ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
1 |
სიონის გამო არ დავდუმდები და იერუსალიმის გამო არ დავმშვიდდები, ვიდრე ნათელივით არ გამოჩნდება მისი სიმართლე და ანთებული ლამპარივით მისი ხსნა. |
1 |
სიონისათჳს არა დავდუმნე და იერუსალიმისათჳს არ დავაცადო, ვიდრემდისცა გამოვიდეს, ვითარცა ნათელი, სიმართლე ჩემი, ხოლო მაცხოვარება ჩემი, ვითარცა ლამპარი, აღენთოს. |
2 | დაინახავენ ხალხები შენს სიმართლეს - და ყოველი მეფე შენს დიდებას; გიწოდებენ ახალ სახელს, რომელსაც უფლის ბაგეები გამოკვეთენ. | 2 | და იხილონ ნათესავთა სიმართლე შენი და მეფეთა დიდებაჲ შენი, გიწოდის შენ სახელი შენი ახალი, რომელი უფალმან სახელ-სდვას მას. |
3 | იქნები მშვენების შარავანდად უფლის ხელში და სამეფო გვირგვინად შენი ღვთის მარჯვენაში. | 3 | და იყო გჳრგჳნ შუენიერების ჴელსა შინა უფლისასა და შარავანდ მეფობისა ჴელსა შინა ღმრთისა შენისასა. |
4 | აღარ დაგიძახებენ მიტოვებულს და შენს ქვეყანას აღარ დაერქმევა უკაცრიელი, რადგან გეწოდება ჩემი სასურველი და შენს ქვეყანას - დაპატრონებული, რადგან შენ ჰსურხარ უფალს და ქვეყანას პატრონი ეყოლება. | 4 | და არღა მერმე გეწოდოს დატევებულ, და ქუეყანასა შენსა არა ერქუას ოჴერ, რამეთუ შენ გეწოდოს ნება ჩემი და ქუეყანასა შენსა მკჳდროანი, და სათნო იყოს უფალმან შენ შორის, და ქუეყანა შენი დამკჳდრებულ იქმნედ. |
5 | როგორც ყმაწვილი ეპატრონება ქალწულს, ასე დაგეპატრონებიან შენი შვილები; როგორც ხარობს სიძე დედოფლით, ასე გაიხარებს შენით შენი ღმერთი. | 5 | და ვითარცა ჭაბუკმან დამკჳდრებულმან ქალწულსა თანა, ეგრეთ დაიმკჳდრონ ძეთა შენთა შენ თანა. და იყოს, ვითარსახედ იხარებს სიძე სძალსა ზედა, ეგრეთ იხარებდეს უფალი შენ ზედა. |
6 | შენს გალავანზე, იერუსალიმო, დავაყენე ყარაულები; არასოდეს დადუმდებიან, არც დღისით, არც ღამით. უფლის გამახსენებელნო, ნუ დაიდუმებთ! | 6 | და ზღუდეთა შენთა ზედა, იერუსალიმ, დავადგინნე მცველნი სრულსა დღესა და სრულსა ღამესა, რომელნი სრულიად არა დადუმნენ, მომჴსენებელნი უფლისანი. |
7 | ნუ მოასვენებთ მას, ვიდრე არ დაამყარებს იერუსალიმს და არ გახდის მას სადიდებლად ქვეყანაზე. | 7 | რამეთუ არა არს თქუენდა მსგავს, უკეთუ განჰმართო და ჰყო იერუსალიმი საქადულ ქუეყანასა ზედა. |
8 | დაიფიცა უფალმა თავისი მარჯვენა და მკლავი თავის ძლიერების. თუ მივცე კვლავ ხორბალი საზრდოდ შენს მტრებს და თუ შესვან უცხოთა შვილებმა შენი ღვინო, შენი ჭირნახული! | 8 | ფუცა უფალმან დიდებისა მიმართ თჳსისა და ძალისა მიმართ მკლავისა თჳსისა, უკეთუ მერმე მივსცე იფქლი შენი და ჭამადნი შენნი მტერთა შენთა, და უკეთუ მერმე სუმიდენ ძენი უცხონი ღჳნოსა შენსა, რომელსა ზედა დაჰშუერ, |
9 | რადგან მისი მომკალნი თავად შეჭამენ მას და იტყვიან უფლის ქებას; მისი მკრეფელნი თავად შესვამენ ჩემი საწმიდარის ეზოებში. | 9 | არამედ შემკრებელნი ჭამდენ მათ და აქებდენ უფალსა, და შემკრებელნი სუმიდენ მათ ეზოთა შინა ჩემთა წმიდათა, |
10 | შედით, შედით, კარიბჭეებში, გაუმზადეთ სავალი ხალხს! მოასწორეთ, მოასწორეთ გზა, გაწმიდეთ ქვებისგან! დროშა აღუმართეთ ხალხებს. | 10 | განვედით ბჭეთა მიერ ჩემთა, და გზა-უყავთ ერსა ჩემსა, და ქვანი გზისაგან განასრიენით, აღიღეთ სასწაული წარმართთა მიმართ, |
11 | აჰა, გამოუცხადა უფალმა ქვეყნის კიდეებს: უთხარით სიონის ასულს: აჰა, მოდის შენი ხსნა. აჰა, მასთანვეა მისი საზღაური და მის წანაა მისი გასამრჯელო! | 11 | რამეთუ, აჰა, უფალმან ყო სასმენელ, ვიდრე დასასრულამდე ქვეყანისა. არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა, მაცხოვარი მოვიდა შენდა, მქონებელი სასყიდელსა თჳსსა, და საქმე მისი წინაშე პირსა მისსა. |
12 | დაარქმევენ მას: წმიდა ერი, უფლის გამოსყიდული. შენ კი დაგერქმევა: მოძებნილი ქალაქი, მიუტოვებელი. | 12 | და უწოდოს მას ერი წმიდაჲ. გამოჴსნილ უფლისა მიერ. ხოლო შენ გეწოდოს გამოძიებულ ქალაქ და არდატევებულ. |