1 |
ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა
გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;
|
1 |
ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა
შექმნა ღმერთმან ადამ ხატებად ღმრთისა. |
2 |
მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა
მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. |
2 |
შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი. |
3 |
ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი
მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი. |
3 |
ხოლო ცხოვნდა ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა სახოვნებისაებრ
თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ-სდვა სახელი მისი სით. |
4 |
შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა
ძენი და ასულნი. |
4 |
ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა
შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი. |
5 |
სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი
წელი და მოკვდა. |
5 |
და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა
ცხრაასოცდაათ წელ და მოკუდა. |
6 |
იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში. |
6 |
ხოლო ცხოვნდა სით ორას და ხუთ წელ. და შვა ენოს. |
7 |
იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი
და შვა ძენი და ასულნი. |
7 |
და ცხოვნდა სით შემდგომად შობისა ენოსისა შვიდსა და შვიდ
წელ და შვნა ძენი და ასულნი. |
8 |
სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა. |
8 |
და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაასდაათორმეტ წელ
და მოკუდა, |
9 |
იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი. |
9 |
და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან. |
10 |
იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი
წელი და შვა ძენი და ასულნი. |
10 |
და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა მის კაინანისსა
შვიდასათხუთმეტ წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
11 |
სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა. |
11 |
და იქმნნეს ყოველნი დღენი ენოსისნი ცხრაასდახუთ წელ და
მოკუდა. |
12 |
იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი. |
12 |
და ცხოვნდა კაინან ასსამეოცდაათ წელ. და შვნა მალელეილ. |
13 |
იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას
ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი. |
13 |
და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მის მალელეილისსა
შვიდასორმეოც წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
14 |
სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა. |
14 |
და იქმნა ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაასდაათ წელ. და
მოკუდა. |
15 |
იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი. |
15 |
და ცხოვნდა მალელეილ ასსამეოცდახუთ წელ და შვა იარედ. |
16 |
იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას
ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი. |
16 |
და ცხოვნდა მალელეილ შემდგომად შობისა მის იარედისსა
შვიდასოცდაათ წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
17 |
სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი
წელი, და მოკვდა. |
17 |
და იქმნეს ყოველნი დღენი მალელეილისნი.
შვიდასოთხმეოცდაათხუთმეტ წელ და მოკუდა. |
18 |
იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი. |
18 |
და ცხოვნდა იარედ ასსამეოცდაორ წელ და შვა ენუქ. |
19 |
იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და
შვა ძენი და ასულნი. |
19 |
და ცხოვნდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისსა შვიდას
წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
20 |
სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და
მოკვდა. |
20 |
და იქმნნეს ყოველნი დღენი იარედისნი რვაასსამეოცდაორ წელ
და მოკუდა. |
21 |
იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
|
21 |
და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ. და შვა მათუსალა. |
22 |
დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ
სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი. |
22 |
ხოლო სათნო ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად
შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი. |
23 |
სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი. |
23 |
და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ. |
24 |
დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი
ღმერთმა. |
24 |
და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ
გარდაცვალა იგი ღმერთმან. |
25 |
იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდახუთი წელი და შვა ლამექი. |
25 |
და ცხოვნდა მათუსალა ასსამეოცდაშვიდ წელ. და შვა ლამექ. |
26 |
იცოცხლა მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას
სამოცდათორმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. |
26 |
და ცხოვნდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა.
შვიდასოთხმეოცდაორ წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
27 |
სრული ხანი მეთუშალახისა იყო ცხრაას სამოცდაცხრა წელი, და
მოკვდა. |
27 |
და იქმნნეს ყოველნი დღენი მათუსალასნი, რომელთა ცხოვნდა,
ცხრაასსამეოცდაცხრა წელ. და მოკუდა. |
28 |
იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ძე. |
28 |
და ცხოვნდა ლამექ ასოთხმეოცდარვა წელ და შვა ძე. |
29 |
უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა: ეს გვანუგეშებს ჩვენს
შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა. |
29 |
და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან:ამან განმისუენოს
ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან,
რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან. |
30 |
იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას
ოთხმოცდათხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი. |
30 |
და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესსა.
ხუთასსამეოცდახუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი. |
31 |
სრული ხანი ლამექისა იყო შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელი, და
მოკვდა. |
31 |
და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდასორმეოცდააცამეტ
წელ და მოკუდა. |
32 |
ოთხმოცდაათი წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და
იაფეთი. |
32 |
და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი:
სემ, ქამ და იაფეთ. |