ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვაი, ქვეყანას, ფრთებმოშრიალეს, ქუშის მდინარეთა გაღმა!

1

ვაჲ ქუეყანისა უმრავლესთა ნავთა ფრთეთა მიერ კერძო მდინარეთა ეთიოპიისათა,

2 ზღვით რომ აგზავნით მალემსრბოლებს წყალზე მოცურავე ლერწმის - ნავებით! გასწით, მკვირცხლთ მოციქულნო, მოჭიმულ და ალესილ ხალხთან, საშიშარ ერთან დასაბამიდან დღესამომდე, ხალხთა დამთრგუნველთან და გამთელავთან, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ! 2 რომელი მიავლენდა ყოველთა წარმართთა ზღჳსა შორის ომირაჲსსა და ეპისტოლეთა წიგნებთა ზედაკერძო წყლისა, რამეთუ ვიდოდიან ქადაგნი სუბუქნი ნათესავისა მიმართ განსაცხრომელისა და უცხოსა ერისა და უსახურისა, ვინ მისსა მიერ კერძო ნათესავი უსასო და დათრგუნვილი.
3 ქვეყნიერების მკვიდრნო და მიწის ბინადარნო, თვალი გეჭიროთ, როცა დროშა აღიმართება მთებზე და ყური უგდეთ, როცა ბუკს დაჰკრავენ! 3 აწ დაიტაცეს მდინარეთა ქუეყანისათა ყოველთა, ვითარცა სოფელი დამკჳდრებული. დამკჳდრებულ იქმნეს სოფელი მათი, ვითარცა ნიშანი აღებულ იქმნეს მთისაგან, ვითარცა ჴმაჲ საყჳრისა სასმენელ იყოს
4 რადგან ასე მითხრა უფალმა: მე მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამყოფლიდან ხვატის კაშკაშივით მოწმენდილზე, ნამის ღრუბელივით მკის პაპანებაში; 4 მით, რამეთუ ესრეთ მრქვა მე უფალმან: კრძალულება იყოს ქალაქსა შინა ჩემსა, ვითარცა ნათელი სიცხისა შუადღისა და ვითარცა ღრუბელი ცუარისა დღესა ლეწვისასა.
5 რადგან რთველის წინ, როცა გადასული იქნება ყვავილობა და ნაყოფი დამწიფებული, დანით აკაფავს ლერწმებს და ყლორტებს მოაშორებს ვაზს. 5 იყოს წინაწარ მკისა, ოდეს დასრულდეს ყუავილი და კაწახი აღყუავნეს, ყუავილი მკაწახობი და მიუხუნეს მტევნები მცირენი მანგალთა და რტოებნი მიუხუნეს და აღმოჭრნეს.
6 ყველაფერი მთის ონავარ ფრინველებს და მიწის მხეცებს დარჩებათ; დაიზაფხულებენ იქ ონავარი ფრინველები და მიწის ყოველი მხეცი იქ დაიზამთრებს. 6 და დაუტევნეს ერთბამად მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეაყანისათა და შეკრბენ მის ზედა მფრინველნი ცისანი და ყოველნი მჴეცნი ქვეყანისანი მას ზედა მოვიდენ.
7 იმ დღეს ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს ცაბაოთ უფლის სახელის ადგილზე, სიონის მთაზე, მოჭიმული და ალესილი ერი, დასაბამიდან დღესამომდე საშიშარი ერი, ხალხი დამთრგუნველი და გამთელავი, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ. 7 მას ჟამსა შინა შესწირონ ძღუენი ღმერთსა საბაოთს ერისაგან შეიწრებულისა და განკაფულისა და ერისაგან დიდისა ამიერითგან და საუკუნომდე ჟამად; ერი მოსავი და დათრგუნვილი, რომელ არს ნაწილსა შინა მდინარისა სოფლისა მისისასა ადგილსა, რომელსა სახელი უფლისა საბაოთისი ზედწოდებულ არს - მთა სიონი.