1 |
არის ბოროტება, რომელიც ვიხილე მზისქვეშეთში და მძიმეა იგი კაცთათვის.
|
|
|
2 |
მისცემს კაცს ღმერთი ქონებას, სიმდიდრეს და დიდებას, და
აჰა, ყველაფერი აქვს, რაც კი ინატრა, მაგრამ ღმერთი არ მოახმარებს და სხვა,
უცხო ვინმე, მოიხმარს. ამაოება არის ეს და უბედურება. |
|
|
3 |
კიდეც რომ შვას კაცმა ასი შვილი და იცოცხლოს მრავალი
წელი, მაგრამ ვერ იგემოს სიამე და საფლავიც აღარ ეღირსოს, ვიტყვი, უჯობდა
დედის მუცელს მოწყვეტილიყო. |
|
|
4 |
ფუჭად რომ მოვიდა და ბნელში წავიდა, ბნელში რომ დაინთქა
სახელი მისი; |
|
|
5 |
ვისაც მზე არ უნახავს და არც გაუგია, იმ კაცზე უფრო
მოსვენებულია. |
|
|
6 |
თუნდაც იცოცხლოს ორი ათას წელს და ვერაფერი სიკეთე ნახოს,
რა ბედენაა, მაინც ყველა ერთ ადგილს მივა. |
|
|
7 |
ადამიანის ყოველი შრომა პირისთვისაა, მაგრამ სული არ
აღივსება. |
|
|
8 |
რადგან რა უპირატესობა აქვს ბრძენს უგუნურზე? ან და
ღატაკს, რომელმაც იცის, როგორ გაუძლოს ცხოვრებას? |
|
|
9 |
სჯობს თვალით ნახო, ვიდრე გულს აჰყვე - ამაოება არის ესეც
და ქარის დევნა. |
|
|
10 |
რაც კი არსებობს, ყოველივეს დიდი ხანია სახელი ჰქვია; არ არის კაცი, ესეც ცნობილია:
ძლიერთან დავა კაცს არ შეუძლია. |
|
|
11 |
ბევრი რამეა, ამაოებას რომ ამრავლებს; რა უპირატესობა აქვს კაცს?
|
|
|
12 |
რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც
აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ. |
|
|