ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან აღარ შემოგივა წინდაუცვეთელი და უწმიდური! |
1 |
აღდეგ, აღდეგ, სიონ! შეიმოსე ძალი შენი, სიონ! და შენ შეიმოსე დიდებაჲ შენი, იერუსალიმ, ქალაქმან წმიდამან! არღა მერმე შესძინოს განვლად შენ შორის დაუცუეთელმან და არაწმიდამან. |
2 | ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ, ტყვე იერუსალიმო! გაიხსენი შენი ქედის საკვრელები, დატყვევებულო სიონის ასულო! | 2 | განიყარე მტუერი და აღდეგ და დაჯედ, იერუსალიმ! განიძარცუე საკრველი ქედისა შენისა, ტყუემან ასულმან სიონისამან. |
3 | რადგან ასე ამბობს უფალი: მუქთად იყავით გაყიდულნი და უსასყიდლოდ გამოისყიდებით. | 3 | რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: მედად განისყიდენით და არა ვეცხლისა მიერ გამოიჴსნნეთ. |
4 | რადგან ასე ამბობს უფალი, ღმერთი: ეგვიპტეში იყო ჩასული ჩემი ერი ოდესღაც საცხოვრებლად და აშური თრგუნაედა მას არაფრისთვის. | 4 | ესრეთ იტყჳს უფალი: ეგჳპტედ შთავიდა ერი ჩემი პირველად მსხემობად მუნ და ასსურასტანელთადმი იძულებით მიყვანებულ იქმნეს. |
5 | რა მინდა აქ ახლა, ამბობს უფალი, როცა ჩემი ხალხი მუქთად არის წაყვანილი. მისი მთავარნი ქვითინებენ, ამბობს უფალი, და გამუდმებით, დღენიადაგ, ილანძღება ჩემი სახელი. | 5 | და აწ რად აქა ხართ? - ამათ იტყჳს უფალი: რამეთუ ერი ჩემი წარიტყუენა მედად, გიკჳრსყე და ჰვალალაებთ, - ამათ იტყჳს უფალი: თქუენ მიერ მარადის სახელი ჩემი იგმობვის წარმართთა შორის. |
6 | ამიტომ შეიცნობს ჩემი ერი ჩემს სახელს; ამიტომ სწორედ იმ დღეს, შეიცნობს, რომ ეს მე ვარ, ვინც ლაპარაკობს: აჰა, მე ვარ! | 6 | ამისთჳს ცნას ერმან ჩემმან სახელი ჩემი მას დღესა შინა, ვითარმედ მე ვარ თავადი, მეტყუელი: აქა ვარ. |
7 | რა საამურია მთებზე მახარობლის ნაბიჯები, მშვიდობის გამომცხადებლის, სიკეთის მახარობლის, ხსნის გამომცხადებლის, რომელიც ეუბნება სიონს: გამეფდა შენი ღმერთი! | 7 | ვითარ შუენიერ არიან მთათა ზედა, ვითარცა ფერჴნი მახარებელისანი, სასმენელსა მშჳდობისასა, ვითარცა მახარებელისანი კეთილთა, რამეთუ სასმენელ-ვყო მაცხოვარებსა შენი, მეტყუელმან სიონისამან - იმეფოს ღმერთმან შენმან, |
8 | აჰა, გაისმა ხმა შენი დარაჯების! ერთად აუწიეს სმას და ყიჟინებენ, რადგან თვალდათვალ ხედავენ, რომ ბრუნდება სიონზე უფალი. | 8 | რამეთუ ჴმაჲ მცველთა შენთაჲ ამაღლდა და ჴმითა ერთბამად იხარებდენ, რამეთუ თვალნი თუალთა მიმართ ხედვიდენ, ოდესცა შეიწყალოს უფალმან სიონი. |
9 | იყიჟინეთ ერთად, იერუსალიმის ნაოხარნო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი, გამოისყიდა იერუსალიმი. | 9 | ჴმა-ეცით სიხარული ერთბამად ოჴერთა იერუსალიმისათა, რამეთუ შეიწყალა უფალმან იგი და გამოიჴსნა იგი. |
10 | გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა. | 10 | და გამოაცხადოს უფალმან მკლავი თჳსი წმიდაჲ წინაშე ყოველთა წარმართთასა. |
11 | წამოდით, წამოდით, გამოდით მანდედან! უწმიდურს ნუ მიეკარებით. გამოდით მისგან! განიწმიდენით, უფლის საჭურჭლის მტვირთველნო! | 11 | და იხილონ ყოველთა მწუერვალთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისამიერი. განეშორენით, განეშორენით, გამოვედით მიერ, არაწმიდასა ნუ შეეხებით. გამოვედით საშუალ მისსა, განესაზღურენით მომღებელნი ჭურჭელთა უფლისათა, |
12 | რადგან ფაცაფუცით არ გამოხვალთ და სირბილით არ ივლით, რადგან უფალი წაგიძღვებათ და ისრაელის ღმერთი გამოგყვებათ უკან. | 12 | რამეთუ არა შფოთებით გამოხჳდეთ, არცა სივლტოლით ხჳდოდით, რამეთუ წინავიდოდის უპირველეს თქუენსა უფალი და რომელმან შეგკრიბნა თქუენ, ღმერთი ისრაჱლისა. |
13 | აჰა, მოჭკვიანდება ჩემი მორჩილი, გაიმართება, აღზევდება და დიდად ამაღლდება. | 13 | აჰა, გულისხმა-ყოს ყრმამან ჩემმან და ამაღლდეს და იდიდოს და განიცხროს ფრიად, |
14 | რაზომ აძრწუნებდა ბევრს შენი ხილვა (რადგან არავინ იყო მასზე მახინჯი კაცთა შორის და მასზე შეურაცხი ადამის ძეთა შორის!), | 14 | ვითარსახედ განკჳრდენ შენ ზედა მრავალნი, ეგრეთ უდიდებლობდეს კაცთაგან სახეები და დიდებაჲ შენი ძეთაგან კაცთასა. |
15 | იმზომ გაიხარებს შენზე ბევრი ხალხი, პირს მოკუმავენ მეფეები, რადგან მოუთხრობელს იხილავენ და ჯერარსმენილს გაიგონებენ. | 15 | ესრეთ უკჳრდეს წარმართთა მრავლად მის ზედა და შეიყონ მეფეთა პირი მათი, რამეთუ რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ და, რომელთა არა ესმა, გულისხმა-ყონ. |