ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი მეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 შევიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ხანს, როცა სოდომის კარიბჭესთან იჯდა ლოტი. დაინახა ისინი ლოტმა, წამოუდგა მისაგებებლად და მდაბლად თაყვანისცა. 1 ხოლო მოვიდეს ორნი ანგელოზნი მიმწუხრი და ლოთ ჯდა წინაშე ბჭეთა სოდომისთა. და იხილნა რაჲ ლოთ, აღდგა მიგებებად მათდა და თაყუანის-სცა პირითა ქუეყანასა ზედა.
2 უთხრა: აქეთ მობრძანდით, ჩემო ბატონებო, შემოუხვიეთ თქვენი მორჩილის სახლში. ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ, დილით კი ადრე ადგებით და თქვენს გზაზე წახვალთ. უთხრეს: არა, ქუჩაში გავათევთ ღამეს. 2 და ჰრქუა: აჰა, უფალნო, მოაქციეთ ჩემდა მომართ სახიდ მონისა თქუენისა და დაივანეთ და დაიბანენით ფერჴნი და, განცისკრდეს რაჲ, წარვედით გზასა თქუენსა. და თქუეს: არა, არამედ უბანთა ზედა დავივანოთ.
3 არ მოეშვა ლოტი და მათაც შეუხვიეს მის სახლში. გაუმზადა სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს. 3 და აიძულა მათ და მოაქციეს მისსა მიმართ და შევიდეს სახედ მისსა. და უქმნა მათ სასუმელი და უცომონი წარუცნა მათ და ჭამეს პირველ დაძინებისა.
4 ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. 4 და კაცთა ქალაქისათა სოდომელთა გარე მოიცვეს სახლი ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე ყოველმან ერმან ერთბამად.
5 დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. 5 და განუწოდდეს ლოთს და იტოდეს მისა მიმართ: სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყუანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყუნეთ მათ.
6 გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი. 6 ხოლო გამოვიდა ლოთ მათდა მიმართ წინაშე კართა და კარი განიჴშა უკუანა თჳსსა.
7 უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! 7 და ჰრქუა მათ: ნუ სადა, ძმანო, ნუ უკეთურებთ.
8 აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი. 8 რამეთუ არიან ჩემნი ორნი ასულნი, რომელთა არღა უცნიეს მამაკაცნი. გამოვიყუანნე იგინი თქუენდა და იჴმიენით იგინი, ვითარცა გთნავს, მხოლოდ კაცთა ამათ მიმართ ოდენ ნურარას ჰყოფთ უსამართლოსა, ვინათგან შემოვიდეს სართულსა ქუეშე მოსრულთა ჩემთასა.
9 უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად. 9 და ჰრქუეს: განერე იქი. მწირობად შემოხუედ, ნუ. სასჯელისა სჯად. აწ უკუე შენ გიბოროტოთ უფროს-ღა, ვიდრე მათ. და აიძულებდეს ლოთს ფრიად და მიეახლნეს შემუსრვად კარსა.
10 გამოიწოდეს ხელი სტუმარმა კაცებმა, შინ შეიყვანეს ლოტი და ჩაკეტეს კარი. 10 ხოლო კაცთა მათ ბანყუნეს ჴელნი და შეიტანეს ლოთ ჴელთა მიმართ თჳსთა და კარი სახლისა დაჴშეს.
11 იმ კაცებს კი, სახლის შესასვლელთან რომ იდგნენ, სიბრმავე მოჰგვარეს დიდიან-პატარიანა და მათ ქანცი გაუწყდათ შესასვლელის ძებნაში. 11 ხოლო კაცთა მყოფთა კარსა ზედა სახლისასა, დასცეს ვერ მხედველობაჲ მცირითგან მათით ვიდრე დიდადმდე და დაიჴსნნეს ძიებითა კარისათა.
12 უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: კიდევ ვინა გყავს აქ? სიძე, ვაჟები და ქალიშვილები, ყველა, ვინც კი შენიანია ამ ქალაქში, გაიყვანე ამ ადგილიდან, 12 და თქუეს კაცთა მათ ლოთის მიმართ: არს ვინა შენი აქა სიძენი, ანუ ძენი, ანუ ასულნი, ანუ ვინცა ვინ შენი არს სხუაჲ ქალაქსა შინა, განიყვანენ იგინი ადგილით ამით.
13 რადგან უნდა გავანადგუროთ ეს ადგილი, რაკი დიდია მათზე სამდურავი უფლის წინაშე, და მოგვავლინა უფალმა მის გასანადგურებლად. 13 რამეთუ წარვსწყმედთ ჩუენ ადგილსა ამას, რამეთუ ამაღლდა ღაღადებაჲ მათი წინაშე უფლისა და მომავლინნა ჩუენ უფალმან აჴოცად მისსა.
14 გავიდა ლოტი და ელაპარაკა თავის სასიძოებს, რომელთაც მისი ქალიშვილები უნდა ეთხოვათ და უთხრა: ადექით და გადით ამ ადგილიდან, რადგან ქალაქის განადგურებას აპირებს უფალი. სასიძოებს ეგონათ, ხუმრობსო ლოტი. 14 გამოვიდა ლოთ და თქუა: სიძეთა მიმართ თჳსთა, მიმყუანებელთა ასულთა მათთასა, და ჰრქუა: აღდეგით და გამოვედით ადგილისა ამისგან, რამეთუ აჰჴოცს უფალი ქალაქსა ხოლო საცინელად შეირაცხა წინაშე სიძეთა მისთა.
15 განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი, მოჰკიდე ხელი შენს ცოლს და ორ ასულს, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო. ამ ქალაქის უკეთურობის გამო. 15 და ვითარ ცისკარი იქმნა, და ასწრაფობდეს ანგელოზნი ლოთს მეტყუელნი: აღდეგ, მიიყუანე ცოლი შენი და ორნი ასულნი შენნი, რომელნი გისხენ, და განვედ, რათა არა თანა წარსწყმდე უსჯულოებათა ქალაქისათა.
16 ფეხს ითრევდა ლოტი და იმ კაცებმაც, რადგან უფალმა დაინდო ლოტი, ეხლი ჩასჭიდეს მის ცოლს, მის ორ ასულს, გაიყვანეს და ქალაქის გარეთ დააყენეს. 16 და აღშფოთნეს და უპყრეს ანგელოზთა ჴელსა მისა და ჴელსა ცოლისა მისისასა და ჴელსა ასულთა მისთასა რიდებასა მას უფლისასა მათ ზედა.
17 როცა ყველანი გარეთ გაიყვანეს, უთხრა ერთმა: თუ გინდა ცოცხალი გადარჩე, უკან არ მოიხედო, არც სადმე გაჩერდე ამ მხარეში, მთას შეეფარე, თორემ დაიღუპები. 17 და იყო, რაჟამს გამოიყუანეს იგინი გარე და ჰრქუეს: ცხოვნებით იცხოვნე სული შენი, ნუ უკმოიხედავ უკუღმართ. ნუცა დასდგები ყოველსა შინა გარემო სოფლებთა, არამედ მთად კერძო ივლტოდე, ნუუკუე თანა შეეპყრა.
18 უთხრა ლოტმა: არა, უფალო. 18 და თქუა ლოთ მათდა მიმართ: გევედრები, უფალო.
19 აჰა, მადლი მიპოვნია შენს მორჩილს შენს თვალში; დიდია შენი წყალობა ჩემდამი რომ მოიღე და გადამარჩინე. მაგრამ მთას ვერ შევეფარები, ვაითუ უბედურებას გადავაწყდე და დავიღუპო. 19 ვინათგან პოვა წყალობაჲ მონამან შენმან წინაშე შენსა და განადიდე სიმართლე შენი, რომელსა ჰყოფ ჩემ ზედა განრინებად სულისა ჩემისა. ხოლო მე ვერ ძალ-მიც მიწევნად მთად, ნუუკუე მეწიოს მე ბოროტი ესე და მოვკუდე.
20 აგერ, ეს ქალაქი უფრო ახლოსაა გასაქცევად, პატარაც არის, იქ შევაფარებ თავს. პატარა ქალაქია, გადავრჩები. 20 აჰა ესერა, ქალაქი ესე ახლოს არს მივლტოლად ჩემდა მუნ, რომელ არს მცირე, და მუნ განვერე, და ცხოვნდეს სული ჩემი შენ ძლით.
21 უთხრა: კეთილი, შეგისრულებ ამ სათხოვარსაც: არ დავამხობ ამ ქალაქს, შენ რომ ახსენე. 21 და თქუა მან: აჰა, დამიკჳრდა პირი შენი ამასცა ზედა სიტყუასა, არა დავაქციო ქალაქი, რომლისათჳს სთქუ.
22 აბა, იჩქარე, შეაფარე იქ თავი, რადგან შენს იქ მისვლამდე ამ საქმეს ვერ აღვასრულებ. ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს სახელად ცოღარი. 22 ისწრაფე შენ მიწევნად მუნ, რამეთუ ვერ ჴელ-მეწიფების ყოფად საქმისა, ვიდრე შესლვადმდე შენდა მუნ. ამისთჳს უწოდა სახელი ქალაქსა მას სეგორ.
23 მზე ამოვიდა ქვეყანაზე და ლოტიც მივიდა ცოღარს. 23 და მზე მოეფინა ქუეყანასა ზედა და ლოთი შევიდა სეგორად.
24 აწვიმა უფალმა ციდან სოდომს და გომორს გოგირდი და ცეცხლი უფლისაგან. 24 და უფალმან აწჳმა სოდომსა და გომორსა ზედა წუნწუბაჲ და ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით.
25 დაამხო ეს ქალაქები და მთელი მხარე, ამ ქალაქების მთელი მოსახლეობა და დედამიწის აღმონაცენი. 25 და დააქცია ყოველნი ესე ქალაქნი და ყოველი სანახები და მოსწყდეს, ყოველნი მეფენი მის ქალაქისანი და ყოველი მცენარე ქუეყანისა.
26 უკან მოიხედა ლოტის ცოლმა და იქცა იგი მარილის სვეტად. 26 და მიიხილა ცოლმან ლოთისამან მართლუკუღმართ და იქმნა იგი ძეგლ მარილისა.
27 წავიდა აბრაამი დილაადრიან იმ ადგილისკენ და დადგა იქ უფლის წინაშე. 27 ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად ადგილსა მას, სადა-იგი დგა წინაშე უფლისა.
28 გახედა სოდომსა და გომორს და, აჰა, ხედავს, კვამლი ასდის მიწას, როგორც საკირიდან ავარდნილი ბოლი. 28 და მიჰხედა პირსა ზედა სოდომისასა და გომორისასა და პირსა ყოვლისა ქუეყანისა სანახებისასა და იხილა: და აჰა ესერა, აღვიდოდა ალი ცეცხლისა ქუეყანით, ვითარცა არმური საჴმილისა.
29 როცა ამხობდა ღმერთი იმ მხარის ქალაქებს, გაიხსენა ღმერთმა აბრაამი და გაარიდა ლოტი ნგრევას, როცა ანგრევდა იმ ქალაქებს, სადაც ცხოვრობდა ლოტი. 29 და იყო, დაქცევასა მას უფლისა მიერ ქალაქებისა მის სანახებისასა მოეჴსენა ღმერთსა აბრაჰამ და გამოიყუანა ლოთ შორის დაქცევისა მის, რაჟამს დააქცია უფალმან ქალაქები იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ იყო ლოთ.
30 აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად. 30 აღვიდა ლოთ სეგორით და დაჯდა იგი მთასა ზედა და ასულნი მისნი მის თანა, რამეთუ შეეშინა დამკჳდრებად სეგორს შინა. და დაემკჳდრა ქუაბსა შინა იგი და ორნი ასულნი მისნი მის თანა.
31 უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია. 31 ჰრქუა უხუცესმან უმრწემესსა მას: მამაჲ ჩუენი მოხუცებულ არს და ქუეყანასა ზედა არა არს, ვინმცა შემოვიდა ჩუენდა, ვითარცა-იგი არს წესი, რათა მკჳდროან იქმნეს ყოვლისა ქუეყანისაჲ.
32 მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს. 32 მოვედ და ვასუათ ღჳნოჲ მამასა ჩუენსა და დავწვეთ მის თანა და აღვადგინოთ თესლი მამისაგან ჩუენისა.
33 შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. 33 ასუეს მამასა მათსა ღჳნოჲ მას ღამესა და შევიდა უხუცესი იგი და დაწვა მამისა თჳსისა თანა მას ღამესა. და არა ცნა დაწოლაჲ მისი და აღდგომა მისი.
34 მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს. 34 და ჰრქუა უხუცესმან მან ხვალისაგან უმრწემესსა მის: აჰა ესერა, მე დავწევ გუშინ მამისა ჩემისა თანა, ვასუათ მას ღჳნოჲ ამას ღამესა-ცა და შენ დაწევ მის თანა და აღვადგინოთ მამისა ჩუენისაგან თესლი.
35 შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა. 35 ასუეს მას ღამესა ღჳნოჲ მამასა მათსა და შევიდა უმრწემესი იგი ასული და დაწვა მამისა თჳსისა თანა. და არა აგრძნა დაწოლა მისი და აღდგომაჲ
36 დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან. 36 და მიუდგეს ორნივე იგი ასულნი ლოთისანი მამისაგან თჳსისა.
37 შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე. 37 და შვა უხუცესმან მან ძე და უწოდა სახელი მისი მოაბ და თქუა: მამისა ჩემისაგანი. ესე არს, მამაჲ მოაბელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
38 უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე. 38 ხოლო შვა უმრწემესმან მანცა ძე და უწოდა სახელი მისი ამან, მეტყუელმან: ძე თესლისაგან მამისა. ესე არს მამაჲ ამანელთა ვიდრე დღეინდელად დღედმდე.