ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გაუგზავნეთ კრავი ქვეყნის მპყრობელს სელაყიდან სიონის ასულის მთაზე უდაბნოს წიაღ! |
1 |
ნუ კლდე ოხრებისა არსა მთა ასული სიონისა? |
2 | ბუდემოშლილი, დევნილი ფრინველივით იქნებიან მოაბის ასულნი არნონის ფონებთან. | 2 | რამეთუ იყოს, ვითარცა მფრინველისა აღფრინვებულისა, ბუდე მოშლილი ასული მოაბისა? |
3 | მიეცი რჩევა, ქმენი სამართალი, გადმოაფარე შენი ჩრდილი შუადღისას, როგორც ღამით; დაიფარე ლტოლვილი, ნუ გასცემ დევნილს. | 3 | ხოლო ამისა შემდგომად არონოსათჳს უმრავლესთა განიზრახევდ: ყავთ საფარველი გოდებისა მათისა სამარადისოდ სამხრისა, შორის სიბნელედ ივლტიან. |
4 | შეგეხიზნონ ჩემი ლტოლვილი მოაბელები, შეიფარე ყაჩაღებისგან, ვიდრე არ შეწყდება მძლავრობა, ვიდრე ბოლო არ მოეღება ყაჩაღობას, ვიდრე დამთრგუნველი არ გადაშენდება ამ ქვეყნიდან, | 4 | განჰკრთეს, ნუ შესწუხნები, მსხემ გექმნებიან შენ ლტოლვილნი მოაბისანი. იყვნენ საფარველ თქვენდა პირისაგან მდევარისა, რამეთუ წარჴდა თანამბრძოლები შენი და მთავარი წარწყმდა, რომელი თრგუნვიდა ქუეყანასა ზედა. |
5 | და წყალობით დამყარდება ტახტი და რწმენით დაჯდება მასზე დავითის კარავში მსაჯული, მსჯავრის მძებნელი და მოსწრაფე სამართლის ქმნაში. | 5 | და განემართოს წყალობით საყდარი და დაჯდეს მას ზედა ჭეშმარიტებისა თანა კარავსა შინა დავითისსა განმკითხველი და გამომეძიებელი მშჯავრსა და მოსწრაფე სიმართლესა ზედა. |
6 | გვსმენია მოაბის ყიფი, მეტისმეტი სიამაყე, მისი ქედმაღლობა, მისი მედიდურობა, მისი სიცოფე, ფუჭი ქადილი. | 6 | გუესმა გინება მოაბისა, მაგინებელი ფრიად. ამპარტავანება მისი აღვიღე და გინება მისი და ბორგა მისი, არა ესრეთ მისნობა შენი, |
7 | ამიტომ ივალალოს მოაბმა, ყველამ ივალალოს მოაბზე. იგლოვეთ კირ-ხარესეთის ტყლაპები, განადგურებულნო! | 7 | არა ესრეთ, - ვალალაებს მოაბ, - რამეთუ მოაბელას თანა ყოველნი ვალალაებენ დამკჳდრებულთა სელეკისათა წურთასა, და არა ჰრცხუენეს. |
8 | რადგან გადახმა ხეშბონის ყანები, სიბმას ვენახები; ხალხთა მბრძანებლებმა აკაფეს მისი რჩეული ვაზი, იაყზერამდე, უდაბნოში რომ მიიკლაკნებოდა, მისი გაშლილი რტოები ზღვის გაღმა რომ უწვდენდა. | 8 | ველთა ესებონისათა, იგლოოს ვენაჴმან სევამაჲსმან, შთამნთქმელთა წარმართთა დათრგუნენით ვენაჴნი მისნი, ვიდრე იაზირამდე არა შეიყვანეთ, შესცთეთ უდაბნოს, მოვლინებულნი მის მიერ დაშთომილ იქმნეს, რამეთუ წიაღჴდეს ზღუასა. |
9 | ამიტომ დავიტირებ იაყზერის ტირილით სიბმას ვენახს, ჩემი ცრემლებით მოგრწყავთ, ხეშბონო და ელყალე, რადგან თქვენს რთველში და მკაში ჩამწყდარია ჰედადის ძახილი. | 9 | ამისთჳს ვსტიროდი, ვითარცა ტირილსა იაზირისსა, ვენაჴსა სევამაჲისსა. ხევნარნი შენნი დაამჴუნა ესსებონ და ელეალი, რამეთუ სამკალსა ზედა და სასთულებელსა ზედა შენსა მწყობრი დამთრგუნველთა დაეცა და ყოველი დაეცეს. |
10 | ლხენა და სიხარული წაერთვა ქარმელს და ვენახებში აღარ გაისმება სიმღერა და გუგუნი, საწნახლებში ღვინოს აღარ წურავენ; შევწყვიტე ჰედადის ძახილი. | 10 | და აღებულ იქმნეს შუებაჲ და სიხარული ვენაჴთაგან და ვენაჴთა შინა შენთა არა იშუებდენ და არ დაიწნიხონ ღვინო საწნეხელთა შინა, რამეთუ დასცხრა ბრძანება. |
11 | ამიტომაც ქნარივით თრთის ჩემი შიგნეული მოაბზე და ჩემი გული - კირ-ხარესზე. | 11 | ამისთჳს მუცელი ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ქნარი ჴმისაჲ სცემდეს, და შინაგანნი ჩემნი, ვითარცა ზდუდე, რომელი განაახლე. |
12 | აჰა, გამოჩნდება დაქანცული მოაბი გორაკზე და შევა თავის საწმიდარში სალოცავად, მაგრამ არაფერი ეშველება. | 12 | და იყო ვიდრე შერცხჳნებული შენ, რამეთუ დაშურა მოაბაჲ ბომონთა მისთა ზედა და შევიდეს ჴელითქმნულთა მიმართ მისთა ზედა, რაჲთა ილოცოს და ვერ შეუძლონ განრინებად მისსა. |
13 | ეს არის სიტყვა, რომელიც რა ხანია წარმოთქვა უფალმა მოაბზე. | 13 | ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან მოაბსა ზედა, ოდეს-იგი თქუა, და აწცა თქუა უფალმან მეტყუელმან: |
14 | ახლა კი ასე ამბობს უფალი: სამ წელიწადში, ქირავნობის ვადაში, დამცირდება მოაბის დიდება, თუმცა დიდია სიმრავლე მათი და მცირედიღა იქნება ნარჩომი, არად ჩასაგდები. | 14 | სამთა წელთა შინა მოსასყიდლისათა უპატივო იქმნას დიდებაჲ მოაბისა ყოველსა შინა სიმდიდრესა მრავალსა, და დატევებულ იქმნეს შემცირებული და არა პატივცემული. |