ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
ვინ დაიჯერა ჩვენგან სმენილი და უფლის მკლავი ვის გამოეცხადა? |
1 |
უფალო, ვის ჰრწმენა სასმენელი ჩუენი და მკლავი უფლისაჲ ვის გამოეცხადა? |
2 | ამოიზარდა როგორც მორჩი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან; არც ღირსება ჰქონია და არც მშვენება, რომ ზედ შეგვეხედა, არც იერი, რომ მივეზიდეთ. | 2 | მიუთხართ წინაშე მისსა, ვითარცა ყრმაჲ და ვითარცა ძირი ქუეყანასა წყურიელსა; არა არს სახე მისი, არცა დიდებაჲ, და ვიხილეთ იგი და არა აქუნდა სახე მისი, არცა სიკეთე, |
3 | საძულველი იყო, კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნებამორეული, ერთი იმათგანი, ვისაც პირს არიდებენ. საძულველი იყო და არად ვაგდებდით. | 3 | არამედ სახე მისი უპატივო და მოკლებულ უფროს ყოველთა ძეთა კაცთასა. კაცი მყოფი წყლულებასა შინა და მეცნიერი თავს-დებად გუემულებასა, გარემიიქცია პირი მისი, უპატივო იქმნა და არ შეირაცხა. |
4 | ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული. | 4 | ესე გუემულებათა ჩუენთა იტჳრთავს და ჩუენ ძლით ლმობილ არს, და ჩუენ შეჰვრაცხეთ იგი ყოფად ტკივილსა შინა და წყლულებასა შინა ღმრთისა მიერ და განბოროტებასა შინა. |
5 | მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. | 5 | ხოლო იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათჳს და გუემულ არს უსჯულოებათა ჩვენთათჳს, წურთა მშჳდობისა ჩუენისა მის ზედა, წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით. |
6 | ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება. | 6 | ყოველნი, ვითარცა ცხოვარნი, შევსცეთით. კაცი გზასა შესცთა და უფალმან განსცა იგი ცოდვათა ჩვენთათჳს. |
7 | ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე; კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. | 7 | და იგი განბოროტებისათჳს არა აღაღებს პირსა თჳსსა, ვითარცა ცხოვარი, კლვად მიმართ მიიყვანა და, ვითარცა კრავი, წინაშე მრისველისა თჳსისა უჴმოჲ, ეგრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. |
8 | საპყრობილედან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი და ვინ იფიქრებდა მის მოდგმაზე, როცა ცოცხალთა მიწიდან მოიკვეთა; ჩემი ხალხის ცოდვებისთვის დაისაჯა. | 8 | სიმდაბლესა შინა მსჯავრი მისი აღებულ იქმნა, ნათესავი მისი ვინ მიუთხრას, რამეთუ აღებულ არს ქუეყანისაგან ცხოვრებაჲ მისი, უსჯულოებათაგან ერისათა მოვიდა სიკუდიდ. |
9 | მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში, რადგან სიავე არ ჩაუდენია და მის ბაგეში სიცრუე არ ყოფილა. | 9 | და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ და მდიდარნი სიკუდილისა მისისა წილ, რამეთუ უსჯულოებაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკვაჲ პირსა შინა მისსა. |
10 | უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება. | 10 | და უფალსა ჰნებავს განწმედაჲ მისი წყლულებისაგან, უკუეთუ მისცნეთ ცოდვათა ძლითნი. სულმან თქვენმან იხილოს თესლი გრძელსაწუთოჲ და ჰნებავს უფალსა ჴელითა მისითა მოსპობაჲ ტკივილისაგან სულისა მისისა, |
11 | თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს. | 11 | ჩუენებად მისსა ნათელი და აღზელად გულისხმის-ყოფითა, განმართლებად მართალი კეთილმმონებელი მრავალთა, და ცოდვანი მათნი მან აღიხუნეს. |
12 | ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა. | 12 | ამისთჳსცა მან თავადმან დაიმკჳდრნეს მრავალნი და ძლიერთა განანაწილოს იავარი ამის წილ, რომელ განეცა სიკუდიდ სული მისი, და უსჯულოთა თანა შეირაცხა, და მან ცოდვანი მრავალნი აღიხუნა, და ცოდვათა მათთათჳს მიეცა. |