებნეს ჩუენ ძჳრნი. |
5 | ნუ გაიხსენებ ჩვენი მამა-პაპის უსამართლობებს, არამედ გაიხსენე შენი ხელი და შენი სახელი ამ ჟამს, | 5 | ნუ მოიჴსენებ უსამართლოობათა მამათა ჩუენთასა, არამედ მოიჴსენე ჴელისა შენისა და სახელისა შენისა ჟამსა ამას შინა, |
6 | რადგან შენ ხარ უფალი, ჩვენი ღმერთი და გადიდებთ შენ, უფალო. | 6 | რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ჩუენი, და გაქებთ შენ, უფალო, |
7 | რადგან მოგვეცი შენი შიში ჩვენს გულებში, რომ მოვუხმოთ შენს სახელს და გადიდოთ შენ ჩვენს გადასახლებაში, რადგან განვდევნეთ ჩვენი გულებიდან ყველა ჩვენი მამა-პაპის უსამართლობა, რომელთაც სცოდეს შენს წინაშე. | 7 | რამეთუ ამისთჳს მოეც შიში შენი გულთა ზედა ჩუენთა, ხადად სახელისა შენისა და გაქებთ შენ განსახლულობასა შინა ჩვენსა, რამეთუ გარემივაქციეთ გულისაგან ჩუენისა ყოველი უსამართლოებაჲ მამათა ჩუენთა მცოდველთაჲ წინაშე შენსა. |
8 | აჰა, დღეს ჩვენს გადასახლებაში ვართ, სადაც გაგვფანტე ჩვენს შესაგინებლად და შესაჩვენებლად, და დასასჯელად ყველა უსამართლობის გამო ჩვენი მამა-პაპისა, რომელნიც განუდგნენ უფალს, ჩვენს ღმერთს. | 8 | აჰა, ჩუენ დღეს განსახლულობასა შინა ჩუენსა, სადა განვითესენით, მუნ დღესა ამას საყუედრელად და საწყევარად და სათანამდებოდ ყოველთათჳს უსამართლოებათა მამათა ჩუენთასა, რომელნი განდგეს შენგან, უფალო ღმერთო ჩვენო. |
9 | ისმინე, ისრაელ, მცნებანი ცხოვრებისა, ყურად იღე ჩასაწვდომად სიბრძნისა. | 9 | ისმინენ, ისრაილ, მცნებანი ცხოვრებისანი, ყურად-იღეთ ცნობად გონიერებისა. |
10 | რა არის ეს, ისრაელ, რომ მტრის მიწაზე ხარ, რომ დაბერდი უცხო მიწაზე. | 10 | რაჲ არს ისრაილ! რად, რამეთუ ქუეყანასა მტერთასა ხარ? |
11 |
წაიბილწე მკვდრებთან ერთად, შეირაცხე ჯოჯოხეთში მყოფთა შორის? |
11 |
განჰკფდი ქუეყანასა შინა უცხოსა? თან შეიბილწე, მკუდართა თანა შეირაცხე ჯოჯოხეთისათა შორის. |
12 | შენ დატოვე წყარო სიბრძნისა. | 12 | დაუტევე წყაროჲ სიბრძნისაჲ. |
13 | ღვთის გზით რომ გევლო, მშვიდობით დამკვიდრდებოდი საუკუნოდ. | 13 | გზასა თუმცა ღმრთისასა სრულ იყავ, და-მცა-მკჳდრებულ იყავ მშჳდობით საუკუნესა ჟამსა. |
14 | ისწავლე, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, სად არის გაგება, რათა ამასთან ერთად შეიცნო, სად არის დღეგრძელობა და სიცოცხლე, სად არის სინათლე თვალთა და მშვიდობა. | 14 | ისწავე, სადა არს ცნობა, სადა არს ძალი, სადა არს გულისჴმის-ყოფაჲ, სადა გაგონება ერთბამად, სადა გრძელ საწუთოობა და ცხოვრება, სადა არს ნათელი თვალთა და მშჳდობა? |
15 | ვინ იპოვა მისი ადგილი და ვინ შევიდა მის საუნჯეში? | 15 | ვინ პოვა ადგილი მისი და ვინ შევიდა საუნჯეთა მიმართ მისთა, |
16 | სად არიან ხალხთა მთავარნი და დედამიწის ცხოველთა მეუფენი, | 16 | სადა არიან მთავარნი წარმართთანი, დაუფლებულნი მჴეცთა ზედა ქუეყანისათა, |
17 | ისინი, რომელნიც ზეცის ფრინველებით იქცევდნენ თავს, მომხვეჭელნი ოქრო-ვერცხლისა, რომელთა იმედი აქვს ხალხს და რომელთა ხვეჭას ბოლო არ უჩანს; | 17 | მფრინველთა შორის ცისათა მომღერალნი. |
18 | ან ისინი, ვერცხლს რომ ამუშავებდნენ და ერთ ზრუნვაში იყვნენ, რომელთა ნახელავი აღარსად ჩანს? | 18 | და ვეცხლისა მეუნჯენი და ოქროჲსანი, რომელსა ესვიდეს კაცნი, და არა არს დასასრული მოგებისა მათისა, ვეცხლისა მქანდაკებელნი და მზრუნველნი, და არა არს მოპოვნება საქმეთა მათთა, |
19 | გაქრნენ და ჯოჯოხეთში ჩავიდნენ და სხვანი გამოჩდნენ მათ სანაცვლოდ. | 19 | უჩინო ქმნეს და ჯოჯოხეთად შთაჴდეს და სხუანი აღდგეს ნაცულად მათდა. |
20 | ახალგაზრდებმა იხილეს ნათელი და დამკვიდრდნენ მიწაზე, მაგრამ ცოდნის გზა ვერ ისწავლეს; | 20 | უჭაბუკესთა იხილეს ნათელი და დაემკჳდრნეს ქუეყანასა ზედა, ხოლო გზაჲ ზედმიწევნულობისაჲ არა ცნეს, |
21 |
ვერც მისი ბილიკები გაიგნეს და ვერც მას ჩასწვდნენ; მათი შვილები შორს იყვნენ მისი გზისგან. |
21 |
არცა გულისჴმა-ყუნეს ალაგნი მისნი, არცა შეეწინეს მას ძენი მათნი, გზისა მისისაგან შორს იქმნეს. |
22 | არც ქანაანში გაისმა იგი და არც თემანში გამოჩნდა; | 22 | არცა ისმა ქანაანს შინა, არცა გამოჩნდა თემანს შინა. |
23 | ვერც აგარის შვილებმა, რომელნიც მიწიერ ცოდნას ეძიებდნენ, ვერც მერანისა და თემანის ვაჭრებმა, ვერც მთხრობელებმა და ვერც ცოდნის მძებნელებმა ვერ გაიგნეს სიბრძნის გზა და ვერ გაიხსენეს მისი ბილიკები. | 23 | და ძეთა აგარისთა, გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისა ქუეყანასა ზედა, ვაჭართა მერრანისა და თემანისა, და ზღაპარსიტყუადთა, და გამომეძიებელთა გულისჴმის-ყოფისათა, ხოლო გზაჲ სიბრძნისა არა ცნეს, არცა მოიჴსენეს ალაგთა მისთაჲ. |
24 | ო, ისრაელ, რა დიდია ღვთის სახლი და რა ვრცელია მისი სამფლობელო! | 24 | ჵ, ისრაჱლ, ვითარ დიდ არს სახლი ღმრთისაჲ და კეთილგრძელ ადგილი შენებულებისა მისისა! |
25 | დიდია იგი და არა აქვს დასასრული, მაღალია და განუსაზღვრელი. | 25 | დიდ არს და არა არს დასრულება მაღალ და უსაზომო. |
26 | იქ იშვნენ ბუმბერაზები, რომლებიც სახელოვანნი იყვნენ დასაბამიდან, ტანმაღალნი, მცოდნენი ომისა. | 26 | მუნ იშუნეს გმირნი სახელოვანნი, დასაბამითგან ქმნილნი კეთილ, დიდად მეცნიერნი მბრძოლობად. |
27 | მაგრამ ისინი არ გამოურჩევია ღმერთს და არც ცოდნის გზა მიუცია მათთვის; | 27 | არა ესენი გამოირჩინა ღმერთმან, არცა გზა ზედმიწევნილობისა მისცა მათ. |
28 | დაიღუპნენ, რადგან არ ჰქონდათ სიბრძნე, დაიღუპნენ თავიანთი უგუნურებით. | 28 | და წარწყმდეს არქონებისგან ცნობისა, წარწყმდეს განუზრახველობისათჳს მათისა. |
29 | ვინ ავიდა ზეცად, ვინ აიღო სიბრძნე და ჩამოიტანა ღრუბლებიდან? | 29 | ვინ აღვიდა ცად და დაიპყრა იგი და შთამოიღო იგი ღრუბელთაგან? |
30 | ვინ გავიდა ზღვის გაღმა და მოიპოვა, და წამოიღო იგი, რჩეულ ოქროზე უმჯობესი? | 30 | ვინ განვიდა წიაღ ზღჳსა და პოვა იგი, და მოიღო იგი ოქროჲთა რჩეულითა? |
31 |
არავინაა შემმეცნებელი მისი გზისა და არც გულისხმისმყოფელი მისი ბილიკისა, |
31 |
არა არს მცნებელი გზისა მისისა, არცა გულად მომღები ალაგისა მისისა, |
32 | მაგრამ ყოვლის მცოდნემ იცის იგი, თავისი გონებით მოიპოვა მან, ვინც ქვეყნიერება განამზადა საუკუნოდ და აავსო იგი ოთხფეხა ცხოველებით, | 32 | არამედ მეცნიერმან ყოვლისამან იცის იგი. მოიღო იგი გულისხმისყოფითა თჳსითა, რომელმან დაჰმზადა ქუეყანაჲ საუკუნესა ჟამსა, აღავსო იგი საცხოვარებითა ოთხფერჴებითა |
33 | ვინც ნათელს გვიგზავნის და მოდის ნათელი; მოუწოდა მას და ისიც დაემორჩილა მას თრთოლვით; | 33 | გამომავლენელმან ნათლისამან და ვიდოდეს. უწოდა მას და ერჩდა მას ძრწოლით, |
34 | ვარსკვლავები განბრწყინდნენ თავიანთ სახმილავებში და გაიხარეს; | 34 | ხოლო ვარსკულავნი განბრწყინდეს საჴმილავთა მისთა ზედა და იშუებდეს. |
35 | მოუხმო მათ და უპასუხეს: აქ ვართო! და სიხარულით გაუნათეს თავიანთ შემოქმედს. | 35 | და უწოდა მათ, და ჰრქუეს: იქა ვართ. და უნათობდეს სიხარულით შემოქმედსა მათსა. |
36 | ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. | 36 | ესე არს ღმერთი, არ შეირაცხოს სხუაჲ მის თანა. |
37 | მან იპიავა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. | 37 | მოიპოვა ყოველი გზაჲ ზედმიწევნულებისაჲ. და მისცა იგი იაკობსა, ყრმასა თჳსსა, და ისრაილსა, შეყუარებულსა მის მიერ. |
38 | შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის. | 38 | ამის შემდგომად ქვეყანასა ზედა გამოჩნდა და კაცთა თანა იქცეოდა. |