|
|
1 |
და ჰრქუა მას: ამცენ და ეტყოდე, რათა შევიდეს მეფისა და ევედროს მას ერისა
ჩუენისათჳს.
|
|
|
2 |
მოიჴსენენ დღენი იგი სიმდაბლისა შენისანი, რომელთა შინა
აღიზარდე ჴელითა ჩემითა, რამეთუ ამან, რომელი შემდგომობს მეფისა, ეტყოდა
მეფესა ჩუენთჳს მოსიკუდიდ ჩუენდა. |
|
|
3 |
აწ ევედრე უფალსა და ეტყოდე ჩუენთჳს მეფესა, მიჴსნენ ჩუენ
სიკუდილისაგან. |
|
|
4 |
დღესა მესამესა დასცხრა იგი ლოცვისაგან და განიძარცვა
სამოსელი სიმდაბლისა და შეიმოსა სამოსელი დიდებისა. და იქმნა იგი
განშვენებულ ფრიად. |
|
|
5 |
და ხადა სახელსა ყოველთა მცნობელთასა, ღმერთსა
მაცხოვარსა, და წარიყვანა მის თანა ორნი შიმუნვარნი. |
|
|
6 |
ერთსა მას მისდევდა და ჴელი დაეყრდნა, |
|
|
7 |
და მეორე იგი აღუმცირებდა სამოსელსა მისსა, ხოლო იგი
მეწამულ იყო შვენიერებითა სიკეთისა მისისათა და პირი მისი მხიარულ იყო, |
|
|
8 |
ხოლო გული მისი შეძრწუნებულ იყო. |
|
|
9 |
და განვლნა ყოველნი კარნი სამეფოსანი და დადგა წინაშე
ასვირეოსის მეფისა; ხოლო იგი ჯდა საყდარსა ზედა სამეუფოსა მისსა და ყოველი
სამოსელი წარჩინებული ემოსა ოქროჲთა ქსოვილი და ანთრაკი პატიოსანი. |
|
|
10 |
და აღიპყრა პირი მისი განჴურვებული დიდებითა და მიჰხედნა
გულისწყრომითა მისითა; და შეეშინა დედოფალსა და ექცა ფერი პირისა მისისა.
და დაიჴსნეს ძარღუნი, დაიფარა პირი თჳსი მჴევლისა ზურგითა. |
|
|
11 |
ხოლო ღმერთმან და უფალმან ყოვლისა დამბადებელმან რისხვა იგი მეფისა წყალობად
გარდააქცია და ცვალა გულისწყრომა მისი მშჳდობად. და ნუგეშინის-სცემდა მას სიტყჳთა
მშჳდობისათა და ეტყოდა მას:
|
|
|
12 |
რაჲ არს, ესთერ დედოფალო? მე ვარ ძმა შენი, ნუ გეშინინ. |
|
|
13 |
არა მოჰკვდე, რამეთუ ზოგადთა არს ბრძანება ჩუენი და არა
შენდა მიმართ, აჰა ესერა, კვერთხი ჴელთა შენთა. |
|
|
14 |
და აღიღო კვერთხი იგი ოქროჲსა და დასდვა ქედსა მისსა და
ამბორსუყოფდა მას. |
|
|
15 |
და ჰრქუა: მეტყოდე მე, დედოფალო. |
|
|
16 |
და ჰრქუა მას ესთერ: გიხილე შენ, უფალო ჩემო, ვითარცა
ანგელოზი ღმრთისაჲ და შემიძრწუნდა გული ჩემი შიშითა დიდებისა გულისწყრომისა
შენისათა, |
|
|
17 |
რამეთუ პირი შენი მადლითა სავსე არს. |
|
|
18 |
და ამას რაჲ იტყოდა იგი, ფერი პირისა მისისა გარდაეცვალა
ყვითლად. და ესე იყო ღვაწლისაგან შიშისა მისისა და აღივსო პირი მისი
ოფლითა, რაჟამს ეტყოდა იგი ამას, დაჴსნდა და მოაკლდა. |
|
|
19 |
და მეფე ასჳრეოს შეძრწუნებულ იყო ფრიად და ყოველნი
მსახურნი მისნი. |