1 |
ამ ამბების შემდეგ იყო, რომ უთხრეს იოსებს,
ავად არისო მამაშენი. თან წაიყვანა თავისი ორი შვილი - მენაშე და ეფრემი. |
1 |
და შემდგომად სიტყჳსა ამის უთხრეს იოსებს,
ვითარმედ მამაჲ შენი შფოთოის. და წარმოიყუანნა ორნი ძენი თჳსნი ეფრემ და
მანასე და მოვიდა იაკობისა. უთხრეს იაკობს და ჰრქუეს. |
2 |
შეატყობინეს იაკობს და უთხრეს: აჰა, მოდის შენთან შენი
შვილი იოსები. ძალი მოიცა ისრაელმა და წამოჯდა საწოლზე. |
2 |
ვითარმედ იოსებ, ძე შენი მოვალს შენდა. და განძლიერდა
ისრაჱლ და აღჯდა ცხედარსა ზედა. |
3 |
უთხრა იაკობმა იოსებს: ყოვლადძლიერი ღმერთი გამომეცხადა
ლუზში, ქანაანის ქვეყანაში, და მაკურთხა. |
3 |
და ჰრქუა იაკობ იოსებს ღმერთი ჩემი მეჩუენა მე ლუზას,
ქუეყანასა ქანანისასა, და მაკურთხა მე. |
4 |
მითხრა: აჰა, მოგაშენებ და გაგამრავლებ, ხალხების
კრებულად გადაგაქცევ. შენი მომავალი მოდგმისათვის მომიცია ეს ქვეყანა
სამარადისო სამფლობელოდ. |
4 |
და მრქუა: აჰა, აღგაორძინო შენ და განგამრავლო და გყო შენ
კრებულად და ნათესავად და მიგცე შენ ქუეყანა ესე და ნათესავსა შენსა
შემდგომად შენსა სამკჳდრებელად საუკუნოდ. |
5 |
ახლა ორი ძე გყავს, ეგვიპტის ქვეყანაში რომ შეგეძინა ჩემს
მოსვლამდე; ჩემები არიან ისინი, ეფრემი და მენაშე, როგორც რეუბენი და
სიმონი არიან ჩემები. |
5 |
აწ უკუე ორნი ეგე ძენი შენნი, რომელ გესხნეს შენ ეგჳპტეს,
პირველ მოსლვისა ჩემისა შენდა მომართ ეგჳპტეს, ჩემნი არიან, ეფრემ და
მანასე, ვითარცა რუბენ და სჳმეონ იყვნეს ჩემდა. |
6 |
ხოლო ბავშვები, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი
იქნებიან, თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში. |
6 |
ხოლო შჳლნი, რომელ გესხნეს შენ შემდგომად შენდად, იყვნენ
სახელითა ძმათა მათთათა იწოდნენ მათსა მას ნაწილსა. |
7 |
ფადანიდან წამოსულს მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყნად,
გზაში, ეფრათამდე არც ვიყავი მისული, და დავმარხე იქ, ეფრათის გზაზე, სადაც
ახლა ბეთლემია. |
7 |
მე რაჟამს მოვიდოდე შუამდინარით ასურეთისათ, მოკუდა
რაქელ, დედაჲ შენი, ქუეყანასა მას ქანანისასა და ვითარ მოვიწიე მე
ცხენთსარბიელთასა მას ქუეყანასა ქაბარათასასა მისლვად ევფრათად, დავჰფალ
გზასა ზედა ცხენისარბიელთასა. ესე იგი არს ბეთლემი. |
8 |
დაინახა ისრაელმა იოსების შვილები და თქვა: ესენი ვინ
არიან? |
8 |
და ვითარცა იხილნა ისრაჱლ ძენი იოსებისნი, თქუა: ვინ
არიან ესე? |
9 |
უთხრა იოსებმა მამას: ჩემი შვილებია, ღმერთმა რომ მომცა
აქ. უთხრა: მომიყვანე და ვაკურთხებ. |
9 |
და ჰრქუა იოსებ მამასა თჳსსა: ძენი ჩემნი არიან, რომელნი
მომცნა მე ღმერთმან აქა. და თქუა იაკობ: მომგუარენით ეგენი აქა და
ვაკურთხნე. |
10 |
თვალს დააკლდა ისრაელს სიბერისგან, ცუდად ხედავდა; ახლოს
მიუყვანა იოსებმა, მანაც გადაკოცნა ისინი და გულში ჩაიკრა. |
10 |
ხოლო თუალნი ისრაჱლისნი დამძიმებულ იყვნეს სიბერითა და
ვერ ეძლო ხილვად და მოიყუანნა იგინი ახლოს მისსა და ამბორს-უყო მათ და
შეიტკბნა. |
11 |
უთხრა ისრაელმა იოსებს: აღარ მეგონა თუ კიდევ გიხილავდი,
ახლა კი ღმერთმა შენი მონაგარიც მახილვინა. |
11 |
და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: აჰა ესერა, პირისა შენისაგან არა
ჴუებულ ვიქმენ და მიჩუენა მე ღმერთმან თესლი-ცა შენი. |
12 |
აიყვანა ისინი იოსებმა მისი მუხლებიდან და მიწამდე
თაყვანისცა. |
12 |
და გამოიყვანნა იგინი იოსებ მუჴლთაგან იაკობისთა და
თაყვანის-სცეს მას თავითა ქუეყანასა ზედა და მოიყუანნა იოსებ ორნივე ძენი
მისნი. |
13 |
ხელი მოჰკიდა ორთავეს იოსებმა, ეფრემი ხელმარჯვნივ
ჰყავდა, ისრაელის მარცხენა მხარეს, ხოლო მენაშე - ხელმარცხნივ, ისრაელის
მარჯვენა მხარეს; და მიიყვანა მასთან. |
13 |
ეფრემ მარჯუენით მარცხენით კერძო ისრაჱლისა, ხოლო მანასე
მარცხენით მარჯუენედ კერძო ისრაჱლისა და მიიახლნა იგინი მას. |
14 |
გაიწოდა მარჯვენა ხელი ისრაელმა და თავზე დაადო ეფრემს,
რომელიც უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა ხელი მენაშეს დაადო თავზე. განზრახ
დაასხა ასე ხელები, თუმცა პირმშო მენაშე იყო. |
14 |
განყო ისრაჱლისა ჴელი თჳსი მარჯუენე და დასდვა თავსა ზედა
ეფრემისსა, რამეთუ იგი იყო უმრწემესი, მარცხენე მისი თავსა ზედა მანასესსა,
იცვალნა ჴელნი მისნი. |
15 |
აკურთხა იაკობმა და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშე
იარებოდა ჩემი მამა-პაპა, აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს
მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე, |
15 |
აკურთხნა იგინი და თქუა: ღმერთმან, რომელსა სათნო ეყვნეს
მამანი ჩუენნი წინაშე მისა. აბრაჰამ და ისაკ, ღმერთმან, რომელმან
გამომზარდა მე სიყრმით ჩემითგან ვიდრე დღეინდელად დღედმდე. |
16 |
ანგელოზმა, ჩემმა მხსნელმა ყოველი ბოროტისგან, აკურთხონ
ეს ყმაწვილები, იწოდებოდნენ ჩემი სახელით, ჩემი მამა-პაპის სახელით,
აბრაამისა და ისაკისა, დიდად გამრავლდნენ ამ ქვეყანაზე. |
16 |
ანგელოზმან, რომელმან მიჴსნა მე ყოვლისაგან ბოროტისა,
აკურთხენინ ყრმანი ესე! და ეწოდოს სახელი ჩემი ამათ ზედა და სახელი მამათა
ჩემთა აბრაჰამისი და ისაკისი და განმრავლდედ სიმრავლედ დიდად ქუეყანასა
ზედა! |
17 |
დაინახა იოსებმა, რომ ეფრემს დაადო თავზე მამამისმა
მარჯვენა ხელი და არ მოეწონა; დაიჭირა მამის ხელი, რომ ეფრემის თავიდან
მენაშეს თავზე გადაენაცვლებინა. |
17 |
ვითარცა იხილა იოსებ, რამეთუ დასდვა მამამან მისმან
მარჯუენე მისი თავსა ზედა ვფრემისსა, მძიმე-უჩნდა მას და აღუპყრა იოსებ
ჴელი მამისა თჳსისა აღებად თავისაგან ეფრემისსა და დადებად თავსა ზედა
მანასესსა. |
18 |
უთხრა იოსებმა მამას: ასე არა, მამაჩემო! პირმშო ეს არის,
მის თავს დაადე შენი მარჯვენა. |
18 |
და ჰრქუა მამასა თჳსსა არა ეგრე, მამაო, რამეთუ ესე არს
პირმშო; დადევ მარჯუენე შენი თავსა ზედა ამისსა. |
19 |
იუარა მამამისმა და უთხრა: ვიცი, შვილო, ვიცი. ესეც
წარმოშობს ხალხს, ესეც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად
განდიდდება, მისი თესლისაგან ურიცხვი ხალხი წარმოიშობა. |
19 |
და არა ინება, არამედ თქუა: ვიცი, შვილო, ვიცი, ესეცა
იყოს ერად და ესეცა ამაღლდეს. არამედ ძმაჲ მაგისი უმრწემესი უფროჲს მაგისა
იყოს და ნათესავი მაგისი იყოს მრავალთესლებად. |
20 |
აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა: თქვენით აკურთხებს
ისრაელი და იტყვის: ღმერთმა გქნას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე! და
დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ. |
20 |
და აკურთხნა იგინი მას დღესა შინა და თქუა: თქუენ შორის იკურთხეოდის ისრაჱლი და
გყავნ შვნ ღმერთმან, ვითარცა ეფრემ და ვითარცა მანასე! და დაადგინა ეფრემ წინაშე
მანასესა კურთხევასა შინა. |
21 |
უთხრა ისრაელმა იოსებს: აჰა, მე ვკვდები. ღმერთი იქნება
თქვენთან და დაგაბრუნებთ თქვენს მამა-პაპათა მიწაზე. |
21 |
და ჰრქუა ისრაჱლ იოსებს: მე ესერა მოვკუდები და იყოს
ღმერთი თქუენ თანა და მიგაქცინეს თქუენ ქუეყანად მამათა თქუენთა! |
22 |
შენთვის მომიცია საძმო წილსზევით ერთი ადგილი, რომელიც
ამორეველებს წავართვი ჩემი მახვილითა და მშვილდით. |
22 |
მე მიგცემ შენ სიკიმასა გარეშე ძმათა შენთასა, რომელი
დავიპყარ ჴელთაგან ამორეველთასა მახჳლითა ჩემითა და მშჳლდითა. |