1 |
მოუხმო იაკობმა შვილებს და უთხრა: შეიკრიბეთ,
რომ გაგიმხილოთ რა შეგემთხვევათ მომავალ დღეებში. |
1 |
და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა:
შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა
დღეთა. |
2 |
თავი მოიყარეთ და ისმინეთ, იაკობის ძენო! ისრაელს,
მამათქვენს, უსმინეთ! |
2 |
შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ
ისრაჱლისი, მამისა თქუენისა. |
3 |
რეუბენ! პირმშო ხარ ჩემი, ძალი ჩემი და სათავე ჩემი
კაცობისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი. |
3 |
რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა
ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი. |
4 |
ზღვასავით ბობოქრობ, არ აღზევდები, რადგან ახვედი მამის
საწოლზე, მაშინ შებღალე ჩემი სარეცელი. |
4 |
ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ შენ საწოლსა
მამისა შენისასა მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ. |
5 |
სიმონ და ლევი, ღვიძლი ძმები, ძალადობის ჭურჭელია მათი
გული! |
5 |
სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა. |
6 |
მათ თათბირზე ნუმც მისულა სული ჩემი, მათ საკრებულოს ნუმც
ზიარებულა ღირსება ჩემი! რადგან რისხვით მოკლეს კაცი და ბოროტი ნებით
გამოძარღვეს ხარი. |
6 |
ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა
ნუ აღყუებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულისწყრომითა მათითა მოსწყჳდნეს კაცნი და
გულისთქმითა მათითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა. |
7 |
წყეულიმც იყოს მათი რისხვა, რადგან შეუპოვარია, და მათი
გულისწყრომა, რადგან სასტიკია! დავაქუცმაცებ მათ იაკობში და მიმოვფანტავ
ისრაელში! |
7 |
წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ თავჴედობაჲ და
ბორგაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე
იგინი ისრაჱლსა შორის. |
8 |
იუდა, გადიდებენ ძმები; მტრების ხერხემალს და დათრგუნავ
ხელით! გეთაყვანებიან მამაშენის ნაშიერნი. |
8 |
იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა
მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი. |
9 |
ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით
ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით, ვინ გაბედავს მის წამოგდებას? |
9 |
ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ.
მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე
აღადგინოს იგი? |
10 |
არ წაერთმევა კვერთხი იუდას, არც არგანი ფერხთა შუიდან,
ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა. |
10 |
არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან
მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება
წარმართთა. |
11 |
ვაზზე უბია თავისი ჩოჩორი, ვენახის ლერწზე - თავისი ვირის
ნაშიერი; ღვინოში რეცხავს თავის სამოსელს, და ყურძნის სისხლში - თავის
ტანსაცმელს. |
11 |
და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ
ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა
მოსაბლარდნელი თჳსი. |
12 |
თვალები მისი - ღვინის უწითლესი, კბილები მისი - რძის
უთეთრესი. |
12 |
მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი
მისნი უფროჲს სძისა. |
13 |
ზაბულონი ზღვის პირას იმკვიდრებს, ნავსაყუდელთან ექნება
სადგომი; სიდონს მისწვდება საზღვარი მისი. |
13 |
ზაბულონ ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და
მიიწიოს სიდონადმდე. |
14 |
ისაქარი - ძვალმსხვილი ვირი, ბაკებში მწოლარე. |
14 |
იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის
ნაწილსა თჳსსა. |
15 |
ხედავს, კარგია მოსვენება, მიწა - საამური; ქედი წაუხრია
ტვირთის წასაღებად, ხარკისთვის შრომობს. |
15 |
და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა,
რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ. |
16 |
დანი - მსაჯული - თავისი ხალხის, ვითარცა ერთი შტო
ისრაელის. |
16 |
და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი
ისრაჱლსა შორის. |
17 |
გველი იქნება დანი გზაზე, უნასი - ბილიკზე; დამგესლავი
ცხენის ქუსლისა; გადაექანება უკან მხედარი. |
17 |
და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და
უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ. |
18 |
შენგან მოველი ხსნას, უფალო! |
18 |
და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის. |
19 |
გადს მოადგებიან ურდოები, თავადაც კვალში ჩაუდგება. |
19 |
გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად
კუალსა მისსა. |
20 |
აშერისგან - პური ნოყიერი და გასცემს იგი სამეფო ნუგბარს. |
20 |
ასერ, პოხილ პური მისი და მან მისცეს საზრდელი მთავართა. |
21 |
ნაფთალი - ფეხმარდი ირემი, სასიკეთო სიტყვათა მომტანი. |
21 |
ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა. |
22 |
ნაყოფიერი ნერგი იოსები, ნაყოფიერი ნერგი, წყაროსპირს
დარგული, რტოებით გალავანზე გასული! |
22 |
შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული
საშურველი ძე ჩემი უმრწემესი ჩემდა მოიქცე, რომლისათჳს ზრახვა-ყვეს. |
23 |
გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი. |
23 |
და ძმაცვიდეს და ემტერნეს მათ უფალნი იგი მშჳლდთანი. |
24 |
შეურჩა მშვილდის ძლიერება, არ მოსდუნებია ხელის ძარღვები,
იაკობის ღმრთისგან ძალამოცემული. აქედან არის მწყემსი, კლდე ისრაელის. |
24 |
და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი
მკლავთა ჴელთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობისთა მის მიერ, რომელმან
განგაძლიერა შენ ისრაჱლ. |
25 |
მამაშენის ღმერთი შეგეწიოს და გაკურთხოს ყოვლადძლიერმა
ზეცათა კურთხევით ზეგარდმო, უფსკრულის კურთხევით, ქვეგანრთხმულის, ძუძუთა
და საშოს კურთხევით. |
25 |
ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი
და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისათა,
რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა. |
26 |
მამაშენის კურთხევით, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე
კურთხევა ჩემი მშობლებისა, ვიდრე მადლი საუკუნო მთათა; იყოს ეს იოსების
თავზე და ძმათაგან გამორჩეულის თხემზე. |
26 |
კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად
განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ
თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა. |
27 |
ბენიამინი მგელია მტაცებელი, დილით ჭამს, საღამოთი იყოფს
ნადავლს. |
27 |
ბენიამენ, მგელი მტაცებელი, განთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი
განუყოფდეს საზრდელსა. |
28 |
ყველა ესენი ისრაელის თორმეტი შტოა. ეს უთხრა მათმა
მამამ, როცა აკურთხა ისინი, თითოეული მისი კურთხევით აკურთხა. |
28 |
ყოველნი ესე ძენი იაკობისნი - ტომი ათორმეტ. და ამას
ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა. |
29 |
უანდერძა და უთხრა მათ: მივდივარ ჩემს ხალხთან; დამმარხეთ
ჩემი მამა-პაპის გვერდით მღვიმეში, ყეფრონ ხეთელის მინდორში რომ არის, |
29 |
ამცნო მათ და ჰრქუა მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე
მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას
ეფრონის ქეტელისასა. |
30 |
მღვიმეში, მახფელას მინდორში რომ არის, მამრეს პირდაპირ,
ქანაანის ქვეყანაში, აბრაამმა რომ იყიდა ყეფრონ ხეთელისგან მინდორთან ერთად
საკუთარ სამარხად. |
30 |
რომელ არს წინაშე მამბრესსა, ქუეყანასა ქანანისასა,
რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისაგან ქეტელისა სასყიდლით საფლავად. |
31 |
იქ დამარხეს აბრაამი და სარა, მისი ცოლი; იქ დამარხეს
ისაკი და რებეკა, მისი ცოლი; იქ დავმარხე მე ლეა. |
31 |
მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარრა ისაკ და ცოლი
მისი რებეკა და მუნ დაფლეს ლია მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს
მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა. |
32 |
ეს მინდორი და მღვიმე, იქ რომ არის, ხეთის ძეთაგანაა
ნაყიდი. |
32 |
და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი
თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა. |
33 |
გაუსრულა იაკობმა ანდერძი შვილებს და აკრიბა ფეხები
სარეცელზე; აღესრულა და შეერთო თავის ერს. |
33 |
|