1 |
განიძარცვე, იერუსალიმო, სამოსელი შენი გლოვისა და სიმძიმილისა და ღვთის დიდების
მშვენება შეიმოსე საუკუნოდ.
|
1 |
განიძარცუე, იერუსალიმ, სამოსელი გლოვისა და ძჳრის-ხილვისა შენისა და შეიმოსე
შვენიერება ღმრთისამიერისა დიდებისაჲ საუკუნოდ.
|
2 |
მოისხი ორმაგი მოსახხამი ღვთისმიერი სიმართლისა და დაიდგი
თავზე საუკუნო დიდების შარავანდი. |
2 |
მოისხ ჩოტკეცი ღმრთისამიერისა სიმართლისა და ზედდადევ
მიტრაჲ თავსა ზედა შენსა დიდებისა საუკუნოსაჲ, |
3 |
რადგან ღმერთი ყველას უჩვენებს შენს ბრწყინვალებას
ცისქვეშეთში. |
3 |
რამეთუ ღმერთმან უჩუენოს ცისქუეშესა ყოველსა ბრწყინვალება შენი, |
4 |
რადგან შენ ღვთის მიერ საუკუნოდ დაგერქმევა სახელი:
მშვიდობა სიმართლისა და დიდება ღვთისნიერებისა. |
4 |
რამეთუ გეწოდოს სახელი შენი ღმრთისა მიერ უკუნისადმე,
მშჳდობა სიმართლისა და დიდებაჲ ღმთისმსახურებისა. |
5 |
აღდექ, იერუსალიმო, და შედექი მაღალზე, გახედე
აღმოსავლეთს და იხილე შენი ვაჟები, წმიდის სიტყვით შეკრებილნი მზის
დასავალიდან აღმოსავლამდე, რომ ღმერთმა გაიხსენა ისინი. |
5 |
აღდეგ, იერუსალჱმ, და დადეგ მაღალსა ზედა, და მიიხილე
აღმოსავალთამი, და იხილენ შეკრებულნი შვილნი შენნი მზისა დასავალთაჲთგან
ვიდრე აღმოსავალთამდე სიტყჳთა წმიდისაჲთა მოხარულნი ჴსენებითა ღმრთისათა. |
6 |
რადგან შენგან ფეხით გავიდნენ მტრების მიერ წაყვანილნი,
მაგრამ შემოიყვანს მათ ღმერთი დიდებაში, როგორც სამეფო ტახტზე. |
6 |
რამეთუ განვიდეს შენგან მკჳრცხლნი წარქცეულნი მტერთაგან,
ხოლო შემოიყვანნეს იგინი ღმერთმან შენდამო და ამაღლებულნი დიდებითა,
ვითარცა საყდარი მეფობისაჲ. |
7 |
რადგან ყველა მაღალ მთასა და მარადიულ ბორცვს დამდაბლება
უბრძანა უფალმა, ხევებს კი ამოვსება მიწის დასავაკებლად, რათა ისრაელმა
უშიშრად იაროს ღვთის დიდებაში; |
7 |
რამეთუ უბრძანა ღმერთმან დამდაბლებად ყოველსა მთასა
მაღალსა და ბორცუთა სამარადისოთა, და ჴევთა აღვსებად მოსავაკებლად
ქუეყანისა, რაჲთა ვიდოდის ისრაჱლი უცთომელად დიდებითა ღმრთისათა. |
8 |
ხოლო ჭალებმა და ყოველმა კეთილსურნელოვანმა ხემ ისრაელს
მოუჩრდილეს ღვთის ბრძანებით; |
8 |
ხოლო დააგრილეს მაღნართაცა და ყოველმან ხემან
სულნელისამან ისრაჱლსა ბრძანებითა ღმრთისაჲთა, |
9 |
რადგან წარუძღვება ღმერთი ისრაელს სიხარულით თავისი
დიდების ნათელში თავისი წყალობითა და სიმართლით. |
9 |
რამეთუ უძღოდის ღმერთი ისრაჱლსა მხიარულებითა ნათლისა
დიდებისა მისისათა მოწყალებისა თანა და სიმართლისა მისმიერისა. |