1 |
დაემკვიდრა იაკობი მამამისის მდგმურობის
ქვეყანაში, ქანაანის ქვეყანაში. |
1 |
ხოლო იაკობ დამკჳდრებულ იყო ქუეყანასა მას,
სადაცა დამკჳდრებულ იყო მამაჲ მისი ქუეყანასა მას ქანანისასა. |
2 |
აჰა, იაკობის მოდგმა. ჩვიდმეტი წლის ყმაწვილი იყო იოსები,
რომ მწყემსავდა მამისეულ ფარას თავის ძმებთან, მამამისის ცოლების - ბილჰასა
და ზილფას ვაჟებთან ერთად, და ცუდი ამბები მიჰქონდა მათზე მათ მამასთან. |
2 |
ესე შობანი არიან იაკობისანი: იოსებ აჩჳდმეტის წლის იყო
და ჰმწყსიდა ძმათა თჳსთა თანა ცხოვართა მამისა თჳსისათა. ყრმა-ღა იყო ძეთა
თანა ბალასთა, და ძეთა თანა ზელფასთა, ხარჭთა მამისა თჳსისა თანა. და
დასდვეს ბრალი ბოროტი იოსებს ისრაჱლისა მიმართ, მამისა თჳსისა. |
3 |
სხვა შვილებზე მეტად უყვარდა ისრაელს იოსები, რადგან მისი
სიბერის შვილი იყო იგი. შეუკერა მას ჭრელი კვართი. |
3 |
ხოლო ისრაჱლს უყუარდა იოსებ უფროჲს ყოველთა ძეთა თჳსთა,
რამეთუ შვილი სიბერისაჲ იყო იგი. და უქმნა მას სამოსელი ჭრელი მრავალფერი. |
4 |
დაინახეს ძმებმა, რომ ყველა ძმაზე მეტად უყვარდა იგი
მამას და შეიძულეს, ვეღარ ელაპარაკებოდნენ მშვიდობიანად. |
4 |
და ვითარცა იხილეს ძმათა მისთა, რამეთუ მამასა უყვარს იგი
უფროჲს ყოველთა ძეთა მისთა, მოიძულეს იგი ძმათა თჳსთა და ვერ ეძლო მათ
მშჳდობისა სიტყუად მის თანა რაჲთურთით. |
5 |
დაესიზმრა იოსებს სიზმარი და უამბო თავის ძმებს და კიდევ
უფრო შეიძულეს იგი ძმებმა. |
5 |
ჩუენებაჲ იხილა იოსებ და უთხრა ძმათა თჳსთა. |
6 |
უთხრა მათ: მოისმინეთ ეს სიზმარი, რომელიც მესიზმრა: |
6 |
და ჰრქუა: იხილეთ ჩუენებაჲ ესე, რომელი მეჩუენა. |
7 |
აჰა, ძნებს ვკონავთ შუაგულ ყანაში. აჰა, წამოდგა ჩემი ძნა
და ზე აღიმართა, გარსშემოადგნენ თქვენი ძნები და თაყვანისცეს ჩემს ძნას. |
7 |
მეგონა მე, ვითარმედ თქუენ ჰკრევდით მჭელეულსა შორის
ველსა და აღდგა მჭელეული ჩემი და აღემართა. და მოიქცეს მჭელეულნი თქუენნი
და თაყუანის-სცეს მჭელეულსა ჩემსა. |
8 |
უთხრეს ძმებმა: ნუთუ ჩვენზე იმეფებ? ნუთუ პატრონად
გაგვიხდები? და კიდევ უფრო მეტად შეიძულეს იგი მისი სიზმრისა და მისი
სიტყვების გამო. |
8 |
ჰრქუეს მას ძმათა თჳსთა: აწ მეფობით ნუ მეფობდი-ა ჩუენ
ზედა, ანუ უფლებით უფლებდე ჩუენ ზედა? და შესძინეს მერმე სიძულილი მისი
ჩუენებათა მათ მისთათჳს და სიტყუათათჳს მისთა. |
9 |
კვლავ დაესიზმრა სხვა სიზმარი და უამბო ძმებს და უთხრა:
კვლავ დამესიზმრა სიზმარი: აჰა, მზე და მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი
მცემენ თაყვანს. |
9 |
მერმე იხილა ჩუენებაჲ სხუაჲ და უთხრა იგი მამასა და ძმათა
და თქუა: აჰა მეჩუენა მე ჩუენებაჲ სხუაჲ, ვითარმედ მზე და მთოვარე და
ათერთმეტნი ვარსკულავნი თაყუანის-მცემდეს. |
10 |
უამბო მამასა და ძმებს და გაკიცხა იგი მამამ და უთხრა: რა
არის ეგ სიზმარი, რომ გესიზმრა? ნუთუ მე და დედაშენი და შენი ძმები უნდა
გეახლოთ და თაყვანი გცეთ? |
10 |
შერისხნა მამამან მისმან და ჰრქუა: რაჲ არს ჩუნებაჲ ესე,
რომელ გეჩუენა შენ? აწ უკუუე მო-მე-ვიდეთა მოსლვით მე და დედაჲ შენი და
ძმანი შენნი თაყუანის-ცემად შენდა ქუეყანასა ზედა? |
11 |
შემოსწყრნენ ძმები იოსებს, ხოლო მამას გულში ჩარჩა ეს
ამბავი. |
11 |
და ეშურებოდეს მას ძმანი მისნი ხოლო მამასა მისსა
დაემარხა სიტყუაჲ ესე. |
12 |
წავიდნენ მისი ძმები შექემში მამის ფარის დასამწყესად. |
12 |
და წარვიდეს ძმანი მისნი ძოვნად ცხოვართა მამისა თჳსისათა
სჳქემად. |
13 |
უთხრა ისრაელმა იოსებს: შექემში არ მწყესავენ შენი ძმები?
მოდი, გამეგზავნე მათთან. მანაც მიუგო: კარგი, ბატონო. |
13 |
და ჰრქუა ისრაჱლ იოსების მიმართ: ანუ არა ძმანი შენნი
მწყსიან სჳქემს? მოვედ და წარგავლინო შენ მათდა მიმართ. |
14 |
უთხრა იაკობმა: წადი, გაიგე, როგორ არიან შენი ძმები,
როგორ არის ფარა, და მომიტანე ამბავი. გაგზავნა ხებრონის ველიდან და ისიც
მივიდა შექემს. |
14 |
ხოლო მან ჰრქუა: აჰა, მე. და ჰრქუა მის ისრაჱლ: წარვედ და
იხილენ ძმანი შენნი, ვითარძი ცოცხლებით არიან, საცხოვარი, და მითხარ მე. და
წარავლინა იგი ღელეთაგან ქებრონისთა და მივიდა სჳქემად. |
15 |
იპოვა იგი მინდორში ვიღაც კაცმა გზააბნეული და ჰკითხა იმ
კაცმა: რას ეძებ? |
15 |
და პოვა იგი კაცმან შეცთომილი ველსა ზედა. და ჰკითხა მას:
ვის ეძიებ? |
16 |
უთხრა: ძმებს ვეძებ. მიმასწავლე, სად მწყემსავენ. |
16 |
ხოლო მან ჰრქუა: ძმათა ჩემთა ვეძიებ: მითხარ მე სადა
აძოებენ? |
17 |
უთხრა იმ კაცმა: წასული არიან აქედან. ყური მოვკარი,
ამბობდნენ, დოთაინში წავიდეთო. იოსებიც გაჰყვა ძმების კვალს და დოთაინში
მიაგნო მათ. |
17 |
და ჰრქუა მას კაცმან მან: წარვიდეს ამიერ, რამეთუ მესმა
მათი, იტყოდეს რაჲ, ვითარმედ წარვიდეთ დოთაიმად. და წარვიდა იოსებ კუალსა
ძმათა თჳსთასა და პოვნა იგინი დოთაიმს. |
18 |
შორიდან მოჰკრეს მას თვალი და ვიდრე ახლოს მოვიდოდა,
განიზრახეს მისი მოკვლა. |
18 |
და მათ წინასწარ იხილეს იგი მიმავალი მათა შორის, ვიდრე
მიახლებადმდე მათა, მოი-ძმაჲ-ცვეს მოკლვა მისი, ვიდრე მისლვადმდე მისა. |
19 |
უთხრეს ერთმანეთს: შეხედეთ, მოდის ეს მესიზმრე. |
19 |
და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: აჰა,
ჩუენებისმხილველი იგი მოვალს. |
20 |
ახლა, მოდი, მოვკლათ და სადმე, ჭაში ჩავაგდოთ; ვთქვათ,
ვითომ ნადირმა შეჭამა. მაშინ ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები. |
20 |
აწ მოვედით და მოვკლათ იგი და შთავაგდოთ იგი ერთსა
ჯურღმულთაგანსა და ვთქუათ, ვითარმედ მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იგი. და
ვიხილოთ, რაჲძი იყოს ჩუენებაჲ იგი მისი. |
21 |
გაიგონა ეს რეუბენმა და იხსნა იგი მათი ხელიდან. თქვა: ნუ
მოვკლავთ. |
21 |
ესმა ესე რუბენს და განარინა იგი ჴელისაგან მათისა. |
22 |
უთხრა მათ რეუბენმა: ნუ დაღვრით სისხლს. უდაბნოში რომ
ჭაა, იქ ჩააგდეთ; ნუ გაიმეტებთ სასიკვდილოდ. რომ ეხსნა მათი ხელიდან და
მამასთან დაებრუნებინა. |
22 |
და ჰრქუა მათ: არა მოვჰკლათ იგი მოკლვით, ნუ დასთხევთ
სისხლსა. შთააგდეთ ეგე ჯურღმულსა უდაბნოსასა, ხოლო ჴელსა ნუ მიჰყოფთ მის
ზედა, რათამცა განარინა იგი ჴელთაგან მათთა და მისცა მამასა თჳსსა. |
23 |
როგორც კი მივიდა ძმებთან იოსები, შემოაძარცვეს იოსებს
მისი კვართი, ჭრელი კვართი, ზედ რომ ეცვა. |
23 |
და იყო, რაჟამს მოვიდა იოსებ ძმათა თჳსთა, განძარცუეს მას სამოსელი იგი ჭრელი,
რომელ ემოსა.
|
24 |
აიღეს და ჭაში ჩააგდეს იოსები; ცარიელი იყო ჭა, წყალი არ
იდგა. |
24 |
და მიიყუანეს და შთააგდეს იგი ჯურღმულსა მას. ხოლო
ჯურღმული იგი ცალიერ იყო, წყალი არა დგა. |
25 |
დასხდნენ პურის საჭმელად. გაიხედეს და დაინახეს:
ისმაელიანთა ქარავანი მოდის გალაადიდან, აქლემებით მოაქვთ გუნდრუკი,
ბალსამონი და შტახსი; მოაქვთ ეგვიპტეში ჩასატანად. |
25 |
და დასხდეს ჭამად პურისა და აღიხილნეს თუალნი მათნი და
იხილნეს, და, აჰა ესერა, მოგზაურნი ისმაელიტელნი ვაჭარნი მოვიდოდეს
გალათით. და აქლემნი მათნი სავსე იყვნეს საკუმეველითა, შტახსითა და
მკურისკევითა და მივიდოდეს შთასლვად ეგჳპტედ. |
26 |
უთხრა იუდამ ძმებს: რას გვარგებს ჩვენი ძმის მოკვლა და
მისი სისხლის დაფარვა? |
26 |
ჰრქუა იუდა ძმათა თჳსთა: რაჲ სარგებელ არს, უკუეთუ
მოვჰკლათ ძმა ჩუენი და დავმალოთ სისხლი მისი? |
27 |
მოდი, მივყიდოთ ისმაელიანებს; ხელს ნუ ვახლებთ, რადგან
ჩვენი ძმაა, ჩვენი სისხლი და ხორცი. დაუჯერეს ძმებმა. |
27 |
მოდით და მივჰყიდოთ იგი ისმაელიტელთა მათ, ხოლო ჴელი
ჩუენი ნუ იყოფინ მის ზედა, რამეთუ ძმაჲ ჩუენი არს. ისმინეს მისი ძმათა
მისთა. |
28 |
ჩაიარეს მიდიანელმა ვაჭრებმა, ამოიყვანეს იოსები ჭიდან და
მიჰყიდეს იოსები ისმაელიანებს ოც ვერცხლად. მათაც წაიყვანეს იოსები
ეგვიპტეში. |
28 |
და წარმოვიდეს კაცნი იგი მადიამელნი ვაჭარნი, და
აღმოიყუანეს იოსებ მიერ ჯურღმულით და მიჰყიდეს ისმაელიტელთა მათ ოც
დრაჰკნისა. |
29 |
მიბრუნდა რეუბენი ჭასთან და, ხედავს, აღარაა ჭაში იოსები,
და შემოიხია სამოსელი რეუბენმა. |
29 |
და შთაიყუანეს იგი ეგჳპტედ. მოაქცია რუბენ ჯურღმულსა მას
და არა პოვა იოსებ ჯურღმულსა მას. |
30 |
დაბრუნდა ძმებთან და უთხრა: აღარსადაა ბავშვი. რა ვქნა
ახლა, სად წავიდე? |
30 |
და დაიპო სამოსელი თჳსი და მიაქცია ძმათა თჳსთა და ჰრქუა
მათ: ყრმაჲ იგი აქა არა არს და მე ვიდრე მივიდე? |
31 |
აიღეს იოსების კვართი, დაკლეს თხა და მოსვარეს მისი
სისხლით კვართი. |
31 |
ხოლო მათ მოიღეს სამოსელი იოსებისი და დაკლეს თიკანი
თხათაჲ და შებღალეს სამოსელი იგი სისხლითა. |
32 |
აიღეს ჭრელი კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: ვიპოვეთ;
ნახე, შენი შვილის კვართი ხომ არ არის? |
32 |
და სამოსელი ჭრელი მიუძღუანეს მამასა თჳსსა და ჰრქუეს:
ესე ვპოვეთ. იცან, უკუეთუ სამოსელი ძისა შენისა არს, ანუ არა. |
33 |
იცნო კვართი და თქვა: ჩემი შვილის კვართია! ნადირს
შეუჭამია, ნადირს დაუგლეჯია იოსები! |
33 |
და იცნა იგი და თქუა: სამოსელი ძისა ჩემისა არს ესე.
მჴეცმან ბოროტმან შეჭამა იოსებ, მჴეცმან ბოროტმან მიმტაცა იოსებ. |
34 |
ტანზე შემოიხია იაკობმა, ჯვალო შემოირტყა წელზე და
დიდხანს გლოვობდა შვილს. |
34 |
და დაიპო იაკობ სამოსელი თჳსი და შეიმოსა ძაძა წელთა
მისთა და ეგლოვდა ძესა თჳსსა დღეთა მრავალთა. |
35 |
ანუგეშებდნენ იაკობს მისი ვაჟები და ასულები, მაგრამ არ
სურდა ნუგეში და ამბობდა: მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში! დასტიროდა
მას მამამისი. |
35 |
შეკრბეს ყოველნი ძენი მისნი და ასულნი და მოვიდეს
ნუგეშინის- ცემად მისა. და არა უნდა ნუგეშინის-ცემისა და თქუა, ვითარმედ:
შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად. და ტიროდა მამა თჳსი. |
36 |
მიდიანელებმა მიჰყიდეს იგი ეგვიპტეში ფოტიფარს, ფარაონის
კარისკაცს, ქონდაქართუხუცესს. |
36 |
ხოლო მადიამელთა მათ ვაჭართა მიჰყიდეს იოსებ ეგჳპტეს
პეტეფრეს, საჭურისსა ფარაოსასა მატაკარანსა. |