ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
კვლავაც ვხედავდი ძალადობას, რაც კი ხდებოდა ამ მზისქვეშეთში: აჰა იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და მათ არავინ ანუგეშებს; მათ მჩაგვრელთა ხელშია ძალა, არავინა ჰყავთ ნუგეშისმცემი. |
1 |
და მოვაქციე მე და ვიხილენ ყოველნივე ცილისწამებანი, რომელნი იქმნებიან მზესა ქუეშე, და აჰა, ესერა, ცრემლნი ცილისშემწამებელთანი და არა ვინ არს მათდა ნუგეშინის-მცემელ ჴელისაგან ცილისშემწამებელისა ძალ |
2 | უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდიხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ. | 2 | და ვაქენ მკუდარნი, რომელნი მომწყდარ არიან, უფროს ცხოველთასა, რომელნი ცხოველ არიან აქამომდე |
3 | და ორთავეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება. | 3 | და უმჯობეს ამათ ორთასავე, რომელი არღა იყოს, რომელმან არღა იხილა ქმნილი ესე ბოროტი, რომელნი იქმნებიან ცასა ქუეშე |
4 | ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა. | 4 | და ვიხილე ყოველი შრომაჲ და ყოველი მჴნექმნილთაჲ, რამეთუ შური კაცისაჲ მოყუსისაგან თჳსისა. და ესეცა ამაო და ჴდომა სულისა |
5 | ბრიყვს გულზე ხელი დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს. | 5 | უგუნურმან მოისხნა ჴელნი მისნი და შეიჭამნა ჴორცნი მისნი |
6 | ერთი პეშვი სიმშვიდე სჯობს მთელ კალთა გარჯას და ფუჭ საზრუნავს. | 6 | უმჯობეს არს მჭელი სავსე განსუენებითა უფროს სავსეთა ორთა მჭელთასა შრომით და ჴდომითა სულისაჲთა |
7 | კიდევ და კიდევ განვიცადე ამაოება ამ მზისქვეშეთში. | 7 | და მოვიქეც მე და ვიხილე ამაოებაჲ მზესა ამას ქუეშე |
8 | არსებობს კაცი მარტოხელა, არ ჰყავს არავინ, არც ძმა, არც შვილი, ხოლო მის შრომას ბოლო არ უჩანს და ვერ გაძღება მისი თვალი დოვლათის ხილვით. ვისთვისღა ვშრომობ და სიამეს რისთვის ვიკლებდი? ამაოება არის ესეც და ფუჭი საქმე. | 8 | არს ერთი და არა არს მეორე, და ძე და ძმაჲ არა არს მისი. და არა არს დასასრული ყოვლისა შრომისა. და თუალნი მისნი ვერ განძღებიან სიმდიდრითა, და ვისთჳსმე ვშურები და დავაკლებ სულსა ჩემსა კეთილისაგან? და ესეცა ამაო და მოტაცება ბოროტ არს |
9 | მარტო ყოფნას სჯობს ორნი იყვნენ, რადგან კეთილად მიეზღვებათ მათ საშრომელში. | 9 | უმჯობეს არიან ორნი ერთისა, რომელ არს მათდა სასყიდელი, კეთილ არს შრომასა შინა მისსა |
10 | თუ დაეცნენ, ერთი მაინც წამოაყენებს თავის ამხანაგს. მაგრამ ვაი, მარტომყოფს, თუ დაეცა ვინღა უშველის? | 10 | უკეთუ დაეცნენ, ერთმან აღადგინოს მოყუასი თჳსი. და ვაჲ ერთისა მის, უკეთუ დაეცეს და არა ვინ იყოს მეორე, რომელმან აღადგინოს იგი |
11 | თუ ორნი დაწვნენ, გათბებიან; მარტომყოფს კი რაღა გაათბობს! | 11 | და უკეთუ დაწვნენ ორნი, განტფენ იგინი და ერთი იგი ვითარმე განტფეს |
12 | თუ ერთს დასძლევს ვინმე, ორი ხომ გაუმკლავდება. მალე არ გაწყდება სამმაგი ძაფი. | 12 | და უკეთუ განძლიერდეს ერთი იგი, ორნი ესე დადგენ წინაშე მისსა, და საბელისმოდებული არა ადრე განსქდეს |
13 | ღატაკი, მაგრამ ბრძენი ყმაწვილი სჯობს მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც უკვე ვერას ისწავლის. | 13 | უმჯობეს არს მონაჲ გლახაკი და ბრძენი უფროსღა მეფისა მოხუცებულისა და უგუნურისა, რომელმან არა ცნა კრძალულებაჲ |
14 | რადგან იგი საპყრობილიდანაც გამოვა მეფედ, თუნდაც თავის სამეფოში უპოვრად იშვას. | 14 | რამეთუ სახლისაგან საპყრობილისა გამოვიდეს მეფობად, და რამეთუ მეფობასა შინა მისსა იქმნა გლახაკ |
15 | ვიხილე: ყოველ მკვიდრს მზისქვეშეთში ყმაწვილი ახლავს, ეს მისი სხვაა, მის ნაცვლად დადგება. | 15 | ვიხილენ ყოველნივე ცხოველნი, რომელნი ვლენან მზესა ქუეშე ჭაბუკისა მის თანა მეორისა, რომელი დადგეს მის წილ |
16 | არ უჩანს დასასრული ხალხს, ვინც მათ უწინარეს იყო, და არც შემდგომნი მოინატრებენ მათ. რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა. | 16 | არა არს დასრულება ყოვლისა ერისა. ყოველთავე, რომელნი იყვნეს უწინარეს მათსა და უკანასკნელ არავე იხარებდენ მათ ზედა, რამეთუ ესეცა ამაო და ჴდომა სულისა |
17 | ფეხს ნუ აუჩქარებ ღვთის სახლისკენ მიმავალი; გაფრთხილდი, მსხვერპლი უგუნურთა მსგავსად არ შესწირო, რადგან არ უწყიან, უკეთურებას რომ სჩადიან. | 17 | დაიცევ ფერჴი შენი, ვიდრემდე ხუალ სახლსა შინა ღმრთისასა, რამეთუ მივახლე სმენად |
18 | უმჯობეს არს მორჩილება ვიდრეღა საცემელთა უგუნურთასა, რამეთუ არამეცნიერ არიან ყოფად კეთილისა |