1 |
კიდევ ითხოვა აბრაამმა ცოლი, სახელად კეტურა. |
1 |
მერმე შესძინა აბრაჰამ და მოიყუანა ცოლი,
რომელსა სახელი ერქუა ქეტურა. |
2 |
უშვა ქალმა ზიმრანი, იაქშანი, მედანი, მიდიანი, იშბაკი და
შუახი. |
2 |
და უშვა მას ზემბრან და იეკტან და მანადან და მადიამ,
იესბოკამ და სუვიე. |
3 |
იაკშანს შეეძინა შება და დედანი; დედანის შვილები იყვნენ:
აშურიმი, ლეტუშიმი და ლეუმიმი. |
3 |
და იეკტან შვა სამან და თემან და დედან. და ძენი
დედანისნი იყუნეს: რაგველ და ნაბდიელ და სურინ და ლატუსინ და ლომიმ. |
4 |
მადიანის შვილები: ღეფა, ყეფერი, ხანოქი, აბიდაყი და
ელდაღა. ყველა ესენი კეტურას შვილები არიან. |
4 |
და ძენი მადიამისნი: გეფარ და აფერ და ენოქ და აბიდრა და
სერგამაჲ. ესე ყოველნი იყვნეს ძენი ქეტურაჲსნი. |
5 |
მისცა აბრაამმა ისაკს მთელი თავისი საბადებელი. |
5 |
და მისცა აბრაჰამ ყოველივე მონაგები ისაკს, ძესა თჳსსა. |
6 |
ხოლო თავის ხარჭების შვილებს აბრაამმა საჩუქრები დაურიგა
და თავის სიცოცხლეშივე მოაშორა ისინი ისაკს, თავის ძეს, და გაუშვა
აღმოსავლეთისკენ, აღმოსავლეთის მხარეში. |
6 |
და ძეთა მათ ხარჭთა მისთასა სცა საცემელი და განავლინნა
იგინი ისაკისგან, ძისა თჳსისა, ცხორებასავე თჳსსა აღმოსლვად ქუეყანად
აღმოსავალთასა. |
7 |
აბრაამის სიცოცხლის ხანი, რაც იცოცხლა, იყო ას
სამოცდათხუთმეტი წელი. |
7 |
ესე არიან წელნი დღეთა აბრაჰამისთანი, რაოდენ ცხოვნდა
ასსამეოცდაათხუთმეტ წელ. |
8 |
აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული
და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს. |
8 |
და მოკუდა აბრაჰამ სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა
სავსე და შეეძინა ერსა თჳსსა. |
9 |
დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა,
მახფელას გამოქვაბულში, ხეთელი ყეფრონ ცონარის ძისეულ მინდორზე, მამრეს
გასწვრივ, |
9 |
და დაფლეს იგი ისაკ და ისმაელ, ძეთა მისთა, ქუაბსა
მრჩობლსა, აგარაკსა მას ეფრონისსა, ძისა საარისსა ქეტელისასა, რომელ არს
წინაშე მამბრესსა. |
10 |
იმ მინდორზე, რომელიც აბრაამმა შეისყიდა ხეთელებისგან. იქ
მარხიან აბრაამი და მისი ცოლი სარა. |
10 |
აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ მოიგო აბრაჰამ ძეთაგან
ქეტისთა, მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და სარრა, ცოლი მისი. |
11 |
აბრაამის სიკვდილის შემდეგ აკურთხა ღმერთმა ისაკი, მისი
შვილი. დასახლდა ისაკი ბერ-ლახაი-როის მახლობლად. |
11 |
და იყო, შემდგომად სიკუდილისა აბრაჰამისა აკურთხა
ღმერთმან ისაკი, ძე მისი. და დაემკჳდრა ისაკ ჯურღმულსა მას თანა ხილვისასა. |
12 |
ეს არის მოდგმა აბრაამის ძის, ისმაელისა, რომელიც უშვა
აბრაამს აგარმა, სარას ყმაქალმა. |
12 |
და ესე შობანი არიან ისმაელისნი, ძისა აბრაჰამისნი, რომელ
უშვა აგარ მეგჳპტელმან, მჴევალმან აბრაჰამს. |
13 |
ეს არის ისმაელის ძეთა სახელები, სახელდებით მათი
მოდგმისდა მიხედვით: ისმაელის პირმშო ნებაიოთი, მერე კედარი, ადბეელი და
მიბსამი, |
13 |
და ესე სახელები არს ძეთა ისმაელისთა მსგავსად სახელებისა
ნათესავთა მათთასა: პირმშოჲ ისმაელისი-ნაბეოთ და კედარ და აბდიელ, მასმან. |
14 |
მიშმაყი, დუმა და მასსა, |
14 |
და მასონ და იდუმა და მასე. |
15 |
ხადადი, თემა, იეტური, ნაფიში და კედმა. |
15 |
და ქოლდადად და თემან, და ესტურ და ნაფეს და კედნაჲ. |
16 |
ესენი არიან ისმაელის ძენი, ეს არის მათი სახელები მათ
დაბებსა და ბანაკებში, თორმეტი ბელადია თავ-თავისი ტომისა. |
16 |
ესე არიან ძენი ისმაელისნი ესე არს სახელები მათი
კარვებსა მათსა და ეზოთა შინა მათსა, ათორმეტნი მთავარნი ნათესავთა
მათთანი. |
17 |
ისმაელის სიცოცხლის ხანი იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი.
აღესრულა იგი და მოკვდა და შეერთო თავის ხალხს. |
17 |
და ესე არიან წელნი დღეთა ცხორებისა ისმაელისანი:
ასოცდაჩჳდმეტ წელ. და მოკლებით მოკუდა და შეეძინა ნათესავსა თჳსსა. |
18 |
სახლობდნენ ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის
გასწვრივ, აშურისკენ თუ მიდიხარ. ყველანი ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ. |
18 |
და დაეშენა ევლათიდგან ვიდრე სურდამდე, რომელ არს წინაშე
პირსა ეგჳპტისასა ვიდრე მოსულადმდე ასურასტანელთა წინაშე, პირსა ყოველთა
ძმათა მისთასა დაემკჳდრა. |
19 |
აჰა, ისაკის მოდგმა, აბრაამის ძისა: აბრაამმა შვა ისაკი. |
19 |
და ესე შობანი არიან ისაკისნი, ძისა აბრაჰამისნი: აბრაჰამ
შვა ისაკ. |
20 |
ორმოცი წლისა იყო ისაკი, როცა მოიყვანა ცოლად რებეკა,
შუამდინარეთიდან მოსული არამელი ბათუელის ასული, არამელი ლაბანის და. |
20 |
და იყო ისაკ ორმეოცდასამთა წლისა, ოდეს მოიყუანა რებეკა,
ასული ბათოელისი, ასურისა შუამდინარით, დაჲ ლაბანისი, თჳსსა ცოლად |
21 |
ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი
იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი. |
21 |
და ევედრებოდა ისაკ ღმერთსა, ცოლისა თჳსისა რებეკასთჳს,
რამეთუ ბერწ იყო. და შეისმინა მისი ღმერთმან და მუცლად-იღო ცოლმან მისმან,
რებეკა |
22 |
ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა
ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად. |
22 |
და ჰკრთებოდეს ყრმანი მუცელსა მისსა და თქუა: უკუეთუ
ესრეთ ყოფად არს ჩემდა, რაჲსათჳსმე ესე ჩემდა? და წარვიდა იგი კითხვად
უფლისა მიერ. |
23 |
უთხრა უფალმა: ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა
შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს
დაემორჩილება. |
23 |
და ჰრქუა მას უფალმან: აჰა ეგერა, ორი ნათესავი არს
მუცელსა შენსა და ორნი ერნი მუცლისა შენისაგან გამოვიდენ. და ერი ერსა
წარემატოს და უხუცესი ჰმონებდეს მრწემსა. |
24 |
მოაწია მშობიარობის ჟამმა და, აჰა, ტყუპები არიან მის
მუცელში. |
24 |
და აღივსნეს დღენი იგი შობისა მისისანი და იყვნეს
მარჩბივნი მუცელსა მისსა. |
25 |
გამოვიდა პირველი - სულ მთლად წითელი და თითქოს
ტყავ-ფუჩით შემოსილი; და დაარქვეს მას სახელად ესავი. |
25 |
და გამოვიდა პირმშოჲ იგი მწითური ყოვლად, ვითარცა ტყავი
ფაჩუნიერი. და დასდვა მას სახელი ესავ. და ამისსა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ
მისი და ჴელი მისი მოხეული იყო ბრჭალსა ესავისსა და უწოდა სახელი მისი
იაკობ. |
26 |
მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელი ესავის ქუსლზე ჰქონდა
მოჭიდებული; და დაარქვეს მას სახელად იაკობი. სამოცი წლისა იყო ისაკი მათი
შობისას. |
26 |
და ისაკ იყო სამეოცსა წელსა, რომელსა ჟამსა შვნა იგინი
რებეკა |
27 |
წამოიზარდნენ ყმაწვილები; შეიქნა ესავი მარჯვე მონადირე,
ველების კაცი. იაკობი იყო სრული კაცი კარვებში მცხოვრები. |
27 |
აღორძნდეს ჭაბუკნი ესე. და იყო ესავ მეცნიერ ნადირობად,
მეველე. ხოლო იაკობ - კაცი უმანკოჲ, მყოფ სახლსა შინა. |
28 |
უყვარდა ისაკს ესავი, რადგან ნანადირევი იყო მისი
საჭმელი; ხოლო რებეკას იაკობი უყვარდა. |
28 |
უყვარდა ისაკს ესავ, რამეთუ ნადირი მისი იყო საზრდელად
მისა, და რებეკას უყვარდა იაკობ. |
29 |
მოამზადა იაკობმა შეჭამადი და ესავიც დაბრუნდა ველიდან
დაღლილი. |
29 |
შეგბოლა იაკობ გბოლვილი. და მოვიდა ესავ ველით
დამაშურალი. |
30 |
უთხრა ესავმა იაკობს: შემახვრეპინე წითელი, ეგ წითელი,
რადგან დაღლილი ვარ. ამიტომაც ეწოდა სახელად ედომი (წითური). |
30 |
და ჰრქუა ესავ იაკობს: გემო მაჩუენე მე მგბარისა მისგან
ოსპისანი, რამეთუ მოუძლურდი. ამისთჳს ეწოდა სახელი მისი ედომ. |
31 |
უთხრა იაკობმა: ახლავე მომყიდე შენი პირმშოება. |
31 |
და ჰრქუა იაკობ ესავს: მომეც მე დღეს პირმშოებაჲ შენი. |
32 |
თქვა ესავმა: სიკვდილის პირას ვარ და რაღად მინდა
პირმშოება. |
32 |
ჰრქუა მას ესავ: აჰა ესერა, მე მივახ აღსრულებად და ჩემდა
რაჲ სარგებელ არს პირმშოებაჲ ესე? |
33 |
უთხრა იაკობმა: ახლავე შემომფიცე. შეჰფიცა და მიჰყიდა
იაკობს პირმშოება. |
33 |
ჰრქუა მას იაკობ: მეფუცე მე დღეს. და ეფუცა მას და მისცა
პირმშოებაჲ თჳსი იაკობს. |
34 |
მაშინ მისცა იაკობმა ესავს პური და ცერცვის შეჭამადი.
ჭამა, სვა, ადგა და წავიდა. არად ჩააგდო ესავმა პირმშოება. |
34 |
ხოლო იაკობ სცა ესავს პური და მგბარი ოსპნისა. ჭამა და
სუა, აღდგა და წარვიდა. და განაქარვა ესავ პირმშოებაჲ თჳსი. |