ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ. |
1 |
და აწ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, რომელმან შეგქმნა შენ, იაკობ, რომელმან აღგზილა შენ, ისრაჱლ: ნუ გეშინინ, რამეთუ გამოგიჴსენ შენ, გიწოდე სახელი შენი, ჩემი ხარ შენ. |
2 | როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება. | 2 | და უკეთუ განხჳდე შორის წყლისა, შენ თანა ვარ და მდინარენი არ წარგღუნიან შენ. და უკეთუ განხჳდე შორის ცეცხლისა, არა დაიწუე, ალმან არ შეგწუას შენ, |
3 | რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი; შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას - შენს სანაცვლოდ. | 3 | რამეთუ მე, უფალი ღმერთი შენი, წმიდაჲ ისრაილისა, მაცხოვნებელი შენი, ვყავ შენდა ნაცვალ ეგჳპტე და ეთიოპია და სჳლინე შენ წილ. |
4 | რადგან შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, რადგან პატივდებული ხარ და მიყვარხარ; სხვა ხალხს გავიღებ შენს სანაცვლოდ და ტომებს - შენი სულისათვის. | 4 | ვინათგან პატიოსან იქმენ წინაშე ჩემსა, იდიდე და მე შეგიყვარო შენ და მივსცნე კაცნი მრავალნი შენ ძლით და მთავარნი თავისა წილ შენისა. |
5 | ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ. | 5 | ნუ გეშინინ, რამეთუ შენ თანა ვარ, აღმოსავალთაგან მოვიყვანო თესლი შენი და დასავალთაგან შეგკრიბო შენ. |
6 | ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან. | 6 | ვრქუა ბღუარსა: მოიყვანენ! და ჩრდილოსა: ნუ აყენებ, მოიყვანენ შვილნი ჩემნი ქუეყანისაგან შორიელისა და ასულნი ჩემნი მწუერვალისაგან ქუეყანისასა, |
7 | ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე. | 7 | ყოველნი, რავდენნი ზედწოდებულან სახელითა ჩემითა! რამეთუ დიდებისა მიერ ჩემისა შევჰმზადე იგი და შევქმენ იგი. |
8 | გამოიყვანონ ხალხი ბრმა, თუმცა თვალხილული, ყრუნი, თუმცა ყურთა მქონებელნი. | 8 | და გამოვიყვანე ერი ბრმა და თუალნი მათნი, ვითარცა თჳთ იგინი, არიან ბრმა, ყურთა ყრუთა მქონებელნი. |
9 | ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია! | 9 | ყოველნი წარმართნი შეკრბენ ერთბამად და შეკრბენ მთავარნი მათგან; ვინ მიუთხრნეს ესენი? ანუ დასაბამითგანნი ვინ მიგითხრნეს თქუენ? მოიყვანედ მოწამენი მათნი და განმართლდედ, და ისმინედ და თქუედ ჭეშმარიტი. |
10 | თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. | 10 | მექმნენით მე მოწამე. და მე მოწამე ვარ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - და ყრმა, რომელი გამოვირჩიე, რათა სცნათ და გრწმენესყე და გულისხმაჰყოთ, ვითარმედ მე ვარ. წინასწარ ჩემსა არა იყო სხვა ღმერთი და შემდგომად ჩემსა არა იყოს. |
11 | მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი! | 11 | მე ვარ ღმერთი და არა არს თჳნიერ ჩემსა მაცხოვნებელი. |
12 | მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ. | 12 | მე მიუთხარ და ვაცხოვნე, ვაყუედრე და არა იყოს თქუენ შორის უცხოჲ, თქუენ ჩემდა მოწამე. |
13 | დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის? | 13 | და მე უფალი ღმერთი მერმეცა დასაბამითგან, და არა არს, რომელმან განარინოს ჴელთაგან ჩემთა. ვყო, ვინ გარემიაქციოს იგი. |
14 | ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ. | 14 | ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი, მჴსნელი თქუენი, წმიდაჲ ისრაჱლისა: თქუენ ძლით მივავლინო ბაბილონდ, და აღვადგინნე მეოტნი ყოველნი და ქალდეველნი ნავებითა შეიკრნენ. |
15 |
მე ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის შემქმნელი, თქვენი მეფე. |
15 |
მე ვარ უფალი ღმერთი, წმიდაჲ თქვენი, რომელმან ვაჩუენე ისრაელი. |
16 | ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა ბობოქარ წყლებში; | 16 | ესრეთ იტყჳს უფალი, რომელმან მისცა გზა ზღუასა ზედა და წყალსა ზედა ძლიერსა ალაგი, |
17 | ეტლთა და მხედრობის, ლაშქრისა და ძლიერ მეომართა გამომტყუებელი. ერთად დაწვნენ აღუდგომელად, დაილივნენ, სანთელივით ჩაქრნენ. | 17 | გამომყვანებელი ეტლებისა და ცხენისა და ერისა ძლიერისა: არამედ დაიძინეს და არა აღდგენ, დაშრტეს, ვითარცა პატრუკი დაშრეტილი. |
18 | ადრინდელი არ გახსოვთ და გარდასულზე არ ფიქრობთ. | 18 | ნუ მოიჴსენებთ პირველთა და დასაბამისთასა ნუ ჰგულისსიტყუავთ. |
19 | აჰა, ახალს მოვიმოქმედებ, ახლავე აღმოცენდება. ნუთუ ვერ შეამჩნევთ? გზას გავიყვან უდაბნოში, ტრამალში - მდინარეებს. | 19 | აჰა, მე ვჰყოფ ახალთა, და აღმოჰჴდეს და სცნათ და ვყო უდაბნოს შინა გზა. და ურწყულსა შინა მდინარენი. |
20 | პატივს მომაგებენ ველური მხეცები - ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები - ტრამალში, რომ დავარწყულო ჩემი ერი, ჩემი რჩეული. | 20 | მაკურთხევდენ მე ნადირნი ველისანი, სირინოსნი და ასულნი სირთანი, რამეთუ მივეც შორის უდაბნოსა წყალი და მდინარენი შორის ურწყულისა სუმად ნათესავისა ჩემისა რჩეულისა, |
21 | ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის. | 21 | ერისა ჩემისა, რომელი ვიღვაწე, სათნოებათა ჩემთა მიუთხრობდით. |
22 | შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, რომ ჩემთვის დამშვრალიყავ, ისრაელ! | 22 | და არა აწ გიწოდე შენ, იაკობ, არცა მემაშურალე-გყავ შენ, ისრაჱლ! |
23 | არ მოგიყვანია ჩემთვის ცხვარი აღსავლენად და საკლავით არ გიცია პატივი; არ მიმსახურებიხარ ძღვენით და არ დამიღლიხარ საკმევლის კმევით. | 23 | არა მომგუარენ მე ცხოვარნი ყოვლად დასაწუელისა შენისანი, არცა მსხუერპლთა მიერ შენთა გადიდებენ, არცა დაგამონე შენ მსხუერპლთა მიერ, არცა მემაშურალე-გყავ შენ გუნდრუკისა მიერ, |
24 | არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სურნელებანი და არ გაგიძღივარ შენი საკლავების ქონით. შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით და მღლიდი შენი დანაშაულებით. | 24 | არცა მომიგე მე ვეცხლითა საკუმეველი, არცა ცმელსა მსხუერპლთა შენთასა გული მითქუმიდა, არამედ ცოდვათა შინა შენთა და უსამართლოებათა შინა შენთა წარმოსდეგ შენ. |
25 | მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი. | 25 | მე ვარ, მე ვარ იგივე აღმჴოცელი უშჯულოებათა შენთა და ცოდვათა შენთა, და არა მოვიჴსენნე. |
26 | გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო. | 26 | ხოლო შენ მოიჴსენენ და განვისაჯნეთ ერთბამად. იტყოდვ შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რაჲთა განმართლდე. |
27 | შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამავლები ამიჯანყდნენ მე. | 27 | მამათა შენთა პირველთა და მთავართა თქუენთა იუსჯულოეს ჩემდამო, |
28 | ამიტომ დავამდაბლე საწმიდარის მთავრები, დასარისხებლად გადავეცი იაკობი და ისრაელი - შესაგინებლად. | 28 | და შეაგინნეს მთავართა წმიდანი ჩემნი. და მივეც იაკობი წარსაწყმედელად და ისრაილი საყუედრელად. |