ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ! |
1 |
ვაჲ საარებულმყოფელთა თქვენთა, ხოლო თქუენ არა ვინ გყოფს საარებულ, და შეურაცხისმყოფელი თქუენი, არ შეურაცხისმყოფელი; ტყუე იქმნენ შეურაცხისმყოფელნი და მიეცნენ და, ვითარცა მღილი სამოსლისა ზედა, ეგრეთ იძლინენ. |
2 | უფალო, შეგვიწყალე, შენ გესავთ! იყავი მათ მკლავად დილაობით და ჩვენს სახსრად გასაჭირში! | 2 | უფალო, შვგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ შენდამი ვესავთ. იქმნენინ თესლი ურწმუნოთა წარსაწყმედელად, ხოლო მაცხოვარება ჩუენი ჟამსა შინა ჭირისასა. |
3 | შენი ხმის გრიალზე გარბიან ერები, წამოიმართები და იფანტებიან ხალხები. | 3 | ჴმისათჳს შიშისა შენისა განჰკრთეს ერნი შიშისაგან შენისა და განითესნეს ნათესავნი. |
4 | აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი; დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის. | 4 | ხოლო აწ შეკრბენ ტყუენი თქუენნი მცირითგან და დიდით, ვითარსახედ უკეთუ ვინ შეჰკრებნ მკალთა, ეგრეთ გემღერდენ თქუენ. |
5 | აღზევებულია უფალი, რადგან მაღლაა დავანებული, აავსო სიონი სამართლითა და სიმართლით. | 5 | წმიდა არს ღმერთი დამკჳდრებული მაღალთა შინა, აღივსო სიონი მშჯავრითა და სიმართლითა |
6 | ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე. | 6 | შჯულისა მიერ განეცნენ; საუნჯეთა შორის მაცხოვარება თქუენი. მუნ სიბრძნე და ზედმიწევნულობა და კეთილმსახურება უფლისა მიმართ; ესე საუნჯენი სიმართლისანი. |
7 | აჰა, აყვირდებიან მათი ბუმბერაზნი გარეთ, მშვიდობის მოციქულნი მწარედ ატირდებიან. | 7 | აჰა, შიშისა მის მისისა, იგინი შეშინდენ, რომელთა ეშიშვით, შეშინდენ თქუენგან, რამეთუ ქადაგნი მოივლინნენ მთხოელნი მშჳდობისა, მწარედ მტირალნი მვედრებელნი მშჳდობისანი, |
8 | გაუდაბურდა გზები, გადაშენდა მგზავრი; დარღვეულია აღთქმა, მოწმენი ათვალწუნებული, ადამიანი არადჩაგდებული. | 8 | რამეთუ გზანი მესამეთანი მოოჴრდენ. დაცხრომილ არს შიში წარმართთა და ამათდა მიმართ აღთქუმა აღიღების და არა შეჰრაცხდეთ მათ კაცად. |
9 | გლოვობს, მწუხარებს მიწა, შერცხვენილია ლიბანი, გადამჭკნარი; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, ხაშანს და ქარმელს დასცვივდა ფოთოლი. | 9 | იგლოვა ქუეყანამან, ჰრცხუენა ლიბანსა, საწყლობელ იქმნა სარონ; საჩინოდ იყოს გალილეაჲ და კარმელი. |
10 | ახლა აღვდგები, ამბობს უფალი, ახლა ავმაღლდები, ახლა ავიმართები. | 10 | აწ აღვდგე, - იტყჳს უფალი: აწ ავმაღლდე, აწ ვიდიდო, |
11 | თივით ორსულნო, ჩალას დაბადებთ; ცეცხლია თქვენი სუნთქვა, თქვენივე შემჭმელი. | 11 | აწ იხილოთ, აწ სირცხჳლეულ იქმნნეთ, ამაო იყოს ძალი სულისა თქუენისა, ცეცხლი შეგჭამდეს თქუენ. |
12 | საკირის საწვავად იქცევიან ხალხები, აკაფელი ძეძვივით ჩაიწვებიან ცეცხლში. | 12 | და იყვნენ წარმართნი აღტყინებულ, ვითარცა ეკალნი ყანობირსა შინა, მივრდომილნი და დათრგუნვილნი. |
13 |
გესმათ, შორეულნო, ჩემი ნამოქმედარი, გეცოდინოთ, ახლობელნო, ჩემი ძლიერება! |
13 |
ესმეს შორიელთა, რომელნი ვქმნენ და ცნან მახლობელთა ძალი ჩემი. |
14 | შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, შიშისზარმა შეიპყრო უკეთურნი; რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილსო? | 14 | განდგეს სიონსშინანი უშჯულონი, რამეთუ ცეცხლი ეტყინების, ძრწოლამან შეიპყრნეს უთნონი. ვინ მოგითხრას თქუენ ადგილი საუკუნოჲ? |
15 | მართლად მსვლელი და წრფელად მოუბარი, ძალადობით მონახვეჭის მოძულე, ქრთამისაგან ხელის დამფერთხავი, ყურის დამხშობი სისხლიან ამბავზე და თვალის დამხუჭველი ბოროტების ცქერაზე - | 15 | მავალი სიმართლისა მიერ, მზრახვალი წრფელსა გზასა, მოძულე უშჯულოვებისა და უმართლობისა და ჴელთა განმაყენებელი ქრთამთაგან დამამძიმებელი ყურთა, რაჲთა არა ისმინოს მშჯავრი სისხლისა, დამწუხველი თუალთა, რაჲთა არა იხილოს უსამართლოებაჲ. |
16 | აი, ვინ დაივანებს მაღალში; კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი, მიეცემა მური და ექნება წყალი დაუწყვეტელი. | 16 | ესე დაემკჳდროს მაღალსა შინა ქუაბსა კლდისა ძლიერისასა. პური მიეცეს მას და წყალი მისი სარწმუნოჲ. |
17 | შენი თვალები იხილავენ მეფეს თავის მშვენებაში, დაინახავენ შორეულ ქვეყანას. | 17 | მეფე დიდებით იხილოთ, და თუალთა თქუენთა იხილონ ქუეყანა შორიელი. |
18 | შენი გული გაიხსენებს შიშს: სად არის აღმრიცხველი? სად არის ამწონელი? სად არის გოდოლთა აღმრიცხველი? | 18 | სულმან თქუენმან იწვართოს შიში. სადა არიან ღრამატიკოსნი? სადა არიან თანამზრახვალნი? სადა არს რიცხჳ მიმოქცევთა? მცირე და დიდი ერი, |
19 | თავგასულ ხალხს არ იხილავ, ხალხს მძიმედ მეტყველს, ვისიც არავის ესმის, ენაბორძიკას, ვისაც ვერავინ უგებს. | 19 | რომელთა არცა განიზრახეს, არცა ჴმაჲმაღლისა მიერვე არსმენად ერისა ბიწიანისა და არა არს მსმენელისა გულისხმის-ყოფაჲ. |
20 | შეხედე სიონს, ჩვენი დღესასწაულების ქალაქს. შენი თვალები იხილავენ იერუსალიმს, მყუდრო სავანეს, აუშლელ კარავს! არ დაიძვრის სამარადისოდ მისი პალოები და არცერთი მისი საბელი არ გაწყდება. | 20 | აჰა, სიონი ქალაქი მაცხოვარებისა ჩუენისა, თუალთა შენთა იხილნენ, იერუსალჱმ, ქალაქო მდიდარო, კარავნი, რომელნი არ შეირყინენ, არცა შეიძრნენ, მანანი კარავისა მისისანი საუკუნესა ჟამსა, არცა საბელნი მისნი არა განირღუენ. |
21 | რადგან იქ გვეყოლესა უფლის ძალი მდინარეთა და ფართე არხების ნაცვლად; ნიჩბებიანი ხომალდი ვერ შევა მასში და ძლიერი გემი იქ ვერ გაივლის. | 21 | რამეთუ სახელი უფლისაჲ დიდ არს თქუენდა, ადგილი თქუენდა იყოს მდინარენი და დანახეთქნი ბრტყელნი და ვრცელნი. არა ვიდოდის გზასა მას ნავი მართებული, რამეთუ ღმვრთი ჩემი დიდ არს, არ თანაწარმჴდეს მე. |
22 | რადგან უფალია ჩვენი მსაჯული, უფალია ჩვენი რჯულმდებელი, უფალია ჩვენი მეფე; ის გვიხსნის ჩვენ. | 22 | უფალი, მამაჲ ჩუენი, უფალი, მსაჯული ჩუენი, უფალი, მთავარი ჩუენი, უფალი, მეფჱ ჩუენი, უფალი, მაცხოვარი ჩუენი, და მან გუაცხოვნნეს ჩუენ. |
23 | მოშვებულია შენი სახელები, ვეღარ იჭერს ფუძეზე ანძას და ვეღარ იშლება იალქნები. მაშინ განაწილდება დიდძალი ნადავლი, კოჭლებიც დაიწყებენ ალაფობას. | 23 | განირღუეს საბელნი შენნი, რამეთუ არ განძლიერდა. ნაქუსი შენი მიდრკა, არ შთამოიჴსნენ აფრის ქსელნი. არა აღიღოს ნიშანი, ვიდრემდის არა მიეცეს ტყუედ, ვინცა მრავალნი თანა მკელობელთა ჰყოფდენ ტყუეობასა. |
24 | არ იტყვის მცხოვრები, ავად ვარო. ხალხს, მასში დამკვიდრებულს, მიეტევება დანაშაული. | 24 | და არა თქუას მათ შორის მან ერმან: დავშუერ, რამეთუ მიეტეოს მათ ცოდვა. |