1 |
ჩამოვარდა შიმშილი ქვეყანაში იმ წინანდელი
შიმშილობის შემდეგ, აბრაამის დროს რომ მოხდა, და წავიდა ისაკი აბიმელექთან,
ფილისტიმელთა მეფესთან, გერარში. |
1 |
და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის
სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა,
მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ. |
2 |
გამოეცხადა მას უფალი და უთხრა: ნუ ჩახვალ ეგვიპტეში, იმ
ქვეყნად დასახლდი, რომელსაც გეტყვი. |
2 |
ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. არამედ
დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომლისა მე გრქუა შენ. |
3 |
მდგმურად იყავი ამ ქვეყანაში და მეც შენთან ვიქნები,
გაკურთხებ და შენს შთამომავლობას მივცემ მთელს ამ ქვეყნებს, ავასრულებ
ფიცს, რომელიც აბრაამს, მამაშენს დავუდევი, |
3 |
და მწირობდ მუნ შინა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო
შენ, და რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო
ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა. |
4 |
ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებ-მეთქი შთამომავლობას და
მივცემ შენს შთამომავლობას მთელს ამ ქვეყნებს, შენი შთამომავლობით
იკურთხება-მეთქი მთელი ქვეყნის ხალხი. |
4 |
და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი
ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და
იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი. |
5 |
იმის გამო, რომ დამიჯერა აბრაამმა და ასრულებდა ჩემს
ნაანდერძევს, ჩემს ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს ნაანდერძევს, ჩემს
ბრძანებებს, ჩემს მცნებებს, ჩემს სჯულდებებს. |
5 |
ამისთჳს რამეთუ ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ
დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი. |
6 |
დაიწყო ცხოვრება ისაკმა გერარში. |
6 |
და დაეშენა ისაკ გერარეთს. |
7 |
გამოკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა.
მან უთხრა: და არის ჩემი. რადგან შეეშინდა ეთქვა, ცოლი არისო, ვაითუ
მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო. |
7 |
ჰკითხეს კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა
მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. რამეთუ შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი
ჩემი არს, ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა
მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა. |
8 |
კარგა ხნის ნაცხოვრები იყო ისაკი იმ ქვეყანაში, როცა
გამოიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება
ისაკი რებეკას, თავის ცოლს. |
8 |
და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან
გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა
თჳსისა. |
9 |
დაიბარა აბიმელექმა ისაკი და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია
ეს ქალი; რამ გათქმევინა ჩემი და არისო? უთხრა ისაკმა: ვიფიქრე, მისი
გულისთვის არ მომკლან-მეთქი. |
9 |
მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს.
რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს? ჰრქუა მას ისაკ: ვთქუ, ნუუკუემცა მოვჰკუედ
მაგის ძლით. |
10 |
უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს
ცოლთან ერთი ჩვენებური, და კიდევ გაგვრევდი ცოდვაში. |
10 |
ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და
წარ-მცა- იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და
მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა |
11 |
უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს: ვინც ხელს ახლებს ამ
კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება. |
11 |
და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა
მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს. |
12 |
დათესა ისაკმა იმ მიწაზე და ასწილად მოიმკო მოსავალი იმ
წელიწადს. და აკურთხა იგი უფალმა. |
12 |
სთესა ისაკ მას წელსა და იყო ას ასეული ქრთილისაჲ.
აკურთხა იგი უფალმან. |
13 |
გამდიდრდა კაცი და უფრო და უფრო მდიდრდებოდა, ვიდრე
მეტისმეტად არ გამდიდრდა. |
13 |
და ამაღლდა კაცი იგი და ვიდოდა და უფროჲს იქმნებოდა,
ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად. |
14 |
ჰყავდა ცხვრის ფარა, ნახირი და ჰქონდა უამრავი
სახნავ-სათესი, და შეშურდათ მისი ფილისტიმელებს. |
14 |
და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და მროწლე ზროხათაჲ და
ქუეყანისა საქმე ფრიად. ეშურებოდეს მას ფილისტიმელნი იგი. |
15 |
ჭები, რომლებიც მამამისის მორჩილებს ჰქონდათ ამოღებული
აბრაამის, მამამისის დროს, ფილისტიმელებმა ჩახერგეს და მიწით ამოავსეს. |
15 |
და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა
მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა. |
16 |
უთხრა აბიმელექმა ისაკს: გაგვეცალე, რადგან ჩვენზე უფრო
ძლიერი შეიქენი. |
16 |
ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს
ჩუენსა იქმენ ფრიად. |
17 |
წავიდა იქიდან ისაკი და დადგა გერარის ხეობაში, და იქ
დასახლდა. |
17 |
და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და
დაეშენა მუნ. |
18 |
ისევ ამოიღო ისაკმა აბრაამის, მამამისის დროს ამოღებული
ჭები, ფილისტიმელებმა რომ ამოავსეს აბრაამის სიკვდილის შემდეგ და კვლავ
უწოდა ის სახელები, მამამისმა რომ შეარქვა. |
18 |
და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ
თხარეს მონათა აბრაჰამ მამისა მისისათა და დაყუეს იგი ფილისტიმელთა მათ
შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა და დასდვა მათ სახელები,
რაჲცა-იგი დაედვა აბრაჰამს, მამასა მისსა. |
19 |
თხრიდნენ ისაკის მორჩილნი გერარის ხეობაში და წააწყდნენ
იქ გამდინარე ჭას. |
19 |
და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა
და პოვეს მუნ ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ. |
20 |
ედავებოდნენ გერარელი მწყემსები ისაკის მწყემსებს,
ჩვენიაო წყალი. უწოდა სახელად იმ ჭას: ყესეკი; რადგან დაობდნენ მასთან. |
20 |
და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი მწყემსთა მათ
ისაკისთა და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი
ჯურღმულსა მას "ვნებაჲ", რამეთუ ავნეს მას. |
21 |
ამოიღეს მეორე ჭა და მასზედაც შეედავნენ; უწოდა მას
სახელად სიტნა. |
21 |
წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს
მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ". |
22 |
გადაინაცვლა იმ ადგილიდან და კიდევ ამოიღო სხვა ჭა; მასზე
აღარ შედავებიან და უწოდა სახელად რეხობოთი (სიფართოვე). თქვა: რაკი
ამიერიდან გაგვაფართოვა უფალმა, ვიმრავლებთ ამქვეყნად. |
22 |
და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა
ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ
განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა. |
23 |
დაიძრა იქიდან ბერშებასაკენ. |
23 |
აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა. |
24 |
გამოეცხადა იმ ღამით უფალი და უთხრა: მე ვარ აბრაამის,
მამაშენის ღმერთი; ნუ გეშინია, რადგან შენთან ვარ. გაკურთხებ, გაგიმრავლებ
შთამომავლობას აბრაამის, ჩემი მორჩილის გულისათვის. |
24 |
და ეჩუენა მას უფალი ღამესა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი
მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და
გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა. |
25 |
აღმართა იქ სამსხვერპლო და ახსენა უფლის სახელი. დასცა იმ
ადგილას კარავი და იქაც ამოიღეს ჭა ისაკის მორჩილებმა. |
25 |
და აღაშენა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და
აღმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას
გერარონისასა. |
26 |
მოვიდნენ მასთან გერარიდან აბიმელექი, მისი მოყვარე
ახუზათი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი. |
26 |
და აბიმელექ მოვიდა გერარონით და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარი
მისი, და ფიქოლ, ერისთავი ძლიერებისა მისისაჲ. |
27 |
უთხრა მათ ისაკმა: რისთვის მოხვედით ჩემთან? აკი
შემიძულეთ და მომიშორეთ? |
27 |
და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსათჳს მოხუედით ჩემდა, რამეთუ
თქუენ მომიძულეთ მე? და გამომავლინეთ თქუენგან. |
28 |
უთხრეს: კარგად ვხედავთ, რომ უფალი შენთანაა. ვთქვით:
დაიდოს ფიცი ჩვენს შორის, ჩვენსა და შენს შორის, და შევკრათ კავშირი
ერთმანეთთან, |
28 |
ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, უფალი, რამეთუ შენ თანა
არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შორის შენსა და ჩუენსა და აღვთქუათ შენ თანა
აღთქუმაჲ. |
29 |
რომ არ გვიბოროტო. ჩვენ ხომ ხელი არ გვიხლია შენთვის,
სიკეთის მეტი არაფერი გაგვიკეთებია, მშვიდობითაც გაგისტუმრეთ. ამიერიდან
უფლის კურთხეული ხარ. |
29 |
რათა არა ჰყო ბოროტი ჩუენდა მომართ, ვითარცა-იგი ჩუენ არა
მოგიძაგეთ შენ, ვითარცა-იგი გიყავთ ჩუენ კეთილად და წარმოგავლინეთ
მშჳდობით. და აწ შენ კურთხეულ ხარ უფლისა მიერ. |
30 |
გაუმართა მათ ლხინი ისაკმა; ჭამეს და სვეს. |
30 |
და უმზადა ისაკ სერი. ჭამეს და სუეს. |
31 |
ადგნენ დილაადრიანად და შეჰფიცეს ერთმანეთს. გაისტუმრა
ისაკმა ისინი და მშვიდობით წავიდნენ მისგან. |
31 |
და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და
წარგზავნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით. |
32 |
იმავე დღეს მოვიდნენ ისაკის მორჩილნი და შეატყობინებს ჭის
ამბავი, რომელსაც თხრიდნენ. უთხრეს წყალი ვიპოვეთო. |
32 |
და მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს
ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი. |
33 |
უწოდა მას სახელად შიბყა. ამიტომაც ეწოდება ქალაქს
სახელად ბერშება დღევანდლამდე. |
33 |
და ფიცისა მისთჳს უწოდა ქალაქსა მას "ჯურღმული ფიცისა",
ვიდრე დღეინდელად დღემდე. |
34 |
ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი,
ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული. |
34 |
იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული
ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ. |
35 |
ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას. |
35 |
და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა. |