1 |
გადაემხო იოსები მამას, დასტიროდა და
ჰკოცნიდა. |
1 |
და დავარდა იოსებ პირსა ზედა მამისა თჳსისასა
და ტიროდა და ამბორს-უყო მას. |
2 |
უბრძანა იოსებმა თავის მსახურ მკურნალებს, შეემურვათ
მამამისი. და შემურვეს მკურნალებმა ისრაელი. |
2 |
და უბრძანა იოსებ მონათა თჳსთა მკუდრის მმოსელთა შემოსად
მამაჲ თჳსი. |
3 |
გავიდა ორმოცი დღე და გასრულდა დაბალზამების ხანი;
დასტიროდა მას ეგვიპტე სამოცდაათ დღეს. |
3 |
და შემოსეს მკუდრის მმოსელთა მათ ისრაჱლ და აღასრულეს
მისი ორმეოცი დღე, რამეთუ ესრეთ აღირაცხიან დღენი დაფლვისანი. და ეგლოვდა
მას ეგჳპტე სამეოცდაათ დღე. |
4 |
როცა გაიარა გლოვის დღეებმა, ელაპარაკა იოსები ფარაონის
სახლს და უთხრა: თუ მიპოვნია მადლი თქვენს თვალში, სიტყვა შემაწიეთ
ფარაონთან და ასე უთხარით: |
4 |
და ვითარცა წარჰჴდეს დღენი იგი გლოვისანი, ეტყოდა იოსებ
მთავართა ფარაოსთა და ჰრქუა მათ: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე თქუენსა,
ეტყოდეთ ყურთა ფარაოსთა და არქუთ: |
5 |
მამაჩემმა დამაფიცა და მითხრა: აჰა, ვკვდები მე. იმ ჩემს
სამარხში დამმარხეთ, ქანაანის ქვეყნად რომ გავითხარეო. ახლა წავალ,
დავმარხავ მამაჩემს და უკან დავბრუნდები. |
5 |
მამამან ჩემმან მაფუცა მე და მრქუა: "საფლავსა მას,
რომელ-იგი ვიქმენ თავისა ჩემისა ქუეყანასა ქანანისასა, მუნ დამფალ მე", აწ
უკუე აღვიდე და დავფლა მამაჲ ჩემი და კუალად მოვიდე. |
6 |
თქვა ფარაონმა: წადი და დამარხე მამაშენი, როგორც
დაგაფიცა. |
6 |
და ჰრქუა ფარაო იოსებს: აღვედ და დაფალ იგი ვითარცა
გაფუცა შენ. |
7 |
წავიდა იოსები მამის დასამარხავად, და წაჰყვნენ მას
ფარაონის მორჩილნი, მისი სახლის უხუცესნი და ეგვიპტის ქვეყნის ყველა
უხუცესი. |
7 |
და აღვიდა იოსებ დაფლვად მამისა თჳსისა. და მის თანა
აღვიდეს ყოველნი მონანი ფარაოჲსნი და მოხუცებულნი სახლისა მისისანი და
ყოველნი მოხუცეგულნი ქუეყანისა ეგჳპტისანი, |
8 |
იოსების მთელი სახლი, მისი ძმები და მამამისის სახლი.
მხოლოდ ბალღები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მხარეში. |
8 |
და ყოველივე სახლი იოსებისი და ყოველნივე ძმანი მისნი და
ყოველნივე სახლი მამულისა მისისანი და ნათესავი. და ცხოვარი და ზროხა
დაუტევეს ქუეყანასა გესემისასა. |
9 |
დაიძრნენ მასთან ერთად ეტლები და მხედრები; შეიკრიბა
დიდზე დიდი ბანაკი. |
9 |
და მის თანა აღვიდა ეტლები და მჴედრები და იყო ბანაკი იგი
დიდ ფრიად. |
10 |
მივიდნენ ატადის კალოსთან, იორდანეს გაღმა, და გამართეს
იქ დიდი და უსაზომოდ მწარე გოდება. შვიდ დღეს გლოვობდა იოსები მამას. |
10 |
და მოვიდეს იგინი კალოებსა მას ზედა ადატისასა, რომელ არს
წიაღ იორდანესა, და ეტყებდეს მას ტყებითა დიდითა და ძლიერით ფრიად. და
იოსებ გლოვაჲ მამისა თჳსისა შჳდ დღე. |
11 |
იხილეს ქანაანელებმა გლოვა ატადის კალოზე და თქვეს: მწარე
გლოვა აქვთ ეგვიპტელებს. ამიტომაც ეწოდა ამ ადგილს იორდანეს გაღმა
აბელ-მიცრაიმი (ეგვიპტელთა გლოვა). |
11 |
და იხილეს მკჳდრთა ქუეყანისა მის ქანანისათა გლოვაჲ
კალოთა მათ ადატისათა, თქუეს: გლოვაჲ დიდ არს ვსე ეგჳპტელთა. ამისთჳს უწოდა
ადგილსა მას სახელი გლოვაჲ ეგჳპტისაჲ, რომელ არს იორდანესა თანა. |
12 |
ყველაფერი ისე აღუსრულეს შვილებმა იაკობს, როგორც
უანდერძა მათ. |
12 |
და უყვეს მათ ძეთა ისრაჱლისათა ესრეთ, ვითარცა-იგი ამცნო
მათ. |
13 |
წაასვენეს იგი შვილებმა ქანაანის ქვეყანაში და დამარხეს
მღვიმეში მახფელას მინდორზე, მამრეს გასწვრივ, რომელიც საკუთარ სამარხად
იყიდა აბრაამმა მინდორთან ერთად ყეფრონ ხეთელისგან. |
13 |
და აღმოიღეს იგი ძეთა მისთა ქუეყანად ქანანისა, და დაფლეს
იგი ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ მოგებად საფლავად
ძეთაგან ეფრონის ქეტელისათა წინაშე მამბრესა. |
14 |
დამარხეს მამა და დაბრუნდა იოსები ეგვიპტეში, იგი და მისი
ძმები და ყველა, ვინც კი მამის დასამარხავად წაჰყვა. |
14 |
და მიიქცა იოსებ ეგჳპტედ, იგი და ძმანი მისნი ღა რომელნი
მის თანა აღმოსრულ იყვნეს დაფლვად მამისა მისისა. |
15 |
დაინახეს იოსების ძმებმა, რომ აღარ ჰყავთ მამა, და თქვეს:
ვაითუ გვიმტროს იოსებმა და სამაგიერო გადაგვიხადოს ყველა ბოროტებისთვის,
რაც მას ვუყავით. |
15 |
ვითარცა იხილეს ძმათა იოსებისთა, რამეთუ აღესრულა მამაჲ
მათი, თქუეს: ნუუკუე ძჳრი იჴსენოს ჩუენთჳს იოსებ და მოგუაგოს მოსაგებელი
ჩუენი ყოვლისა მისთჳს ბოროტისა, რომელი შევაჩუენეთ მას. |
16 |
შეუთვალეს იოსებს: მამაშენმა დაგვიბარა სიკვდილის წინ. |
16 |
და მოვიდეს იოსებისა და ჰრქუეს მას: მამამან შენმან
გაფუცა შენ ვიდრე აღსრულებადმდე მისა და გრქუა შენ. |
17 |
ასე უთხარით იოსებს: გევედრები, შეუნდე ცოდვა და
დანაშაული ძმებს, თუმცა ბოროტად მოგექცნენ. ამიერიდან შეუნდე ცოდვა
მამაშენის ღმერთის მსახურებს. ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს. |
17 |
ესრეთ არქუთ იოსებს მიუტევენ სიცრუენი და ცოდვანი მათნი,
რამეთუ ბოროტი შეგაჩუენეს შენ და აწ თავს-იდევ შეცოდებაჲ მსახურთა ღმრთისა
მამისა შენისათა. და ტიროდა იოსებ სიტყუასა მას ზედა მათსა მის მიმართ. |
18 |
მოვიდნენ ძმებიც, დაემხნენ მის წინაშე და უთხრეს: აჰა,
შენი მორჩილნი ვართ. |
18 |
და მოუჴდეს მას და ჰრქუეს: ჩუენ შენი მონანი ვართ. |
19 |
უთხრა მათ იოსებმა: ნუ გეშინიათ. ღმერთი ხომ არა ვარ? |
19 |
და ჰრქუა მათ იოსებ: ნუ გეშინინ თქუენ, რამეთუ ღმრთისა
ვარი მე. |
20 |
თქვენ ბოროტი განიზრახეთ ჩემთვის, ხოლო ღმერთმა სიკეთედ
ჩათვალა, რათა ისე მომხდარიყო, როგორც მოხდა: მრავალი ხალხის სიცოცხლე
ეხსნა. |
20 |
თქუენ ზრახეთ ჩემთჳს ბოროტი, ხოლო ღმერთმან ზრახა ჩემთჳს კეთილი, რათა იყოს ვითარცა
დღეს, რათა გამოიზარდოს ერი მრავალი და ჰრქუა მათ იოსებ: |
21 |
ამიერიდან ნუღარ გეშინიათ: თქვენც შეგინახავთ და თქვენს
ბავშვებსაც. დაამშვიდა ისინი და ანუგეშა. |
21 |
ნუ გეშინინ, მე გამოგზარდნე თქუენ და სახლი თქუენი. და
ნუგეშინის-სცა მათ და ეტყოდა ნებისაებრ მათისა. |
22 |
ცხოვრობდა იოსები ეგვიპტეში მამამისის მოდგმასთან ერთად.
იცოცხლა იოსებმა ას ათი წელი. |
22 |
და დაემკჳდრა იოსებ ეგჳპტეს, იგი და ძმანი მისნი და
ყოველი სახლი მამისა მისისა და ცხოვნდა იოსებ ასდაათ წელ. და იხილნა იოსებ
ყრმა ეფრემისნი მესამედ ნათესავადმდე: და ძენი მაქირისნი, ძისა მანასესი
იშვნეს წიაღთა იოსებისთა. |
23 |
მოესწრო იოსები ეფრემის შვილთაშვილებს; მენაშეს ძის,
მაქირის, შვილებიც იოსების მუხლებზე დაიბადნენ. |
|
|
24 |
უთხრა იოსებმა ძმებს: მე ვკვდები, მაგრამ ღმერთი
მოგხედავთ, და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც შეჰპირდა იგი
აბრაამს, ისაკს და იაკობს. |
23 |
ეტყოდა იოსებ ძმათა თჳსთა და ჰრქუა: მე მოვკუდები და
მოხედვით მოხედვა-ყოს ღმერთმან თქუენ ზედა, განგიყუანნეს თქუენ ამიერ
ქუეყანით მას ქუეყანასა, რომლისათჳს ეფუცა მამათა ჩუენთა აბრაჰამს, ისაკს
იაკობს. |
25 |
დააფიცა იოსებმა ისრაელიანები: როცა ღმერთი მოგხედავთ,
აქედან წაიღეთ ჩემი ძვლები. |
24 |
და აფუცა იოსებ ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუა: მოხედვასა
მას, ოდეს მოგხედოს თქუენ ღმერთმან, თანა-აღიხუენით თქუენ ძუალნი ჩემნი
თქუენ თანა. |
26 |
მოკვდა იოსები ას ათი წლისა, შემურვეს იგი და ჩაასვენეს
კიდობანში, ეგვიპტეში. |
25 |
და აღესრულა იოსებ ასდაათისა წლისაჲ, და დაჰფლეს იგი და
დადვეს საფლავსა მას ეგჳპტეს შინა. და შემურეს იგი ნელსაცხებლითა და დაფლეს
იგი ცხედრითა ეგჳპტეს შინა. |