ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე.

1

და სთქუა მას დღესა შინა: გაკურთხევ შენ, უფალო, მით, რამეთუ განმირისხენ მე, და გარემიიქციე გულისწყრომა შენი ჩემგან და შემიწყალე მე.

2 აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი. 2 აჰა, ღმერთი ჩემი, მაცხოვარი უფალი. და მოსავ ვიყო მისდამი და ვცხოვნდე მის მიერ. და არ შევიშინო მით, რამეთუ დიდებაჲ ჩემი და ქებაჲ ჩემი არს უფალი და მეყო მე მაცხოვარ.
3 სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან. 3 აღმოივსეთ წყალი მხიარულებითა წყაროთაგან ცხორებისათა.
4 იტყვით იმ დღეს: მადლობდეთ უფალს, ახსენებდეთ მის სახელს, აცხადებდეთ მის საქმეებს ხალხებში, გაახსენებდეთ რომ მაღალია მისი სახელი. 4 სთქუა მას დღესა შინა: უგალობდით უფალსა, ჴმა-ყავთ სახელი მისი, მიუთხრენით წარმართთა შორის დიდებულნი მისნი, მოიჴსენეთ, რამეთუ ამაღლდა სახელი მისი.
5 უმღერეთ უფალს, რადგან დიდებულად იღვაწა, მთელ ქვეყანას მოედო ეს ამბავი. 5 საგალობელ-ყავთ სახელი უფლისაჲ, რამეთუ მაღალნი ქმნნა. მიუთხრენით ესენი შორის ყოვლისა ქუეყანისა.
6 იხარე და იზეიმე, სიონის ასულო, რადგან დიდია თქვენ შუაგულში ისრაელის წმიდა! 6 იხარებდით და იშუებდით დამკჳდრებულნი სიონს, რამეთუ ამაღლდა წმიდაჲ ისრაჱლისა, საშუალ მისსა.