ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს. |
1 |
მას დღესა მოაწიოს უფალმან მახჳლი წმიდაჲ და დიდი და ძლიერი ვეშაპსა ზედა გუელსა მლტოლვარესა, ვეშაპსა ზედა გუელსა გულარძნილსა, და მოკლას ვეშაპი მას დღესა ზღვასა შინა. |
2 | იმ დღეს იმღერეთ სანატრელ ვენახზე: | 2 | მას დღესა შინა ვენაჴი კეთილი გულისსათქუმელი, მთავრობა მის ზედა. |
3 | მე, უფალი, მცველი ვარ მისი, ყოველწამს ვარწყულებ და ვიცავ დღითა და ღამით, რათა არავინ დააზიანოს. | 3 | მე, ქალაქი მაგარი, ქალაქი გარემოცვული, ამაოდ ვასუამ მას, რამეთუ გამოღებულ იქნეს ღამე, ხოლო დღისი დაეცეს ზღუდე. |
4 | რისხვა არ არის ჩემში; მაგრამ დამიყარონ ბრძოლაში ნარ-ეკალი! გადავთელავ მათ და ერთიანად გადავწვავ. | 4 | არა არს, რომელი არ ზედდაესხა მას; ვინ დამდვას მე ცვად ლელწმისა ველსა შინა? ბრძოლისა ამისთჳს შეურაცხ-ვყავ იგი, აწ უკუე ამისთჳს ქმნნა უფალმან ყოველნი, რაოდენნი განაჩინნა. |
5 | ან მოეჭიდოს ჩემს სიმტკიცეს, ზავი დამიდოს, დამიდოს ზავი! | 5 | დავიწუხენ, ჴმობდენ ყოველნი დამკჳდრებულნი მათ შორის, ვყოთ მშჳდობა მისსა. მშჳდობა ვყოთ მომავალთა. |
6 | დადგება ჟამი და ფესვს გაიდგამს იაკობი, გაიხარებს და ყლორტებს გამოყრის ისრაელი და მთელს ქვეყნიერებას აავსებს ნაყოფით. | 6 | შვილნი იაკობისნი გამორჩნენ და აღყუავნეს ისრაჱლ, და აღივსოს მკჳდროანი ნაყოფითა მისითა. |
7 | თუ უგვემია იგი მისთა მგვემელთა გვემით, თუ უხოცია იგი მისთა მხოცელთა ხოცვით? | 7 | ნუ, ვითარცა მან დასცა, იგიცა იწყლასა ეგრეთ? ანუ ვითარცა მან მოკლა, იგიცა ეგრეთ მოიკლასა? |
8 | უკიდურეს რისხვაში შენ სჯი მას გადახვეწით. აიტაცებდა თავისი ძლიერი ქროლვით აღმოსავლეთის ქარიან დღეს. | 8 | მბრძოლმან და მაყუედრებელმან განავლინნეს იგინი. არა შენ ხარა მწურთელი სულითა შენითა მძჳნვარედ მოწყუედისა მათისა სულითა გულისწყრომისათა? |
9 | ამიტომ წარიხოცება ამით: იაკობის დანაშაული და, აჰა, ეს იქნება მისი ცოდვის მიტევების ნაყოფი; როცა კირის ნაფშხვენებივით აქცევს სამსხვერპლოს ლოდებს, როცა აღარ იდგებიან აშერები და მზის კერპები. | 9 | ამისთჳს მოისპოს უშჯულოვებაჲ იაკობისი. და ესე არს კურთხევა მისი, ოდეს მოუსპო მას ცოდვაჲ, ოდეს დაისხნენ ყოველნი ქვანი ბომონთანი დაჭრილებად, ვითარცა მტუერი წულილი, და არა ეგნენ კერპნი მათნი |
10 | რადგან უდაბნოსავით გამარტოსულდა ციხე-სიმაგრე. მიაგდეს და მიატოვეს საცხოვრებელი, ხბო დაბალახობს იქ, იქ ბინავდება და მის ფოთლებს კორტნის. | 10 | და ხენი მათნი მოკუეთილებ, ვითარცა მაღნარი შორიელი. დამკჳდრებული სამწყსოჲ განჭრილ იყოს, ვითარცა სამწყსო დატევებული, და იყოს მრავალ ჟამ საძოვნელად, და მუნ განისუენებდენ სამწყსონი. |
11 | როცა გახმება მისი ტოტები და ჩამოიმტვრევა, მივლენ ქალები, რომ ცეცხლი წაუკიდონ, რადგან უგუნურია ეს ხალხი, ამიტომ არ შეიბრალებს მისი შემქმნელი და მისი გამომსახველი არ შეიწყალებს. | 11 | და შემდგომად ჟამისა არა იყოს მისსა არარაჲ მწუანე განჴმობისათჳს, დედანი მომავალნი ხილვისაგან მოვედით, რამეთუ არა ერი არს მქონებელი გულისჴმის-ყოფისა. ამისთჳს არ შეიწყალნეს იგინი, რომელმან შექმნნა იგინი, არცა რომელმან აღზილნა იგინი, არ მოწყალე ექმნეს მათ. |
12 | იმ დღეს გალეწავს უფალი თავთავებს ევფრატიდან ეგვიპტის ხევამდე და თქვენც, ისრაელიანებო, სათითაოდ აიკრიფებით. | 12 | და იყოს მას დღესა შინა, აღმოღობოს უფალმან დანახეთქით მდინარისათ, ვიდრე რინოკუსურომდე, ხოლო თქუენ შეკრიბენით ძენი ისრაჱლისანი თითოეულნი. |
13 | ამ დღეს ახმიანდება დიდი საყვირი და მოვლენ აშურის ქვეყანაში დაკარგულნი და ეგვიპტის ქვეყანად გაგდებულნი, რომ თაყვანისცენ უფალს წმიდა მთაზე იერუსალიმში. | 13 | და იყოს მას დღესა შინა, დაჰბერონ საყჳრსა დიდსა, და მოვიდენ წარწყმედულნი სოფელსა შინა ასსურატანელთასა და წარწყმედულნი ეგჳპტეს შინა და თაყუანი-სცეს უფალსა მთასა ზედა წმიდასა, იერუსალჱმს. |