ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ასე ამბობს უფალი: სად არის დედაშენის გაყრის წიგნი, რომლითაც გავუშვი იგი? ან რომელი ჩემი მევალისთვის მიმიყიდიხართ? აჰა, თქვენი ცოდვების გამო ხართ გაყიდულნი და თქვენს დანაშაულთა გამოა გაშვებული დედათქვენი. |
1 |
ესრეთ იტყჳს უფალი: ვქმენ ესე წიგნი დედისა თქუენისა, რომლითა განვავლინე იგი? ანუ ვისმან მოვალემან განგყიდენ თქუენ? აჰა, ცოდვათა მიერ თქუენთა განისყიდენით და უშჯულოებათა თქუენთათჳს განვავლინე დედა თქუენი |
2 | რატომ არავინ იყო, როცა მოვედი; როცა ვიძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი? მოკლე ხომ არ არის ჩემი ხელი და იქნებ არ ძალუძს გამოსყიდვა? ან იქნებ არ არის ჩემში ძალა დასახსნელად? აჰა, ზღვებს ვაშრობ ჩემი დამუქრებით, უდაბნოდ ვაქცევ მდინარეებს, მისი თევზები ლპებიან უწყლობით და წყურვილით იხოცებიან. | 2 | მით, რამეთუ მოვედ და არა იყო კაცი, უწოდდი და არა იყო მსმენელი: ნუ ვერ ძალ-უცა ჴელსა ჩემსა გამოჴსნად, ანუ ვერ შემძლებელ ვარ განრინებად? აჰა; მხილებითა ჩემითა მოვაოჴრე ზღუაჲ და დავსხნე მდინარენი ოჴრად, და განჴმენ თევზნი მათნი არყოფისაგან წყლისა და მოკუდენ წყურილისა მიერ. |
3 | მე ვმოსავ ცას წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად. | 3 | შევჰმოსო ცასა ბნელი და, ვითარცა ძაძა შევქმენ, შესამოსელი მისი. |
4 | უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით. | 4 | უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა, დამდვა მე განთიად, შემძინა მე ყური სმენად. |
5 | უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ. | 5 | და სწავლა უფლისაჲ განახუამს ყურთა ჩემთა, ხოლო მე არა ურჩ ვარ, არცა ვაცილობ. |
6 | ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები - წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან. | 6 | ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა. |
7 | მაგრამ უფალი ღმერთი შემეწეოდა მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ; ამიტომაც კაჟად ვაქციე ჩემი პირისახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები. | 7 | და უფალი შემწე ჩემდა იქმნა, ამისთჳს არა მრცხუენა, არამედ დავდევ პირი ჩემი, ვითარცა მყარი კლდე, და ვაგრძენ, ვითარმედ არა მრცხუენეს, |
8 | ახლოს არის ჩემი გამმართლებელი. ვინ არის, რომ მედავება? დავდგეთ ერთად, ვინ არის ჩემი მომჩივანი? ახლოს მოვიდეს. | 8 | რამეთუ მახლობელ არს განმამართლებელი ჩემი, ვინ არს მოსაჯული ჩემი? წინააღმიდეგინ მე და ვინ არს განმკითხველ ჩემდა? მომეახლენ მე. |
9 | აჰა, უფალი შემეწევა; ვინ გამამტყუნებს? აჰა, სამოსელივით გაცვთებიან ყველანი, ჩრჩილი შეჭამთ მათ. | 9 | აჰა, უფალი შემეწევის მე. ვინ განმაბოროტოს მე? აჰა, ყოველნი თქვენ, ვითარცა სამოსელი, დასძუელდეთ და ვითარცა მღილმან, შეგჭამნეს თქუენ. |
10 | ვინ არის თქვენში უფლის მოშიში, ყურისმგდებელი მისი მორჩილის ხმისა, ვინ დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? ესავდეს უფლის სახელს. | 10 | ვინ არს თქუენ შორის მოშიში უფლისაჲ? ისმინედ ჴმისა მონისა მისისა, რომელნი ვლენან ბნელსა შინა, არა არს მათდა ნათელი. ესევდით სახელისა მიმართ უფლისა და განმტკიცდით ღმრთისა მიმართ. |
11 | აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, კოცონების გამჩაღებლებო, ყველანი შემოდით თქვენი ცეცხლის ალში და თქვენს გაჩაღებულ კოცონებში. ეს დაგემართებათ ჩემი ხელით: კერპებისთვის შეიწირებით. | 11 | აჰა, ყოველნი თქუენ ცეცხლსა აღაგზებთ და განაძლიერებთ ალსა. ვიდოდეთ ნათლითა ცეცხლისა თქუენისაჲთა და ალითა, რომელი აღაგზენით ჩემთჳს. იქმნეს თქუენდა ესენი, მწუხარებასა შინა დაიძინოთ. |