1 |
მოხდა ისე, რომ შინყარის მეფის, ამრაფელის
დროს არიოქმა, ელასარის მეფემ, ქედარლაღომერმა, ელამის მეფემ და თიდაყალმა,
გოიების მეფემ, |
1 |
ხოლო იქმნა მეფობასა არმაფალისასა მეფისა
სენარისასა, არიოქ, მეფემან სალასარისამან, და ქოდოლ, გომორის მეფემან,
ელამისმან და თარგალ მეფემან წარმართთამან. |
2 |
ბრძოლა გაუმართეს ბერაყს, სოდომის მეფეს, ბირშაყს,
გომორის მეფეს, შინაებს, ადმას მეფეს, შემემებერს, ცებოიმის მეფეს და
ბედაყის ანუ ცოღარის მეფეს. |
2 |
ყვეს ბრძოლაჲ ვარლას თანა, მეფისა სოდომთასა, და ვარსას
თანა, მეფისა გომორისა, და სენნარისა, მეფისა ადამისა, და სჳმოვორის,
მეფისა სებომისა, და მეფისა ვალასა: ესე არს სეგორი. |
3 |
ყველა ესენი შეიკრიბნენ სიდიმის ველზე, სადაც ახლა მლაშე
ზღვაა. |
3 |
ესე ყოველნი შეითქუნეს ჴევსა მარილოვანსა, რომელ არს
ზღუაჲ მარილთა. |
4 |
თორმეტი წელიწადი ემორჩილებოდნენ ქედორლაღომერს და
მეცამეტე წელს აღუდგნენ. |
4 |
ათორმეტ წელს ჰმონებდეს ქოდოლგომორს. |
5 |
მეთოთხმეტე წელს მოვიდა ქედორლაღომერი თავისი თანამდგომი
მეფეებითურთ და ამოწყვიტეს რეფაიმები აშთორეთ-კარნაიმში, ზუზიელები ჰამში,
ემიელები შავე-კირიათაიმში. |
5 |
ხოლო მეათცამეტესა წელსა მოვიდა ქოდოლოგომორ და მისთანანი
მეფენი და დაჭრნეს გმირნი ასტაროთს შინა, კარნაინს, და ნათესავნი ძლიერნი
მათ თანა და ომმეანნი საბის შინა ქალაქსა. |
6 |
და ხორიელები სეყირის მთებში ელფარანამდე, უდაბნოს პირას
რომ მდებარეობს. |
6 |
და ხორრეველნი მთათა შინა სეირისათა ვიდრე ტერევინთამდე
ფარანისა, რომელ არს უდაბნოს. |
7 |
უკან მობრუნებისას მივიდნენ ყენ-მიშფატთან, აწინდელ
კადეშთან და დაარბიეს ყამალეკის მინდვრები და ამორეველნიც, ხაცაცონ-თამარის
მკვიდრნი. |
7 |
და უკმოქცეულნი მოვიდეს ქუეყანად კერისისა, ესე არს კადე,
და დაჭრნეს ყოველნი მთავარნი ამალეკისანი და აღმორეველნი მკჳდრნი
ასასანთამარისანი. |
8 |
გამოვიდნენ სოდომის მეფე, გომორის მეფე, ადმას მეფე,
ცებოიმის მეფე, ბელაყის ანუ ცოღარის მეფე და ბრძოლა გაუმართეს სიდიმის
ველზე |
8 |
ხოლო გამოვიდა მეფე სოდომთა და მეფე გომორისაჲ და მეფე
ადამასა და მეფე სებომისა და მეფე ვალასა, ესე არს სეგორი, და განეწყუნეს
იგინი ბრძოლად ღელესა შინა მარილოანსა, |
9 |
ქედორლაღომერს, ელამის მეფეს, თიდყალს, ცებოიმის მეფეს,
ამრაფელს, შინყარის მეფეს და არიოქს, ელასარის მეფეს - ხუთმა მეფემ ოთხ
მეფეს. |
9 |
ქოდოლოგომორის მიმართ, მეფისა ელამისა, მეფისა სენარისა,
და არიოქის მეფისა სელილასარისა. და თარგალ მეფისა წარმართთასა - ოთხნი
მეფენი ხუთთა მიმართ. |
10 |
სიდიმის ველზე უამრავი ფისის ჭა იყო. უკუიქცნენ სოდომისა
და გომორის მეფეები და შიგ ჩაცვივდნენ, დანარჩენები მთებს შეეხიზნენ. |
10 |
ხოლო ღელე მარილოვანი მთხრებლ მთხრებლოვან არს
ასფალტოსითა. და შეივლტოდა მეფე სოდომისა ჴევად და მეფე გომორისაჲ. და
დაეცნეს მუნ, ხოლო დაშთომილნი მთად კერძო ივლტოდეს. |
11 |
ხელთ იგდეს სოდომისა და გომორის მთელი ქონება, მთელი მათი
სარჩო-საბადებელი და წავიდნენ. |
11 |
და წარიქციეს ყოველი იავარნი სოდომისა და გომორისა და
ყოველი ჭამადი მათი. და წარვიდეს. |
12 |
ხელთ იგდეს მისი ქონებითურთ ლოტიც, აბრამის ძმისწული,
სოდომში რომ ცხოვრობდა, და წავიდნენ. |
12 |
და წარიყუანეს ლოთ-ცა, ძე აბრაამის ძმისა, და ჭურჭელი
მისი. და წარვიდეს, რამეთუ მკჳდრ იყო სოდომს. |
13 |
მოვიდა ერთი ლტოლვილი და ამბავი მოუტანა აბრამ ებრაელს.
მაშინ იგი მუხნარში ცხოვრობდა, რომელიც ამორეველ კაცს, მამრეს ეკუთვნოდა,
ემქოლისა და ანერის ძმას. ესენი აბრამის მოკავშირენი იყვნენ. |
13 |
ხოლო მოვიდა ვინმე განრომილთაგანი და უთხრა აბრაამს წიაღ
სადა იგი მკჳდრ იყო მუხასა თანა მამბრესსა ამორისსა, ძმისა ესტოლისსა, და
ძისა ავანისსა, რომელნი იყვნეს ყურცემულ აბრაამისსა. |
14 |
როდესაც შეიტყო აბრამმა, რომ მისი სახლიკაცი ლოტი
დაეტევევებინათ, აღჭურვა თავის სახლში დაბადებული სამას თვრამეტი
გამოცდილი კაცი და სდია დანამდე. |
14 |
ხოლო ესმა რაჲ აბრაამს, ვითარმედ წარიტყუენა ძმაჲ მისი
ლოთ. აღრიცხუნა თჳსნი სახლისწულნი სამასათრვამეტნი. |
15 |
გაიყვნენ ღამით ის და მისი მორჩილნი, დაამარცხეს და სდიეს
ხობამდე, დამასკოს მარცხნივ რომ არის. |
15 |
და დევნა-უყო უკანა მათისა ვიდრე დაანადმდე. და დაესხა
მათ ზედა ღამე, იგი და ყრმანი, მისნი, და დასცნა იგინი. და სდევდეს ვიდრე
ქობალადმდე, რომელ არს მარცხენით დამასკისა. |
16 |
დაიბრუნა მთელი ქონება, დაიბრუნა ლოტიც მისი ქონებითურთ,
დედაწულნიცა და ხალხიც. |
16 |
და შემოაქცია ყოველი იავარი სოდომთა და ლოთ, ძმაჲ თჳსი,
შემოაქცია და ყოველნი საქონელნი და ცოლნი და ერი. |
17 |
მიეგება სოდომის მეფე ქედორლაღომერზე და მის თანამდგომ
მეფეებზე გამარჯვებულს შავეს ველზე, რომელსაც ახლა მეფის ველი ეწოდება. |
17 |
და გამოვიდა მეფე სოდომისა შემთხუევად მისსა, შემდგომად
მოქცევისა მისისა ჭირისაგან ქოდოლგომორისა და მის თანა მეფეთასა ღელესა
შინა საბისსა, რომელ არს ველი მეფისაჲ. |
18 |
სოლო მელქიცედეკმა, შალემის მეფემ, გამოუტანა პური და
ღვინო. ის იყო უზენაესი ღმერთის მღვდელი. |
18 |
და მელქიზედეკ-ცა, მეფემან სალომისმან, გამოართუნა პურნი
და ღჳნოჲ. ხოლო იყო მღდელი ღმრთისა მაღლისა. |
19 |
აკურთხა აბრამი და უთხრა: კურთხეულ იყოს აბრამი უზენაესი
ღმერთის წინაშე, ცისა და მიწის შემოქმედისა! |
19 |
და აკურთხა აბრაამ და თქუა: |
20 |
კურთხეულ იყოს უზენაესი ღმერთი, რომელმაც ხელში
ჩაგაგდებინა შენი მტერი ! მაშინ მისცა მას აბრამმა ნადავლის მეათედი. |
20 |
კურთხეულ არს აბრაამ ღმრთისა მიერ მაღლისა, რომელმან
შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნა
მტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან. |
21 |
უთხრა სოდომის მეფემ აბრამს: მომეცი ხალხი, ქონება კი
შენთვის დაიტოვე. |
21 |
ხოლო თქუა მეფემან სოდომისამან აბრაამის მიმართ: მომცენ
მე კაცნი, ხოლო ცხენნი წარასხ თავისა შენისად. |
22 |
უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ,
ცისა და მიწის შემოქმედს, |
22 |
და თქუა აბრაამ მეფისა მიმართ სოდომისა: განვიპყრობ ჴელთა
ჩემთა ღმრთისა მიმართ მაღლისა, რომელმან შექმნნა ცაჲ და ქუეყანაჲ. |
23 |
თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ
გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი. |
23 |
უკუეთუ საბლითგან ვიდრე ტერფადმდე ჴამლისა მოვიღო
ყოველთაგან შენთა, რათა არა სთქუა, ვითარმედ: მე განვამდიდრე აბრაამ თჳნიერ
ღმრთისა. |
24 |
გარდა იმისა, რაც შეჭამეს მსახურებმა და რაც ჩემთან
წამოსულებს ერგოთ წილად; ანერმა, ეშქოლმა და მამრემ წაიღონ თავ-თავიანთი
წილი. |
24 |
ჭამეს ჭაბუკთა და ნაწილი კაცთა თანამავალთა ჩემ თანა:
ესხოლ, ავან, მამბრესი, ამათთჳს მოვიღო ნაწილი. |