1 |
მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაარიგა:
ნუ მოიყვან ცოლს ქანაანელთაგან. |
1 |
მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო
მას და ჰრქუა: არა მოიყუანო ცოლი ასულთაგან ქანანისათა. |
2 |
ადექი და წადი ფადან-არამში, დედაშენის მამის, ბეთუელის,
სახლში და მოიყვანე იქიდან ცოლად დედაშენის ძმის, ლაბანის ასული. |
2 |
არამედ აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათოელისა,
დედის მამისა შენისა, და მიერ მოიყვანე თავისა შენისა ცოლი, ასულთაგან
ლაბანისათა, დედისძმისა შენისათა. |
3 |
ყოვლადძლიერი ღმერთი გაკურთხებს, ნაყოფიერს გაგხდის,
გაგამრავლებს და ხალხთა კრებულის მამამთავარი შეიქნები. |
3 |
ხოლო ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ და აღგაორძინენ და
განგამრავლენ და იყავ შენ კრებულად ნათესავთა. |
4 |
მოგცემს აბრაამის კურთხევას შენ და შენს შთამომავლობას
შენთან ერთად, რათა დაიმკვიდრო შენი მდგმურობის ქვეყანა, რომელიც მისცა
ღმერთმა აბრაამს. |
4 |
და მოგეცინ შენ კურთხევაჲ აბრაჰამისი, მამისა ჩემისაჲ,
შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა და დაიმკჳდრენ ქუეყანაჲ ესე
მწირობისა შენისა, რომელი მოსცა ღმერთმან აბრაჰამს. |
5 |
გაუშვა ისაკმა იაკობი და წავიდა იგი ფადან-არამში,
ლაბანთან, არამეელი ბეთუელის ძესთან, რომელიც იყო ძმა რებეკასი, იაკობისა
და ესავის დედისა. |
5 |
და წარგზავნა ისაკ იაკობი. და აღდგა იაკობ და წარვიდა
შუამდინარედ ლაბანისსა, ძისა ბათოელ ასურისა, ძმისა რებეკასა, დედისა
იაკობისა და ესავისა. |
6 |
დაინახა ესავმა, რომ აკურთხა ისაკმა იაკობი და გაუშვა იგი
ფადან-არამში ცოლის მოსაყვანად და რომ კურთხევისას უბრძანა, არ მოეყვანა
ცოლი ქანაანელთაგან, |
6 |
ვითარცა იხილა ესავ, რამეთუ აკურთხა ისაკმან იაკობი და
წარვიდა შუამდინარედ. ასურეთისა მოყვანებად მიერ თავისა თჳსისა ცოლი და
კურთხევასა მას მისსა ამცნო მას და ჰრქუა: არა მოყვანებად ცოლი ასულთაგან
ქანანისთა. |
7 |
და რომ დაუჯერა იაკობმა დედ-მამას და წავიდა
ფადან-არამში. |
7 |
და რამეთუ ერჩდა იაკობ მამასა თჳსსა და დედასა, და
წარვიდა შუამდინარედ ასურეთისა. |
8 |
დაინახა ესავმა, რომ არ მოსწონდა მამამისს, ისაკს,
ქანაანელი ქალები. |
8 |
და იხილა ესავ, რამეთუ ბოროტ არიან ასულნი ქანანელთანი
წინაშე ისაკისა, მამისა მისისა. |
9 |
წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი,
აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით. |
9 |
წარვიდა ესავ ისმაელისა, ძისა აბრაჰამისა, და მოიყვანა
მაელეთ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი, ცოლთა მისთა თანა თჳსა ცოლად. |
10 |
გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს. |
10 |
და განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა
ქარრანად. |
11 |
მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო.
აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას. |
11 |
და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ
დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა
სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას. |
12 |
ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის
ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე. |
12 |
და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი
აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი
ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. |
13 |
აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი
აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ,
შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია. |
13 |
ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ
ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ
ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა. |
14 |
შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და
განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და
სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი
მოდგმა. |
14 |
და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა და განვრცნეს
ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი
ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ. |
15 |
აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ;
კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს,
რაც გითხარი. |
15 |
და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა
შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა
დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ. |
16 |
გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი
ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი! |
16 |
და ვითარცა განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ:
არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე. |
17 |
შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა
უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა! |
17 |
და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა
არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭე ზეცისაჲ. |
18 |
ადგა დილაადრიანად იაკობი, აიღო ლოდი სასთუმლად რომ ედო,
აღმართა სვეტად და ზედ ზეთი დაღვარა. |
18 |
აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა
სასთუნალად. და აღმართა იგი ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის
ლოდისასა. |
19 |
უწოდა სახელად იმ ადგილს ბეთელი (სახლი ღვთისა). წინათ
ლუზი ერქვა ამ ქალაქს. |
19 |
და უწოდა სახელი ადგილსა მას "სახლი ღმრთისა", რამეთუ
უალამ იყო სახელი ქალაქისა მის პირველად. |
20 |
აღთქმა დადო იაკობმა და თქვა: უკეთუ ღმერთი ჩემთან იქნება
და დამიფარავს ამ გზაზე, რომელსაც ვადგივარ, მომცემს პურს საჭმელად და
სამოსელს შესამოსად, |
20 |
და აღთქუა აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი
ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური
ჭამად და სამოსელი შემოსად. |
21 |
მშვიდობით დაბრუნდები მამისეულ სახლში და უფალი იქნება
ჩემი ღმერთი, |
21 |
და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, იყოს
უფალი ჩემი ღმერთად ჩემდა. |
22 |
მაშინ ეს ლოდი, სვეტად რომ დავდგი, ღვთის სახლი იყოს და
ყველაფრისგან, რასაც მომცემ, მეათედს შენ მოგიძღვნი. |
22 |
და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა
ჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას. |