1 |
ეს ყოველივე გულში ჩავიდევი და გამოვიკვლიე ეს ყველაფერი, რომ მართალნი, ბრძენნი
და მათი ნამოქმედარნი ღვთის ხელთაა; არც სიყვარული, არც სიძულვილი არ უწყის კაცმა
და არც სხვა რამე, რაც მის წინაა.
|
|
|
2 |
ერთი ხვედრი აქვს ყველას: მართალს და უკუღმართს, კეთილს
და ბოროტს, სუფთას და მირეულს, მსხვერპლის შემწირველს და მსხვერპლის
არშემწირველს, როგორც კეთილს, ისე ცოდვილს, როგორც მოფიცარს, ისე ფიცის
მოშიშს. |
|
|
3 |
უბედურებაა მზისქვეშეთში, რომ ყველას ერთი ხვედრი აქვს;
ადამის ძეთა გულებიც აღსავსეა სიბოროტით და სიშლეგეა მათ გულებში, ვიდრე
ცოცხლობენ; ამის შემდგომ კი მკვდრებში გადავლენ. |
|
|
4 |
რადგან ცოცხლებში შერაცხილს კიდევ აქვს იმედი; რადგან
ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომის უმჯობესია. |
|
|
5 |
რადგან ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი
არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა
დავიწყებას მიეცა. |
|
|
6 |
წარხდა მათი სიძულვილიც, შურიც და ტრფობაც; აღარ ექნებათ,
აწ და მარადის წილი იმაში, რაც მზის ქვეშ ხდება. |
|
|
7 |
წადი, მხიარულად ჭამე შენი პური და გულის სიხარულით სვი
შენი ღვინო, რაკი ღმერთმა მოგიწონა ნამოქმედარი. |
|
|
8 |
მუდამ სპეტაკი გქონდეს სამოსელი და ზეთი არ მოაკლდეს თავს
შენსას. |
|
|
9 |
დატკბი სიცოცხლით ქალთან ერთად, რომელიც გიყვარს შენს
წუთისოფელში, და რომელიც მოგცა ღმერთმა მზისქვეშ შენს წუთისოფელში, რადგან
ესაა შენი ხვედრი სიცოცხლეში და იმ შრომაში, რასაც შენ მზისქვეშ ეწეოდი. |
|
|
10 |
რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი,
ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ. |
|
|
11 |
ისიც შევიტყვე ამ მზისქვეშეთში, რომ მკვირცხლთა ნებაზე არაა რბოლა, არც მამაცთა
ნებაზეა ომი, არც ბრძენთა ნებაზეა პური, არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე, არც
მცოდნეთა ნებაზეა მადლი; რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს. |
|
|
12 |
რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახვეული თევზებივით და მახეში
გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც
მოულოდნელად ეწევა მათ. |
|
|
13 |
ეს სიბრძნეც შევიტყვე მზისქვეშეთში და საგულისხმოდ შევრაცხე იგი: |
|
|
14 |
იყო ქალაქი მცირე და ხალხიც ცოტა; მოადგა ქალაქს დიდი მეფე, ალყა შემოარტყა და
შემოაშენა დიდი სიმაგრეები. |
|
|
15 |
აღმოჩნდა იქ კაცი ვინმე უპოვარი, მაგრამ ბრძენი და იხსნა ქალაქი თავისი სიბრძნით,
მაგრამ უპოვარი იგი არავის აღარ გახსენებია. |
|
|
16 |
ვთქვი: სიბრძნე ძალზე უპირატესია, მაგრამ უპოვარის სიბრძნეს აბუჩად იგდებენ და მის
სიტყვებს ყურს არავინ უგდებს. |
|
|
17 |
ბრძენთა სიტყვები, წყნარად ნათქვამი, უმჯობესია, ვიდრე სულელთა მთავრის ყვირილი. |
|
|
18 |
ბრძოლის საჭურველს სიბრძნე სჯობია, ერთი ცოდვილი კი ბევრ სიკეთეს დაღუპავს. |
|
|