1 |
დაინახა რახელმა, რომ შვილს ვერ უჩენდა
იაკობს და შეშურდა თავისი დისა. უთხრა იაკობს: მომეცი შვილები, თორემ
მოვკვდები. |
1 |
და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე
იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე
შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე. |
2 |
განურისხდა რახელს იაკობი და უთხრა: ღმერთი ხომ არა ვარ,
რომელიც მუცლის ნაყოფს გიბრკოლებს? |
2 |
განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი
ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა. |
3 |
თქვა ქალმა: აჰა, ბალა, ჩემი მხევალი. შედი მასთან და
შობოს ჩემს მუხლებზე, რათა შვილიერი გავხდე მისგან. |
3 |
ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი
შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა
მისგან. |
4 |
მისცა ბალა, თავისი მხევალი, ცოლად და შევიდა მასთან
იაკობი. |
4 |
და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა
მისა იაკობ. |
5 |
დაორსულდა ბალა და უშვაა იაკობს ვაჟი. |
5 |
და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, ღა უშვა ძე იაკობს. |
6 |
მაშინ თქვა რახელმა: განმსაჯა ღმერთმა და კიდევ შეისმინა
ჩემი, და მომცა ვაჟი. ამიტომ უწოდა მას სახელად დანი. |
6 |
და თქუა რაქელ: მისაჯა მე ღმერთმან და ისმინა ვედრებისა
ჩემისა და მომცა მე შვილი. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დაან. |
7 |
კიდევ დაორსულდა ბალა, რახელის მხევალი, და უშვა იაკობს
მეორე ვაჟი. |
7 |
და მერმე მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, და შვა ძე
მეორე. |
8 |
თქვა რახელმა: ღვთიური შებმით შევები ჩემს დას და
დავჯაბნე კიდეც. დაარქვა სახელად ვაჟს ნაფთალი. |
8 |
და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა
ჩემსა და უწოდა სახელი მისი ლეფთალემ. |
9 |
დაინახა ლეამ, რომ შეუწყდა შვილიერება. აიღო და მისცა
ზილფა, თავისი მხევალი, იაკობს ცოლად. |
9 |
და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყუანა
ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად და შევიდა მისა მიმართ
იაკობ. |
10 |
უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს ვაჟი. |
10 |
და მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და უშვა იაკობს ძე. |
11 |
თქვა ლეამ: ჩემდა ბედად! და უწოდა ვაჟს სახელად გადი. |
11 |
და თქუა: კეთილ და ბედნიერ, და უწოდა სახელი მის გაად. |
12 |
უშვა ზილფამ, ლეას მხევალმა, იაკობს მეორე ვაჟი. |
12 |
და მერმე მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და შვა ძე მეორე. |
13 |
თქვა ლეამ: ჩემდა ნეტარებად! რადგან ნეტარად შემრაცხენ
ქალები. უწოდა სახელად ვაჟს აშერი. |
13 |
და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი.
და უწოდა სახელი მისი ასერ. |
14 |
გავიდა რეუბენი მკის დროს მინდორში და იპოვა მანდრაგორის
ვაშლები; მოუტანა ლეას, თავის დედას. უთხრა რახელმა ლეას: მიწილადე შენი
შვილის მანდრაგორები. |
14 |
განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი
მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ
დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი. |
15 |
უთხრა ლეამ: არ გეყო, ქმარი რომ წამართვი? ახლა ჩემი
შვილის მანდრაგორებსაც მართმევ? უთხრა რახელმა: კარგი, შენთან დაწვეს
ამაღამ, ოღონდ მომეცი შენი შვილის მანდრაგორები. |
15 |
და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე
ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა? ჰრქუა მას რაქელ:
აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. |
16 |
დაბრუნდა იაკობი საღამო ხანს მინდვრიდან, გამოეგება ლეა
და უთხრა: შემოდი ჩემთან, რადგან გამოგისყიდე ჩემი შვილის მანდრაგორებით,
დაწვა მასთან იმ ღამით იაკობი. |
16 |
შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად
მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგორთა წილ
ძისა შენისათა. და შევიდა მისა მას ღამესა. |
17 |
უსმინა ღმერთმა ლეას: დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს
მეხუთე ვაჟი. |
17 |
და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე
მეხუთე. |
18 |
თქვა ლეამ: ღმერთმა გადამიხადა სამაგიერო, იაკობს რომ
მივეცი ცოლად ჩემი მხევალი. უწოდა სახელად ვაჟს ისაქარი. |
18 |
და თქუა ლია: მომცა მე ღმერთმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს,
რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს
სასყიდელი. |
19 |
კიდევ დაორსულდა ლეა და უშვა იაკობს მეექვსე ვაჟი. |
19 |
და მიუდგა ლია და უშვა იაკობს, ძე მეექუსე. |
20 |
თქვა ლეამ: კეთილი ხვედრი მარგუნა ღმერთმა; ახლა კი
შემიტკბობს ჩემი ქმარი, რადგან ექვსი ვაჟიშვილი გავუჩინე. უწოდა სახელად
ვაჟს ზებულონი. |
20 |
და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი.
ამიერითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ ძენი ექუსნი. და
უწოდა სახელი მისი ზაბულონ. |
21 |
მერე შვა ასული და უწოდა სახელად დინა. |
21 |
და ამისა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა. |
22 |
გაიხსენა ღმერთმა რახელი, უსმინა ღმერთმა მას და გაუხსნა
საშო. |
22 |
ხოლო მოეჴსენა ღმერთსა რაქელ და შეისმინა მისი და განაღო
საშოჲ მისი. |
23 |
დაორსულდა და შვა ვაჟი, თქვა: ღმერთმა ამაშორა სირცხვილს. |
23 |
მიუდგა და უშვა იაკობს ძე და თქუა რაქელ: მომისპო მე
ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი. |
24 |
უწოდა სახელად იოსები, რადგან თქვა: შემძენს უფალი მეორე
ვაჟსაც. |
24 |
და უწოდა სახელი მისი იოსებ. და თქუა რაქელ: შემძინა მე
ღმერთმან შჳლი სხუაჲ. |
25 |
როცა რახელმა იოსები შვა, იაკობმა უთხრა ლაბანს:
გამიშვით, წავალ ჩემს სამშობლოში, ჩემს ქვეყანაში. |
25 |
და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს:
წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა. |
26 |
გამატანე ჩემი ცოლები და შვილები, რომელთა გულისთვის
გემსახურებოდი და წავალ, რადგან შენ თავად უწყი ჩემი სამსახური, როგორ
გემსახურებოდი. |
26 |
და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს
გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ. |
27 |
უთხრა ლაბანმა: ნეტავ მადლი ვპოვო შენს თვალში! მიმხვდარი
ვარ, შენს გამო რომ მაკურთხა უფალმა. |
27 |
ჰრქუა მას ლაბან: უკეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა,
ვისმინო, თუ მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა. |
28 |
უთხრა: მითხარი, რას მოითხოვ გასამრჯელოდ და მოგცემ. |
28 |
და თქუა: განიჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მე მიგცე
შენ. |
29 |
უთხრა: შენ თავად უწყი, როგორ გემსახურებოდი და როგორი
გახდა ჩემს ხელში შენი საქონელი. |
29 |
ჰრქუა მას იაკობ: შენ იცი, რამეთუ გმონე შენ და რაოდენ
იყო საცხოვარი შენ ჩემ თანა, რამეთუ მცირედ იყვნეს, რაოდენ-იგი იყვნეს ჩემ
წინაშე. |
30 |
რადგან ჩემამდე ცოტა გყავდა და დიდძალი შეიქნა. გაკურთხა
უფალმა ჩემი მოსვლით. ახლა როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისათვის? |
30 |
და აღგაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან
ღმერთმან ფერჴსა ჩემსა, აწ უკუე ოდეს-ღა ვიშენო თავისა ჩემისა სახლი. |
31 |
უთხრა ლაბანმა: რა მოგცე? უთხრა იაკობმა: ნურაფერს
მომცემ, ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დავმწყესავ და მოვუვლი შენს
ცხვარს. |
31 |
ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას
მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა
შენთა და ვსცვიდე. |
32 |
დღეს გავივლი შენს ფარაში. ცალკე გაიყვანე ყველა
დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი, ყველა შავი ცხვარი, ყველა ჭრელი და
დაწინწკლული თხა. ეს იქნება ჩემი გასამრჯელო. |
32 |
წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ
ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან.
ესე იყო სასყიდელად ჩემდა. |
33 |
ხვალ პასუხს გაგცემს ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა
გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: ყველა თხა, რომელიც არ იქნება
დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხვარი შავი ფერისა, ნაქურდლად ჩამითვალე. |
33 |
და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა
ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს
სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდებულ
იყავნ ჩემდა. |
34 |
უთხრა ლაბანმა: კეთილი, აგრე იყოს. |
34 |
ჰრქუა მას ლაბან: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა! |
35 |
ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი
ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეზვი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი
ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა. |
35 |
და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი
და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი-ვე, რომელი იყო თეთრ მათ
შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა
ძეთა თჳსთათა და სამწყოსოჲ თჳს-თჳსად. |
36 |
დააგდო ლაბანმა სამი დღის სავალი თავისსა და იაკობს
შორის; და მწყესავდა იაკონი ლაბანის დანარჩენ ფარას. |
36 |
განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის
იაკობისა. და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა. |
37 |
აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი
ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა. |
37 |
ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და
ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუენად თეთრად, გარე
შემძრველმან სიმწვანისამან, ხოლო დააჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელ
გამოქურთნა ჭრელად. |
38 |
ჩააწყო დაჭრელებული ჯოხები დასარწყულებელ გეჯებში, სადაც
მოდიოდა ფარა წლის სასმელად და მოსვლისას ახურდებოდა ხოლმე. |
38 |
და დაუსხა კუერთხები იგი წინა ისარნებსა მას
წყლისსასუმელსა, რათა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წყლისა წინაშე
კუერთხთა მოსლვასა მათსა სუმად. |
39 |
ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარამ ხატულები,
დაწინწკლულები და ჭრელები. |
39 |
მიხედოდიან ცხოვართა მათ და ისახოდიან კუერთხებსა მას და
შობდეს სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრისფერად სხურებულსა. |
40 |
გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული
ჯოხებისკენ უზამდა პირს; მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა,
თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან. |
40 |
ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე
ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შორის და განაშორვა
სამწყსო იგი თჳსაგან და არა შერთო იგი ცხოვართა ლაბანისთა. |
41 |
ჯანსაღი ფარის ახურებისასა პირუტყვის თვალწინ ჩაჰყრიდა
ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ; |
41 |
და იყო მას ჟამსა შინა, ოდეს მაკდებიედ ცხოვარნი და
მუცლად-იღებდენ, დაასხის იაკობ კუერთხები იგი წინაშე ცხოვართა მათ
ისარნებსა შორის წყლის სასხმელსა მას, რათა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა
მის სახედ. |
42 |
თუ ფარა სუსტი იყო, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა,
იაკობს - ჯანსაღი. |
42 |
და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი
ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა. |
43 |
გამდიდრდა მეტისმეტად კაცი, შეეძინა დიდძალი ფარა,
ყმაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები. |
43 |
და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად და იყო მისი
საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები. |