ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ: |
1 |
ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, ძჳნად ბაბილონისა. |
2 | ხმელ გორზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით. | 2 | მთასა ზედა ევლოანსა აღიღეთ სასწაული, აღიმაღლეთ ჴმაჲ თქუენი, ნუ გეშინინყე. ნუგეშინის-ეცით ჴელითა, აღაღეთ მთავართა. |
3 | მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ. | 3 | მე დავაწესო, განწმენდილნი არიან, და მე შევკრიბნე იგინი; გმირნი მოვლენ დაცხრობად რისხვისა ჩემისა, მოხარულნი ერთბამად და მაგინებელნი. |
4 | მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს. | 4 | ჴმაჲ ნათესავთა მრავალთა მთათა ზედა მსგავსი ნათესავთა მრავალთა, ჴმა მეფეთა და ნათესავთა შეკრებულთა. უფალმან საბაოთ უბრძანა ნათესავსა საჭურველით მბრძოლისა |
5 | შორი ქვეყნებიდან, ცის კიდიდან მოდიან, უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად. | 5 | მოსლვა ქუეყანისაგან შორიელისა მწუერვალისაგან საფუძველისა ცისასა უფალმან და საჭურველით მბრძოლთა მისთა განხრწნად ყოვლისა მკჳდროვნისა და ცოდვილთა წარწყმედად მისგან. |
6 | მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან. | 6 | ვალალაებდით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ და შემუსრვა ღმრთისა მიერ მოიწიოს. |
7 | ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული შემდრკალია. | 7 | ამისთჳს ყოველი ჴელი დაიჴსნას და ყოველი სული კაცისა შეშინდეს. |
8 | შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ. | 8 | და შეშფოთნენ მოციქულნი და სალმობამან შეიპყრნეს იგინი, ვითარცა დედაკაცისა მშობიერისამან. და ძჳრხილულ იქმნენ მოყუასი მოყუსისა მიმართ, და განჰკრთენ და პირი მათი, ვითარცა ალი, შეცვალონ. |
9 | აჰა, დადგა უფლის დღე - დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან. | 9 | რამეთუ, აჰა, დღე უფლისაჲ მოვალს უკურნებელი გულისწყრომისა და რისხვისა, დადებად მკჳდროანი სრული ოჴრად, და ცოდვილთა წარწყმედად მისგან, |
10 | რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს. | 10 | რამეთუ ვარსკულავთა ცისათა და ორიონმან და ყოველმან სამკაულმან ცისამან არ მოსცენ ნათელი მათი, და დაბნელდეს მზისა აღმომავალისა და მთოვარემან არ მოსცეს ნათელი თვისი. |
11 | მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ. | 11 | და ვამცნო სოფლისა ყოვლისა ძჳრნი და უთნოთა ცოდვანი მათნი, და წარვწყმიდო გინება უშჯულოთა და გინება ამპარტავანთა დავამდაბლო. |
12 |
დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს - ოფირის ზოდზე მეტად. |
12 |
და იყვნენ დატევებულნი პატიოსან უფროს, ვიდრე ოქროჲ სოფირული უცეცხლო, და კაცი უფროს პატიოსან იყოს, ვიდრე ქვა სოფირული, |
13 | ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის გულისწყრომისას და მისი რისხვის ანთების დღეს. | 13 | რამეთუ ცაჲ გულმწყრალ იქმნას. და ქუეყანა შეირყიოს საფუძველთათგან მისთათ გულისწყრომისა მიერ რისხვისა უფლისა საბაოთისა, დღესა შინა, რომელსაცა მოიწიოს რისხვა მისი. |
14 | შეიქნებიან დევნილი ქურციკებივით და უმწყემსოდ დარჩენილ ფარასავით; ყველა თავის ხალხს მიაშურებს, ყველა თავის ქვეყნისკენ გაიქცევა. | 14 | და იყვნენ დაშთომილნი, ვითარცა ქურციკი მლტოლვარვ და ვითარცა ცხოვარი ცთომილი და არა იყოს შემკრებელ, ვიდრემდის კაცისა ერისა მიმართ თჳსისა მიქცევად და კაცისა სოფლისა მიმართ თჳსისა დევნად, |
15 | ვისაც მიასწრებენ, განგმირავენ, ვისაც დაიჭერენ, მახვილით დასცემენ. | 15 | რამეთუ, რომელიცა შევიცვა, იძლიოს და, რომელნი შეკრებულნი არიან, მახჳლითა დაეცნენ. |
16 | მათი ჩვილები მათ თვალწინ გაიჭეჭყებიან, მათი სახლები გაიძარცვება, მათი ცოლები გაუპატიურდებიან. | 16 | და შვილნი მათნი წინაშე მათსა განხეთქნენ და ცოლნი მათნი მიიყვანნენ და სახლნი მათნი წარიტყუენნენ. |
17 | აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ. | 17 | აჰა, აღვადგენ თქუენ ზედა მიდთა, რომელნი ვეცხლსა არ შეჰრაცხენ, არცა ოქროსა ჴსენება აქუსყე. |
18 | მათი მშვილდები ყმაწვილკაცებს შემუსრავს; მუცლის ნაყოფს არ შეიწყალენენ, ბავშვებს არ შეიბრალებს მათი თვალი. | 18 | მშჳლდვანი ჭაბუკთანი შემუსრნენ და შვილნი თქუენნი არ შეიწყალნენ, არცა ძეთა შენთა ზედა ერიდნენ თუალნი მათნი. |
19 | ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას. | 19 | და იყოს ბაბილონი, რომელი იწოდების დიდებულ მეფისაგან ქალდეველთასა, ვითარსახედ დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ. |
20 | არასოდეს გაკაცრიელდება და არ გაშენდება უკუნისამდე; არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ. | 20 | არდამკჳდრებულ იქმნეს საუკუნესა ჟამსა, არცა არ შევიდენ მისდამი მრავალთა მიერ ნათესავთა, არცა არ განვლონ იგი არაბთა, არცა მწყემსთა არ განისუენონ მას შინა. |
21 | უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ იქაურობას. | 21 | და განისუენებდენ მუნ მჴეცნი და აღივსნენ სახლნი ჴმითა, და განისუენებდენ მუნ სირინოსნი და ეშმაკებნი როკვიდენ მუნ. |
22 | ტურები მოჰყვებიან კივილს გაოხრებულ სასახლეებში და ველური ძაღლები აყმუვლდებიან მის საზეიმო დარბაზებში; მოაწევს მისი ჟამი და მისი დღეები აღარ გაგრძელდება. | 22 | და ვირკინტავროსნი დაემკვიდრნენ მუნ და ბუდე შექმნან გრძღაბთა ექინთა სახლთა შინა მისთა. |