1 |
დაიძრა იაკობი და წავიდა კედემის ძეთა
ქვეყნისაკენ. |
1 |
და წარემართა იაკობ და წარვიდა ქუეყანად
მზისა აღმოსავალად ლაბანის, ასურისა, ძისა ბათოელ ასულისა, ხოლო ძმისა
რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა. |
2 |
ხედავს, ჭა არის ველზე და ცხვრის სამი ფარა წევს მის
მახლობლად, რადგან ამ ჭიდან არწყულებდნენ ფარებს. დიდი ლოდი ახურავს ჭის
პირს. |
2 |
და მიჰხედა, და იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ
სამნი მწყემსნი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან
ასჳან წყალი სამწყსოსა მათსა. და ქვაჲ დაედვა პირსა ზედა ჯურღმულისასა. |
3 |
იქ იკრიბებოდა ყველა მწყემსი, გადააგორებდნენ ლოდს ჭის
პირიდან და არწყულებდნენ ცხვარს. მერე ისევ დახურავდნენ ჭის პირს ამ ლოდით. |
3 |
და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსები და
გარდააგორიან ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასჳან ცხოვარსა და
კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა-ვე მის ჯურღმულისსა ადგილსა თჳსსა. |
4 |
უთხრა მათ იაკობმა: სადაურები ხართ, ძმებო? მიუგეს:
ხარანელები ვართ. |
4 |
და ვითარ იხილნა იგინი იაკობ, ჰრქუა მათ: ძმანო, ვინანი
ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქარანით ვართ ჩუენ. |
5 |
უთხრა: თუ იცნობთ ლაბანს, ნახორის ძეს? მიუგეს: ვიცნობთ. |
5 |
და ჰრქუა მათ: იცით-ა ლაბან, ძე ნაქორისა? და მათ ჰრქუეს:
ვიცით. |
6 |
უთხრა: ხომ მშვიდობითაა? მიუგეს: მშვიდობითაა. აგერ,
რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება. |
6 |
ხოლო მან ჰრქუა: ცოცხლებით არს-ა? და მათ ჰრქუეს:
ცოცხლებით არს. და ვიდრე იგინი ამას იტყოდეს, აჰა, რაქელ მოვიდოდა ცხოვართა
თანა მამისა თჳსისათა. |
7 |
უთხრა: ჯერ ხომ არ გასულა დღე, ადრეა საქონლის თავმოყრა;
დაარწყულეთ ცხვარი, წაასხით და აძოვეთ. |
7 |
და თქუა იაკობ: დღე დგას-ღა ფრიად და არ-ღა არს შეკრებაჲ
სამწყსოთაჲ; ასუთ ცხოვართა, წარვედით და აძოებდით. |
8 |
უთხრეს: ვერ წავალთ, ვიდრე მთლიანად არ შეიყრება ფარა და
ამ ლოდს არ გადმოაგორებენ ჭის პირიდან. მხოლოდ მაშინ დავარწყულებთ ცხვარს. |
8 |
ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ, ვიდრე შეკრებადმდე
ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ჯურღმულისა ამის და
მაშინ-ღა ვასუათ საცხოვარსა ჩუენსა. |
9 |
ამ ლაპარაკში იყო იაკობი, როცა მოვიდა რახელი, ლაბანის
ასული, მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას. |
9 |
ჯერეთ ზრახვიდა იგი მათ, და რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა
მამისა მისისათა, რამეთუ აძოებდა ცხოვართა მამისა მისისათა. |
10 |
როგორც კი დაინახა იაკობმა რახელი, თავისი დედისძმის,
ლაბანის ასული, და მისი ცხვარი, მივიდა ჭასთან, გადააგორა ლოდი და
დაარწყულა თავისი დედისძმის, ლაბანის, ცხვარი. |
10 |
და ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი.
დედისძმისა თჳსისა, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი პირისაგან მის
ჯურღმულისა და სუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედისძმისა თჳსისათა. |
11 |
აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა ატირდა. |
11 |
და ამბორს-უყო რაქელს და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და
ტიროდა. |
12 |
გამოუცხადა იაკობმა რახელს, მამაშენის სახლიკაცი ვარ,
რებეკას შვილი ვარო. გაიქცა ქალი და მამას შეატყობინა. |
12 |
და უთხრა რაქელს, ვითარმედ ძმაჲ არს მამისა მისისა და
ვითარმედ ძე არს რებეკასი. და წარვიდა რაქელ და უთხრა მამასა თჳსსა სიტყჳსა
მისებრ იაკობისა |
13 |
რომ გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის, მოსვლის
ამბავი, გამოიქცა მის შესაგებებლად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში
შეიყვანა. მანაც ყველაფერი უამბო ლაბანს. |
13 |
და ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დისწულისა
თჳსისა, სრბით გამოვიდა შემთხუევად მისა და ვითარცა იხილა იგი, მოეხჳა მას
და ამბორს-უყო. და შეიყვანა სახიდ თჳსა და უთხრა ლაბან ყოველთა სიტყუანი
ესე. |
14 |
უთხრა ლაბანმა: ნამდვილად ჩემი ძვალი და ხორცი ხარ. და
დარჩა მასთან იაკობი მთელი ერთი თვე. |
14 |
ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი
ხარ შენ. და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა. |
15 |
უთხრა ლაბანმა იაკობს: ჩემი სახლიკაცი რომ ხარ,
უსასყიდლოდ ხომ არ უნდა მემსახურო? მითხარი, რა მოგცე ქირად? |
15 |
და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა
მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი? |
16 |
ორი ასული ჰყავდა ლაბანს; უფროსს სახელად ლეა ერქვა,
უმცროსს - რახელი. |
16 |
ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისა ლია და
სახელი უმრწემესისა მის რაქელ. |
17 |
ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი მშვენიერი იყო ტანად
და პირად. |
17 |
და იყვნეს თუალნი ლიასნი უძლურ, ხოლო რაქელ იყო კეთილ
ხილვითა და შუენიერ პირითა. |
18 |
შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს: შვიდ წელიწადს
გემსახურები რახელისთვის, შენი უმცროსი ასულისთვის. |
18 |
და უყვარდა იაკობს რაქელ და თქუა: გმონებდე შენ შჳდ წელ
რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა. |
19 |
უთხრა ლაბანმა: მიჯობს, შენ მოგცე იგი, ვიდრე ვისმე
სხვას. იცხოვრე ჩემთან. |
19 |
მიუგო და ჰრქუა ლაბან: უმჯობეს არს ჩუენდა მიცემად იგი
შენ, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა, იყოფოდე ჩემ თანა. |
20 |
მსახურობდა იაკობი რახელისთვის შვიდ წელიწადს და რახელის
სიყვარულის გამო რამდენიმე დღედ ეჩვენა ეს დრო. |
20 |
და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე
მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს. და ვითარცა წარჰჴდეს
შჳდნი წელნი, |
21 |
უთხრა იაკობმა ლაბანს: მომეცი ჩემი ცოლი, რადგან ვადა
გასულია და უნდა შევიდე მასთან. |
21 |
ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ
აღესრულნეს დღენი იგი დროსანი. |
22 |
შეჰყარა იმ ადგილის კაცები ლაბანმა და გამართა ლხინი. |
22 |
და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო
ქორწილი. |
23 |
საღამო ჟამს მოჰკიდა ხელი ლეას, თავის ასულს, და მიუყვანა
მას. იაკობიც შევიდა ქალთან. |
23 |
და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და
შეიყვანა იაკობისა და შევიდა მისსა იაკობ. |
24 |
მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ზილფა მხევლად თავის ასულს,
ლეას. |
24 |
და მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, ზელფა მჴევალი თჳსი,
მისა მჴევლად. და ვითარცა იყო განთიადი და, აჰა ესერა, იყო იგი ლია. |
25 |
დილა რომ გათენდა, ხედავს, ლეა არის მასთან. უთხრა
ლაბანს: ეს რა მიყავი? განა რახელისთვის გემსახურებოდი? რატომ მომატყუე? |
25 |
და ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲ ესე ჰყავ, ანუ აჰა რაქელისთჳს
გმონებდ? რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე. |
26 |
უთხრა ლაბანმა: ჩვენში წესად არ არის უფროსზე ადრე
უმცროსის გათხოვება. |
26 |
და თქუა ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრეთ-მიცემად
უმრწემესი უწინარეს უხუცესისა. |
27 |
ბარემ გაასრულე შვიდეული და მერე უმცროსსაც მოგცემთ იმ
სამსახურისთვის, რასაც გასწევ ჩემთან კიდევ შვიდ წელიწადს. |
27 |
აღასრულენ სხუანი-ღა წელნი და მიგცე იგი შენ საქმისა
მისთჳს. რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმეცა შჳდ წელ. |
28 |
ასეც მოიქცა იაკობი: გაასრულა შვიდეული და მისცა ლაბანმა
რახელი, თავისი ასული, ცოლად. |
28 |
და ყო იაკობ ეგრეთ და აღასრულნა სხუანი წელნი. |
29 |
მისცა ლაბანმა თავისი მხევალი ბილჰა მხევლად თავის ასულს,
რახელს. |
29 |
და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად მისა და
რაქელს მისცა ბალა, მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად. |
30 |
შევიდა იაკობი რახელთანაც და ლეაზე უფრო შეუყვარდა
რახელი; და მსახურობდა ლაბანთან კიდევ შვი წელიწადს. |
30 |
და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა
და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა. |
31 |
დაინახა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა მას
საშო. რახელი კი ბერწი იყო. |
31 |
და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი.
ხოლო რაქელ იყო ბერწ. |
32 |
დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და დაარქვა სახელად რეუბენი,
რადგან თქვა: უფალმა მომხედა გაჭირვებაში, ამიერიდან შემიყვარებს ჩემი
ქმარი. |
32 |
მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი
რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და
აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან. |
33 |
კვლავ დაორსულდა ლეა და შვა ვაჟი და თქვა: ესმა უფალს,
რომ მოძულებული ვარ, და მომცა ესეც. უწოდა ვაჟს სახელად სიმონი. |
33 |
და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა:
რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და
მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ. |
34 |
კვლავ მიუდგა ლეა და შვა ძე, და თქვა: ახლა კი
შემომევლება ჩემი ქმარი, რადგან სამი ვაჟიშვილი ვუშვი. ამიტომაც უწოდა
სახელად ლევი. |
34 |
და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო
იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი. |
35 |
კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი და თქვა: ახლა კი ვმადლობ
უფალს. ამიტომ უწოდა ვაჟს სახელად იუდა და შეწყვიტა შობა. |
35 |
და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო
უფალსა და. უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობისაგან. |