ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეათე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ეს არის ნოეს ძეთა მოდგმა - სემის, ქამისა და იაფეთისა. შეეძინათ მათ შვილები წარღვნის შემდეგ. 1 ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა.
2 იაფეთის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი, იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი. 2 ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას.
3 გომერის ძენი: აშქენაზი, რიფათი და თოგარმა. 3 და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა.
4 იავანის ძენი: ელიშა, თარშიში, ქითიმი. და დოდანიმი. 4 და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი.
5 ამათგან განიფანტნენ ზღვისპირა ხალხები თავ-თავის ქვეყნებში, თითოეული თავისი ენის მიხედვით, თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. 5 როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.
6 ქამის ძენი: ქუში, მიცრაიმი,  ფუტი და ქანაანი. 6 ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან.
7 ქუშის ძენი: სება, ხავილა, საბთა, რამა და საბექთა. რამას ძენი: შება და დადანი. 7 ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან.
8 ქუშმა შვა ნებროთი. ამან დაიწყო ძალის გამოჩენა ქვეყანაზე. 8 ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა.
9 ძლიერი მონადირე იყო უფლის წინაშე; ამიტომაც თქმულა, ნებროთივით ბუმბერაზი არისო უფლის წინაშე. 9 ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა.
10 მისი სამეფოს რჩეული ქალაქები იყო ბაბილონი, ერექი, აქადი და ქალნე, შინყარის ქვეყანაში. 10 და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა.
11 ამ ქვეყნიდან გამოვიდა აშური და ააშენა ნინევე, რეხობოთ-ქალაქი, ქალახი 11 ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი.
12 და რესენი ნინევესა და ქალახს შორის, დიდი ქალაქი. 12 და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა, ესე ქალაქი დიდი.
13 მიცრაიმმა შვა ლუდიმი, ყანამიმი, ლეჰაბიმი, ნაფთუხიმი, 13 და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი.
14 ფეთრუსიმი და ქასლუხიმი, რომელთაგან ფილისტიმელნი და ქაფთორელნი გამოვიდნენ. 14 და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი.
15 ქანაანმა შვა სიდონი, თავისი პირმშო, და ხეთი, 15 ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი.
16 იებუსეველნი, ამორეველნი, გირგაშელები, 16 და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი.
17 ჰიველნი, ყარკელნი, სინელნი, 17 და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი.
18 არვადელნი, ცემარელნი და ხამათელნი. მერე გაიფანტნენ ქანაანელთა ტომები. 18 და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შედგომად მათსა განეთესნეს, ტომნი ქანანელთანი.
19 ქანაანელთა საზღვარი იდო სიდონიდან გერარის მიმართულებით ღაზამდე; სოდომ-გომორის, ადმას და ციბოიმის მიმართულებით ლაშაყამდე. 19 და იქმნნეს საზღვარნი ქანენელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად.
20 ესენი არიან ქამის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში. 20 ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა.
21 შეეძინა შვილები სემსაც, ყებერის ძეთა მამას, იაფეთის უფროს ძმას. 21 და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა.
22 სემის ძენი: ელამი, აშური, არფაქშადი, ლუდი და არამი. 22 ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან.
23 არამის ძენი: ყუცი, ხული და მაში. 23 და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ.
24 არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი. 24 და არფაქსად შვა სალაჲ. და სალა შვა ებერ.
25 ყებერს შეეძინა ორი ძე; ერთს ერქვა ფელეგი, რადგან მის დროს გაიყო ქვეყანა. მის ძმას ერქვა იაკტანი. 25 და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან.
26 იაკტანმა შვა ალმოდადი, შალეფი, ხაცარ-მანეთი, იარახი, 26 ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ.
27 ჰადორამი, უზალი, დიკლა, 27 და დორრა, და ღაზილ, და დეკლაჲ.
28 ყობალი, აბიმაელი, შება, 28 და გებარ, და აბიმეილ, და სავარ.
29 ოფირი, ხავილა, იობაბი. ესენი ყველა იაკტანის ძენი არიან. 29 და უფირ, და ევილატ, და იობაბ ესე ყოველნი - ძენი იეკტანისნი.
30 მათი სამკვიდრებელი ვრცელდებოდა მეშადან სეფარის მიმართულებით აღმოსავლეთის მთამდე. 30 და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად.
31 ესენი არიან სემის ძენი თავ-თავისი ტომის მიხედვით, თავ-თავისი ენის მიხედვით, თავ-თავის ქვეყანაში, თავ-თავის ხალხში. 31 ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა.
32 ეს არის ნოეს ძეთა შთამომავლობა თავ-თავისი მოდგმის მიხედვით, თავ-თავის ხალხში. მათგან განშტოვდნენ ხალხები ქვეყანაზე წარღვნის შემდეგ. 32 ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა.