ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მეთორმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
    1

და დადუმნა მარდოქე და იყო ეზოსა მეფისასა გაბათანსა და თარს თანა, ორთა მათ საჭურისთა მეფისათა, რომელნი იყვნეს მცველნი ეზოსა შინა მეფისასა.

    2 და ესმეს სიტყუანი მათ საჭურისთანი და ზრუნვანი მათნი მარდოქეს, და გამოიკითხა და გულისხმა-ყო, რომელ განმზადეს ჴელნი მათნი დასხმად ასვირეოსის ზედა მეფისა. და კეთილი განიზრახა და უთხრა მეფესა მათი ძჳრისზრახვა.
    3 და განიკითხა მეფემან ორნი იგი საჭურისნი და პოვა, ვითარმედ ჭეშმარიტ იყვნეს სიტყუანი იგი მარდოქესნი, აღიარეს და აღაბეს სიკუდიდ.
    4 და დაწერა მეფემან ასვირეოს სიტყუანი ესე მარდოქესი მოსაჴსენებელად და მარდოქემაცა დაწერა მოხსენებისათჳს.
    5 და უბრძანა მეფემან მარდოქეს, რათა მსახურებდეს ეზოსა შინა მეფისასა. და ანიჭა ნიჭი დიდი. 6. და ამან ამადოთელი ბუგანი დიდ იყო წინაშე მეფის და ენება მარდოქესი და ნათესავისა მისისა მოსრვა და უმზირდა მათ, რამეთუ უმძიმდა მოწყვედა საჭურისთა მათ.