ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იყო ერთი კაცი ბაბილონში მცხოვრები, სახელად იოაკიმი. |
1 |
და იყო კაცი დამკჳდრებული ბაბილონს შინა, და სახელი მისი იოაკიმ. |
2 | მოიყვანა ქალი, სახელად სუსანა, ხილკიას ასული, ძალზე ლამაზი და უფლისმოშიში. | 2 | და მიიყვანა ცოლი, რომლისა სახელი სუსანნა, ასული ქელკაჲსი, შუენიერი ფრიად და მოშიში უფლისაჲ, |
3 | მისი მშობლები მართალი ხალხი იყო და თავიანთ ასულს მოსეს რჯული ასწავლეს. | 3 | და მშობელნი მისნი მართალნი. და ასწავეს ასულსა მათსა სჯულისაებრ მოსესისა. |
4 | იოაკიმი ძალზე მდიდარი იყო და სახლის ახლოს ბაღი ჰქონდა. იუდაელები მასთან დადიოდნენ, რადგან ყველაზე პატივდებული კაცი იყო. | 4 | და იყო იოაკიმ მდიდარ ფრიად; და იყო მისსა სამოთხე მეზობლად სახლისა მისისა, და მისსა მიმართ მივიდოდეს იუდეანნი ყოფისათჳს მისისა უდიდებულეს ყოველთასა. |
5 | ხალხიდან იმ წელს ორი უხუცესი იქნა მსაჯულად დაყენებული, რომლებზეც უფალმა თქვა, ბაბილონიდან ურჯულოება იმ მსაჯული უხუცესებისგან გამოვიდაო, ხალხის მესაჭეებად რომ აჩვენებდნენო თავს. | 5 | და გამოჩინებულ იქმნნეს ორნი მოხუცებულნი ერისაგან მსაჯულად მას წელიწადსა შინა, რომელთათჳს თქუა მეუფემან, ვითარმედ: გამოვიდა უსჯულოებაჲ ბაბილონით მოხუცებულთაგან მსაჯულთა, რომელნი ჰგონებდეს მართებასა ერისასა. |
6 | ისინი ერთთავად იოაკიმის სახლში იყვნენ და მათთან მიდიოდა ყველა, ვისაც კი რამე საქმე ჰქონდა გასარჩევი. | 6 | ესენი დადგრომილ იყუნეს სახლსა შორის იოაკიმისსა და მოვიდოდეს მათდამი ყოველნი შჯადნი. |
7 | შუადღისას, როდესაც ხალხი მიდიოდა, სუსანა სასეირნოდ შედიოდა თავისი ქმრის ბაღში. | 7 | და იქმნა, ოდეს წარვიდის ერი საშუალსა დღისასა, შევიდის სუსანნა და ვიდოდის სამოთხესა შორის ქმრისა მისისასა, |
8 | ორივე უხუცესი ხედავდა მას ყოველდღე მომავალს და მოსეირნეს და მის მიმარრ გულისთქმა გაუჩნდათ. | 8 | და ხედვიდიან მას მოხუცებულნი ორნი დღითი დღე შესრულად და მავალად და იქმნეს გულისთქმისა შორის მისსა. |
9 | შერყვნეს თავიანთი გონება და თვალი მიდრიკეს, რათა ცისთვის არ ეყურებინათ და არ გაეხსენებინათ სამართლიანი მსჯავრი. | 9 | და გარდააქციეს გონება თავთა მათთაჲ და მიდრიკნეს თვალნი მათნი არახედვად ცად მიმართ, არცა მოჴსენებად სასჯელთა მართალთა. |
10 | ორივე მისდამი გულისთქმით იყვნენ შეპყრობილი, მაგრამ ერთმანეთს არ უმხელდნენ თავიანთ ჭირს. | 10 | და იყუნეს ორნივე ლმობიერ მისთჳს და არა მიუთხრეს ურთიერთას ლმობა მათი, |
11 | რადგან რცხვენოდათ, გაემხილათ თავიანთი გულისთქმა, რომ ქალთან შეერთება სწყუროდათ. | 11 | რამეთუ ჰრცხუენოდა აღსარებად გულისთქმაჲ მათი, რამეთუ ენებაყე თანყოფაჲ მისი. |
12 | ისინი ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ, რომ დაენახათ იგი. | 12 | და უმზირდეს დღითი დღე პატივისმოყუარებით ხედვად მისსა, და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: |
13 | ეუბნებოდნენ ერთმანეთს: შინ წავიდეთ, საუზმის დროაო. გარეთ გამოსულნი კი ერთმანეთს შორდებოდნენ. | 13 | წარვიდეთ სახიდ, რამეთუ სამხრისა ჟამი არს, და გამოსრულნი განიყუნეს ურთიერთას. |
14 | უკან მობრუნებულნი, კვლავ ერთმანეთს ხვდებოდნენ. ერთხელაც, როცა ერთმანეთს მიზეზი ჰკითხეს, გამოტყდნენ თავიანთ გულისთქმაში. მაშინ ერთად დათქვეს დრო, როდის შესძლებდნენ მის დამარტოხელებას. | 14 | და კუალად ქცეულნი შეკრბეს ერთბამად და გამომწულილველთა ურთიერთას მიზეზისათა აღიარეს გულისთქმაჲ მათი და მაშინ ზოგადი დააწესეს ჟამი, ოდეს მარტოჲსა შეუძლონ პოვნა მისი. |
15 | როდესაც ისინი ხელსაყრელ დღეს ელოდნენ, სუსანა შევიდა ბაღში, როგორც გუშინ და გუშინწინ, მხოლოდ ორი მხევლის თანხლებით და ბაღში ბანაობა მოინდომა, რადგან სიცხე იყო. | 15 |
და იქმნა მზერასა შინა მათსა ჟამი, შევიდა სამოთხედ ოდესმე, ვითარცა გუშინ და ძოღანდელსა დღესა, და მხოლოთა ორთა თანა ქალთა და გულმან უთქუა ბანად სამოთხესა შინა, რამეთუ სიცხე იყო. |
16 |
იქ არავინ იყო ორი უხუცესის მეტი, რომელნიც დამალულიყვნენ და მას სდარაჯობდნენ. |
16 | და არავინ არ იყო მუნ, თჳნიერ ორნი მოხუცებულნი დამალულნი და მომზირალნი მისნი. |
17 | უთხრა მან თავის მხევლებს: მომიტანეთ ნელსაცხებელი და საპონი და ბაღის კარი ჩარაზეთ, რომ ვიბანავო. | 17 | და ჰრქუა ქალთა მათ: მომართჳთ მე ზეთი და შენაზავები და კარნი სამოთხისანი დაჰჴშენით, რაჲთა ვიბანო. |
18 | ისინიც ისე მოიქცნენ, როგორც მან უთხრა; ჩარაზეს ბაღის კარი და გვერდის კარით გავიდნენ, რათა მოეტანათ, რაც ნაბრძანები ჰქონდათ; უხუცესებს ვერ ხედავდნენ, რადგან დამალულები იყვნენ. | 18 | და ყვეს, ვითარცა თქუა, და დაჰჴშნეს კარნი სამოთხისანი, და გამოვიდეს იგურდივთა კართაჲთ მირთმად ბრძანებულთა მათდა და არა უწყოდეს, ვითარმედ იყვნეს დამალულ მოხუცებულნი. |
19 | როდესაც მხევლები გავიდნენ, ადგა ორივე უხუცესი და მასთან მიირბინა. | 19 | და იყო, ვითარცა განვიდეს ქალნი, და აღდგეს ორნი მოხუცებულნი და ზედმირბიოდეს მისსა და ჰრქუეს: |
20 | უთხრეს: აჰა, ბაღის კარი ჩარაზულია და ვერავინ გვხედავს. შენი სურვილი გვაქვს ჩვენ; ამიტომ დაგვნებდი და იყავი ჩვენთან. | 20 | აჰა, კარნი სამოთხისანი ჴშვანან და არავინ მხედავს ჩუენ და გულისთქმასა შინა შენსა ვართ, რომლისათჳს თანადამყევ ჩუენ და იქმენ ჩუენ თანა; |
21 | თუ არა და შენს წინააღმდეგ მოწმედ დავდგებით, რომ შენთან ყმაწვილკაცი იყო და ამიტომ დაითხოვე მხევლები. | 21 | ხოლო უკეთუ არა, დაგწამოთ შენ, ვითარმედ იყო შენ თანა ჭაბუკი და ამისთჳს განავლინენ ქალნი შენგან. |
22 | ამოიოხრა სუსანამ და სთქვა: შეჭირვებული ვარ ყოველმხრივ: რადგან თუ ამას გავაკეთებ, სიკვდილია ჩემთვის; თუ არ გავაკეთებ, ვერ დავუსხლტები თქვენს ხელს. | 22 | და აღმოისულთქუნა სუსანნა და თქუა: იწრო არს ჩემდა ყოვლით კერძო, რამეთუ, უკეთუ ეგე ვქმნა, სიკუდილი არის ჩემი, და, უკეთუ არა ვქმნა, ვერ განვერე ჴელთაგან თქუენთა. |
23 | მიჯობს თქვენს ხელში ჩავვარდე, ვიდრე უფლის წინაშე შევცოდო. | 23 | უაღსარჩევლეს არს ჩემდა არმოქმედისა შთავრდომაჲ ჴელთა თქუენთა ვიდრე მცოდველობაჲ წინაშე უფლისა. |
24 | დიდის ხმით იყვირა სუსანამ; ორივე უხუცესმაც იყვირა მის წინააღმდეგ. | 24 | და აღიღაღადა ჴმითა დიდითა სუსანნა, ხოლო აღიღაღადეს ორთაცა მოხუცებულთა წინააღმდგომად მისსა. |
25 | ერთი გაიქცა და ბაღის კარი გააღო. | 25 | და მსრბოლმან ერთმან განიხუნა კარნი სამოთხისანი. |
26 | როცა შინ მყოფებმა ბაღიდან ყვირილი გაიგონეს, შეცვივდნენ გვერდის კარით, რომ გაეგოთ, თუ რა დაემართა მას. | 26 | ხოლო ვითარცა ესმა ღაღადება სამოთხესა შინა მრწემთა სახლისათა, შეისწრაფეს იგურდივისა კარისა მიერ ხილვად შემთხუეულსა მისდა. |
27 | და როცა უხუცესებმა თავიანთი სიტყვა თქვეს, მეტისმეტად შერცხვათ მის მსახურებს, რადგან სუსანაზე არასოდეს მსგავსი არაფერი თქმულა. | 27 | ხოლო რაჟამს თქუნეს მოხუცებულთა სიტყუანი მათნი, სირცხჳლეულ იქმნნეს მონანი ფრიად, რამეთუ ოდესვე არავის ასმიოდის ესევითარი სიტყუაჲ სუსანაჲსთჳს, და იყო ხუალისა ზე, |
28 | მეორე დღეს ხალხმა მის ქმართან, იოაკიმთან მოიყარა თავი; მივიდა ორი უხუცესიც, სუსანას წინააღმდეგ უკანონო ზრახვით აღვსილი, რათა სიკვდილი მიესაჯათ მისთვის. | 28 | ვითარცა შემოკრბა ერი ქმრისა მისისა მიმართ იოაკიმისსა, მოვიდეს ორნი მოხუცებულნი, სავსენი უსჯულოჲთა გულისზრახვითა, ძჳნად სუსანაჲსსა მოსიკუდიდ მისსა. |
29 | თქვეს მათ ხალხის წინაშე: გაგზავნეთ კაცი სუსანას, ხილკიას ასულის მოსაყვანად, იოაკიმის ცოლი რომ არის. გაგზავნეს. | 29 | და თქუეს წინაშე ერისა: მიავლინეთ სუსანნასა, ასულისა ქელკაჲსსა, რომელ არს ცოლი იოაკიმისი! ხოლო მათ მიავლინეს. |
30 | მოვიდა იგი და მოჰყვნენ მას მისი მშობლები, მისი შვილები, და, აჰა, მთელი მისი ნათესაობა. | 30 | და მოვიდა იგი, და მშობელნი მისნი, და შვილნი მისნი და ყოველნი ნათვსავნი მისნი. |
31 |
სუსანა მეტად ნაზი და ლამაზი იყო სახით. |
31 |
ხოლო სუსანნა იყო ჩჩჳლ და შუენიერ სახითა. |
32 | ამ ურჯულოებმა ბრძანეს, რომ სახე გაეშიშვლებინათ მისთვის, რადგან დაფარული ჰქონდა სახე - სურდათ, მისი მშვენებით დამტკბარიყვნენ. | 32 | და უსჯულოთა ბრძანეს უსაბურველო-ქმნა, რამეთუ იყო იგი მობურვილ, რაჲთა აღივსნენ შუენიერებისაგან მისისა. |
33 | ატირდნენ ახლობლები და ყველა, ვინც მას უყურებდა. | 33 | ხოლო ტიროდეს მისთჳს ყოველნი მხილველნი მისნი. |
34 | ადგა ორივე უხუცესი ხალხში და თავზე დაადეს მას ხელები. | 34 | ხოლო აღდგომილთა შორის საშუალსა ერისასა ორთა მათ მოხუცებულთა დაასხნეს ჴელნი თავსა ზედა მისსა. |
35 | ის კი თვალცრემლიანი ზეცას შეჰყურებდა, რადგან მისი გული უფალს ესავდა. | 35 | ხოლო მან, მტირალმან, აღიხილნა ცად მიმართ, რამეთუ იყო გული მისი მოსავ უფლისა მიმართ. |
36 | თქვეს უხუცესებმა: როდესაც მარტონი ბაღში დავსეირნობდით, შემოვიდა ეს თავის ორ მხევალთან ერთად, ჩარაზა ბაღის კარი და მხევლები დაითხოვა. | 36 | და თქუეს ორთა მათ მოხუცებულთა: ვიდოდეთ რაჲ ჩუენ შორის სამოთხისა მარტონი, შემოვიდა ეგე ორთა თანა მჴევალთა, და დაჰჴშნა კარნი სამოთხისანი და განავლინნა მჴევალნი, |
37 | მივიდა მასთან ყმაწვილკაცი, რომელიც იქ იმალებოდა და მიუწვა გვერდით. | 37 | და მოვიდა მისსა მიმართ ჭაბუკი, რომელი დამალულ იყო, და დაწვა მის თანა. |
38 | ჩვენ ბაღის კუნჭულში ვიყავით და ეს ურჯულოება რომ დავინახეთ, მათკენ გავიქეცით. | 38 | ხოლო ჩუენ, მყოფთა შორის ყურესა სამოთხისასა, ვიხილეთ რა უსჯულოებაჲ, მივრბიოდეთ მათ ზედა, და მხილველთა მათთა თანაქმნილად |
39 | შეერთებულებს წავასწარით მათ, მაგრამ იმ კაცის დაჭერა ვერ შევძელით, რადგან ის ჩვენზე ძლიერი იყო; გააღო კარი და გარეთ გავარდა. | 39 | მისი, ვიდრემე ვერ შეუძლეთ შეპყრობილ-ყოფაჲ ძლიერებისათჳს მისისა უფროს ჩუენსა და განხუმითა კართაჲთა განლტოლვისა. |
40 | ეს კი შევიპყარით და ვკითხეთ, თუ ვინ იყო ის ყმაწვილკაცი. | 40 | ხოლო ამისთა შემპყრობელთა ვჰკითხეთ: ვინ იყო ჭაბუკი? და არა ინება თხრობა ჩუენი, ამათ ვწამებთ. |
41 | მაგრამ არ ინდომა ჩვენთვის გამხელა. ამას ვადასტურებთ ჩვენ. კრებულმა დაუჯერა მათ, როგორც ხალხის უხუცესებსა და მსაჯულებს; და ქალს სიკვდილი მიუსაჯეს. | 41 | და ემოწმა მათ შესაკრებელი ერისა, ვითარცა მოხუცებულთა და მსაჯულთა, და დასაჯეს იგი სიკუდიდ. |
42 | შეჰღაღადა სუსანამ მაღალ ხმაზე და თქვა: ღმერთო მარადიულო, საიდუმლოთა მცოდნევ, რომელმაც ყველაფერი მანამდე იცი, ვიდრე მოხდებოდეს. | 42 | ხოლო აღიღაღადა სუსანნა ჴმითა დიდითა და თქუა: ღმერთო საუკუნეო, დაფარულთა მეცნიერო, რომელმან უწყნი ყოველნი პირველ ქმნისა მათისა, |
43 | შენ უწყი, რომ ცრუდ მოწმობდნენ ჩემს წინააღმდეგ. აჰა, ისე ვკვდები, რომ მსგავსი არაფერი გამიკეთებია, რაც ამათ ბოროტებით გამომიგონეს. | 43 | შენ მეცნიერ ხარ, ვითარმედ ცრუჲ დამწამეს მე, და, აჰა, მოვკუდები არმოქმედი არარაჲსაჲ, რომელნი ამათ მოიბოროტნეს ძჳნად ჩემდა. |
44 | შეისმინა უფალმა მისი ხმა. | 44 | და შეისმინა უფალმან ჴმისა მისისაჲ. |
45 | როდესაც მოსაკლავად წაიყვანეს, ღმერთმა გააღვიძა ახალგაზრდა კაცის წმიდა სული, რომელსაც დანიელი ერქვა. | 45 | და მიიყვანებოდა რაჲ იგი წარწყმედად, აღადგინა ღმერთმან სული წმიდაჲ ყრმისა ჭაბუკისა, სახელით დანიელისა. |
46 |
და იყვირა მან დიდი ხმით: უბრალო ვარ მისი სისხლისგან! |
46 |
და აღიღაღადა ჴმითა დიდითა: წმიდა ვარ მე სისხლისა ამისგან. |
47 | მობრუნდა მისკენ მთელი ხალხი და უთხრა: ეს რა სიტყვაა, რომ თქვი? | 47 | და დადგა ყოველი ერი მისდამი და ჰრქუეს: რაჲ არს სიტყუა ეგე შენი, რომელსა იტყჳ? |
48 | მაშინ ჩადგა იგი მათ შორის და თქვა: უგუნურები ხართ, ისრაელიანებო? არ გამოგიძიებიათ, არ გაგირკვევიათ სიმართლე და ისრაელის ასულს ისე გამოუტანეთ მსჯავრი? | 48 | ხოლო მან თქუა შორის მათსა: ესრეთ, სულელთა, ძენო ისრაჱლისანო, არა განმსჯელთა, არცა ცხადად შემეცნებულთა დასაჯეთ ასული ისრაჱლისა? |
49 | დაბრუნდით სამსჯავროში, რადგან ამათ ცრუდ დაამოწმეს მის წინააღმდეგ. | 49 | მიიქეცით სამსჯავროდ მიმართ, რამეთუ ცრუჲ დასწამეს იმათ ამას. |
50 | მთელი ხალხი საჩქაროდ დაბრუნდა: უთხრეს მას უხუცესებმა: დაჯექი ჩვენს შორის და მოგვახსენე ჩვენ, რადგან ღმერთმა შენ მოგცა უხუცესობა. | 50 | და მიიქცა ერი სწრაფისა თანა, და ჰრქვეს მას მოხუცებულთა: მოვედ, დაჯედ საშუალ ჩუენსა და მომითხარ ჩუენ, რამეთუ შენ მოგცა ღმერთმან მოხუცებულობა. |
51 | უთხრა მათ დანიელმა: დააცილეთ ეგ ორნი ერთმანეთს და დავკითხავ მაგათ. | 51 | და თქუა ერისა მიმართ დანიილმან: განყვენით იგინი ურთიერთას შორად და განვსაჯნე იგინი. |
52 | როცა ერთიმეორეს დააცილეს ისინი, მოუხმო ერთ მათგანს და უთხრა: ბოროტ დღეებში დაბერებულო! ახლა გამომჟღავნდა შენი ცოდვები, რომელსაც უწინ სჩადიოდი - | 52 | და ვითარცა განყვნეს ერთიერთისაგან, მიუწოდა ერთსა მათგანსა და თქუა მისდა მიმართ: დაძუელებულო ბოროტთა დღეთაო, აწ გეწინეს ცოდვანი შენნი, რომელთა ჰყოფდი პირველად. |
53 | ამ უსამართლო სამართლის გაჩენით, უბრალოთა დასჯით და მტყუანთა გამართლებით! როცა უფალი ამბობს, უბრალოსა და მართალს ნუ მოკლავო. | 53 | მშჯელი შჯათა ცრუთაჲ და უბრალოთა უკუე დამსჯელი, ხოლო განმტევებელი მიზეზიანთა, იტყოდის რაჲ უფალი: უბრალოჲ და მართალი არ მოაკუდინო. |
54 | და თუ შენ ეს დაინახე, თქვი, რომელი ხის ძირას ნახე ისინი ერთმანეთთან მოლაპარაკე? მან უპასუხა: დანამასტაკის ქვეშ. | 54 | აწ უკუე, ესე უგულებელ-ჰყავ, თქუ, რომელსა ხესა ქუეშე იხილენ იგინი მზრახვალნი ურთიერთას? და მან თქუა: ხეთქილსა ქუეშე. |
55 | თქვა დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ. აჰა, ღვთის ანგელოზმა მიიღო ღვთის ბრძანება და ორად გაგაპობს შენ. | 55 | და თქუა დანიელმან: მართლიად სიტყუე თავისა მიმართ შენისა, რამეთუ, ეგერა, ანგელოზი ღმრთისაჲ, მიმღებელი ღმრთისაგან განჩინებასა, განგხეთქს შენ შუა. |
56 | გაუშვა იგი და მეორის მოყვანა ბრძანა. უთხრა მას: ქანაანის თესლო, არა იუდასო! სილამაზემ გაცდუნა და სურვილმა გარყვნა შენი გული. | 56 | და გარდამადგინებელმან მისმან ბრძანა მოყვანება სხჳსა და ჰრქუა მას: თესლო ქანანისაო და არა იუდასო, შუენიერებამან შეგაცთუნა შენ და გულისთქმამან გარდააქცია გული შენი. |
57 |
ასე ექცეოდით ისრაელის ასულთ და ისინიც შეშინებულნი, კავშირს იჭერდნენ თქვენთან. მაგრამ იუდას ასულმა არ დაითმინა თქვენი ურჯულოება. |
57 | ესრეთ უყოფდით ასულთა ისრაჱლისათა და იგინი შიშნეულნი გზრახვიდეს თქუენ, გარნა არა ასულმან იუდაჲსამან დათმო უსჯულოებაჲ თქუენი. |
58 | აბა, მითხარი ახლა: რომელი ხის ქვეშ წაასწარი მათ, ერთმანეთთან მოლაპარაკეს? მიუგო მან: მუხის ქვეშ. | 58 | ხოლო აწ მითხარ მე, ქვეშე რომელსა ხესა დააპყრენ იგინი მზრახვალნი ურთიერთას? და მან თქუა: ხერხულსა ქუეშე. |
59 | უთხრა მას დანიელმა: ნამდვილად იცრუე შენს საუბედუროდ; რადგან ღვთის ანგელოზი მახვილით იცდის, რომ ორად გაგაპოს და მოგსპოთ თქვენ. | 59 | ხოლო ჰრქუა მას დანიელმან: მართლად სიტყუე და შენცა თავისა მიმართ შენისა, რამეთუ დგას ანგელოზი ღმრთისაჲ მქონებელი მახჳლსა განხერხვად შენდა საშუალ, რაჲთა მოგსპნეს თქუენ. |
60 | მაშინ მთელმა კრებულმა ყიჟინა დასცა და აკურთხეს ღმერთი, რომელიც იხსნის თავის მოსავთ. | 60 |
და აღიღაღადა ყოველმან შესაკრებელმან ჴმითა დიდითა და აკურთხეს ღმერთი მაცხოვნებელი მოსავთაჲ მისდამი. |
61 | ყველანი აღდგენ ამ ორი უხუცესის წინააღმდეგ რადგან დანიელმა მათივე პირით ამხილა ისინი ცრუმოწმობაში. ისევე მოექცნენ მათ, როგორც დაიმსახურეს, როცა თვისტომის მიმართ ბოროტს იზრახავდნენ. | 61 | და აღდგეს მოხუცებულთა ზედა, რამეთუ შეაყენნა იგინი დანიელ თქმულთაგან მათთა ცილისდამწამებელნი და ყვეს მათდა, ვითარცა-იგი ბოროტი იზრახეს ყოფად მოყუსისა, |
62 | მოექცნენ მოსეს რჯულის მიხედვით და დახოცეს ისინი. იმ დღეს გადარჩა უბრალო სისხლი. | 62 | შჯულისაებრ მოსესსა, და მოკლნეს იგინი, და ცხონდა სული უმიზეზოჲ მას დღესა შინა. |
63 | ხილკიამ და მისმა ცოლმა განადიდეს ღმერთი თავიანთი ასულის, სუსანას გამო, იოაკიმთან, მის ქმართან და ყველა ახლობელთან ერთად, რადგან არ აღმოჩნდა მასში სამარცხვინო საქმე. | 63 | ხოლო ქელკაჲ და ცოლი მისი მიქებლობდეს უფლისა, ასულისა მათისა სუსანაჲსთჳს, იოაკიმისის თანა, ქმრისა მისისა, და თანმონათესავეთა ყოველთა, რამეთუ არა იპოვა მის შორის უშუერი საქმე. |
64 | განდიდდა დანიელი ხალხის თვალში იმ დღიდან და მას შემდეგ. | 64 | და დანიელ იქმნა დიდ წინაშე ერისა მიერ დღითგან წამართ. |