ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოაბის განაჩენი. იმ ღამით, როცა გაძარცვეს ყარი, გაცამტვერდა მოაბი, რადგან იმ ღამით გაძარცვეს კირი, გაცამტვერდა მოაბი.

1

სიტყვა ძჳნად მოაბელასი - ღამე წარწყმდეს მოაბელა, რამეთუ ღამე წარწყმდეს ზღუდე მოაბელისი.

2 ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს. 2 დაწუხენით თავთა ზედა თქუენთა, რამეთუ წარწყმდა დებონი, სადა ბომონი თქუენი აღეშენა. მუნ აღვედით ტირილად ნადავავსა ზედა და მიდავასა მოაბელაჲსსა ვალალაებდით, ყოველსა ზედა თავსა სიმტიერე, ყოველნი მკლავნი შეკუეთილებ.
3 ქუჩებში ჯვალო არტყიათ, ბანებზე და მოედნებზე ყველა გოდებს, ცრემლად იღვრებიან. 3 უბანთა ზედა მისთა გარემოირტყთ ძაძები და იტყებდით ერდოებსა ზედა მისსა, და ურაკპარაკთა შორის მისთა. ყოველნი ვალალაებდით ტირილით.
4 კივის ხეშბონი და ელყალე, იაჰაცას წვდება მათი ხმა; ამიტომ აყვირდნენ მოაბის მებრძოლები, შეშფოთებულია მისი სული. 4 რამეთუ ღაღად-ყო ესსევონმან და ელეალამან, ვიდრე იასსამდე ისმა ღაღადება მათი. ამისთჳს წელნი მოაბელისნი ჴმობენ, სულმან მისმან ცნას.
5 ჩემი გული კვნესის მოაბზე, მისი დევნილნი ცოღარში აფარებენ თავს, ყეგლათ-შელიშიაში; რადგან მოთქმა-მოთქმით მიჰყვებიან ლუხითის აღმართს, რადგან განწირული ხმით კივიან ხორონაიმის გზაზე. 5 გული მოაბელაჲსი ჴმობს თავსა შორის თჳსსა, ვიდრე სიგორამდე, რამეთუ დიაკეული არს სმნიერი, ხოლო აღსავალსა ზედა ლუითისასა მტირალნი აღვიდენ შორის გზასა არონიიმისასა. ჴმობს შემუსრვაჲ და საარება და შერყევაჲ.
6 რადგან გაოხრდა ნიმრიმის წყლები, რადგან დაჭკნა ბალახი, განადგურდა მდელო, მწვანე აღარ არის. 6 წყალი ნევრიმისა ოჴერ იყოს, და თივა მისი ყოველი მოაკლდეს, რამეთუ თივა ნედლი არა იყოს.
7 ამიტომ ტირიფთა ხევიც კი წაიღებს მათ ნარჩენებს და მარაგს. 7 ნუ ეგრეთცა ეგულების განრომა, რამეთუ დავასხნე ჴევნებსა ზედა არაბნი და მიიღონ იგი,
8 დაუარა მოთქმამ მოაბის საზღვრებს, გოდება მისწვდა ეგლაიმს და გოდება მისწვდა ბეერ-ელიმს. 8 რამეთუ შეერთო ჴმობა საზღვრისა მოაბელისი თაილიიმსა და ვალალაები მისი ვიდრე ჯურღმულამდე ელიმისა,
9 რადგან სისხლით აივსო დიმონის წყლები, რადგან ამას არ ვაკმარებ დიმონს, ლომებს მივუსევ მოაბის ნარჩომს და მიწის ნატამალს! 9 რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლისა ზედა არაბნი და აღვიღო თესლი მოაბისა და არიელისა და ნეშტი ადამაჲსა განვავლინო, ვითარცა ქუეწარმძრომელნი ქუეყანასა ზედა.