ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ახლოს მოდით, ერებო, რომ გაიგონოთ! ყურადღებით იყავით, ხალხებო! გაიგონოს მიწამ და მისმა სავსებამ, ქვეყანამ და ყოველმა მისმა აღმონაცენმა! |
1 |
შემოკრიბენით ნათესავნი და ისმინეთ, მთავარნო! ისმინეთ ქუეყანამან და დამკჳდრებულთა მას შინა, მკჳდროანმან და ერმან მისშორისმან. |
2 | რადგან უფლის რისხვაა ყველა ერზე და გაცეცხლება მთელს მათ მხედრობაზე; შერისხა ისინი, დასახოცად გასწირა. | 2 | მით, რამეთუ გულისწყრომაჲ უფლისაჲ ყოველთა ზედა წარმართთა და რისხვა რიცხუსა ზედა მათსა წარწყმედად მათდა და მიცემად მათდა მოსასრველად, |
3 | მათი დახოცილები გადაიყრებიან, მათი გვამები სიმყრალეს აუშვებენ და მთები დალბებიან მათი სისხლისგან. | 3 | ხოლო წყლულნი მათნი დაცჳვენ და მკუდარნი. და აღვიდეს საყნოსი მათი, და დასოვლდენ მთანი სისხლისაგან მათისა. |
4 | დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი - ლეღვის ხეს. | 4 | და დადნენ ყოველნი ძალნი ცისანი, და წარიგრაგნოს ცაჲ, ვითარცა წიგნი. და ყოველნი ვარსკულავნი დამოცჳვენ, ვითარცა ფურცელნი ვენაჴისაგან და ვითარცა დაცჳვიან ფურცელნი ლეღჳსაგან. |
5 | რადგან დაითრო ცაში ჩემი მახვილი; აჰა, დაეშვება ის ედომზე და ჩემგან შერისხულ ხალხზე დასასჯელად. | 5 | დაითრო ჴრმალი ჩემი შორის ცისა, აჰა, იდუმეასა ზედა გარდამოვიდეს და ერსა ზედა წარწყმედისასა მშჯავრისა თანა. |
6 | უფლის მახვილი სავსეა სისხლით, გაპოხილია ქონით, კრავთა და თიკანთა სისხლით, კერძების თირკმელთა ქონით; რადგან მსხვერპლშეწირვა აქვს უფალს ბოცრაში და დიდი ხოცვა ედომის მიწაზე. | 6 | მახჳლი უფლისაჲ აღივსო სისხლითა, განზრქა ცმელისაგან კრავთასა და ცმელისაგან ვაცთა და ვერძთასა, რამეთუ მსხუერპლი უფლისაჲ ბოსორს და დაკლვა დიდი იდუმეას შინა. |
7 | კამეჩები დაეცემიან მასთან ერთად და ხბორები ხარებთან ერთად, დაითრობა სისხლით მიწა და ქონით გაიპოხება მისი მტვერი. | 7 | და დაეცნენ მდიდარნი და ვერძნი და კურონი, და დაითროს ქუეყანა სისხლისა მიერ და განძღეს მიწა ცმელითა მათითა. |
8 | რადგან შურისგების დღე აქვს უფალს, ნაცვალგების წელი სიონის სარჩელისთვის. | 8 | რამეთუ დღე სასჯელისა არს უფლისა და წელიწადი კუალად-გებისა საშჯელისა სიონისა წარმოდგა. |
9 | მისი ხევები კუპრად გადიქცევა და მისი მტვერი - გოგირდად, მისი მიწა მოგიზგიზე კუპრი გახდება. | 9 | და გარდაიქცენ ჴევნებნი მისნი ფისად და ქუეყანა მისი წუნწუბას. და იყოს ქუეყანა მისი, ვითარცა ფისი მგზებარე |
10 | არ ჩაქრება არც დღე, არც ღამე; უკუნისამდე იდინებს კვამლი, თაობიდან თაობამდე უკაცრიელი იქნება და არავინ იქნება იქ გამვლელი სამარადისოდ. | 10 | ღამე და დღე, და არ დაშრტეს საუკუნესა ჟამსა. და აღვიდეს კუამლი მისი ზემო ნათესავთამი და ჟამსა შინა მრავალსა მოოჴრდეს. |
11 | ჭოტი და ზღარბი დაიმკვიდრებენ მას, ბუკიოტი და ყორანი დაიბუდებენ მასში; გასჭიმავს მასზე უსახურობის ლარს და უდაბურობის შვეულს. | 11 | დაემკჳდრნენ მას შინა მფრინველნი, და გრძღაბნი, და ძერანი და ყორანნი, და დადებულ იქმნეს მის ზედა საბელი ქუეყანისსაზომელი ოჴრებისა, და ვირკენტავროსნი დაემკჳდრნენ მის შორის. |
12 | მისი აზნაურნი სამეფოს ვერ გამოაცხადებენ იქ; მისი მთავარნი გადაშენდებიან. | 12 | მთავარნი მისნი არა იყვნენ, რამეთუ მეფენი მათნი და მთავარნი და დიდებულნი მისნი იყვნენ წარსაწყმედელად. |
13 | მის დარბაზებში ეკალი ამოვა, ქაცვი და ძეძვი - მის ციხე-სიმაგრეებში, ტურების სადგომად იქცევა და სირაქლემათა საცხოვრებლად. | 13 | და აღმოსცენდენ ქალაქთა შინა მათთა საეკლენი ხენი და სიმაგრეთა შორის მისთა. და იყოს საყოფელ სირინოსთა, და ეზოებ სირაქლემთა, |
14 | ყოველი ჯურის მხეცი შეეყრება ერთმანეთს, ოჩოკოჩი ოჩოკოჩს დაუწყებს ხმობას; აქ დაიბუდებს ალი და იპოვის სადგურს. | 14 | და შეემთხჳნენ ეშმაკნი ვირკენტავროსთა, და ჴმობდეს მოყვასი მოყვსისა მიმართ. მუნ განისუენებდენ ვირკენტავროსნი, რამეთუ პოვეს თავთა თჳსთა განსუენებაჲ. |
15 | აქ მოიკალათებს გველი, დაყრის კვერცხეხს, გამოჩეკავს და თავის ჩრდილში მოუყრის თავს; აქ მოიყრიან თავს ძერები სათითაოდ. | 15 | მუნ დაიბუდა გრძღაბმან, და დაჰმარხნა ქუეყანამან ყრმანი მისნი კრძალულებით. მუნ შეიმთხჳნეს ირემნი და იხილნეს პირნი ურთიერთასნი, |
16 | მოძებნეთ უფლის წიგნში და წაიკითხეთ: არცერთი მათგანი არ დააკლდება, სათითაოდ საძებარნი არ იქნებიან, რადგან თავად მისმა ბაგემ ბრძანა და მისმა სულმა თავი მოუყარა. | 16 | რიცხუეულად წარვლეს და ერთი მათგანი არ წარწყმდა. მოყუასმან მოყუასი არა გამოიძიეს, რამეთუ უფალმან ამცნო მათ და სულმან მისმან შეკრიბნა იგინი. |
17 | მან უყარა მათ წილი და მისმა ხელმა დაუდგინა საზღვარი; საუკუნოდ დაიმკკიდრებენ მას, თაობიდან თაობამდე იქ იცხოვრებენ. | 17 | და მან დააგდოს მათ ზედა წილი, და ჴელმან მისმან განნაწილნა ძოვნად საუკუნედმდე ჟამად, დაიმკჳდრნედ ნათესავთამდე ნათესავთასა, განისუენებდენ მის ზედა. |