1 |
შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი.
დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
|
1 |
ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და
მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ. |
2 |
მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი -
მიწის მუშაკი. |
2 |
და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს
ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა. |
3 |
გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის
ნაყოფი. |
3 |
და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან
ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. |
4 |
აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული
პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს. |
4 |
და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და
ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. |
5 |
ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა
კაენი და თავი ჩაღუნა. |
5 |
ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა.
და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი. |
6 |
უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი? |
6 |
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი
შენი, არცა მართლიად შემოწირე. |
7 |
თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ
სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას
ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე. |
7 |
ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი
მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას. |
8 |
უთხრა კაენმა თავის ძმას, აბელს: გავიდეთ ველად. და როცა
ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა. |
8 |
და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ
ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა
თჳსისა, და მოკლა იგი. |
9 |
უთხრა უფალმა კაენს: სად არის შენი ძმა აბელი? მიუგო: არ
ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ. |
9 |
და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ,
ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე? |
10 |
უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან
შემომღაღადებს. |
10 |
და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა
შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით. |
11 |
ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახსნა
პირი, რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. |
11 |
და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი
თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა. |
12 |
დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას;
დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე. |
12 |
რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი
მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა. |
13 |
უთხრა კაენმა უფალს: მძიმე ასატანია ჩემი სასჯელი: |
13 |
და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ
ჩემი მოტევებისა ჩემისა. |
14 |
აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს
სახეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს
შეეძლება ჩემი მოკვლა. |
14 |
და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და
პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას
მე. |
15 |
უთხრა უფალმა: ამიტომაც შვიდწილად მიეზღვება კაენის
მკვლელს. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა იგი ყოველ შემხვდურს. |
15 |
და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან
მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან
ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა. |
16 |
გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის
ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით. |
16 |
და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა
ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა. |
17 |
შეიცნო კაენმა თავისი დედაკაცი. დაორსულდა ქალი და შვა
ენოქი. გააშენა კაენმა ქალაქი და უწოდა ამ ქალაქს შვილის სახელი - ენოქი. |
17 |
და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს.
და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს. |
18 |
შეეძინა ენოქს ყირადი; ყირადმა შვა მეხუაელი; მეხუაელმა
შვა მეთუშაელი; მეთუშაელმა შვა ლამექი. |
18 |
ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ
შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ. |
19 |
მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა,
მეორეს - ცილა. |
19 |
და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა -
ადა და სახელი მეორისა - სელა. |
20 |
შვა ყადამ იაბალი. იგი იყო კარავში მცხოვრებთა და
მეჯოგეთა მამა. |
20 |
და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა,
საცხოვართმზრდელთა. |
21 |
მის ძმას ერქვა იუბალი; იგი იყო მეჩანგეთა და მესტვირეთა
მამა.
|
21 |
და სახელი ძმისა მისისა იობალ. ესე იყო გამომაჩინებელ
საფსალმონისა და ებნისა. |
22 |
შვა ცილამაც - თუბალ-კაენი, რვალისა და რკინის საჭურველთა
მჭედელი. თუბალ-კაენის დას ერქვა ნაყამა. |
22 |
ხოლო სელა შვა. მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ,
მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაჲ თობელისი - ნოემა. |
23 |
უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ
ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი: ჰო, მოვკალი კაცი ჩემდა
სატკივრად, და ყმაწვილი - ჩემდა ჭირად. |
23 |
და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა
ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი
მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა. |
24 |
თუ შვიდგზის მიეზღვებათ კაენის გამო, ლამექის გამო
სამოცდაშვიდმეტგზის მიეზღვებათ. |
24 |
რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო
ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის. |
25 |
კვლავ შეიცნო ადამმა თავისი ცოლი; შვა ქალმა ვაჟი და
უწოდა სახელად შეთი, რადგან: მომმადლაო უფალმა სხვა ნაშიერი ნაცვლად
აბელისა, კაენმა რომ მოკლა. |
25 |
ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და
უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი
სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ. |
26 |
შეთსაც შეეძინა ვაჟი და უწოდა სახელად ენოში. მაშინ
დაიწყო უფლის სახელის ხსენება. |
26 |
და სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა
ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა. |