1 |
ამ ხანებში გამოეყო იუდა თავის ძმებს და
დაესახლა ერთი ყადულამელის მეზობლად; რომელსაც სახელად ერქვა ხირა. |
1 |
და იყო მის ჟამსა, ოდენ წარმოვიდა იუდა ძმათა
თჳსთაგან და მოვიდა ვიდრე კაცისა ვისამე ოდოლამელისა, რომელსა სახელი ერქუა
ირას. |
2 |
დაინახა იქ იუდამ ქანაანელი კაცის, სახელად შუაყის,
ასული, მოიყვანა და შევიდა მასთან: |
2 |
და იხილა მუნ იუდა ასული კაცისა ქანანელისაჲ, რომელსა
სახელი ერქუა სავანა, და მოიყუანა იგი და შეირთო. |
3 |
დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა მას სახელად ყერი. |
3 |
და მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ჱერ. |
4 |
კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; დაარქვა სახელად ონანი. |
4 |
და მერმე მიუდგა და შვა ძე და უწოდა სახელი მისი ავნან. |
5 |
კვლავ დაორსულდა და შვა ვაჟი; და დაარქვა სახელად შელა;
მისი შობის დროს ქეზიბში იყო იუდა. |
5 |
და შესძინა მერმე და შვა ძე და უწოდა სახელი მისი სელომ.
ესე იყო ქაზბის, რაჟამს შვნა იგინი. |
6 |
მოუყვანა იუდამ ყერს, თავის პირმშოს, ცოლი, სახელად
თამარი. |
6 |
და მოჰგუარა იუდა ცოლი ჰერს, პირმშოსა ძესა თჳსსა,
რომელსა სახელი ერქუა თამარ. |
7 |
არ მოსდიოდა თვალში უფალს ყერი, იუდას პირმშო, და
მოაკვდინა იგი უფალმა. |
7 |
და იყო პირმშო იგი ჰერ, ძე იუდასი, უკეთურ წინაშე უფლისა
და მოკლა იგი უფალმან. |
8 |
უთხრა იუდამ ონანს: შედი შენი ძმის ცოლთან, ექმრე მას და
თესლი აღუდგინე შენს ძმას. |
8 |
და ჰრქუა იუდა ავნანს: შევედ ცოლისა ძმისა შენისა და
ესიძე მას და აღუდგინე თესლი ძმასა შენსა. |
9 |
იცოდა ონანმა, რომ მისი არ იქნებოდა ეს თესლი, და როცა
შედიოდა ძმის ცოლთან, მიწაზე ღვრიდა მას, რომ ძმისთვის არ მიეცა თესლი. |
9 |
გულისჴმა-ყო ავნან, ვითარმედ არა მისსა იყოს თესლი იგი.
და იყო, ვითარცა შევიდა ცოლისა მის ძმისა თჳსისა, დასთხია ქუეყანასა, რათა
არა მისცეს თესლი ძმასა თჳსსა. |
10 |
არ მოეწონა უფალს მისი საქციელი და ისიც მოაკვდინა. |
10 |
ბოროტ-უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმე, ესე, რამეთუ ყო ესრეთ,
და მოაკუდინა ესეცა უფალმან. |
11 |
უთხრა იუდამ თამარს, თავის რძალს: იცხოვრე ქვრივად
მამაშენის სახლში, ვიდრე ჩემი ძე შელა მოიწიფებოდეს. რადგან იფიქრა, მისი
ძმებივით ესეც არ მოკვდესო. წავიდა თამარი და ცხოვრობდა მამამისის სახლში. |
11 |
ჰრქუა იუდა თამარს, სძალსა თჳსსა: დაჯედ ქურივად სახლსა
შინა მამისა შენისასა, ვიდრემდის განმწჳსნეს სელომ, ძე ჩემი, რამეთუ, თქუა:
ნუუკუე მოკუდეს ესეცა, ვითარცა ძმანი მისნი. ხოლო თამარ წარვიდა და დაჯდა
სახლსა შინა მამისა თჳსისასა. |
12 |
კარგა ხანმა განვლო და მოკვდა შუაყის ასული, იუდას ცოლი.
გამოიგლოვა იგი იუდამ და თიმნაში წავიდა თავისი ცხვრის მპარსველებთან, თან
წაიყოლა ყადულამელი მოყვასი ხირა. |
12 |
აღესრულნეს დღენი და მოკუდა სავანა, ცოლი იუდასი, და
ნუგეშინის-იცა გლოისაგან იუდა და მივიდა მრისველთა ცხოვართა მისთასა და
ირა, მწყემსი იგი ოდოლამელი, თამნად. |
13 |
ემცნო თამარს, აჰა, თიმნაში მიდისო შენი მამამთილი ცხვრის
გასაპარსავად. |
13 |
და უთხრეს თამარს, სძალსა მისსა, და ჰრქუეს: ესერა,
მამამთილი შენი აღვალს თამნად რისვად ცხოვართა თჳსთა ღა ირას, მწყემსი
მისი. |
14 |
გაიძრო ქალმა ქვრივის სამოსელი, მოსასხამი მოისხა, თავი
დაიბურა და დაჯდა ყენაიმის კარიბჭესთან, თიმნას გზაზე. რადგან იცოდა, რომ
მოწიფული იყო შელა, მაგრამ ცოლად არ მიუთხოვებიათ მისთვის. |
14 |
განიძარცუა თამარ სამოსელი ქურიობისა მისგან და
გარემოისხა თერისტროჲ და შეიმკო და დაჯდა იგი ბჭეთა თანა ენანისთა, რომელ
არს თანაწარსავალსა თამნასასა, რამეთუ იხილა, ვითარმედ განჰმწჳსნა სელომ,
ძე მისი, და მან არა მისცა იგი მას ცოლად. |
15 |
დაინახა ქალი იუდამ და მეძავი ეგონა, რადგან ქალს სახე
დაფარული ჰქონდა. |
15 |
და ვითარ იხილა იგი იუდა, აგონა, ვითარმედ მეძავი ნუ
იყოს, რამეთუ დაიფარა პირი და ვერ იცნა იგი. |
16 |
გზად ჩაუარა და უთხრა: მომიშვი შენთან. რადგან არ იცოდა,
მისი რძალი რომ იყო. ქალმა უთხრა: რას მომცემ, ჩემთან რომ მოხვიდე? |
16 |
და მიაქცია მისა გზისა მისგან და ჰრქუა მას: მიტევე მე
შესლვად შენდა. რამეთუ ვერ იცნა იგი, ვითარმედ ძის ცოლი მისსა არს. ხოლო
მან ჰრქუა მას: რაჲ მომცე მე, უკუეთუ შემოხჳდე ჩემდა. |
17 |
უთხრა იუდამ: თიკანს გამოგიგზავნი ფარიდან. უთხრა ქალმა:
წინდს თუ მომცემ, ვიდრე თიკანს გამომიგზავნიდე? |
17 |
და იუდა ჰრქუა მას: მე მოგიძღუანო შენ თიკანი თხათა
სამწყსოთ. ხოლო მან ჰრქუა მას: მომეც მე წინდი ვიდრე მოძღუანებადმდე შენდა. |
18 |
უთხრა იუდამ: რა მოგცე წინდად? უთხრა ქალმა: ეგ ბეჭედი,
ეგ თასმა და ეგ არგანი, ხელში რომ გიჭირავს. მისცა იუდამ და შევიდა მასთან.
დაორსულდა მისგან ქალი. |
18 |
და იუდა ჰრქუა: რაჲ წინდი მიგცე შენ? ხოლო მან ჰრქუა:
ბეჭედი შენნი და მძივი და კუერთხი ეგე, რომელ გაქუს ჴელსა შენსა. და მან
მისცა იგი და შევიდა მისა, და მიუდგა მისგან. |
19 |
ადგა ქალი და წავიდა; გადაიძრო მოსასხამი და კვლავ
ქვრივის სამოსელი ჩაიცვა. |
19 |
და იგი აღდგა და მოიძარცვა თერისტრა თავისაგან თჳსისა და
შეიმოსა სამოსელი იგი ქურიობისა მისისა. |
20 |
გაუგზავნა იუდამ თიკანი თავისი ყადულამელი მოყვასის
ხელით, რომ უკან დაებრუნებინა ქალისთვის მიცემული წინდი, მაგრამ ვერ იპოვა
ყადულამელმა ქალი. |
20 |
ხოლო იუდა მიუძღუანა თიკანი თხათაჲ ჴელითა მწყემსისა მის
ოდოლამელისათა, რათა მიიღოს წინდი იგი დედაკაცისა მისგან. ხოლო მან არა
პოვა იგი |
21 |
ჰკითხა იმ ადგილის კაცებს: სად არის ის მეძავი ქალი,
ყენაიმის კარიბჭესთან რომ იჯდა? უთხრეს: აქ არ ყოფილა მეძავი ქალი. |
21 |
და ჰკითხა კაცითა მის ადგილისათა: ვითარმედ სადა არს
მეძავი იგი, რომელი იყო ენანს გზასა ზედა? |
22 |
დაბრუნდა იუდასთან და უთხრა: ვერ ვიპოვე ქალი. იქაურმა
ხალხმაც მითხრა, არ ყოფილაო აქ მეძავი. |
22 |
და მათ ჰრქუეს: არა არს მეძავი აქა. და მიიქცა მწყემსი
იგი იუდასა ღა ჰრქუა: არა ვპოვე; და კაცთა მის ადგილისათა თქუეს: არა არს
აქა მეძავი. |
23 |
უთხრა იუდამ: წაეღო ბარემ, რომ დასაცინი არ
გავმხდარიყავით. აჰა, ხომ გაგატანე თიკანი, მაგრამ ვერ იპოვე ქალი. |
23 |
და თქუა იუდა: აქუნდინ იგი მას არამედ ნუუკუე მოვიკიცხნეთ, მე, მიუძღუანე თიკანი
ესე, ხოლო შენ არა ჰპოვე იგი.
|
24 |
გავიდა სამიოდე თვე და ემცნო იუდას, გაბოზდაო თამარი,
შენი რძალი, და დაორსულდაო კიდეც ბოზობით. თქვა იუდამ: გამოიყვანეთ, რათა
დაიწვას. |
24 |
და შემდგომად სამისა თთჳსა უთხრეს იუდას და ჰრქუეს,
ვითარმედ ისიძა თამარ, სძალმან შენმან, და მიდგომილ არს იგი სიძვით. თქუა
იუდა: გამოიყუანეთ იგი და დაწვით ცეცხლითა. |
25 |
როცა გამოჰყავდათ, შეუთვალა ქალმა თავის მამამთილს: ვისიც
ეს ნივთებია, მისგან ვარ ორსულად. აჰა, იცანი, ვისია ეს ბეჭედი, თასმები და
არგანი. |
25 |
და ვითარცა გამოჰყვანდა, მიუვლინა მამამთილსა თჳსსა და
ჰრქუა: კაცითა მისგან, რომლისა არს ესე წინდი, მისგან მიდგომილ ვარ; და
თქუა: იცან, ვისი არს ბეჭედი ესე და მძივი და კუერთხი. |
26 |
იცნო იუდამ და თქვა: ვტყუივარ ამ ქალთან, რომ არ
მივათხოვე იგი შელას, ჩემს ვაჟს. ამის მერე აღარ შესულა იუდა თამართან. |
26 |
ხოლო იუდა იცნა იგი და თქუა: მართალ არს თამარ, ვიდრე-ღა
მე რამეთუ არა მივეც სელომს, ძესა ჩემსა. და არღარა შესძინა მერმე ცნობად
მისა. |
27 |
მშობიარობის ჟამი რომ დაუდგა, აჰა, ტყუპები არიან მის
მუცელში. |
27 |
და იყო, რაჟამს შობდა იგი, იყვნეს მარჩბივნი მუცელსა
მისსა. და შობასა მისსა ერთმან მან პირველ გამოყო ჴელი მისი. მოიღო
ამქუმელმან და გამოაბა მეწამული ჴელსა მისსა. |
28 |
შობისას ერთმა ხელი გამოყო; აიღო ბებიაქალმა და მეწამული
ძაფი შეაბა, თქვა: ეს გამოვიდა პირველად. |
28 |
და თქუა: ესე გამოვიდეს პირველად. |
29 |
როცა უკანვე შეაბრუნა ხელი, აჰა, გამოვიდა მისი ძმა და
თქვა ბებიაქალმა: როგორ გამოარღვიე ზღუდე? ამიტომაც დაერქვა სახელად
ფარეცი. |
29 |
და ვითარცა შეყო ჴელი მისი, მეყსეულად გამოვიდა ძმაჲ მისი
და აღმქუმელმან თქუა: რაჲსა განეღო შენთჳს ღობე? და უწოდა სახელი მისი
ფარეზ. |
30 |
მერე გამოვიდა მისი ძმა, ხელზე მეწამული ძაფი რომ ება, და
დაერქვა სახელად ზარახი. |
30 |
და მისა შემდგომად გამოვიდა ძმაჲ მისი, რომლისსა იყო
ჴელსა მისსა ზედა მეწამული და უწოდა სახელი მისი ზარა. |