ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ხილვის ხეობის განაჩენი. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ? |
1 |
სიტყუა ჴევისა სიონისა: რაჲ იქმნა შენდა აწ, რამეთუ აღხუედით ყოველნი ერდოებთა ამაოთა? |
2 | გნიასით სავსევ, აჩოჩქოლებულო ქალაქო, შფოთიანო ქალაქო! შენი განგმირულნი მახვილით არ განგმირულან და ბრძოლაში არ დახოცილან. | 2 | აღივსო ქალაქი მღაღადებელთაგან, ქალაქი მოზახული, წყლულნი შენნი არა წყლულნი მახჳლისანი, არცა მკუდარნი შენნი მკუდარნი ბრძოლისანი. |
3 | შენი მთავრები, ყველანი ერთად, მშვილდს გაექცნენ, ყველა შენი მოძიებული შებორკილია, ყველა შორს გაქცეული შებორკილია! | 3 | ყოველნი მთავარნი შენნი წარივლტნეს ერთბამად მშჳლდისა მიერ, და წარსხმულნი ფიცხლად შეკრულნი არიან, და შემძლებელნი შენ შორის შორად წარივლტოდეს. |
4 | ამიტომ ვთქვი: დამეხსენით, ტირილით გავმწარდები! არ მანუგეშოთ ჩემი ერის ასულის დაღუპვის გამო. | 4 | ამისთჳს ვთქუ: ფლობილ-მყავთ მე, მწარედ ვიტირო. ნუ განსძლიერდებით ნუგეშინის-ცემად ჩემდა, შემუსრვასა ზედა ასულისა ერისა ჩემისასა, |
5 | რადგან ზრიალის, დგრიალის და ფორიაქის დღე ხილვის ხეობაში მეუფისგან, ცაბაოთ უფლისგანაა; გალავანს ანგრევს და კივილი მთას სწვდება. | 5 | რამეთუ დღე შფოთებისა და წარწყმედისა და დათრგუნვილებისა და შეცთომილებისა უფლისა მიერ საბაოთისსა; შორის ჴევსა სიონისასა სცთებიან მცირითგან ვიდრე დიდადმდე, სცთებიან მთათა ზედა. |
6 | ელამს კაპარჭი მოაქვს, ეტლოსნები და მხედრები მოდიან, და კიროსმა ფარი გააშიშვლა. | 6 | ხოლო ელამიტელთა მოიღეს ფარები ამჴედრებულთა ცხენთა ზედა და შესაკრებელთა განწყობილისა. |
7 | შენი რჩეული ყანები ეტლებმა აგივსეს და ცხენოსნები კარიბჭეს მიაწყდნენ. | 7 | და იყვნენ, რჩეულნი ჴევნებნი შენნი აღივსნენ ეტლებითა, ხოლო ცხენთა აღმოყორნენ ბჭენი შენნი. |
8 | აეხადა საფარველი იუდას და შენ მოიკითხე იმ დღეს საჭურველი მაღნარის სახლში. | 8 | და გამოაჩინენ ბჭენი იუდასნი და მიჰხედვიდენ მას დღესა რჩეულთა მიმართ სახლთა ქალაქისათა. |
9 | ნახეთ, რომ ბევრია ნაპრალი დავითის ქალაქში და ქვემო ტბორში წყალი დააგუბეთ. | 9 | და გამოაცხადებდენ დაფარულთა სახლებისა მწუერვალისა დავითისთა და ვიხილე, რამეთუ უმრავლესნი არიან და გარემიაქციეს წყალი ძუელისა საბანელისა ქალაქისა შორის. |
10 | აღრიცხული გაქვთ სახლები იერუსალიმში და ანგრევთ სახლებს გალავნის გასამაგრებლად. | 10 | და სახლნი იერუსალიმისისი აღრიცხუენით. და დავარღჳვნე სიმაგრედ ზღუდედ ქალაქისათა. |
11 | მოაწყვეთ წყალსატევი ორ კედელს შორის ძველი ტბორის წყლისათვის, მაგრამ არად აგდებთ მის შემქმნელს, არ უყურებთ მას, ვინც დასახა იგი დიდი ხნის წინათ. | 11 | და ჰქმენით თავისა თჳსისა წყალი საშუალ ორთა ზღუდეთასა უშინაგანეს ძუელისა საბანელისა. და არა მიხედენით პირველითგანვე მოქმედისა მიმართ მისისა, და მომგებელი მისი შორით არა იხილეთ. |
12 | იმ დღეს მოგიწოდათ მეუფემ, ცაბაოთ უფალმა, რომ გეტირათ და გეგლოვათ, თავი მოგეპარსათ და ჯვალო შემოგერტყათ წელზე. | 12 | და მოუწოდა უფალმან საბაოთ მას დღესა შინა ტირილსა და ტყებასა და აღპარსვასა და მორტყმასა ძაძისასა, |
13 | მაგრამ, აჰა, ლხინი და სიხარულია, ხარების ჟლეტა და ცხვრების ხოცვა, ხორცის ჭამა და ღვინის სმა. ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო. | 13 | ხოლო მათ ყვეს შუება და მხიარულება და მკლველთა ზუარაკებთასა და დამწყუედელთა ცხოვართასა, რაჲთა ჭამონ ჴორცი და სუან ღჳნო მეტყუელთა: ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვკუდებით. |
14 |
გამოეცხადა ჩემს ყურს ცაბაოთ უფლისაგან: არ გეპატიებათ ეს დანაშაული სიკვდილამდე, თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა. |
14 |
და აღსაბურველებულ არიან ესენი ყურთა შორის უფლისა ღმრთისა საბაოთისთა და არ მიგეტეოს თქუენ ცოდვა ესე, ვიდრემდისცა მოჰკუდეთ, - თქუა უფალმან ღმერთმან ძალთამან. |
15 | ასე თქვა მეუფემ, ცაბაოთ უფალმა: ადექი, მიდი მაგ კარისკაცთან, შებნასთან, სასახლეს რომ განაგებს; | 15 |
ამათ იტყჳს უფალი ღმერთი: ვიდოდე, შევედ პასტოფორიონად სომანისის მიმართ მეუნჯისა და არქუ მას: |
16 | აქ რა გესაქმება, აქ ვინა გყავს, აქ რომ ითხრი სამარეს? მაღალზე გაუჭრია საფლავი, კლდეში გამოუკვეთავს განსასვენებელი. | 16 | რაჲ შენდა აქა? და რაჲ არს შენი აქა? რამეთუ გამოჰკუეთე აქა თავისა შენისა საფლავი და ჰყავ თავისა შენისა მაღალი სამარე და დასწერე თავისა შენისა კარავი კლდესა შორის. |
17 | აჰა, დაგამხობს უფალი ძლიერი დამხობით და დაგჭმუჭნის, | 17 | აჰა, აწ უფალი საბაოთ გამოავლენს კაცსა აღსპოლვად შენდა და მიგიღოს შესამოსელი შენი და კიდარი შენი. |
18 | როგორც გორგალს გორგლად დაგგორგლავს, ბურთივით გაგაგორებს ვრცელ მიწაზე. იქ მოკვდები და იქ იქნება შენი დიდების ეტლები - შენი ბატონის სახლის თავსლაფი! | 18 | და გჳრგჳნი შენი დიდებული და განგაგდოს შენ სოფლად დიდად და განუზომელად, და მუნ მოჰკუდე, და დასვა საჭურველი შენი რჩეული შეურაცხქმნილად და სახლი მთავრისა შენისა დასათრგუნველად. |
19 | გადაგაყენებ შენი სამსახურიდან და გადავარდები შენი ადგილიდან. | 19 | და მოგსპოს შენ განმგეობისაგან შენისა და დგომისაგან შენისა დაგამჴუას შენ. |
20 | იმ დღეს მოვუხმობ ჩემს მორჩილს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს. | 20 | და იყოს მას დღესა შინა, უწოდო ყრმასა ჩემსა ელიაკიმსა ქელკისსა, |
21 | და შენი შესამოსელით შეგმოსავ, შენს სარტყელს შემოვარტყამ და ხელში ჩავაბარებ შენს ძალაუფლებას. ის იქნება მამა იერუსალიმის მკვიდრთათვის და იუდას სახლისთვის. | 21 | და შევჰმოსო მას შესამოსელი შენი და გჳრგჳნი შენი მივსცე მას, და მპყრობლობა და გასაგებელი შენი მივსცე ჴელთა მისთა; და იყოს, ვითარცა მამა იერუსალიმს შინა დამკჳდრებულთა შორის და კაცთა იუდასთა. |
22 | მხარზე გადავკიდებ დავითის სახლის გასაღებს და მის გაღებულს ვერავინ დაკეტავს; დაკეტავს და ვერავინ გააღებს. | 22 | და მივსცე მას კლიტე სახლისა დავითისა, მჴართა ზედა მისთა მიიღოს, და არა იყოს მჴდომ მისა, და დაკლიტოს და არა იყოს გამღებელ მისა; და განაღოს და არა ვინ იყოს დამკლეტელ მისა. და მივსცე მას დიდებაჲ დავითისი, და მთავრობდეს და არა იყოს მაცილობელ. |
23 | სამსჭვალივით ჩავარჭობ მყარ ადგილზე და მამამისის სახლის დიდების ტახტად შეიქნება. | 23 | და დავადგინო იგი მთავრად ადგილსა შორის სარწმუნოსა და იყოს საყდრად დიდებისა სახლისა მამისა მისისა. |
24 | მასზე ჩამოკიდებენ მამამისის სახლის მთელს დიდებას - მოდგმას და მონაშენს, ყველა მცირე ჭურჭელს თასიდან ყოველ ქოთნამდე. | 24 | და იყოს მოსავ მისადმი ყოველი დიდებული სახლსა შინა მამისა მისისასა მცირითგან ვიდრე დიდამდე, ყოველი ჭურჭელი მცირე ჭურჭლისაგან აგანოთთაჲსა, და იყვნენ დამოკიდებულ მისსა. |
25 | იმ დღეს, ამბობს ცაბაოთ უფალი, მოირყევა მყარ ადგილზე ჩარჭობილი სამსჭვალი, გადატყდება და ჩამოვარდება, და მოსწყდება ტვირთი, ზედ რომ აწევს, რადგან უფალმა ბრძანა. | 25 | მას დღესა შინა, - ამათ იტყჳს უფალი საბაოთ, - აღიძრას კაცი დამტკიცებული ადგილსა სარწმუნოსა და დაეცეს და მოისპოს, და მოესრულოს დიდებაჲ მყოფი მის ზედა, რამეთუ უფალი იტყოდა. |