ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი სამოცდამეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ასე ამბობს უფალი: ცა ტახტია ჩემი და ქვეყანა კვარცხლბეკი ჩემი. სად არის სახლი, რომელსაც მიშენებთ მე და სად არის ადგილი, ჩემი დასავანებელი?

1

ესრეთ იტყჳს უფალი: ცაჲ საყდარ ჩემდა, ხოლო ქუეყანა კუარცხლბეკ ფერჴთა ჩემთა, რომელი სახლი, ადგილი მიშენოთ მე?-თქუა უფალმან, - და რომელი ადგილი განსუენებისა ჩემისა?

2 ჩემმა ხელმა შექმნა ეს ყველაფერი და ასე გაჩნდა ეს ყველაფერი, ამბობს უფალი. აი, ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და სულგამწარებულს, ჩემი სიტყვების მოშიშს. 2 რამეთუ ესე ყოველი შექმნნა ჴელმან ჩემმან და ჩემნი არიან ყოველნი ესე, - იტყჳს უფალი, - და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?
3 არის ხარის დამკვლელი და არის კაცის მკვლელი, ცხვრის შემწირველი და ძაღლის კისრის მომგრეხელი, ძღვენის აღმავლენი და ღორის სისხლის დამღვრელი, გუნდრუკის მკმეველი და კერპის მაკურთხეველი. როგორც თითოეულს თავისი გზა აქვს არჩეული და თითოეულის სული თავის სიბილწეში პოულობს ნეტარებას, 3 ხოლო უსჯულოჲ, დამკლველი ჩემდა ზუარაკისაჲ, ვითარცა მცემელი კაცისა და მემსხუერპლე სამწყსოჲთ, -ვითარცა დამკლველი ძაღლისა და მომღებელი სამინდოჲსა, ვითარცა სისხლი ღორებრი, მიმცემელი გუნდრუკსა მოსაჴსენებელად, ვითარცა მგმობარი, და ამათ გამოირჩინეს გზანი მათნი და საძაგელებანი მათნი, რომელნი შეიყუარნა სულმან მათმან.
4 მეც ავარჩევ მათთვის უბედურებებს და შიშისზარს მოვუვლენ მათ, რადგან ვეძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი, ვლაპარაკობდი და არავის ესმოდა, სიავეს სჩადიოდნენ ჩემს თვალში და, რაც არ მომწონდა, იმას ირჩევდნენ. 4 და მე გამოვარჩინე საძაგელებანი მათნი და ცოდვანი მათნი კუალად-ვაგნე მათ, რამეთუ უწოდე მათ და არა მერჩდეს მე, ვეტყოდე და არა ისმინეს და ქმნეს ბოროტი წინაშე ჩემსა და, რომელნი არა მნებვიდეს, აღირჩინეს.
5 ისმინეთ უფლის სიტყვა, მისი სიტყვის მოშიშნო: ამბობენ თქვენი ძმები - თქვენი მოძულენი და ჩემი სახელისთვის თქვენი უარისმყოფელნი: გამოაჩინოს უფალმა თაეისი დიდება, რომ ვიხილოთო თქვენი სიხარული. მაგრამ შერცხვებიან ისინი. 5 ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ მძრწოლარეთა სიტყჳსაგან მისისა, არქუთ ძმად თქუენდა მოძულეთა თქუენთა და მოძულებულთა, რაჲთა სახელი უფლისაჲ იდიდოს, და იხილვოს სიხარულსა შინა მათსა, და იგინი სირცხჳლეულ იქმნენ.
6 აჰა, ხმა განგაშისა ქალაქიდან, ხმა სასახლიდან, ხმა უფლისა, თავისი მტრებისთვის საზღაურის მიმგებელისა. 6 ჴმაჲ ზახილისა ქალაქისაგან, ჴმაჲ ტაძრისაგან, ჴმაჲ უფლისაჲ, რომელი მიაგებს მისაგებელს წინააღმდგომთა.
7 ვიდრე ასტკივდებოდა, დაბადა; ვიდრე კრუნჩხვა დაემართებოდა, ვაჟი გააჩინა. 7 პირველ, ვიდრე ლმობისა შობაჲ, და პირველ, ვიდრე მოსლვად ტკივილსა ლმობათასა, განერა და შვა წული.
8 ვის სმენია ასეთი ამბავი, ვის უნახავს ასეთი საქმე? თუ შობილა მიწა ერთ დღეში, თუ დაბადებულა ხალხი ერთბაშად, როგორც ასტკივდა სიონს და დაბადა თავისი ვაჟები? 8 ვის ესმა ესევითარი და ვინ იხილა ესრეთ? უკუეთუ ილმო დედაკაცმან ერთსა შინა დღესა, ანუ იშვა ნათესავი ერთგზის, რამეთუ ილმო და შუნა სიონმან ყრმანი თჳსნი.
9 მე ვარ გამღები საშოსი და როგორ არ ვაშობიებ? ამბობს უფალი. როგორ ჩავკეტავ, როცა მე ვარ მამშობიარებელი? ამბობს შენი ღმერთი. 9 ხოლო მე მივეც სასოვება ესე და არ მომიჴსენე მე, - თქუა უფალმან, - არა, აჰა, მე მშობელი და ბერწი შევქმნენა, თქუა ღმერთმან?
10 იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე! 10

იხარებდ, იერუსალიმ, და კრება-ყავთ მას შინა ყოველთა მოყვარეთა მისთა და დამკჳდრებულთა მისთა. იხარეთ სიხარული ყოველთა, რავდენნი ჰგოდებდეთ მის ზედა,

11 რათა მოსწოვოთ და გაძღეთ მისი მანუგეშებელი ძუძუებით; რათა მოსწოვოთ და დატკბეთ მისი დიდების სიუხვით. 11 რაჲთა სწოვდეთ და განძღეთ ძუძუჲსაგან ნუგეშინის-ცემისა მისისა, რაჲთა მწოვნელნი იშუებდეთ. შემოსლვისაგან დიდებისა მისისა.
12 რადგან ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაფენ მასზე მშვიდობას, მდინარესავით და ხალხთა დოვლათს მოვარდნილი ნიაღვარივით. გამოიზრდებით, მკლავზე იქნებით აყვანილი და მუხლებზე ნასათუთები. 12 ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მოვაქციო მათ ზედა, ვითარცა მდინარე მშჳდობისა და ვითარცა ღუარი წარმრღუნელი დიდებასა წარმართთასა. ყრმანი მათნი მჴართა ზედა აღიხუნენ და მუჴლთა ზედა ნუგეშინისცემულ იქმნენ,
13

როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.

13 ვითარ დედაჲ ვინმე ნუგეშინის-სცემნ, ეგრეთ მეცა ნუგეშინის-გცე თქუენ და იერუსალიმს შინა ნუგეშინისცემულ იქმნეთ.
14 დაინახავთ და გაიხარებს თქვენი გული, ჯეჯილივით აყვავდება თქვენი ძვლები და უფლის ხელი გამოეცხადება მის მორჩილთ, რისხვა კი - მის მტრებს. 14

და იხილოთ და განიხაროს გულმან თქუენმან და ძუალნი თქუენნი, ვითარცა მდელოჲ აღმოსცენდეს და ეცნობოს ჴელი უფლისაჲ მოშიშთა მისთა და უთქმიდეს ურჩთა მათ,

15 რადგან, აჰა, ცეცხლში მოდის უფალი და ქარიშხალივითაა მისი ეტლი, რომ გიზგიზში მოაქციოს თავისი რისხვა და ცეცხლის ალში - თავისი ბრაზი. 15 რამეთუ აჰა, უფალი, ვითარცა ცეცხლი, მოიწიოს, და, ვითარცა გრიგალი, ეტლნი მისნი კუალად-გებად შურის-ძიებისა გულისწყრომით და დევნად ალითა ცეცხლისათა,
16 რადგან ცეცხლით განსჯის უფალი და თავისი მახვილით ყოველ ხორციელს, და ბევრნი იქნებიან უფლის დახოცილნი. 16 რამეთუ ცეცხლითა უფლისათა ისაჯოს ყოველი ქუეყანაჲ და მახჳლისა მიერ მისისა ყოველი ჴორცი, მრავალნი წყლულნი იყვნენ უფლისა მიერ,
17 ისინი, ვინც იწმიდებიან და სუფთავდებიან საკერპო ჭალებში შესასვლელად, სადაც ერთმანეთის გვერდით მდგარნი ჭამენ ღორის ხორცს, უსურმაგს და თაგვებს, ერთიანად დაიღუპებიან, ამბობს უფალი. 17 უბიწოქმნილნი და განწმედილნი მტილთა შორის და წინა ბჭეთა შორის მჭამელნი ჴორცსა ღორისასა, და საძაგელებანი და თაგუნი ერთბამად აღიჴოცნენ, თქუა უფალმან.
18 რადგან მე ვუწყი მათი საქმენი და ზრახვანი. მოდის ჟამი ყველა ხალხისა და ენათა შეკრებისა; მოვლენ და იხილავენ ჩემს დიდებას. 18 და მე საქმეთა მათთა და გულისსიტყვათა მათთა მეცნიერ ვარ, და მივაგო მათ. აჰა, მოვალ შეკრებად ყოველთა ნათესავთა და ენათა, და მოვიდენ და იხილონ დიდებაჲ ჩემი.
19 დავადებ მათ ნიშანს და მათ ნატამალს გავგზავნი ხალხებთან: თარშიშში, ფულში, ლუდში, მშვიდლოსნებთან, თუხალში, იავანში, შორეულ კუნძულებზე, სადაც არ სმენიათ ჩემი ამბავი და არ უხილავთ ჩემი დიდება. ისინი გაუცხადებენ ხალხებს ჩემს დიდებას. 19 და დაუტევო-მათ თანა სასწაული და განვავლინნე მათგან ცხოვნებულნი წარმართთა მიმართ თარშიდ და ფუდდ, და ლუდდ, და მოსოხდ, და თოველდ, და ელლადად მიმართ და ჭალაკთა მიმართ შორიელთა, რომელთა არა ესმა სახელი ჩემი, არცა იხილეს დიდებაჲ ჩემი წარმართთა შორის.
20 წამოიყვანენ შენს ძმებს ყოველი ხალხიდან ძღვნად უფლისათვის ცხენებით და ეტლებით, ტახტრევნებით, ჯორებით და აქლემებით ჩემს წმიდა მთაზე, იერუსალიმში, ამბობს უფალი, როგორც ისრაელიანებს მიაქვთ ძღვენი სუფთა ჭურჭლებით საუფლო სახლში. 20 და მოჰგუარნენ ძმანი თქუენნი ყოველთაგან წარმართთა ძღუნად უფალსა და ცხენებისა თანა და ეტლებისა კარაულებისა და კერძოვირთასა საჩრდილობელთა თანა წმიდად ქალაქად იერუსალიმად, - თქვა უფალმან, - ვითარ-იგი მოიღებდეს ძენი ისრაილისანი მსხუერპლებსა მათსა ჩემდამო მხიარულებისა თანა და ფსალმუნისა სახიდ მიმართ უფლისა,
21 მათგანაც ავიყვან მღვდლებად და ლევიანებად, ამბობს უფალი. 21 და მათგანცა მოვიყვანნე ჩემდა მღდელნი და ლევიტელნი, - თქვა უფალმან, -
22 რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც შევქმნი, წარდგებიან ჩემს წინაშე, ამბობს უფალი, ასევე წარდგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. 22 რამეთუ ვითარსახედ ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რომელთა მე ვიქმ, რაჲთა ეგოს მარადის წინაშე ჩემსა - იტყჳს უფალი, - ეგრეთვე ეგოს თესლი თქუენი და სახელი თქუენი.
23 მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემს წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი. 23 და იყოს თთუჱ თთჳსაგან და შაბათი შაბათისაგან, მოვიდეს ყოველი ჴორცი თაყუანის-ცემად წინაშე ჩემსა იერუსალიმს შინა, - თქვა უფალმან, -
24 გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის. 24 და განვიდენ და იხილონ ძუალები კაცთა გარდამავალთაჲ ჩემდამო, რამეთუ მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს, და იყვნენ სახილველ ყოვლისა ჴორცისა.