1 |
ნეტავ გააპობდე ცას და ჩამოხვიდოდე! დადნებოდნენ მთები შენს წინაშე! როგორც
გიზგიზებს ცეცხლმოკიდებული ფიჩხი, როგორც წყალს ადუღებს ცეცხლი! რომ აცოდინო შენი
სახელი შენს მტრებს! შეძრწუნდებოდნენ შენს წინაშე ხალხები. |
1 |
უკეთუ განაღო ცაჲ, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან მთანი. |
|
|
2 |
და დადნენ, ვითარცა ცჳლი დადნების ცეცხლისაგან; და შეწუნეს ცეცხლმან წინააღმდგომნი
და საჩინო იყოს სახელი უფლისაჲ წინააღმდგომთა შორის, პირისაგან შენისა წარმართნი
შეშფოთნენ. |
2 |
როცა ახდენდი სასწაულებს, რომელთაც არ ველოდი, ჩამოდიოდი და მთები დნებოდნენ შენს
წინაშე. |
3 |
ოდეს ჰყოფდე დიდებულთა, ძრწოლამან შეიპყრნეს შენგან
მთანი. |
3 |
უკუნითიდან არ სმენიათ, ყური არ მოუკრავთ, თვალს არ
უხილავს სხვა ღმერთი შენს გარდა, რომელიც ასე მოქცეოდეს თავის მოიმედეს. |
4 |
საუკუნითგან არა გუესმა, არცა თვალთა ჩუენთა იხილეს
ღმერთი თჳნიერ შენსა და საქმენი შენნი, რომელთა ჰყოფ მომლოდეთათჳს
წყალობისათა, |
4 |
შენ ეგებები მას, ვინც სიხარულით სჩადის სიმართლეს და
ახსოვხართ თავის გზებზე. აჰა, მრისხანე, რადგან ცოდვა გვაქვს ჩადენილი, რა
ხანია, და როგორღა გადავრჩებით? |
5 |
რამეთუ მიეგებოს მოქმედთა სიმართლისათა, და გზანი შენნი
მოჴსენებულ იქმნენ. აჰა, შენ განრისხენ და ვცოდეთ ჩუენ, ამისთჳს შევსცეთით |
5 |
ყველანი უწმიდურებივით შევიქენით და ყოველი ჩვენი სიქველე
წარმავალი სამოსელივითაა; ფოთოლივით ვართ ყველანი დამჭკნარნი და ჩვენი
ცოდვებისგან, როგორც ქარისგან, წაღებულნი. |
6 |
და ვიქმნენით, ვითარცა არაწმიდანი, ჩუენ ყოველნი და
ვითარცა ძონძი დაშტანისაჲ, ყოველი სიმართლე ჩვენი. და დამოვსცჳვნით,
ვითარცა ფურცელნი უსჯულოებათა ჩუენთათჳს. ესრეთ ქარმან წარმიხუნეს ჩუენ და
არა არს მხდელი სახელისა შენისაჲ |
6 |
არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომ გამოიფხიზლოს თავი
და მოგეჭიდოს, რადგან სახე დაფარული გაქვს ჩვენგან და გვადნობ ჩვენივე
ცოდვების ხელით. |
7 |
და მომჴსენებელი შედგომისა შენისა, რამეთუ მიიქციე პირი
შენი ჩუენგან და გუამცენ ჩუენ ცოდვათა ჩუენთათჳს. |
7 |
ახლა კი, უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ
ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი. |
8 |
და აწ, უფალო, მამა ჩუენი ხარ შენ, ხოლო ჩუენ თიჴა, საქმე
ჴელთა შენთა ყოველნი. |
8 |
მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ
გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი! |
9 |
ნუ მრისხავ ჩუენ, უფალო, ფრიად და ნუ ჟამსა შინა
მოიჴსენებ ცოდვათა ჩუენთასა. და აწ მოიხილე, უფალო, რამეთუ ერი შენი ვართ
ჩუენ ყოველნი. |
9 |
შენი წმიდა ქალაქები უდაბნოდ იქცა; გაუდაბურდა სიონი,
გაუკაცრიელდა იერუსალიმი! |
10 |
ქალაქი წმიდისა შენისა იქმნა ოჴერ სიონი, ვითარცა ოჴერ
იქმნა იერუსალიმი, |
10 |
ჩვენი სახლი, წმიდა და დიდებული, სადაც ჩვენი მამა-პაპა
ქებას აღგივლენდა, ცეცხლს მიეცა და ჩვენი სანატრელი ადგილები გაუკაცრიელდა. |
11 |
საწყევარ სახლი წმიდაჲ ჩუენი და დიდებაჲ ჩუენი, რომელი
აკურთხეს მამათა ჩემთა, იქმნა ცეცხლით მომწუარ და ყოველნი დიდებულებანი
დაეცნეს. |
11 |
ნუთუ არ შეგძრავს, უფალო, ეს ამბები? ნუთუ კვლავ იდუმებ
და გაგვტანჯავ მეტისმეტად? |
12 |
და ამათ ყოველთა ზედა თავს-იდევ, უფალო, და დაიდუმე და
დამამდაბლენ ჩუენ ფრიად. |